განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
281100118002680478
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 281100118002680478 (1/ 56-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტში

 

მოსამართლე -ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი-მარიამ თოდუას

პროკურორ-ი-–------------ს

ადვოკატ- ს----------–--------ს

ბრალდებულ- თ------------–--–---–-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე ნ---------------ის თანხმობით შემოსული ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------------ს შუამდგომლობა

 

1.ბრალდებული: თ------------–--–---–-ს მიმართ

მამის სახელი: გ--------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი კ---–----------------

რეგისტრირებული: ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი კ---–----------------

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ თ------------–--–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში, ჩ-------–---ს რაიონის სოფელ ა-----–ი მდებარე საძოვრიდან, თ------------–--–---–-, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ-------------–---–-ს კუთვნილ ცხენსა და კვიცს, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მანვე ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის ოქტომბრის თვეში, თ------------–--–---–მა უკანონოდ შეაღწია ჩ-------–---ს რაიონის სოფელ ა-----–ი მდებარე ნ-----–---------–--------ს კუთვნილ საკარმიდამო ეზოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----–---------–--------ს კუთვნილ ცხენს, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნლოვანი ზიანი.

 

2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას, ბრალდებულ თ------------–--–---–ს და ადვოკატ ს----------–--------ს შორის.

 

პროკურორი ი-–------------ შუამდგომლობს თ------------–--–---–-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული თ------------–--–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ------------–--–---–ს

 

სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ცხენი და კვიცი დაუბრუნდეს დაზარალებულ დ-------------–---–ს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ცხენი დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ-----–---------–--------ს.

 

თ------------–--–---–- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ს----------–-------- ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს და ითხოვენ მის დამტკიცებას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ბრალდებულ თ------------–--–---–-ს წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული თ------------–--–---–- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

 

ბრალდებული თ------------–--–---–- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.

 

დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.

 

საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულებს დ-------------–---–ს და ნ-----–---------–--------ს არ სურთ დაესწრონ სასამართლო სხდომას და თანახმა არიან ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

თ------------–--–---–-ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:

 

ბრალდებულ თ------------–--–---–-ს აღიარებით.

 

2018 წლის 15 ოქტომბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გ--------–----–-----ს მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 14-21)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ (ს.ფ. 89-90)

 

2018 წლის 16 ოქტომბრის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნ-----------–---–-ს მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ. 63-69)

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ (ს.ფ. 94-96)

 

2018 წლის 15 ოქტომბრის ამოცნობის ოქმებით (ს.ფ 24-31)

 

დაზარალებულების დ-------------–---–-ს და ნ-----–---------–--------ს გამოკითხვის ოქმებით.

 

მოწმეების ვ---------–--------ს, გ--------–----–-----ს, თ-------–----–-----ს და ზ-----------–--ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ თ------------–--–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია თ------------–--–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

თ------------–--–---–-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

თ------------–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ცხენი და კვიცი დაუბრუნდეს დაზარალებულ დ-------------–---–ს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ცხენი დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ-----–---------–--------ს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილე ნ---------------ის თანხმობით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–------------ს, ბრალდებულ თ------------–--–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ს----------–--------ს შორის.

 

3.ცნობილი იქნას დამნაშავედ თ------------–--–---–- (პირადი ნომერი 4----------) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ თ------------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დაურჩეს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

7.თ------------–--–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 15 ოქტომბრის 18:44 საათიდან.

 

8.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად თ------------–--–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ( ჩ-------–---ს რაიონი, სოფელი კ---–----------------)

 

9.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად თ------------–--–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

10.ნივთიერი მტკიცებულება, ცხენი და კვიცი დაუბრუნდეს დაზარალებულ დ-------------–---–ს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ცხენი დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ-----–---------–--------ს.

 

11.თ------------–--–---–ს განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

12.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

14. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია