გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841210018002548959
საქმე N2/127-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი 2018 წ ტყიბული
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ტყიბულის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ციცინო კიკვაძე.
სხდომის მდივანი - ფატმან მინდიაშვილი.
მოსარჩელე - კ---ა გ------ძე;
წარმომადგენელი - გ--–ა ჩ--აძე;
მოპასუხე - ნ--ო გ------ძე;
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს მოსარჩელე კ---ა გ------ძესა და მოპასუხე ნ--ო გ------ძეს შორის 2001 წლის 02 დეკემბერს (გურნის თემის საკრებულოს) N09 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე 2001 წლის 02 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ--ო ა-------თან, რომელთანაც 2016 წლის 17 აგვისტოს შეეძინა შვილი მ---- გ------ძე. მხარეთაც შორის რამდენიმე წელია დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხესთან განქორწინებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ნინო გ------ძემ სასარჩელო მოთხოვნა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სრულად და თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2001 წლის 02 დეკემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ მ---- გ------ძე. დაბადებული 2006 წლის 17 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.16)
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 28)
3.1.2. მხარეები მათ შორის არსებული უთანხმოების გამო ფაქტიურად ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. მხარეებს შორის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების და წარმოდგენილი წერილობითი საბუთების ერთობლიობით შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მხარეებს შორის ქორწინება შეწყდეს შესარიგებლად ვადის დანიშვნის გარეშე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სურს განქორწინება და ოჯახის აღდგენა შეუძლებლად მიაჩნია, რასაც ეთანხმება მოპასუხე, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მათი ოჯახის შენარჩუნების პერსპექტივა არ იკვეთება და ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯები, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სასამართლო ბიუჯეტში ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა 243-244-ე; 247-ე 250-ე; 272-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.კ---ა გ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მოსარჩელე კ---ა გ------ძესა და მოპასუხე ნ--ო გ------ძეს შორის 2001 წლის 02 დეკემბერს (გურნის თემის საკრებულოს) N09 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
3. კ---ა გ------ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 18 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. ( საგადახდო დავალება N12, გადახდის თარიღი 18.07.18 წ. გადამხდელი კ---ა გ------ძე, გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი’’, მიმღები სახელმწიფო ხაზინა TRESGE 22).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N4) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის №4) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. /კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით/.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე