განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100118002595703
№ 1/320-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18.10.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - მიხელ ბერიაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - იოსებ გაბარაევი
ბრალდებული - ა-–---------- ა-–----------ს ძე რ------ე, დაბადებული 1--- წლის 30 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–----------.
კვალიფიკაცია
ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ--–--------–-----------–---–------------–- მდებარე იუსტიციის სახლის გვერდით არესებულ ნინო პ---–--–---–ის სავაჭრო მაგიდიდან, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ძარცვისათვის ნასამართლევი ა-–---------- რ------ე, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ნ---- პ---–--–---–ის კუთვნილ 8 (რვა) ცალ ჯინსის შარვალს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 160 (ას სამოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზემოაღნიშნული ქმედებით ა-–---------- რ------ემ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით.
ა-–---------- რ------ემ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. გარდა ამისა, მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ა-–---------- რ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- რ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - ნ---- პ---–--–---–ის, ლ-–- წ----–--ის, არჩილ კ-------ის, გ------ ზ------ას, ა-–---- თ------–---–ის, გ------- ს-------–-–---–ის, ა-–---------- ო----–---–ის, რ------ დ---–---–---–ის და გ------- წ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, გ------ ზ------ას ინფორმაციული პატაკი, ა-–---------- ო----–---–ის ინფორმაციული პატაკი, ა-–---------- რ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ა-–---------- რ------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი ა-–---------- რ------ის მიმართ, მომართვის წერილი შიდა ქართლის პრობაციის ბიუროდან, ამოღებული ნივთმტკიცებები. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, ზემოთ დასახელებული, მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილ ბრალდებაში ა-–---------- რ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------- რ------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო ა-–---------- რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რაც შეეხება ა-–---------- რ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---------- რ------ის მიმართ მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ა-–---------- რ------ეს მსჯავრი დაედო ანალოგიური სახის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განზრახი დანაშაულის ჩადენაში. ამჯერად მან აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში კვლავ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინა. ამდენად, სასამართლოს აზრით, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ნასამართლობა ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, რაც სასჯელის შერჩევისას ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 26 ივლისის სანოტაროდ დამოწმებული განცხადების თანახმად, დაზარალებულ ნ---- პ---–--–---–ს სრულად აუნაზაღაურდა დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანი და მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. ასევე დაზარალებულმა ითხოვა ა-–---------- რ------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ა-–---------- რ------ის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. სასამართლო სხდომაზე ა-–---------- რ------ემ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. ბრალდებულმა თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი ათვიცნობიერებს ინკრიმინირებული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, მართლაც ნანობს მის ჩადენას და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ა-–---------- რ------ე 42 წლისაა, დასაოჯახებელია, დაკავებამდე იყო უმუშევარი.
სასამართლოს აზრით, სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ა-–---------- რ------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს აზრით, განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ა-–---------- რ------ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის წესი.
ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ა-–---------- რ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 13 (ცამეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, სანთებელა და ა-–---------- რ------ის ტანსაცმელი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ა-–---------- რ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ერთ ცალ ,,დვდ დისკზე“, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 50-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-–---------- რ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით ა-–---------- რ------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- რ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ა-–---------- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 ივლისის 19:00 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ა-–---------- რ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ა-–---------- რ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 13 (ცამეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, სანთებელა და ა-–---------- რ------ის ტანსაცმელი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ა-–---------- რ------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ერთ ცალ ,,დვდ დისკზე“, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე