განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-115-2018 ( 130100118002510962)
განაჩენი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-----–--------–-–---–ი, დაბადებული 1983 წლის 21 ნოემბერს, პირადი ნომერი 4----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, ჩ---–----–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქარელის მუნიციპალიტეტის დ----------–---–-------–-------------ში
ადვოკატი - ქ---------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებული ა-----–--------–-–---–ი, რომელსაც აღნიშნული განაჩენით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 7 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში მართავდა "მერსედესის" მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით I---------
მტკიცებულებათა ერთობლიობა :
ბრალდებულმა ა-----–--------–-–---–მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ არის გამხდარი და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–--------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების: გ-------------------ის, ლ----------–---–---–ის, ი-----–----–-----ის ჩვენებები; ავტომანქანისა და ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც ა-----–--------–-–---–ს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 5 (ხუთი) წლის ვადით, ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, ა-----–--------–-–---–ის აღიარებითი ჩვენება და ნივთიერი მტკიცებულებები.
აღნიშნული არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-----–--------–-–---–მა არ შეასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და მიუხედავად, ამ განაჩენით მართვის უფლების ჩამორთმევისა, უფლების შეზღუდვის ვადის გასვლამდე, კვლავ მართავდა სატრანსპორტო საშუალებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილისა და ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ ა-----–--------–-–---–ს შორის, ადვოკატ ქ---------------ის მონაწილეობით.
პროკურორმა ბ----------------–---–მა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ა-----–--------–-–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ა-----–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ა-----–--------–-–---–ის მიმართ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასაჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ა-----–--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ა-----–--------–-–---–ი და მისი ადვოკატი ქ---------------ი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას, ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ა-----–--------–-–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ. რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან/და ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ ა-----–--------–-–---–ს შორის 2018 წლის 16 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ა-----–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ა-----–--------–-–---–ის მიმართ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასაჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ა-----–--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ა-----–--------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.
5. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ა-----–--------–-–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. გაუქმდეს ა-----–--------–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
7. ნივთიერი მტკიცებულება: მერსედესის მარკის ავტომანქანიდან, რომლის სახელმწიფო სანომრე ნიშანია I--------, ამოღებული მიკრო ნაწილაკების ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი