გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210116001665243
(2/608- 2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.10.2018 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თემურ ჩიტაია
მოსარჩელე - შპს „ნო----------–---“
წარმომადგენელი - და---- სა------ი
მოპასუხე - გი-- ჭა--------ა
წარმომადგენელი -მა----–ი არ---–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე შპს „ნო----------–---“-ის სასარგებლოდ, მოპასუხე გი-- ჭა--------ასათვის 11636.58 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯო---------------სსა“ და შპს „ნო----------–---ს“ შორის დაიდო ქ. ფოთიდან ქ. ერევანში 17 კონტეინერის გადაზიდვის ხელშეკრულება. შპს „ნო----------–---მა“ თავის მხრივ, დადო 17 ხელშეკრულება კერძო სუბიექტებთან, რომელთაც უნდა მოეხდინათ ტვირთის ტრანსპორტირება ფოთიდან ქ. ერევანში. ხელშეკრულების თანახმად, ჩვიდმეტივე ტვირთის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ერთდროულად, ერთი ინვოისის საფუძველზე, ხოლო გადამზიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოცდენის შემთხვევაში „ნო----------–---ი“ ვალდებული იყო თითოეული გადამზიდველისათვის აენაზღაურებინა ავტომანქანის მოცდენით გამოწვეული ზიანი დღეში 100 აშშ დოლარის ოდენობით.
2016 წლის 4 დეკემბერს ჩვიდმეტივე სატრანსპორტო საშუალება დაიტვირთა კონტეინერებით და გადაკვეთა საზღვარი, თუმცა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ეკუთვნის მოპასუხე გი-- ჭა--------ას, გამოვიდა მწყობრიდან და მისი ჩატანა ქ. ერევანში შესაძლებელი გახდა შპს „ჯო---------------სი“-ს დახმარებით 2016 წლის 11 დეკემბერს. სანაცვლოდ შპს „ჯო---------------სს“ მოსარჩელის მიერ აუნაზღაურდა კონტეინერის ტრანსპორტირების - 436,58 აშშ დოლარი. ერთიანობაში კონტეინერის ტრანსპორტირებისა და 16 სატრანსპორტო საშუალების მოცდენით შპს „ნო----------–---ს“ მიადგა 11 636.58 აშშ დოლარის ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე - გი-- ჭა--------ამ სარჩელი ნაწილობრივ, მხოლოდ 436,58 აშშ დოლარის ნაწილში ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. .შპს „ნო----------–---“ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2008 წლის 8 მაისიდან, ხოლო ინდ/მეწარმე გი-- ჭა--------ა 2008 წლის 22 აპრილიდან.
3.1.2. .შპს „ჯო---------------სსა“ (დამკვეთს) და შპს „ნო----------–---ს“ (შემსრულებელს) შორის დაიდო საქონლის გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ნო----------–---“-ს ქ. ფოთიდან ქ. ერევანში უნდა გადაეზიდა 17 კონტეინერი.
3.1.3.შპს „ნო----------–---“-მა ტვირთის გადასაზიდად, თავის მხრივ, 17 კერძო სუბიექტთან, გი-- ჭა--------ასთან, ლო-------- ზვ------ესთან, ლ-- ტი---ესთან, იო--- სვ----ესთან, გ------- ზა--------სთან, გ------- დ---–თან, ვლ-------- ბჟ--–---სთან, ბე---- ბე------თან, სუ-–--- ბა-–-------ესთან, გ------- ბა-–-------ესთან, მა----- მი---ესთან, გე----ი ახ--–---სთან, გი-- შა-–--------ესთან, კა------ სე--------ესთან, იუ--- გე----ესთან, ბე–-- დო-–--ესა და ნ--- ხუ-----ესთან დადო კონტეინერების ტრანსპორტირების ხელშკრულებები, რომელთაც თავიანთი კუთვნილი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა მოეხდინათ ქ. ფოთიდან ქ. ერევანში კონტეინერის გადაზიდვა.
3.1.4.2016 წლის 4 დეკემბერს 17 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის გი-- ჭა--------ას კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა, დაიტვირთა კონტეინერებით და გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, თუმცა იმის გამო, რომ გი-- ჭა--------ას კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო ტექნიკურად გაუმართავი,საზღვრის გადაკვეთის შემდგომ გამოვიდა მწყობრიდან.
3.1.5.აღნიშნულის შესახებ ეცნობა ხელშეკრულების მხარეს შპს „ჯო---------------სს“, რომელმაც თავისი ხარჯებით უზრუნველყო გი-- ჭა--------ას სატვირთო ავტომანქანაზე განთავსებული კონტეინერის (P----------) ჩატანა დანიშნულების ადგილზე. კერძოდ, 2016 წლის 10 დეკემბერს შპს „ჯო---------------სის“ კუთვნილ უნაგირასაწევარაზე (რეგ.N D-----) მიბმულიქნა გი-- ჭა--------ას საკუთრებაში არსებული ნახევრადმისაბმელი B-----, 2016 წლის 11 დეკემბერს გადაკვეთა საზღვარი და მოახდინა კონტეინერის გადაზიდვა ერევანში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
-შპს „ჯო---------------სის“ წერილები;
-მიღება-ჩაბარების აქტები;
-სატრანსპორტო დეკლარაციები;
-ნეიტრალურ ზონაში ჩანაცვლების დოკუმენტი;
-სომხური მხარის დაზღვევის წერილი;
-მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.გი-- ჭა--------ას ავტომანქანის გაუმართაობით შპს „ნო----------–---“-ს მიადგა 11 636.58 (11200+436.58) აშშ დოლარის ზიანი. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის დაკვეთით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხე გი-- ჭა--------ას თავისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქ. ერევანში უნდა ჩაეტანა კონტეინერი. ასევე სადავოდ არ მიიჩნევენ იმასაც, რომ გი-- ჭა--------ას ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მწყობრიდან და კონტეინერის დანიშნულების ადგილზე მიტანა განხორციელდა შპს „ჯო---------------სის“ მეშვეობით. მოსარჩელე უთითებს, რომ გი-- ჭა--------ას მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით, კერძოდ, გი-- ჭა--------ას ავტომანქანის ტექნიკურად გაუმართაობით მას მიადგა 11 636.58 აშშ დოლარის ზიანი, მოპასუხე გი-- ჭა--------ა კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულით მოსარჩელეს მიადგა მხოლოდ 436.58 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი. შესაბამისად, მხარეებს შორის სადავოა მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელის განმარტების -რომ მას მიადგა 11 636.58 აშშ დოლარის ზიანი, მტკიცების ტვირთი, მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, აწევს ამ გარემოების მიმთითებელ პირს, შესაბამისად, მოსარჩელე შპს „ნო----------–---“-ს, რაც მან დაადასტურა კიდეც. მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს გადახდის ქვითარი, საიდანაც დასტურდება შპს „ნო----------–---“-ის მიერ შპს „ჯო---------------სი“-სათვის გი-- ჭა--------ას მწყობრიდან გამოსულ ავტომანქანაზე განთავსებული კონტეინერის დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის - 436.58 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. საგულისხმოა, რომ 436.58 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობის ფაქტს მოპასუხე გი-- ჭა--------აც არ უარყოფს და ამ ნაწილში ცნობს სარჩელს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარდა 436.58 აშშ დოლარისა, მას გი-- ჭა--------ას ავტომანქანის გაუმართაობით მიადგა ასევე 11200 აშშ დოლარის ზიანი, კერძოდ, შეთანხმების თანახმად, ჩვიდმეტივე ტვირთის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ერთდროულად, ერთი ინვოისის საფუძველზე, ხოლო გადამზიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოცდენის შემთხვევაში „ნო----------–---ი“ ვალდებული იყო თითოეული გადამზიდველისათვის აენაზღაურებინა ავტომანქანის მოცდენით გამოწვეული ზიანი, დღეში 100 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ერთ-ერთი გადამზიდველის, კერძოდ, გი-- ჭა--------ას ბრალეულობით 7 დღე (2016 წლის 4 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე), მოცდენილი იყო 16 გადამზიდველი, შეთანხმების თანახმად იგი ვალდებული იყო 16-ვე გადამზიდველისათვის გადაეხადა დღიურად 100 აშშ დოლარი, ერთიანობაში 11200 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, წარმოადგინა 2016 წლის 18 დეკემბერს დამკვეთს-შპს „ნო----------–---“-სა და შემსრულებლებს ლო-------- ზვ------ეს, ლ-- ტი---ეს, იო--- სვ----ეს, გ------- ზა--------ს, გ------- დ---–ს, ვლ-------- ბჟ--–---ს, ბე---- ბე------ს, სუ-–--- ბა-–-------ეს, გ------- ბა-–-------ეს, მა----- მი---ეს, გე----ი ახ--–---ს, გი-- შა-–--------ეს, კა------ სე--------ეს, იუ--- გე----ეს, ბე–-- დო-–--ესა და ნ--- ხუ-----ეს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვით, მხარეები თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ იმ გარემოებებს, რომ დამკვეთის შპს „ნო----------–---“-ის მიერ თითოეულ შემსრულებელს გადაეცა ავტომანქანის მოცდენის საფასურის -700 აშშ დოლარის, ნაწილი -445 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილს -255 აშშ დოლარს, თითოეული შემსრულებელი მიიღებდა არაუგვიანეს 2016 წლის 25 დეკემბრისა. ამავე მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ მოცდენა გამოწვეული იყო 17 კონტეინერიდან ერთი კონტეინერის (P----------), რომლის ტრანსპოტრირებასაც უზრუნველყოფდა გი-- ჭა--------ა, ქ. ერევანში დაგვიანებით გადაზიდვით. შპს „ნო----------–---“-მა სასამართლოს ასევე წარმოუდგინა შემსრულებლებისათვის: ლო-------- ზვ------ისათვის, ლ-- ტი---ისათვის, ბე----ი ბე------ისათვის, სუ-–--- ბა-–-------ისათვის, გ------- ბა-–-------ისათვის, იო--- სვ----ისათვის, ნ--- ხუ-----ისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, სს“თიბისი ბანკი-ს“ საგადახდო დავალებები (09.01.2017წ; 11.01.2017 წ;10.01.2017 წ; 24.01.2017 წ;20.01.2017 წ;23.01.2017წ25.01.2017 წ;25.01.2017 წ) რომელთა მიხედვით, შემსრულებლებს ჩაერიცხათ ერევანში სატრანსპორტო საშუალებების მოცდენის საფასურის ნაწილი, ლო-------- ზვ------ეს -690 ლარი, ლ-- ტი---ეს-674 ლარი, ბე----ი ბე------ს-678 ლარი, სუ-–--- ბა-–-------ეს-672 ლარი, გ------- ბა-–-------ეს-675 (450+225) ლარი, იო--- სვ----ეს-275 ლარი, ნ--- ხუ-----ეს-275 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება შპს „ნო----------–---“-სა და 17-ივე გადამზიდველს შორის, მათგან დამოუკიდებელი მიზეზით მოცდენის შემთხვევაში თითოეული გადამზიდველისათვის დღეში 100 აშშ დოლარის გადახდის შესახებ შეთანხმების არსებობის ფაქტი, ვინაიდან როგორც მიღება-ჩაბარების აქტებში, ისე საგადახდო დავალებებში პირდაპირაა მითითებული 16 გადამზიდველისათვის გადაცემული თუ ჩარიცხული თანხის დანიშნულება, რომ იგი წარმოადგენს ავტომანქანის მოცდენის საფასურის -700 აშშ დოლარის ნაწილს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება, მხარეთა ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ (სსკ 50-ე მ), ხოლო გარიგება ფორმაა-ზეპირი ან წერილობითი (სსკ 69-ე მ). მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება მხარეებს შორის მათივე ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ნამდვილობისათვის კანონი ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ისე წერილობით ფორმას, ხოლო გარიგების ფორმის შერჩევაში მხარეები არ არიან შეზღუდული და ფორმის არჩევაც მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ მხარეები ზეპირი გარიგების საფუძველზე შეთანხმებული იყვნენ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ფორმაზე, კერძოდ,„ნო----------–---ი“ ვალდებული იყო მათგან გამოუკიდებელი მიზეზით მოცდენისათვის თითოეული გადამზიდველისათვის აენაზღაურებინა დღეში 100 აშშ დოლარი, რაც ნაწილობრივ შეასრულა კიდეც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მთლიანობაში შემსრულებლებს გადაუხადა მოცდენის საფასურის ნაწილი- 7120 აშშ დოლარი და 3939 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო სს კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე აფასებს რა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენელ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ მოპასუხე გი-- ჭა--------ამ ვერ განახორციელა არსებითი შედავება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებებისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისადმი, ვინაიდან რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისწორის ვარაუდს და სასამართლოს მისცემდა მისი გაზიარების შესაძლებლობას, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე მოსარჩელის მტკიცებულებების გაქარწყლებას ცდილობს მხოლოდ მისი განმარტებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. შესაბამისად, მოპასუხის მხოლოდ განმარტება, რომ შპს „ნო----------–---ი“ თითოეულ გადამზიდველს არ შეთანხმებია მათი ბრალის გარეშე ზიანის მიყენების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე, საქმის მასალებით არ დგინდება. პირიქით, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით დასტურდება ხელშეკრულების მხარეებს შორის ასეთი შეთანხმების არსებობისა და შპს „ნო----------–---“-ის მიერ თითოეული გადამზიდველისათვის მოცდენით გამოწვეული ზიანის ნაწილის ანაზღაურების ფაქტი, ხოლო რაც შეეხება მოცდენას, იგი გამოწვეული იყო მოპასუხე გი-- ჭა--------ას ავტომანქანის გაუმართაობით, შესაბამისად, მისი ბრალეულობით, რაც მოპასუხესაც სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში შეძლო დაედასტურებინა მის მიერ მითითებული გარემოებები, კერძოდ, გი-- ჭა--------ას მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მას მიადგა 11 636.58 აშშ დოლარის ზიანი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 361-ე,327-ე, 394-ე,668-ე,686-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვით ყველას აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (მ.42.).
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე და ისეთ დროს, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელემ მიიჩნია რა მოპასუხის მხრიდან მისი უფლება დარღვეულად სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და მომართა სასამართლოს მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ოღონდ არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ შპს „ნო----------–---“-სა და 17 კერძო სუბიექტს (მათ შორის გი-- ჭა--------ას), შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით, გადამზიდველებს --შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, თავიანთი კუთვნილი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა მოეხდინათ ქ. ფოთიდან 17 კონტეინერის გადაზიდვა და ქ. ერევანში მათი ერთდროულად ჩატანა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686.1 მუხლის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს არც გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე.
მითითებული ნორმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება ქონდეს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი, სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე მითითებით ვერ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
დადგენილია და მოპასუხეც არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ გი-- ჭა--------ას მფლობელობაში არსებული, გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება არ იყო ტექნიკურად გამართული და იგი გადაზიდვის პერიოდში გამოვიდა მწყობრიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686.3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გი-- ჭა--------ა ყველა შემთხვევაში ჩაითვლება პასუხისმგებელ პირად და ზიანის მიყენების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე მითითებით, ვერ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
მითითებული ნორმა მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს ანიჭებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებამოსილებას. იგივე უფლებამოსილებას უწესებს კრედიტორს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1.პუნქტით დადგენილია, რომ შპს „ნო----------–---“-ს მიადგა 11 636.58 აშშ დოლარის ზიანი, რაც გამოწვეული იყო გი-- ჭა--------ას მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით, კერძოდ, იმით, რომ მისი მფლობელობის ქვეშ მყოფი ავტომანქანის, რომლითაც იგი კონტეინერის გადაზიდვას ახორციელებდა, ნაკლის გამო, ვერ იქნა შესაძლებელი ტვირთის დროულად მიწოდება ადრესატისატისათვის, რამაც თავის მხრივ, სხვა ავტომანქანების მოცდენა გამოიწვია.
ვინაიდან გი-- ჭა--------ას მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით შპს „ნო----------–---“-ს მიადგა 11 636.58 აშშ დოლარის ზიანი, გი-- ჭა--------ა ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 928 ლარი, რაც მითითებული ნორმის შესაბამისად უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის -500 ლარის (დავის საგნის 2%-მდე) გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ და ყადაღა დაედო მოპასუხე - გი-- ჭა--------ას (პ/ნ-----------), საკუთრებაში არსებულ შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს: მარკა, მოდელი- R----------, სახელმწიფო ნომერი- B-----, გამოშვების წელი- 1999, საიდენტიფიკაციო/შასის ნომერი- 994792, სარეგისტრაციო მოწმობა- C-------- და მარკა, მოდელი- S-------------------, სახელმწიფო ნომერი- GOO252, გამოშვების წელი- 2000, საიდენტიფიკაციო/შასის ნომერი- V----------------, სარეგისტრაციო მოწმობა- C--------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს სენაკის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ნო----------–---”-ის სარჩელი მოპასუხე გი-- ჭა--------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1.დაეკისროს გი-- ჭა--------ას შპს „ნო----------–---”-ის სასარგებლოდ 11 636.58 აშშ დოლარის გადახდა.
2. დაეკისროს გი-- ჭა--------ას შპს „ნო----------–---”-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 928 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის -500 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია