გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
040210017002172290 საქმე №2/100-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი-თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე- სს ,,კ------- ბ----
წარმომადგენელი- ლ-- ბ--------–---–-
მოპასუხე- ე------ ლ---------–----, მ------- ტ---–------, ს----- ლ---------–----, ზ----- ჩ------–----
წარმომადგენელი-ნ----- მ---------–--
დავის საგანი-თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს -ე------ ლ---------–----, მ------- ტ---–------, ს----- ლ---------–----, ზ----- ჩ------–---- სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2013 წლის 11 მაისის N 2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალ--ნების 3256,58 აშშ. დოლარის, საიდანაც 2502.34 დოლარი არის ძირითადი თანხა, 411,59 დოლარი პროცენტი, 160.38 დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 182.27 დოლარი კი - 0,27 % ჯარიმა ძირზე.
მოსარჩელის პოზიცია:
2013 წლის 11 მაისს, შპს ” მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და მოპასუხე ე------ ლ---------–---- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება № 2------------, რის საფუძველზეც ე------ ლ---------–----- ისესხა 7000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 2016 წლის 18 მაისის ჩათვლით, 1.39 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის-0,27 % , არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში. მსესხებელს ჰყავს სამი თავდები. 2013 წლის 11 მაისს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, თავდებებმა- მ------- ტ---–-------, ს----- ლ---------–----- და ზ----- ჩ------–----- იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. მსესხებლისა და თავდებების (სოლიდარული) მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მსესხებელ-ე------ ლ---------–---- 2015 წლის 18 აგვისტოს შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეების მიერ სესხის თანხის გადახდა არ განხორციელდა.
2. მოპასუხეების პოზიცია.
2.1. მოპასუხეებმა ე------ ლ---------–-----, მ------- ტ---–-------, წარმოადგინეს შესაგებელი და სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, თუმცა სასამართლო სხდომაზე ე------ ლ---------–----ს წარმომადგენელმა მოითხოვა თანხის გადანაწილება.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2013 წლის 11 მაისს, შპს ” მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და მოპასუხე ე------ ლ---------–---- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება № 2------------, რის საფუძველზეც ე------ ლ---------–----- ისესხა 7000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 2016 წლის 18 მაისის ჩათვლით, 1.39 % თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის-0,27 % , არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება, გაფრთხილების წერილები
3.1.2. მსესხებელს ჰყავს სამი თავდები. 2013 წლის 11 მაისს დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, თავდებებმა მ------- ტ---–-------, ს----- ლ---------–----- და ზ----- ჩ------–----- იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. მსესხებლისა და თავდებების (სოლიდარული) მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მსესხებელ-ე------ ლ---------–---- 2015 წლის 18 აგვისტოს შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია.მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ სესხის თანხის გადახდა არ განხორციელდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის ხელშეკრულება და თავდებობის შესახებ განცხადებები
3.1.4. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული, თუმცა დავალიანების თანხა არ გადაუხდიათ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ისტორია
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ,,კ------- ბ----ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 799-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და მოპასუხე ე------ ლ---------–---- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 11 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც ერთ შემთხვევაში, მოსარჩელემ გასცა და მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 7000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 1.39 % თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. დადგენილია, რომ 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.5%-ით. 2018 წლის 08 მაისის მდგომარეობით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ე------ ლ---------–----ს დავალიანება პროცენტის ნაწილში განისაზღვრება - 411,59 აშშ.დოლარით.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მოვალისათვის სესხის ძირი თანხის, და პროცენტის თანხების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ, საქმე Nას-54-54-2018).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,კ------- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
დადგენილია, რომ ე------ ლ---------–----ს მიერ დარღვეულ იქნა 2013 წლის 11 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3256,58 აშშ.დოლარს, საიდანაც 2502.34 დოლარი არის ძირითადი თანხა, 411,59 დოლარი არის პროცენტი, 160.38 დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 182.27 დოლარი არის 0,27 % ჯარიმა ძირზე.
ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა ე------ ლ---------–----- 2015 წლის 18 აგვისტოდან შეწყვიტა თანხის გადახდა , კერძოდ, მოპასუხე ე------ ლ---------–---- 2015 წლის 07 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, რაც გახდა მის მიერ თანხის გადაუხდელობის მიზეზი.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, მოპასუხე ე------ ლ---------–---- 2015 წლის 07 ივლისს ,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. როგორც სარჩელიდან ირკვევა, ე------ ლ---------–---- 2015 წლის 18 აგვისტოს შემდეგ არ განუხორციელებია გადახდა, ანუ აღნიშნული შემთხვევის შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
უდავო გარემოებაა, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 11 მაისს შპს მ----------------- ო---------–-- ,,კ-------სა“ და მოპასუხეებს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მ------- ტ---–-------, ს----- ლ---------–-----, ზ----- ჩ------–----- ინდივიდუალურად იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „კ------- ბ----ს” მოთხოვნა თავდებების - მ------- ტ---–------ს, ს----- ლ---------–----ს, ზ----- ჩ------–----- მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 2913,93 აშშ დოლარი.
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიასა და მსესხებელს შორის ხელშეკრულება საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც დაზღვევის თანხა-182,27 დოლარი მოსარჩელეს არ უნდა აუნაზღაურდეს.
საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი 255,08 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული თანხის ოდენობიდან, რაც შეადგენს 167,67 ლარს, ხოლო იმ ნაწილის პროპორციული ოდენობა რაზეც უარი ეთქვა მოსარჩელეს უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 05 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი მოპასუხის-მ------- ტ---–------ს მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მოსარჩელის-სს,,კ------- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.მოპასუხეებს-ე------ ლ---------–----, მ------- ტ---–------, ს----- ლ---------–----, ზ----- ჩ------–---- სს,,კ------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2913.93 აშშ.დოლარის გადახდა(2502.34 აშშ.დოლარი-ძირი თანხა, 411.59 აშშ.დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტი).
3.მოპასუხეებს-ე------ ლ---------–----, მ------- ტ---–------, ს----- ლ---------–----, ზ----- ჩ------–----, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის-167.67 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-50 ლარისა და საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის-100 ლარის გადახდა.
4. სარჩელზე უარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 87,41 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
5.ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 05 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ.ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი