გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210017002203066
საქმე №2/34110-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე შ-------------–---–ი
წარმომადგენელი ქ---------------–---–ი
მოპასუხე ს---------–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი მ--------–--–-–---–ი
დავის საგანი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17-ში მდებარე, აწ გარდაცვლილი დ-------------–----ისა და დ----------–----ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელე შ-------------–---–ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ცნობა-დახასიათების მიხედვით თბილისში გ---------ის პირველი შესახვევი N17-ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია დ-------------–----ის და დ----------–----ის სახელზე.
დ----------–----ი გარდაიცვალა 1951 წლის 28 ნოემბერს, მისი მეუღლის და შვილების არც მისი სხვა ნათესავების შესახებ არსებობს მონაცემები. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებით არ იძებნება ინფორმაცია დ----------–----ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.
დ-------------–----ის გარდაიცვალა 1983 წლის 18 აპრილს. 1984 წლის 11 დეკემბრის ქ-----–-- მმაჩის ბიუროს სააქტო ჩანაწერით დგინდება, რომ დ-------------–----ი ქორწინებაში იყო მ------- ბ-----–---–თან (გ---–----ი), რომლის სახელზეც 1984 წლის 12 დეკემბერს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა და რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 25 ივლისს.
სადავო ქონებიდან თავისი წილი დ-------------–----მა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში მიჰყიდა ი---------------ს და ვ-----–----------ას, ამიტომ შეუძლებელია მ------- გ---–----ს მემკვიდრეობით მიეღო სადავო უძრავი ქონება, ამასთან ამ ქონებაზე არც მ------- გ---–----ის და არც სხვა ვინმეს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
ი---------------ი გარდაიცვალა 1982 წლის 14 თებერვალს, მისმა ერთადერთმა კანონისმიერმა მემკვიდრემ, მეუღლე ვ-----–----------ამ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სადგომი, 1992 წელს სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე შედგენილი შინაურული ხელწერილის თანახმად, რომელიც დღეის მდგომარეობით არ შემორჩა ოჯახს, მიყიდა შ-------------–---–ს. მას შემდგომ დღემდე მოსარჩელე თავისი ოჯახით მითითებულ ბინაში ცხოვრობს, იხდის კომუნალურ გადასახადებს. რაც შეეხება მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციას, ის არ არის ამ მისამართზე რეგსტრირებული, რადგან ოჯახთან ერთად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი, 1972 წელს დაიბადა ცხინვალში და 1991 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჯერ დაარეგისტრირა თბილისში ბ–---–---ის ქუჩაზე, N27-ში, ხოლო 2002 წლიდან რეგისტრირებულია თბილისში, დ. გ-------–---–ის გამზ. ბ.N12“ა“, კორპ.2, ბ.4-ში. მათი სტატუსიდან გამომდინარე ოჯახი იღებს სხვადასხვა სახის დახმარებას და შესაბამისად არ ჰქონდათ უფლება რეგისტრაციის მისამართი თავისის სურვილით შეეცვალათ.
ვ-----–----------ა 2016 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა ს---------------–------–------––-. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებით არ იძებნება ინფორმაცია ვ-----–----------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შ-------------–---–ი წარმოადგენს მოსარგებლეს, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს---------–-–-------------------------–-------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იმისთვის, რომ დადგინდეს სადავო ქონება არის თუ არა უმკვიდრო, სრულყოფილად გამოკვლეული უნდა იქნეს არსებობენ თუ არა კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეები, ჰქონდა თუ არა ადგილი მემკვიდრეთაგან სამკვიდრო მასის მიღებაზე უარის თქმას ან მემკვიდრეობის ჩამორთმევას. ამასთან სადავო ქონება მოსარჩელეს შეძენილი აქვს არამესაკუთრისაგან, რომლის აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციის მტკიცებულებაც არ ერთვის საქმეს, ასევე კანონი ცალსახად აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს და მოსარგებლის შორის წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში გარიგების დადებას უშუალოდ მესაკუტრესთან ადგილი არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17, შენობა ნაგებობა ფართი ლიტერი „ა“ - 51.69 კვ.მ. ლიტერი „ბ“ - 19.03 კვ.მ. და ლიტერი „ს“- 20.00 კვ.მ. მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე/მოსარგებლედ მითითებულები არიან დ-------------–----ი და დ----- გ----–----ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ს დადგენილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი დ----------–----ისადმი ცნობა დახასიათების კუთვნილების თაობაზე, სადაც მითითებული გვარი "გ----–----ი" არ ემთხვეოდა მის გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გვარს - "გ---–----ს".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 27);
- დადგენილება;
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–------------------- გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17, მისამართზე მდებარე ქონებაზე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების პასუხი (ს.ფ. 31);
3.1.4. დ----------–----ი გარდაიცვალა 1951 წლის 28 ნოემბერს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებით არ იძებნება ინფორმაცია დ----------–----ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია დ----------–----ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 42)
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 48);
- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 49);
3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების მიხედვით სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული დ----- გ----–----ი არის 1952 წლის 28 ნოემბერს გარდაცვლილი დ----------–----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ს დადგენილება (ს.ფ.160)
3.1.6. დ-------------–----ის გარდაიცვალა 1983 წლის 18 აპრილს. დ-------------–----ის ქორწინებაში იყო მ------- ბ-----–---–თან (გ---–----ი), რომლის სახელზეც 1984 წლის 12 დეკემბერს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა და რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 25 ივლისს. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრში ინფორმაცია მ------- გ---–----ის სამკვიდრო ქონების თაობაზე არ იძებნება. ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი დ-------- ნიკოლოზის ძე გ---–----ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 32;40);
- ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (ს.ფ. 35);
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 37;128-129);
- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 39);
- მ------- გ---–----ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 40);
3.1.7 ი---------------ი გარდაიცვალა 1982 წლის 14 თებერვალს, მისი მეუღლე ვ-----–----------ა 2016 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა ს---------------–------–------––-. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებით არ იძებნება ინფორმაცია ი---------------ის სამკვიდრო ქონების ან ანდერძის თაობაზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებით არ იძებნება ინფორმაცია ვ-----–----------ას სამკვიდრო ქონების ან ანდერძის თაობაზე.
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 51;54);
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო და ანდერძების რეესტრიდან (ს.ფ. 124-125);
- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო და ანდერძების რეესტრიდან (ს.ფ. 126-127);
3.1.8. შ-------------–---–ი მისამართზე - ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17-ში 1996 წლიდან სს „თელასის“, ხოლო 2006 წლის 1 ივნისიდან შპს „ყაზტრანგაზ- თბილისის“ აბონენტად ირიცხება და იხდის კომუნალურ გადასახადებს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 56-57);
- გადახდის ქვითრები (ს.ფ.75-79);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შ-------------–---–ი ოჯახთან ერთად 1992 წლიდან ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17-ში საცხოვრებელი სადგომის დათმობის გარიგების საფუძველზე.
მოსარჩელე მის მიერ სადავო უძრავი ნივთზე მის მოსარგებლეობას ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ:
- მოწმე ავთანდილ შენგელიამ განმარტა, რომ შ-------------–---–ი მითითებულ მისამართზე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ჯერ კიდევ 1992 წლიდან. მანამდე ამ სახლის მფლობელი იყო ვინმე ვ----------------ი, როგორც შემდგომ დაადასტურა ვარდის ეძახდნენ ვ-----–----------ას. ხოლო, როგორც გადმოცემით იცის ს---------ბზე წინ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ გ---–----ები.
- მოწმე ზ--------------ემ, არის მოსარჩელის მეზობელი განმარტა, რომ შ-------------–---–ი მითითებულ მისამართზე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს 1992 წლიდან. მანამდე ამ ბინაში ცხოვრობდა ვ-----–----------ა, რომლისგანაც სახლი იყიდა შ-------------–---–მა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სადავო მისამართზე ერთ ეზოში ცხოვრობს ორი ოჯახი, არასწორი დამისამართების გამო მათი ბინაც გ---------ის N17-ია, მაგრამ საკუთრება ერთმანეთისგან გაყოფილი აქვთ.
- მოწმე ვ-–-----------------ი, რომელიც ასევე არის მოსარჩელის მეზობელი განმარტა, რომ იგი მოსარჩელეს იცნობს თბილისის არეულობის პერიოდიდან, დაახლოებით 1990-იანი წლებიდან. სახლის წინა მფლობელი იყო ვარდი, რომლის მეუღლე სანაკოევიც უკვე იყო გარდაცვლილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სადავო მისამართზე დამისამართება არეულია, ერთ ეზოში ცხოვრობს ორი ოჯახი, მაგრამ მათი სახლები ერთმანეთისგან გამოუოფილი აქვთ სხვადასხვა შესასვლელი და დამოუკიდებელი სახურავები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.10.2018წ. სხდომის ოქმი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შ-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას;
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე იყო ვ-----–----------ა, რომლის უფლებამონაცვლე (უძრავი ნივთის შეძენის საფუძველზე) არის მოსარჩელე შ-------------–---–ი და საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის უფლება დასტურდება კომუნალური გადასახადების გადახდით და მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
დადგენილია, რომ დ-------------–----ი გარდაიცვალა 1983 წლის 18 აპრილს, მისი კანონისმიერი მემკვიდრე იყო მ------- გ---–----ი, რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 10 ივლისს. ამ უკანასკნელის კანონისმიერი ან ადერძისმიერი მემკვიდრეების არსებობის შესახებ ინფორმაცია ანდერძების ერთიან რეესტრში არ არის რეგისტრირებული. დ----------–----ი გარდაიცვალა 1951 წლის 28 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ცნობით ირკვევა, რომ დ----------–----ის მამად ფიქსირდება გივი გ---–----ი, რომელიც გარდაიცვალა 1948 წლის 06 თებერვალს, მონაცემთა ბაზაში ასევე ფიქსირდება დ----------–----ისა და ჩ--- ლალიევას ქორწინების სააქტო ჩანაწერი. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ დ----------–----ის სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი არც ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში და არც ანდერძების ერთიან რეესტრში არ არის რეგისტრირებული. სადავო ქონებიდან თავისი წილი დ-------------–----მა თავის სიცოცხლეში მიჰყიდა ი---------------ს და ვ-----–----------ას.
სადავო უძრავი ქონების მოსარგებლე ი---------------ი გარდაიცვალა 1982 წლის 14 თებერვალს, მისი ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე(მეუღლე) ვ-----–----------ა, რომლისგანაც 1992 წელს მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება, გარდაიცვალა 2016 წლის 19 აპრილს. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ვ-----–----------ას სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი არც ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში და არც ანდერძების ერთიან რეესტრში არ არის რეგისტრირებული.
ამდენად, ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17, შენობა ნაგებობა ფართი ლიტერი „ა“ - 51.69 კვ.მ. ლიტერი „ბ“ - 19.03 კვ.მ. და ლიტერი „ს“- 20.00 კვ.მ. დ-------------–----ის და დ----------–----ის საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
6.2. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე. 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რის გამოც დ-------------–----ის და დ----------–----ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17, შენობა ნაგებობა ლიტერი „ა“ - 51.69 კვ.მ. ლიტერი „ბ“ - 19.03 კვ.მ. და ლიტერი „ს“- 20.00 კვ.მ. ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ და უსასყიდლო საკუთრებაში უნდა გადაეცეს შ-------------–---–ს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, აწ გარდაცვლილი დ-------------–----ისა და დ----------–----ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ---------ის პირველი შესახვევი N17, შენობა ნაგებობა ფართი ლიტერი „ა“ - 51.69 კვ.მ. ლიტერი „ბ“ - 19.03 კვ.მ. და ლიტერი „ს“- 20.00 კვ.მ. და საცხოვრებელი სადგომი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე შ-------------–---–ს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩ---რებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე