განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
160141318002368980
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002368980

#1/100-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

22 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, თამარ სისვაძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გი------ სა---–---–-

 

ბრალდებული: ფა---– მე---------

დაბადებული: 1----–-–---------–---

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ი, 2-----------------------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სუ-–----- ის----–----, ან--- ახ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი.

 

თარჯიმანი: ნა--–- იბ---------ა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფა---– მე---------ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მა-------–ში, 2--------------------ში, ფა---– მე--------მა ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, თმებით თრევის გზით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლის ფა---- მე--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რასაც ასევე ესწრებოდნენ მათი ოჯახის წევრები, არასრულწლოვანი შვილები ნა-----–ა და მუ------- მე--------ები.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ფა---– მე---------ს მიერ 2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მა-------–ში, 2--------------------ში, მცირეწლოვანი შვილების - ნა-----–ა და მუ------- მე--------ების თანდასწრებით ფა---- მე--------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინ---ე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფა---– მე---------ს მიერ მეუღლე ფა---- მე---------ს მიმართ 2018 წლის 23 მარტს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულ - ფა---- მე--------ას ასევე არასრულწლოვანი მოწმეებს - ნა-----–ა მე--------ას გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

 

3.7. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.8. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.9. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ,,...თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება)“. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მხოლოდ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის არასრულწლოვანი მოწმე ან მსხვერპლის ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) არის შესაძლებელი. სხვა შესაძლებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ ითვალისწინებს.

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არასრულწლოვნის დაკითხვის პროცესში მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინ---ე შეიქმნა არასრულწლოვნის დაკითხვისათვის საჭირო შესაბამისი გარემო, თუმცა არასრულწლოვანმა მოწმემ - ნა-----–ა მე--------ამ არ გააკეთა განმარტება მისი მამის - ფა---– მე---------ს მიერ მისი და მისი ძმის მუ------- მე---------ს თანდასწრებით ფა---- მე--------ას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა. ასევე, დაზარალებულმა ფა---- მე--------ამ არ გააკეთა განცხადება, ფა---– მე---------ს მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ და დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა.

 

3.11. ამდენად, ვინაიდანდ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ფა---- მე--------ამ და არასრულწლოვანმა მოწმემ ნა-----–ა მე--------ამ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს მოწმეების მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.12. ამდენად, საქართველოს შიდა კანონმდებლობიდან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინ---ე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს ფა---– მე---------ს მიერ ფა---- მე--------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადგენას.

 

3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ფა---– მე---------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: ალ---- ბა------–---–-ს, ნა----–- გო-----ს, გე------ გო-----ს და ვა---- პა-----–----ს მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.14. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალ----- გა-----------მ განმარტა, რომ ფა---– მე--------- არის მისი დის შვილი, რომელსაც ცოლად მიათხოვა შვილი, ფა----ნ მე--------ა. მის სიძეს და ქალიშვილს ოჯახში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 2018 წლის იანვრის თვეში მეუღლე ფა------, შვილი ფა----ნი, შვილიშვილები მუ-------ი ნა-----–ა და წაიყვანა მა-------–ში ფა---– მე---------ს სახლში. ფა----ნი და ბავშვები სახლში შევიდნენ, ის და მისი მეუღლე ეზოში იდგნენ და ელოდებოდნენ ფა----ნს. იგი ტაქსის მძღოლს ესაუბრებოდა, ხოლო მისი მეუღლე მათი შვილის სომეხი ეროვნების მეზობელს. რამდენიმე ხანში ბავშვების ყვირილი და ხმაური გაიგეს, ნა-----–ა ყვიროდა შეშინებული. მისი შვილის სომეხი ეროვნების მეზობელი შევიდა სახლში. ფა----ნისა და მისი შვილიშვილისგან გაიგო, რომ ფა----ნი თმებით ითრია ფა---–მა, მკლავზე დაარტყა ხელი და დანით ხელში ყოფილა და მეზობელს გამოურთმევია დანა. იგი სახლში არ შესულა და ფა---–ის მხრიდან ფა----ნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფა------ გა-----------მ განმარტა, რომ ფა---– მე--------- არის მისი შვილის ფა---- მე--------ას მეუღლე, თავდაპირველად მეუღლეებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ. 2018 წლის მარტის თვეში მეუღლესთან, ფა----ნთან და შვილიშვილებთან ერთად წავიდა მათი შვილის ფა---- მე--------ს მეუღლის სახლში, იგი სახლში არ შესულა, ის და მისი მეუღლე ეზოში იყვნენ. შვილიშვილების ყვირილი გაიგონა, როცა ფა---–ი ფა----ნს სცემდა ბავშვებს შეეშინდათ და ატირდნენ. ფა---–ი გამოვიდა გარეთ და მას და მის მეუღლეს აგინა. ფა---–ის მიერ ფა----ნის ცემის ფაქტი მისი შვილისა შვილიშვილებისგან გაიგო. ფა----ნმა უთხრა, რომ ფა---–მა სახეში სილა გაარტყა და თმებით ითრია. ბავშვებმა უთხრეს, რომ ფა---–ს დედის მოკვლა უნდოდა, დანა ხელში ეჭირა, რომელიც მეზობელმა გამოართვა.

 

3.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვუ---- ალ------------მა განმარტა, რომ 2018 წლის მარტის თვეში სტუმრად მივიდა ქ.მა-------–ში მდებარე მეგობარ რა----– მე---------ს სახლში, ხმაური მოესმა, გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ ფა---– მე---------, მისი სიდედრი და სიმამრი ჩხუბობდნენ. ესმოდა, რომ ფა---–ს მისი სიდედრი და სიმამრი ეუბნებოდნენ ჩვენ შვილს თავს რატომ არ ანებებ, რა გინდაო. ფა---–ი კი პასუხს არ სცემდა.

 

3.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რა----– მე--------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.მა-------–ში 20 იანვრის ქუჩაზე არსებულ ბარაკებში. იგი არის ფა---– მე---------ს ბიძაშვილი და ახლოს იცნობს მის ოჯახს. იგი მომხდარ ფაქტამდე არასოდეს შესწრებია ფა---–ი მე---------სა და ფა---- მე--------ას კონფლიქტს. 2018 წლის მარტის თვეში ეზოში ისხდნენ ახალგაზრდები და ჩაისს სვამდნენ, ხმაური შემოესმათ გაიხედა და დაინახა, რომ ფა---–ის სიდედრი და სიმამრი ყვიროდნენ. ფა---–ი და მისი მეუღლე ხმამაღლა საუბრობდნენ, ერთმანეთთან რა პრობლემები ჰქონდათ არ იცის.

 

3.19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სუ---- აგ--------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.მა-------–ში 20 იანვრის ქუჩაზე მდებარე ბარაკში, ფა---– მე---------ს ოჯახი მისი კარის მეზობელია. 2018 წლის მარტის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, ფა---–ი სახლში მოვიდა, ხოლო მოგვიანებით ფა---–ის მეუღლე, შვილები და სიდედრ, სიმამრი. ფა---–ის ბავშვის ტირილი და ფა---–ის ყვირილის ხმა შემოესმა, გავიდა, დაინახა, რომ ფა---–ის ბავშვი დედასთან იდგა და ტიროდა, ფა---–ი სამზარეულოში იდგა თავისთვის საჭმელს იმზადებდა, ხელში დანა ეჭირა, დანის დანახვაზე შეეშინდა, უყვირა, ფა---–თან მივიდა და ხელიდან დანა გამოართვა, რომელიც სამზარეულოს კარადის უჯრაში ჩადო. ფა---–ი ფა----ს ეუბნებოდა, რომ სახლიდან წა----–იყო, ფა---- და ბავშვები სავარძელზე ისხდნენ, ფა---- პასუხობდა, რომ სახლიდან არ წავიდოდა. გაიგო, რომ ფა----ს მშობლებმა დარეკეს პოლიციაში. ეზოში ფა---–ი და ფა----ს მშობლები ჩხუბობდნენ, რა დროსაც გავიდა გარეთ და მათ მოუწოდა წა----–იყვნენ მიმდებარე ტერიტორიიდან. მას ფა---–ის მხრიდან ფა----ს მიმართ შეურახყოფის ფაქტი არ დაუნახავს.

 

3.20. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტ კრიმინალისტებმა ნუ------ ჯა----–---–მა და დი------- კვ-----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და სასამართლოს განუმარტეს ფა---- მე--------ასაგან მიღებული ინფორმაციის თაობაზე.

 

3.21. მოწმე მა----- მა----–---–მა (მა-------–ის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი) დაადასტურა, რომ ფა---- მე--------ას შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დაზარალებულებთან გასაუბრების შედეგად გაარკვია, რომ მასზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ფა---– მე--------მა.

 

3.1522. მოწმე ხა------ ბა--------მ, მა------ კუ--------მა, სა---- მუ----მა (მა-------–ის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებლები) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და სასამართლოს განუმარტეს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაციის თაობაზე.

 

3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ მა----- მა----–---–ი, მა------ კუ--------ი, ხა------ ბა-------- და სა---- მუ----ი არიან პოლიციის თანამშრომლები, ხოლო ნუ------ ჯა----–---–ი და დი------- კვ-----–---–ი ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოცემულ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ ასევე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. მათ სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვის პროცესში და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. ასევე მოწმე ალ----- გა-----------მ, ვუ---- ალ------------მა,რა----– მე--------სმა, ფა------ გა-----------მ და სუ---- აგ--------მა სასამართლოს მიაწოდეს მოყოლილი ინფორმაცია, არცერთი მათგანი ფა---– მე---------ს მიერ ფა---- მე--------ას მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სავარაუდოდ ჩადენილ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, შესაბამისად აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი თვითონ არ არიან.

 

3.24. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები (თვითმხილველები), მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებების - ფა---- მე--------ას მიმართ ძალადობის განმახორციელებელი და დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ამასთან, თუ ვინ განახორციელა დაზარალებულებზე ფიზიკური ძალადობა, უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებით, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.26. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

3.27. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40ვ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

3.28. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, რომ ფა---- მე--------აზე არასრულწლოვანი შვილებს თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ფა---– მე--------მა.

 

3.29. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აპრილის #002579018 დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი------ ოქრუაშვილი): წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით ფა---– მე--------ს 24.03.18წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ არენიშნება.

 

3.30. ექსპერტმა გი------ ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული #002579018 ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

3.31. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 მარტის #001960618 დასკვნის თანახმად (ექსპერტი ალ---- ბა------–---–-): 1,2,3, მოქალაქე ფა---- მეხრიბოვას 24.03.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.32. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ფა---- მე--------ას აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა ფა---- მე--------ას აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარე უთითებს, რომ ფა---– მე--------მა ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, თმებით თრევის გზით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლის ფა---- მე--------ას მიმართ და არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ფა---– მე--------მა დაზიანება დაზარალებულებულს მიაყენა მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოში, ასევე ვითარების აღდგენის ოქმში დაზარალებული არ უთითებს მარჯვენა ზედა კიდურის დაზიანების ფაქტზე, შესაბამისად ფა---– მე---------ს ბრალთან მიმართებაში აღნიშნული დასკვნა არა რელევანტურია.

 

3.33 სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესისასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის №424აპ-16 გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინ---ე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.

 

3.34. საქმეში განთავსებული 2018 წლის 24 მარტის შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ქ.მა-------–ში, 20 იანვრის ქუჩა, კორპუსი N1, ბინა N3-ში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მა----- მა----–---–ის, მოწმე ფა---- მე--------ას, თარჯიმან გე------ გო-----ს, ექსპერტს ნუ------ ჯა----–---–ის და ნიკა ჯაჭვაძის მონაწილეობით, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ-წყნ--- ვითარებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ფა---- მე--------ას გაეცნო მისი უფლება მოვალეობები, წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება,და მიეცა წინადადება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. ფა---- მე--------ამ ხელის დემონსტრირებით მიუთითა ადგილი სადაც იდგა დივანი და დივანზე მჯდომს მისმა მეუღლემ ფა---– მე--------მა დაუჭირა თმები, ასევე მიუთითა სამზარეულოს კარადის უჯრაზე, სადაც იდო დანა, რომელიც ხელში ეჭირა ფა---– მე--------ს. ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტო სურათები და ამოღებული იქნა დანა, მაგრამ აღნიშნული ოქმი სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა გამყარებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ 2018 წლის 24 მარტს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არაა საკმარისი მტკიცებულება, ბრალდებულ ფა---– მე---------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

3.35. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მიუხედავად დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებებისა, იმ პირობებში, როდესაც, ბრალდების მხარე მიუთითებს ფა---– მე---------ს მიერ ფა---- მე--------ას მიმართ ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, თმებით თრევის გზით ფიზიკურად ძალადობის ფაქტზე, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 მარტის #001960618 დასკვნა, დაზარალებულმა - ფა---- მე--------ამ და მოწმე ნა-----–ა მე--------ამ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინ---ე შესაძლებელი იქნებოდა ფა---– მე---------ს მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დადგენა.

 

3.36. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს მისცა ჩვენება, რომ ის და ფა---- მე--------ა დაქორწინდნენ 2006 წელს და მათ შორის არასოდეს გაუგებრობა არ ყოფილა. მანვე განმარტა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ქ.მა-------–ში 20 იანვრის ქ.N1-ში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მას მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იმ დღეს, მისი სახლიდან გამოსახლების მოთხოვნით მოსულ ფა---- მე--------ას მშობლებთან მოუვიდა შეკამათება რა დროსაც თვითონვე გამოიძახა პოლიცია.

 

3.37. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის მიერ საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებულ განმარტებაზე, რომ იგი არ აღიარებს ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

3.38. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 24 მარტს, 00:50 საათზე, მა-------–ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ხა------ ბარბაქაძის მიერ დაკავებულ იქნა ფა---– მე---------.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლ4.3. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისათვის არის, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე.

 

4.4. ამდენად, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციების შესაბამისად განმარტავს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მეუღლეები იმყოფებიან თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მთავარია ისინი ერთად ეწევიან (ეწეოდნენ) ოჯახურ ცხოვრებას, ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.5. ანალოგიური მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ერთ-ერთ თავის ადრინდელ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ ადამიანის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ფა---– მე--------- არის ნა-----–ა და მუ------- მე--------ების მამა ანუ ისინი არიან ოჯახის წევრები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულებით უტყუარად ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ფა---- მე--------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრნენ ფა---– მე---------ს და ფა---- მე--------ას არასრულწოვანი შვილები.

 

ის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) არ განასხვავებს „კანონიერ“ და „უკანონო“ ოჯახებს (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ (Marckx v. Belgium), განაცხადი no. 6833/74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პლენუმის 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 31). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს მიდგომა შემდგომ პრაქტიკაშიც შეინ---ჩუნა. კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მხოლოდ დაქორწინებულ პირებზე არ ვრცელდება და შეიძლება მოიცავდეს de facto ოჯახსაც, რომლის მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან (ალიმი რუსეთის წინააღმდეგ (Alim v. Russia), განაცხადი no. 39417/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 69).

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ფა---– მე--------- და ფა---- მე--------ა არიან ოჯახის წევრები - მეუღლეები. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ ფა---- მე--------ას მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, თუმცა ბრალდების მხარე ფა---– მე--------ს ფატიმა მე--------ასათვის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანებების მიყენებას არ ედავება.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

4.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.12. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინ---ე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ფა---– მე---------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ფა---– მე---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება მა-------–ის შს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 76-ე, 82-ე, 92-ე, 169-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272ე, 275-277-ე, 293-ე მუხლების, შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფა---– მე--------- საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ფა---– მე---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ფა---– მე--------ს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება მა-------–ის შს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი