გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-75-18 გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.10.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: შპს ,,ჯ--------------–ს",წარმომადგენელი: ლ---- მ---------–ია,მოპასუხე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი: ლ-–- ქუ------ე,დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობას, იმ ნაწილში რომლითაც შპს ჯ--------------–სს დაეკისრა საჯარიმო სანქციების სახით 58 258,84 ლარის უკან დაბრუნება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 18 მაისის №2------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილის ბათილად ცნობას.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2017 წლის 24 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა შპს ,,ჯ--------------–სის" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტი №0------, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა საჯარიმო სანქციების სახით 254 451 ლარისა და 83 თეთრის გადახდა, რომლიდანაც უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 58 258 ლარს და 84 თეთრს, დამატებითი ფინანსური სანქცია კი 196 192 ლარს და 99 თეთრს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს მიერ 2017 წლის 18 მაისს მიღებული იქნა №2------ საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს გაეგზავნა 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილით, რაც შეიცავს და წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №2------ გადაწყვეტილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სულადობრივი (კაპიტაციური) ანაზღაურება გულისხმობს სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების დაფინანსებას სულადობრივი განაკვეთის (თითოეულ პირზე ანაზღაურება) მიხედვით, რომელიც ფიქსირებულია და დამოკიდებულია იმ მოსახლეობის რაოდენობაზე, რომელსაც იგი ემსახურება. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური სამედიცინო დახმარების დასაფინანსებლად, რადგან ახდენს სამედიცინო მომსახურების დაფინანსების სისტემის ოპტიმიზაციას. ასევე სულადობრივი (კაპიტაციური) ანაზღაურებისას თითო სულზე დგინდება, ნორმატივი, რომელშიც შედის პაციენტის გამოკვლევის, კონსულტაციის და მკურნალობის ხარჯები, შესაძლებელია სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯების გათვალისწინებაც. სულადობრივი ანაზღაურებისას სამედიცინო დახმარების მიმწოდებლის მიერ გაწული მუშაობის ანაზღაურება არ არის დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მოცულობაზე.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ აუცილებელია არსებობდეს უშუალო-პირდაპირი კომუნიკაცია მომსახურების მიმწოდებელსა და პაციენტს შორის, შესაბამისად, დავა წარმოშობილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს ,,ჯ--------------–ს"-ს, როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის. სადაოდ ქცეულ №0------ აქტში წარმოდგენილია შემდეგი სახის დარღვევები: მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელებულია ამისათვის საჭირო, პროგრამით გათვალისწინებული თანხმობის ფორმების გარეშე, მოსარგებლე დამატებით კონტიგენტის ნაცვლად რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, მოსარგებლეთა თანხმობის ფორმებზე არ არის მათი ხელმოწერა. მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელი აღიარებს დარღვევების არსებობას, თუმცა მიაჩნია, რომ პირდაპირი საფუძველი ამ შემთხვევებში ანაზღაურებელი/ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებისა, სააგენტოს არ გააჩნია. მიმწოდებლის აზრით პირის პროგრამის მოსარგებლედ ცნობისათვის საკმარისია რეგისტრაცია, ხოლო ნების გამოვლენის დასადასტურებლად-პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. ამდენად მიმწოდებლის პოზიცია უსაფუძვლოა და არ არსებობს ზედმეტად მოთხოვნილი თანხის უკან დაბრუნების პირდაპირი საფუძელი.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის 7.1. პუნქტის თანახმად, 863 შემთხვევაში (708 ბენეფიციარი) მიმწოდებელმა ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორული მომსახურების კომპეტენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, შესაბამისად ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმის გარეშე. თანხმობის ფორმების გარეშე რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 22 649,28 ლარი. 7.2. პუნქტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის მიმღებად 2633 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 34 653,64 ლარი. 7.3. პუნქტის თანახმად, მოსარგებლის თანხმობის ფორმაში არ არის დაფიქსირებული მოსარგებლის ხელმოწერა, დაფიქსირებული მონაცემები 38 შემთხვევაში არ ფიქსირდება აღნიშნულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმაში მოსარგებლის ხელმოწერა, მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანახმ შეადგინა 955,92 ლარი. (მოსარჩელის მიერ მხოლოდ დასახელებული პუნქტები გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ.1-18);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 208-218)
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტი (ტომი I, ს. ფ. 19-28);
3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორიცლებულია ამისათვის საჭირო პროგრამით გათვალისწინებული თანხმობის ფორმების გარეშე, მოსარგებლე დამატებითი კონტიგენტის ნაცვლად, რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, მოსარგებლეთა თანხმობის ფორმებზე არ არის მათი ხელმოწერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ.1-18);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 208-218)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 226-230);
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,ჯ--------------–სის" 2017 წლის 21 აპრილის №17-------- (№40564) ადმინისტრაციული საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილება თავისი შინაარსით ერთი და იგივეა, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და შპს ,,ჯ--------------–სს" განემარტა, რომ უფლებამოსილია, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან, საჯარიმო სანქციების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, ნებაყოფლობით გადაიხადოს დაკისრებული თანხა ან მისი დარჩენილი ნაწილი. ამასთან მიეთითა საბანკო მონაცემები უკან დასაბრუნებელი თანხისა და დამატებითი ფინანსური ჯარიმების გადახდის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილი (ტომი I, ს. ფ. 104-106)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 226-230);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1.მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად. კერძოდ, შემოწმების ვადა მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიცემია იმ გარემოებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის 7.1 პუნქტზე ვრცელდებოდა თუ არა ხანდაზმულობის ვადა, ხოლო 7.2 პუნქტის თანახმად, მართალია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის მიმღებად 2633 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი და აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 34 653,64 ლარი, მოცემულ შემთხვევაში სოფლის ნაცვლად ქალაქის მითითების შემთხვევაში რა ოდენობის თანხა იქნებოდა დასაბრუნებელი, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით; 7.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 38 მოსარგებლის თანხმობის ფორმაში მოსარგებლის ხელმოწერის არარსებობისას დასახელებულ მოსარგებლეებს გაეწია თუ არა მომსახურება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი არ იყო იმ დროისათვის რომელსაც შემოწმება ეხებოდა, ხოლო მოქალაქეებს მომსახურება მიღებული აქვთ. მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელებულია პროგრამით გათვალისწინებული თანხმობის ფორმების გარეშე, მოსარგებლეთა თანხმობის ფორმებზე არ არის მათი ხელმოწერა და მოსარგებლე დამატებითი კონტიგენტის ნაცვლად, რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელია დადგინდეს მიმწოდებლის მიერ კონკრეტული მომსახურების დრო, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ,,ჯეოჰოსპიტალსის" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ მოქალაქეებს ამბოლატორიული მკურნალობა ჩაუტარდათ 2013 წლის მდგომარეობითაც, გასაჩივრებული აქტებით არ არის გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; გასაჩივრებული შემოწმების აქტის 7.2. პუნქტით დადგენილია მხოლოდ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა, ძირითად კონტიგენტში რეგისტრაციის გამო, არ არის დაანგარიშებული მათი დამატებით კონტიგენტში რეგისტრაციისას გაწეული მომსახურების თანხა და მათი სხვაობა; თანხა მოთხოვნილია ხანდაზმულობის ვადის გაუთვალისწინებლად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ--------------–სის" წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და იგივე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში; დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ჯ--------------–სს დაეკისრა საჯარიმო სანქციების სახით 58 258,84 ლარის უკან დაბრუნება.
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო). ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა (დანართი №1-ის შესაბამისად), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსებას უზრუნველყოფს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსება ხდება თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალურად, რომელსაც თან ერთვის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაციისას, დამატებით, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმწოდებლის მიერ დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისას ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნით, მშობელს წარმომადგენლობის დოკუმენტი არ მოეთხოვება. მე-8 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევისათვის, მათ შორის, შევსებული ან შეუვსებელი თანხმობის ფორმების დაკარგვის, განადგურების, დაზიანების ან სხვა სახით ხელყოფისათვის, მიმწოდებლის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 და/ან მე-20 მუხლების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით ან შესაბამის ფაქტზე მესამე პირების მიმართ დაწყებულია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება (უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 863 შემთხვევაში (708 ბენეფიციარი) ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორული მომსახურების კომპეტენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, შესაბამისად ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმის გარეშე; მოსარგებლის თანხმობის ფორმაში არ არის დაფიქსირებული მოსარგებლის ხელმოწერა, დაფიქსირებული მონაცემები 38 შემთხვევაში არ ფიქსირდება აღნიშნულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმაში მოსარგებლის ხელმოწერა.
დადგენილია, რომ სადავო აქტი გამოიცა შპს ,,ჯეოჰოსპიტალსის" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის შემოწმებისას, შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე (ტ. I, ს.ფ. 19-28).
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, შპს ,,ჯეოჰოსპიტალსს" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად დარეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ, რომელთა რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა მიმწოდებლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი (ტ. II, ს.ფ. 64) და რომელთა თანხმობის ბარათზე არ იყო დაფიქსირებული მოსარგებლის ხელმოწერა (ტომი II, ს. ფ. 42) დგინდება, რომ მოსარჩელეს ჯარიმა დაეკისრა 2015 წლამდე მდგომარეობით და 2014 წლამდე მდგომარეობითაც ე. ი. იმ დრომდე ვიდრე მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფორმა იქნებოდა.
გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ პროგრამის ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ არასრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები და ფორმალურად მიუდგა საკითხს. დაადგინა მხოლოდ ის გარემოება, რომ 863 შემთხვევაში მიმწოდებელმა ვერ წარადგინა გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები და 38 შემთხვევაში არ ფიქსირდება აღნიშნულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმაში მოსარგებლის ხელმოწერა, თუმცა აღნიშნულ საკითხს დეტალური შეფასება არ მისცემია არც გასაჩივრებულ აქტის შინაარსსა და არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილებისა და იგივე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილის შინაარსში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტულად არ აღუწერია და ცალკეულ შემთხვევისთვის შეფასება არ მიუცია იმ გარემოებებისათვის, რომლებსაც გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად დარეგისტრირებული ბენეფიციარების რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა არ ჰქონდა ან მოსარგებლის თანხმობის ფორმა არ იყო ხელმოწერილი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება დასახელებულ დადგენილებაში განხორციელდა 2015 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №552 დადგენილებით. 2015 წლის 26 ოქტომბრამდე მოქმედი მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მაკონტროლებელ ორგანოს თითოეული საკითხის შესწავლისას შეფასება უნდა მიეცა და ზედმეტად მოთხოვნილი თანხის ოდენობა და მისი დაბრუნება მოეთხოვა ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით ვინაიდან, საჯარიმო თანხის გამოთვლა იმ პერიოდის თანხების გათვალისწინებით, რომლის შემოწმება/სარევიზიო პერიოდიც ხანდაზმულია დაუშვებელია და ეწინააღმდეგება შემოწმების პრინციპს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონისათვის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუეფექტი მიეცეს, თუ კი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაზე, (საქმე#ბს-1013-599(კ-05); საქმე #ბს-672-658(კ-12); საქმე #ბს-618-606(კ-12); საქმე #ბს-849-831(კ-12); საქმე #ბს-57-52(კ-13) სადაც განმარტებულია, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებული კანონი და არა ის კანონი, რომელიც საკითხის გადაწყვეტისას მოქმედებს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის 7.2. პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის მიმღებად 2633 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 34 653,64 ლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაშვებული იქნა შეცდომა და ქალაქის ნაცვლად მითითებულია სოფელი, წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, მთავარი არის ის გარემოება, რომ მოსარგებლეებმა რეალურად მიიღეს მომსახურება, რაც მოპასუხის მიერ სადაოდ არ გამხდარა.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 20-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა;
ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.
განსახილველ შემთხვევაშიც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და მიუთითა საერთო ოდენობა ის შემთხვევებისა სადაც მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა რეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში. ცნობის (შპს ,,ჯეოჰოსპიტალსის" გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში დარეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში, ტომი II, ს. ფ. 80-104) შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ მოსარგებლეთა ბაზაში კონტიგენტის რეგისტრაციის ცდომილებები განხორციელდა 2015 წლამდეც. შესაბამისად, გაურკვეველია ზედმეტად მოთხოვნილი თანხის მოცულობა ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 9-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად. დასახელებული დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება. 151-ე მუხლის მე-4 პუნქტით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, არ მიუღია ახსნა-განმარტებები მიმწოდებლისგან, პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება არ მოუხდენია, რისი უფლებამოსილებაც მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნია დასახელებული ნორმების საფუძველზე. მოპასუხეს ყველა სადავო შემთხვევაში არ შეუსწავლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსს ყველამ ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უფასო სამედიცინო დახმარებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 18 მაისის №2------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილის მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება კერძოდ, შემოწმების ვადა მოიცავდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიცემია იმ გარემოებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის 7.1 პუნქტზე ვრცელდებოდა თუ არა ხანდაზმულობის ვადა, ხოლო 7.2 პუნქტის თანახმად, მართალია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობის მიმღებად 2633 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი და აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 34 653,64 ლარი, მოცემულ შემთხვევაში სოფლის ნაცვლად ქალაქის მითითების შემთხვევაში რა ოდენობის თანხა იქნებოდა ზედმეტად მოთხოვნილი. ასევე მიუხედავად იმის, რომ მოსარგებლის თანხმობის ფორმაში 38 შემთხვევაში არ არის დაფიქსირებული მოსარგებლის ხელმოწერა, არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარგებლეებმა რეალურად მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. მოპასუხის მიერ თავდაპირველ ეტაპზევე არ შემოწმდა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და არ გამოვლინდა დოკუმენტაციის წარმოებისას არსებული ტექნიკური ხარვეზი, აღნიშნულის განხორციელებისას კი მოსარჩელე გამოასწორებდა ხარვეზს რაც გამორიცხავდა შემოწმებისას ჯარიმის დაკისრებას.
ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 18 მაისის №2------ საოქმო გადაწყვეტილებითა და იგივე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 08 ივნისის №0------- წერილით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარგებლეთა რეგისტრაცია განხორციელებულია ამისათვის საჭირო პროგრამით გათვალისწინებული თანხმობის ფორმების გარეშე, მოსარგებლე დამატებითი კონტიგენტის ნაცვლად, რეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში, მოსარგებლეთა თანხმობის ფორმებზე არ არის მათი ხელმოწერა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას- გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონისმიერ განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი)
სასამართლოს მოსაზრებით სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ შეფასება არ მისცა შემოწმების პერიოდს, არ გამოიკვლია და დაადგინა მოსარგებლეთა კატეგორიების კონტიგენტის ანაზღაურებისას თანხის სხვაობა. იმის გამო, რომ შემოწმების აქტის 7.2. პუნქტით დადგენილია მხოლოდ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა უნდა დადგინდეს ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება, რომლებიც რეალურად რეგისტრირებული უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში და მოსარჩელეს უნდა მოეთხოვოს ასანაზღაურებელი თანხის სხვაობა ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. მოპასუხემ აგრეთვე უნდა შეამოწმოს მოთხოვნილი თანხის დაბრუნების კანონიერება მოსარგებლის თანხმობის ხელმოუწერობის შემთხვევაში დროის იმ პერიოდისთვის ვიდრე, მოსარგებლის თანხმობის ფორმა მკაცრი აღრიცხვის ფურცელი გახდებოდა. (7.3. პუნქტი) მოპასუხემ ასევე უნდა იმსჯელოს ცალკეულ შემთხვევებში შემოწმების აქტის 7.1. პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოსარგებლის თანხმობის ფორმის გარეშე ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ვინაიდან, სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით, ამ პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით მოსარჩელის მიერ მოსარგებლეთათვის განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა. ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც პირს გააჩნია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება თუმცა, ვერ ახდენს მის რეალიზაციას ფორმალური დაბრკოლებების შექმნის გამო. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს დაევალა კანონის მოთხოვნათა დაცვით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს და იმსჯელოს გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მარტის №0------ შპს ჯ--------------–სის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურება" კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის თემატური შემოწმების აქტის კანონიერებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯეო ჰოსტიპალს"-ის წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 08 ივნისის №0------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
3. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე შპს ,,ჯეო ჰოსტიპალს"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი