გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
231210918002688169
კატეგორია
დავის ტიპი
დავალიანების გადახდის შესახებ
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210918002688169

საქმე N2/273-2018

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში

ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ხობის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე: შოთა სირაძე

 

განმცხადებელი: სს „ჯ-----------–--,წარმომადგენელი: ვ-–-------- ს-------

მოწინააღმდეგე მხარე: რ---–----- მ---–------

 

მოთხოვნა: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 23 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით განცხადებით მომართა სს ,,-------------–--- წარმომადგენელმა ვ-–-------- ს-------.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის №17889-17892 ხელშეკრულება. ლიზინგის საგანს წარმოადგენს ავტომობილი: მარკა, მოდელი - O----------, გამოშვების წელი 1999, ფერი ლურჯი 7/8, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი N--------- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - E--------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------. ლიზინგის თანხას შეადგენს 2.552 ლარი, ლიზინგის ვადა 18 თვე.

კლიენტს უნდა გადაეხადა ჯამში 3,838.11ლარს 16.04.2019 წლამდე, ყოველთვიურად 213.22 ლარის შემოტანით. ლიზინგის საგნის საკუთრებაში გადასაცემად მხარეს სრულად უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, 9.1 პუნქტის თანახმად.

მოპასუხეს დღეის მდგომარეობით სს „ჯ-----------–--- სასარგებლოდ ჯამში 1192.00 ლარი აქვს გადახდილი, საიდანაც დაიფარა პროცენტი - 164.64 ლარი, ძირი თანხა - 91.08 ლარი და პირგასამტეხლო-936.28 ლარი (მხარის ახსნა განმარტება და გადახდის ქვითრები).

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის მიმღების რ---–----- მ---–------ მფლობელობიდან ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

ასევე ითხოვს, მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს სს ,,-------------–--- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

სს "ჯ-----------–--" განცხადებას თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, სს ,,-------------–--- სახელზე გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ტექ. პასპორტის ასლი, ლიზინგის გაცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის მფლობელობაში გაცემის აქტი, მხარის მიერ განხორციელებული გადახდის ქვითრები, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა, სახ. ბაჟის გადახდის ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა სს ''ჯ-----------–--'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სს ,,-------------–--- განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა სახის ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნაა წამოყენებული. განცხადებას ერთვის წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-5806-ე მუხლების საფუძველზე, განცხადება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განმცხადებლის მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

''სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამცემს უფლება აქვს მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გამცემს უფლება აქვს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლისთანავე დაიბრუნოს ლიზინგის საგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახ. ბაჟის გადახდის ქვითრის მიხედვით, სს ,,-------------–--- მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო რ---–----- მ---–------ სს ,,-------------–--- სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სს ,,-------------–--- მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. სს ,,-------------–--- განცხადება, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. ლიზინგის საგნის გამცემს - სს ,,ჯ-----------–-- დაუბრუნდეს ლიზინგის მიმღების - რ---–----- მ---–------ სარგებლობაში არსებული ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება O-----------, გამოშვების წელი 1999, ფერი ლურჯი 7/8, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი N--------- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი-E--------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი-W----------------.

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი ამ ბრძანების შესაბამისად.

4. რ---–----- მ---–------ სს ,,-------------–--- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სს ,,-------------–--- მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

5. სს ,,ჯ-----------–-- დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 04.10.2018 წ. საგადასახადო დავალება №1538641621, რეფერენსი 2261029972).

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში (მდებარე: ქ. ხობი, ც. დადიანისქ.№192) მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე