გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002522484
#2/245 -2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03.10.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,ე--- კ---------“
წარმომადგენელი: ე---------- ნ------ე
მოპასუხე: ბ----- კ------ე
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - შ.პ.ს.,,ე--- კ---------“-ს (ს/კ 4--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - ბ----- კ------ის (პ.№3----------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩლე განმარტავს, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------“-სა და ბ----- კ------ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N405319 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ბ---- კ------ეზე გაიცა სესხი 500ლარის ოდენობით 2016 წლის 01 სექტემბრამდე, შემდეგი პირობებით : მსესხებელი ვალდებული იყო სესხი-500 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი-107 ლარი დაებრუნებია 30 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე ეკისრება 20 ლარის ჯარიმა და 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 1,5 პროცენტი.
მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, აღნიშნულის გამო, , გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს სესხის ძირი თანხას 500 ლარი სარგებელი-107 ლარი, პირგასამტეხლო- ნარჩენი ძირთადი თანხის დღიური 1,5 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე სულ 873 ლარი და ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი .
მოსარჩელე ითხოვს ბ---- კ------ეს შ.პ.ს.,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 500 ლარს, სარგებელი -107ლარს, პირგასამტეხლო 873 ლარიდა 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა.
ასევე ითხოვს ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო ბაჟს 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების საფასურს 45 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ბ---- კ------ემ შემოიტანა შესაგებელი, შესაგებლითა და მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული მოპასუხე სარჩელს ცნობს 572 ლარის ფარგლებში. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები მისთვის უცნობია. იგი მოსარჩელესთან შეთანხმდა 52 ლარის სარგებელზე და პირგასამტეხლოზე 20 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ შ.პ.ს.,,ე--- კ---------“ რეგისტრირებულია 2013 წლის 11 ივნისს და მისი საიდენტიფიკაციო კოდია 4-------- მისი იურიდიული მისამართია ქ.თბილისი ვაკე საბურთალოს რაიონი ვ-–- ფ–----–-ს გ-------- N41 სართ.6. მოპასუხე ბ---- კ------ე ცხოვრობს საჩხერის რაიონის სოფელ მ-------ში,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 22)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. 2016 წლის 02 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------“-სა და ბ----- კ------ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N405319 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ბ---- კ------ეზე გაიცა სესხი 500ლარის ოდენობით 2016 წლის 01 სექტემბრამდე, შემდეგი პირობებით : მსესხებელი ვალდებული იყო სესხი-500 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი-107 ლარი დაებრუნებია 30 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე ეკისრება 20 ლარის ჯარიმა და 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 1,5 პროცენტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის ,,ვადასტურებ, რომ გავეცანი შ.პ.ს ,,ე--- კ---------ს“ ხელშეკრულებას და ვეთანხმები“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით.(აკეთებს ოფერტს).
იდენტიფიკაციის დასრულების შემდგომ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება(ს.ფ.13-21)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებელი სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.
მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შ.პ.ს. ,,ე--- კ---------“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი და გადარიცხვის ქვითარი(ს.ფ.32-33)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ გარდა თანხის მიღებისა მოპასუხე მხარე ადასტურებს თანხის მიღებას ასევე ადასტურებს სარგებლის ვალდებულებას 52 ლარის ოდენობით , ადასტურებს ჯარიმისა და პირგასამტეხლოს შეთანხმებას 20 ლარის ფარგლებში. სარგებლის ას შვიდი ლარის შეთანხმების თაობაზე არავითარი შეთანხმება არ დასტურდება. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული სარგებლის ოდენობით ორმხრივი შეთანხმების თაობაზე. მხარეები ადასტურებენ შეთანხმებას პირგასამტეხლოზე, რომელიც ამ შემთხვევაში სხვადასხვა პოზიციითაა წარმოდგენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადარიცხვის ქვითარი(ს.ფ.33)
-საქმის მასალები
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,,ე--- კ---------ს“-ს სარჩელი ბ----- კ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ბ----- კ------ეს უნდა დაეკისროს 612 ლარი საიდანაც 52 ლარი არის სარგებელი 60 ლარი პირგასამტეხლო, ხოლო 500 ლარი ძირი თანხა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
მოსარჩელის მტკიცებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა გარიგება, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. 2016 წლის 02 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------“-სა და ბ---- კ------ეს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო N405319 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ბ---- კ------ეზე გაიცა სესხი 500ლარის ოდენობით 2016 წლის 01 სექტემბრამდე, შემდეგი პირობებით : მსესხებელი ვალდებული იყო სესხი-500 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი-107 ლარი დაებრუნებია 30 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე ეკისრება 20 ლარის ჯარიმა და 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 1,5 პროცენტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველის ,,ვადასტურებ, რომ გავეცანი შ.პ.ს. ,,ე--- კ---------ს“ ხელშეკრულებას და ვეთანხმები“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით.(აკეთებს ოფერტს). მოპასუხე უარყოფს გარიგების არსებობის ფაქტს.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე მუხლიდან გამომდინარეობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა . სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან .
6.5. სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული.
განსახილველ შემთხვევაში, 500 ლარის მოპასუხისთვის სესხების ფაქტისა და ხელშეკრულების პირობების: სარგებლის ასევე ჯარიმაზე, პირგასამტეხლოზე შეთანხმების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი ელექტრონული ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერაც პეტრე ქველაძის მხრიდან არ დასტურდება. სესხის მიღების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია გადარიცხვის ქვითარი, ხოლო სარგებლის(პროცენტის) შეთანხმების შესახებ გარემოებას ადასტურებს მოპასუხე ზეპირი შეთანხმების ფარგლებში 52 ლარის ფარგლებში . ასევე სარჩელის ცნობით პირგასამტეხლოსლარის ფარგლებში ადასტურებს მოპასუხე პირგასამტეხლოზე შეთანხმებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლის შესაბამისად მოცემული გარემოებები მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს და მისი სამტკიცებელია პროცენტის-სარგებლის ოდენობაზე და პირგასამტეხლოზე შეთანხმება. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ასშვიდი ლარის სარგებლის შეთანხმების თაობაზე. აღნისნულიდან გამომდინარე გაზიარებული უნდა იქნას მოპასუხის პოზიცია სარგებლის 52 ლარზე შეთანხმებაზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში პირგასამტეხლო წარმოდგენილია ორი პოზიციით (ჯარიმა და უშუალოდ პირგასამტეხლო). ერთმნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება არსებობს .
6.7.სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ გონივრულია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 60 ლარის ოდენობით.
სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ კერძოდ ძირი თანხისა ნაწილობრივ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. სხვა ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.
6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ორმოცდაათი ლარის ოდენობით. მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 572 ლარის ნაწილში. ექვსასთორმეტი ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა სარჩელი. აღნიშნული გარემოების შესაბამისად მოსარჩელეს ნაწილობრივ დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე--- კ---------“-ს (ს.ნ.4--------) სარჩელი ბ----- კ------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბ----- კ------ეს შპს ,,ე--- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 612 (ექვსასთორმეტი) ლარის გადახდა(500 ლარი ძირი თანხა 52 ლარი სარგებელი 60 ლარი პირგასამტეხლო). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. შ.პ.ს. ,,ე--- კ--------“-ს (ს.ნ.4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს 19(ცხრამეტი) ლარი და 07(შვიდი) თეთრი (საგადასახადო დავალება 498904369; გადახდის თარიღი-28.05.2018; თანხა - 50 ლარი; გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“; გადამხდელი - შპს ე--- კ---------; სახაზინო კოდი - 300223150; ბანკის კოდი - TRESGE22).
3. ბ---- კ------ეს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1(ერთი) ლარისა და 20(ოცი) თეთრის გადახდა
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი