გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
330210018002455140
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14643-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - ა-- დ---–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - მ-----– ჯ-----

მოპასუხე - დ-------ი გ-------–---–ი

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ს მოსარჩელე ა-- დ---–--ესთან დაკავშირებით 2018 წლის 16 თებერვალს ტელეკომპანია „პ------–-ს“ გადაცემა „პ------–--ის“ ეთერში გავრცელებული, არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, შემდეგი ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში:

 

„მოსკოვშიც იმყოფებოდა და იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით...“, „...არის კონკრეტული ლინკი არსებობს მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტის, სადაც იგი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მოიარა. მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვში, იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის, ე.წ., იმიტომ რომ ჩემთვის სამაჩაბლოა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და კრებდა მონაცემებს, ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული ორგანიზაციისთვის“.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, ტელეკომპანია „პ------–-ს“ საღამოს ეთერის მეშვეობით გაავრცელოს ინფორმაცია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის თაობაზე სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 16 თებერვალს ტელეკომპანია „პ------–-ს“ გადაცემა „პ------–--ის“ ეთერში გაიმართა დისკუსია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. გადაცემის სტუმრები ერთ-ერთ ბლოკში იყვნენ მოსარჩელე ა-- დ---–--ე და მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ი.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნულ გადაცემაში მოპასუხემ გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია. კერძოდ, დ-------ი გ-------–---–მა ა-- დ---–--ეს დაუსვა კითხვა თუ რას აკეთებდა იგი 2008 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ ქალაქ მოსკოვში. მოპასუხემ მტკიცებით ფორმაში აღნიშნა „მოსკოვშიც იმყოფებოდა და იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით“. გადაცემის წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წელს ა-- დ---–--ე იმყოფებოდა მოსკოვში.

 

მოსარჩელე ასევე აპელირებს მოპასუხის მიერ გადაცემაში ხსენებულ ფაქტზე: „არის ლინკი არსებობს მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტის, სადაც იგი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მოიარა, მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვში, იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის, ე.წ., იმიტომ რომ ჩვენთვის სამაჩაბლოა...“

 

დ-------ი გ-------–---–მა გადაცემის წამყვანებს წარუდგინა დოკუმენტი, რომელიც მისი მითითებით, ადასტურებდა ინფორმაციას ა-- დ---–--ის 2008 წელს რუსეთის ფედერაციაში ყოფნასთან დაკავშირებით. დ-------ი გ-------–---–ის მითითება, მოსარჩელის შეფასებით, წარმოადგენს ფაქტს და არ არის შეფასებითი კატეგორია, რითაც ილახება ა-- დ---–--ის უფლებები.

 

ორგანიზაცია „S-----------------------------–------–------ის“ (S---) 2008 წლის 28 აგვისტოს გაცემულ დოკუმენტში აღწერილია ა-- დ---–--ის, როგორც S----ს მიერ დაქირავებული პირის საქმიანობა. მოსარჩელე ამავე ცნობაზე მითითებით აღნიშნავს, რომ S--- წარმოადგენს ჰოლანდიურ იურიდიული დახმარების ორგანიზაციას ნიდერლანდებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2000 წლიდან შეაქვს სარჩელები ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. დ-------ი გ-------–---–მა აღნიშნული ცნობის არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა და წარმოაჩინა იმგვარად, თითქოს ა-- დ---–--ე საქმიანობდა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებში.

 

მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ ა-- დ---–--ის საქმიანობა "რ------------------–------–------ისთვის“ მოიცავდა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიას და აღნიშნული საქმიანობის მიზნებისთვის მას არცერთი ვიზიტი არ განუხორციელებია რუსეთის ფედერაციაში, მათ შორის მოსკოვში. ამდენად, დ-------ი გ-------–---–ის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა ა-- დ---–--ის, როგორც საზოგადოებრივი პერსონის დისკრედიტაციას და მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ-------ი გ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ნაწილობრივ დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

კერძოდ, მოპასუხემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს ტელეკომპანია „პ------–-ს“ გადაცემა „პ------–--ში“ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით იმყოფებოდა მოსარჩელე ა-- დ---–--ესთან ერთად. თუმცა, არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ მის მიერ მოხდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება.

 

დ-------ი გ-------–---–ის განმარტებით, 2015-2016 წლებში გამოცხადებულ ა---------------–----------–--------------–-------------–----------------–----ის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ა-- დ---–--ის მიერ შევსებულ აპლიკაციაში მოსარჩელე თავად მიუთითებდა ქ. მოსკოვსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ყოფნაზე. კერძოდ, სადავო საკითხს ეხება აპლიკაციის 45-ე გვერდზე არსებული ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ ა-- დ---–--ე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „რ------–---------–--------–--------–------ის“ კონსულტანტი სამხრეთ ოსეთსა და მოსკოვში (რუსეთი), 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში, აგროვებდა მონაცემებს, ესაუბრებოდა მსხვერპლებს, იკვლევდა საიტებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან გამომდინარე ჰუმანიტარულ საკითხებზე და შეკრებილი მონაცემები საფუძვლად დაედო ევროპულ სასამართლოში წარსადგენ საქმეებს. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის სასარგებლოდ ა-- დ---–--ის მუშაობა უდავოა.

 

მოპასუხის მოსაზრებით, მითითებული ცნობით დასტურდება, რომ ა-- დ---–--ე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იკვლევდა, მიუხედავად იმისა, რომელმა მხარემ ჩაიდინა იგი. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის „მოღვაწეობის“ ერთ-ერთი სეგმენტი იყო საქართველოს წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე (ა-–-- ს-----–-ი საქართველოს წინააღმდეგ, საქმე N8------) და ამაში ტყუილი და არასწორი ინფორმაცია არ არის. უფრო მეტიც, ამავე ორგანიზაციამ მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე.

 

დ-------ი გ-------–---–ი მიიჩნევს, რომ მას ა-- დ---–--ისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. ფაქტები, რაზეც მან ისაუბრა გადაცემაში, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო და მის მიერ მოხდა მათი ხელახლა გაჟღერება, რაც მოსარჩელის პერსონის დისკრედიტაციას კი არა, მისი მორალური სახის წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა-- დ---–--ე არის ი------–-----------–------------–----ი 2018 წლის 8 იანვრიდან, იგი წარმოადგენს საჯარო პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ი------–-----------–------------–----თა ინფორმაცია (ს.ფ. 48)

 

3.1.2. ა-- დ---–--ე სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

 

იყო ს----------–--------–---------------------------–--–იის თავმჯდომარე 09.2004 – 12.2006 წლებში.

 

საქმიანობდა ფონდში რ------–---------–-------–--------ი (სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი) 08 – 10.2008 წელს.

 

11.2008 – 08.2009 წლებში ტაშკენტში, უზბეკეთში, იყო ა---------------–---------------ი (მკვლევარი) და მისი საქმიანობის სფეროს შეადგენდა დაგეგმილი და ჩატარებული კვლევა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე უზბეკეთში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- აპლიკაციის დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 94-97);

- ა---------------–---------------ის (H----------------) 5.12.2008წ. წერილი (ს.ფ. 134-136);

- S-----------------------------–-----------–------ის 28.08.08 წერილი (ს.ფ. 33-35);

- S------------------–-----------–------ის 20.02.18 წერილი (ს.ფ. 36-40);

- საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებული სამუშაოების შესახებ განცხადებების საპასუხოდ გაკეთებული 06.03.18 მიმართვა (ს.ფ. 41-43).

 

3.1.3. ა-- დ---–--ე 2007 წლის 1 მარტიდან 2007 წლის 30 ივნისის ჩათვლით იყო მოწვეული ლექტორი კ---–-----ის უნივერსიტეტში.

 

იგი 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 2008 წლის 15 აგვისტომდე მუშაობდა A-------------------------------------ის ლექტორად ნ------------ უნივერსიტეტში.

 

2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე ა-- დ---–--ე დანიშნულ იქნა ნ------------ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გლობალური მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

 

2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ა-- დ---–--ე იყო კ-------–ის სამართლის სკოლის მოწვეული სტიპენდიანტი და კ-------–ის სამართლის სკოლის ბ-------ის საერთაშორისო მომხსენებელთა სერიის სტუმარი მომხსენებელი 2008 წლის 8 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- S--------------- 04.06.2015წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 137-139);

- კ---–-----ის უნივერსიტეტის 01.03.2007წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 140-142);

- ნ------------ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 23.10.2007წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 143-147);

- კ-------–ის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 03.08.2015წ. წერილი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 148-150).

 

3.1.4. მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ი არის საქართველოს ი------–-----------–------------–----ს, იგი წარმოადგენს საჯარო პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. 2018 წლის 16 თებერვალს, ტელეკომპანია პ------–-ს“ სატელევიზიო გადაცემა „პ------–--ში“ დ-------ი გ-------–---–მა გააჟღერა შემდეგი განცხადება:

 

„მოსკოვშიც იმყოფებოდა და იმყოფებოდა ჩვენი ინფორმაციით...“;

„...არის კონკრეტული ლინკი არსებობს მის მიერ შევსებული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც იგი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს, რომ მოიარა. მათ შორის იმყოფებოდა მოსკოვში, იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის, ე.წ., იმიტომ რომ ჩვენთვის სამაჩაბლოა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და კრებდა მონაცემებს, ჰოლანდიაში რეგისტრირებული რუსული ორგანიზაციისთვის“.

 

სასამართლო სხდომაზე ა-- დ---–--ის მოსკოვში ფაქტობრივად ყოფნის ფაქტი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მისი განმარტებით, ფაქტი, ფიზიკურად იმყოფებოდა თუ არა ა-- დ---–--ე რუსეთის ტერიტორიაზე უმნიშვნელოა, რადგან მისი მხრიდან აღნიშნულზე არ ხდება აპელირება. დ-------ი გ-------–---–ი სადავოდ ხდის ა-- დ---–--ის და მისი დამსაქმებელი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, მიუხედავად ლოკაციისა და მიუთითებს S-----------------------------–-----------–------ის წერილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- CD დისკი (ს.ფ.53);

- ტელეკომპანია პ------–-ს“ სატელევიზიო გადაცემა „პ------–--ის“ გაშიფრული ამონაწერი (ს.ფ. 28-32);

- S-----------------------------–-----------–------ის 28.08.08 წერილი (ს.ფ. 33-35);

 

3.1.6. S-----------------------------–-----------–------ის 28.08.2008 წლის წერილით დგინდება, რომ ა-- დ---–--ე დაქირავებულ იქნა „S-----------------------–------ის" (S---) მიერ, რათა განეხორციელებინა სამართლებრივი საქმიანობა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. S--- არის ჰ---–-----------------------–--------------------------–-----------–------–ი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2000 წლიდან შეაქვს სარჩელები ჩეჩნეთში და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

 

აღმასრულებელი დირექტორი ვ----- კ-----ი ამავე წერილში განმარტავს, რომ ქ-ნი დ---–--ე ატარებს ინტერვიუებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების მსხვერპლებთან და მოწმეებთან, რათა გამოავლინოს პოტენციური შემთხვევები საქართველოში, რაც S----ს საბოლოოდ ECtHR-თან მიიყვანს და ცდილობს ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ასეთი შემთხვევების ფაქტების დოკუმენტირებას. S--- მჭიდროდ თანამშრომლობს “H----------------”-ის ორგანიზაციის მკვლევარებთან ასეთი მიზნების კოორდინირებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- S-----------------------------–-----------–------ის 28.08.08 წერილი (ს.ფ. 33-35)

 

3.1.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაცია ა-- დ---–--ის სახელზე გაცემულ საქართველოს პასპორტებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ ა-- დ---–--ეს საქართველოს საზღვრიდან გასვლა უფიქსირდება 14/01/2008 წელს, ხოლო შემოსვლა - 26/08/2008 წელს და რომ 23/09/2008 წლამდე მას საზღვარი აღარ გადაუკვეთავს. აღნიშნულ ინფორმაცია და S------------------–-----------–------ის აღმასრულებელი დირექტორის 2018 წლის 20 თებერვლის წერილი მოსარჩელემ წარმოადგინა და ადასტურებს, რომ ის მოსკოვში არასოდეს გამგზავრებულა, მით უფრო S----ს სახელით.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკითხი, ფიზიკურად იმყოფებოდა თუ არა მოსარჩელე მოსკოვში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- S-----------------------------–-----------–------ის 20.02.2018წ. წერილი (ს.ფ. 36-40);

- სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაცია (ს.ფ. 44);

- ცნობა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ, დანართით (ს.ფ. 45-46).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან გადაცემა „პ------–--ში“ გაჟღერებული ინფორმაცია ა-- დ---–--ის საქმიანობასთან დაკავშირებით, ეხება კონკრეტულ ფაქტს და არა შეფასებით მსჯელობას.

 

სასამართლო აღნიშნული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს უპირველესად განსაზღვროს, იყო დ-------ი გ-------–---–ის მიერ წარმოთქმული სადავო სიტყვები კონკრეტული ინფორმაციის შემცველი, თუ საუბრობდა მხოლოდ მის აზრს და შეხედულებებს.

 

ევროსასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეზე Lingens vs. Austria განმარტა, შემდეგი:

 

ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს.

 

მოცემულ დავაში მოპასუხე დ-------ი გ-------–---–ის საუბარი გადაცემაში „პ------–--ი“ ეხებოდა ა-- დ---–--ის საქმიანობის სფეროს 2008 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში. შესაბამისად, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ექვემდებარებოდა გადამოწმებას და მისი, როგორც შეფასებითი მსჯელობის განხილვა, სასამართლოს მიერ ვერ მოხდება. ამდენად, დ-------ი გ-------–---–ის განცხადება სასამართლოს მიერ განხილულ იქნება როგორც კონკრეტული ფაქტის გავრცელება და უნდა მოხდეს იმის შეფასება, გაავრცელა თუ არა მან არსებითად მცდარი ფაქტი.

 

3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან არ გავრცელებულა გადაცემა "პ------–--ის" საშუალებით ა-- დ---–--ესთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ფაქტი, რომელიც მისთვის ან წინასწარ იყო ცნობილი, ან ადგილი ჰქონდა აშკარა და უხეშ დაუდევრობას.

 

დ-------ი გ-------–---–მა როგორც გადაცემის მიმდინარეობისას, ასევე სასამართლო სხდომებზე საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ მისი მხრიდან ა-- დ---–--ის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის წერილზე და ა-- დ---–--ის მიერ შევსებულ აპლიკაციაზე დაყრდნობით.

 

სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს აპლიკაციის კონკრეტულ ჩანაწერზე:

 

„2. ადამიანის უფლებათა დოკუმენტაცია

 

ფონდი რ------–---------–-------–--------ი (სამხრეთ ოსეთი / მოსკოვი, რუსეთი)

კონსულტანტი (08-10.2008)

· შეაგროვა მონაცემები, გამოკითხა მსხვერპლი, შეამოწმა ადგილები, რომლებიც უკავშირდება რუსულ-ქართული კონფლიქტის ჰუმანიტარულ მისიას, მონაცემები გამოყენებულ იქნა ერთობლივი მოქმედების საფუძვლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.“

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი საქმიანობის ადგილთან და სფეროსთან დაკავშირებით ცალსახად ბადებს კითხვის ნიშნებს. მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელეს სურს დაადასტუროს, რომ მას ფიზიკურად მოსკოვში ვიზიტი არ განუხორციელებია, მაგრამ აღნიშნული არც არის სადავო. მოპასუხე დ-------ი გ-------–---–მა განაცხადა 2008 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ა-- დ---–--ის საქმიანობაზე და მათ შორის ლოკაციაზეც, მაგრამ აღნიშნული მან განაცხადა სწორედ ზემოთ მითითებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. ჩანაწერი „სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი“, ნეიტრალური პირის მიერ, შესაძლოა აღქმულ იქნეს იმგვარად, რომ პირის საქმიანობა განხორციელდა მოსკოვში ან მისი საქმიანობა დაკავშირებულია მოსკოვთან ან რუსეთთან. თავად მოსარჩელეს ამავე აპლიკაციაში მითითებული აქვს, რომ 11.2008 – 08.2009 წლებში მუშაობდა ა---------------–---------------ის მკვლევარად და საქმიანობის ადგილად მითითებული აქვს ტაშკენტი, უზბეკეთი. მართალია თავად მოსარჩელე განმარტავდა, რომ აპლიკაციაში მითითებული აქვს კვლევის ობიექტები, მაგრამ აღნიშნულის ცოდნას ვერ მოვთხოვთ აპლიკაციის წამკითხველ სხვა, გარეშე პირს. ის, რომ მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას, ეს სადავო ჩანაწერიდან არ იკვეთება.

 

ამასთან, დ-------ი გ-------–---–ი ორგანიზაციას - S-----------------------------–-----------–------ა, აფასებს როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას, რომელიც არის ერთ-ერთი სარჩელის ავტორი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. მისი მოსაზრება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ტელეკომპანია "მ---------ს" მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან, სადაც მითითებული ორგანიზაციის იურისტი - დ---- კ-------- საუბრობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოკითხული 18 პირის ჩვენებაზე, რომლებიც ეხება ქართველი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

 

შესაბამისად, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ა-- დ---–--ის შედავება მოპასუხის მიერ გამოთქმულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მისი განცხადება შეიცავდა არსებითად არასწორ ფაქტებს, რომელიც მისთვის ცნობილი იყო წინასწარ. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხე საუბრობდა კონკრეტულ დოკუმენტზე დაყრდნობით და აღნიშნულის გათვალისწინებით მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ვერ შეფასდება განზრახ არასწორი ფაქტის გავრცელებად, რომელიც მიზნად ისახავდა მოსარჩელის დისკრედიტაციას.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზე არ გვაქვს განზრახ არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება, სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მითითება, თითქოს ფაქტის გავრცელებამ ინფორმაციის ადრესატს მიაყენა ზიანი. მით უფრო, ზიანის დადასტურების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება და მან აღნიშნული ვერ დაადასტურა სარწმუნოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-- დ---–--ის სარჩელი დ-------ი გ-------–---–ის მიმართ არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-19, 24-ე, 42-ე მუხლები;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-7, მე-14 მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, არასწორი ფაქტების გავრცელება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ცილისწამების დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა და 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

კანონმდებელმა განცალკევებულად გამოყო ცილისწამება საჯარო პირის მიმართ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან საჯარო პირები, რომელთაც კრიტიკის მიმართ თმენის მეტი ვალდებულება აკისრიათ.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. აზრი კი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, არის შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლომ უპირველესად განსახილველ საკითხად დააყენა იმის გამორკვევა, დ-------ი გ-------–---–მა გაავრცელა კონკრეტული ფაქტი თუ მისი გამონათქვამი იყო მხოლოდ მისი პირადი აზრი და შეფასებითი მსჯელობა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში. (სუსგ №ას-1477-1489-2011, №ას-790-739-2017);

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის საქმეებზე Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria და სხვა, ერთმანეთისაგან განასხვავა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა) და განმარტა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“.

 

განსახილველ დავაში სასამართლომ დაადგინა, რომ დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან მოხდა კონკრეტული ფაქტების შემცველი ინფორმაციის გაჟღერება. გამოსარკვევია, შეიცავდა თუ არა ეს ინფორმაცია არსებითად არასწორ ფაქტებს, რამდენადაც, იმისთვის რომ განცხადება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად, სახეზე უნდა იყოს ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ გავრცელებული, სარჩელით სადავო განცხადება გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, ამავე კანონის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს ეკისრება. ის არის ვალდებული დაამტკიცოს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ მისთვის აღნიშნულის მცდარობა ცნობილი იყო წინასწარ და რომ მას ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა ზიანი.

 

ამდენად, გავრცელებული ცნობების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის მეორე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ სადავო განცხადებაში მოყვანილი ფაქტი უნდა იყოს არსებითად მცდარი, არასწორი. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლომ დაადგინა (იხ. სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.2.), რომ აპლიკაცია, რაომელზე დაყრდნობითაც მოპასუხემ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა, ობიექტურად იძლეოდა საშუალებას, გამოტანილი ყოფილიყო ის დასკვნები, რაზეც განცხადების ავტორმა ისაუბრა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს არ გაუვრცელებია განზრახ არასწორი, ცილისმწამებლური ფაქტები. სასამართლო ეთანხმება მოდავე მხარეებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი და რუსეთის მხრიდან გავრცელებული აგრესია არის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი და რომ რუსეთთან კავშირში მყოფი ქართველი ადამიანები განიხილებიან უარყოფით კონტექსტში. შესაბამისად, დ-------ი გ-------–---–ის მხრიდან ამგვარი აქცენტის გაკეთება ჩანაწერზე „სამხრეთ ოსეთი/მოსკოვი, რუსეთი“, იმ მიზნით, რომ მისივე განმარტებით, წარმოაჩინოს ოპონენტის მორალური სახე, სასამართლოს არ მიაჩნია მისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჯარო პირებთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან. შესაბამისად, ა-- დ---–--ის, როგორც საჯარო პირის მიმართ გაკეთებული კრიტიკა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, არ ხვდება სპეციალური კანონის მე-14 მუხლით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო ადასტურებს, რომ აუცილებელია დაცულ იქნას ბალანსი ერთის მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორეს მხრივ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლებას შორის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ ცილისწამების არსებობის ფაქტი. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხემ არსებითად მცდარი ფაქტი გაავრცელა და რომ მისი სიმცდარე მოპასუხისათვის ცნობილი იყო წინასწარ.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ იქნება მოსარჩელისთვის ზიანის მიმყენებელი, რამდენადაც განცხადებები არ შეფასდა მისი მხრიდან მცდარ ინფორმაციად.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. (იხ. სუსგ 03.04.2012წ. განჩინება, საქმეზე #ას-1477-1489-2011წ.)

 

სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ზიანი მიადგა მას, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ვერ დადასტურდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერ დადასტურდა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა, რაც კანონმდებელმა კუმულატიურად დადგინა. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოში ვერ დაამტკიცა, რომ ა) მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ; ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები უფლებამოსილნი არიან შეისწავლონ და აკრიტიკონ თანამდებობის პირები. თუმცა, ასეთი კრიტიკა არ უნდა ცდებოდეს გარკვეულ ლიმიტს და არ უნდა ემსახურებოდეს გამიზნულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. მსგავს შემთხვევებში კი, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. „იმისათვის, რათა საჯარო მოხელეებმა სრულყოფილად და ეფექტურად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, აუცილებელია მათ ჰქონდეთ საზოგადოების ნდობა, შესაბამისად, სახელმწიფოს შესაძლებელია დასჭირდეს საჯარო მოხელეების დაცვა ისეთი გადამეტებული კრიტიკისგან, რომელიც შეურაცხყოფს მათ რეპუტაციას და რომელიც დაუსაბუთებელია.“ (იხ. საქმე: „ლეშნიკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ , §53, 2003 წლის 11 მარტი, №35640/97, ასევე, საქმე: „UNGVÁRY AND IRODALOM KFT უნგრეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 3 დეკემბერი, §44, 64520/10).

როგორც სასამართლომ მიიჩნია, მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადებების ის ნაწილი, რაც სადავოა სარჩელით (სადავო წინადადებები), არ არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი პიროვნებისა და მოვლენის მიმართ (აზრი). აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.

მოცემულ შემთხვევაში, გადაცემაში განხილვის თემას წარმოადგენდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემატური საკითხები და აღნიშნულ თემაზე სწორედ ი------–-----------–------------–----ები იქნენ მიწვეულნი. მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან მოწინააღმდეგის მიმართ სადავო ფაქტების დასახელება ემსახურებოდა მისი მორალური სახის წარმოჩენას, ვინაიდან მოპასუხის მიერ, მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა აღიქმება პრორუსულად, ხოლო ა-- დ---–--ის მოღვაწეობა ამ ორგანიზაციაში - ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თუმცა, არა არსებითად მცდარი ფაქტებით, არამედ იმ ინფორმაციით, რაც საჯარო და ხელმისაწვდომია ყველასთვის, კერძოდ, თავად მოსარჩელის მიერ შევსებულ აპლიკაციაზე დაყრდნობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ინფორმაციის გამავრცელებელი სუბიექტი შეგნებულად ავრცელებდა სიცრუეს, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების მიზნით, რის გამოც, მას ვერ დააკისრებს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას საჯარო პირის ცილისწამებისათვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა-- დ---–--ის სარჩელი დ-------ი გ-------–---–ის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს:

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური