გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2782-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე - შპს ,---–------------
წარმომადგენელი - გ---–-------------------------–---–-
მოპასუხეები - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–-
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ს--–-------------
მესამე პირი - შპს ,-------’(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი ----–-------------------–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 132-147).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03აპრილის №------------ის 1-ლი პუნქტი ნაწილობრივ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2017 წლის 5 დეკემბრისა და 2017 წლის 22 დეკემბრის №20/01173392181-01 და №10/0117356437-01 საჩივრები. აგრეთვე, ამავე ბრძანების მე-2 პუნქტი, როლითაც არ დაკმაყოფილდა საჩირის ავტორის მოთხოვნა სავაჭრო პავილიონის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის ნაწილში და ამავე ბრძანების მე-4 პუნქტი ნაწილობრივ, რომითაც ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა დანარჩენ ნაწილში(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2; ს.ფ. 132-147).
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 04 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის №----------------ით ქ.თბილისში კ----------------–--–---------------------------------------------- საკ. კოდი: №01.19.14.0--.0---ზე გაიცა III კლასის ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა, კერძოდ- ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, მესაკუთრე შპს ,--------’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიცა დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის შენობის(სავაჭრო პავილიონი) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. მისივე განმარტებით, შპს ,---–-------------ის საკუთრებაში არსებული და შპს ,--------’ საკუთრებაში არსებული №01.19.14.0--.056 და №01.19.14.0--.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მომიჯნავეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018წლის 13 აპრილის №------------ა გამოცემულია შპს,---–-------------ის მიმართ და ამასთან სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს დაინტერესებული მხარის - შპს ,---–-------------ის კანონიერ ინტერესზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13აპრილის №------------ით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,---–-------- ადმინისტრაციული საჩივრები. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიჩნია სადავო ნაგებობა დროებით შენობა ნაგებობად, რომ არ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება - არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიუღია ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოსარჩელე უთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.1.2. მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - შპს ,--------’, წერილობითი სახით შესაგებელი შპს ,---–-------------ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჭ---------–-------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.14.0--.056, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 42372.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 01.19.14.0--.0--, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 1183.99კვ.მეტრი; №2 საერთო ფართით 311.86 კვ.მეტრი; №3 საერთო ფართით 1197.74კვ.მეტრი; №4 საერთო ფართით 406.65 კვ.მეტრი; №5 საერთო ფართით 41.33კვ.მეტრი; №6 საერთო ფართით 19.69 კვ.მეტრი; №7 საერთო ფართით 751.89კვ.მეტრი; №8(საწყობი №1) ფართით 1313.36 კვ.მეტრი; №9(საწყობი №2) ფართით 1769.27 კვ.მეტრი; №10(სასაწყობე №1) ფართობით 1696.74 კვ.მეტრი, 2015წლის 23 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,---–-------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28/10/2015(იხ.ტომი 1, ს.ფ. 152-154)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, კ----------------–--–--------------------------------ნაკვ. 04/0--), მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.14.0--.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 5137.00 კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 4, 2017 წლის 09 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,--------’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 26/09/2017(იხ.ტომი 1, ს.ფ. 150-151)
3.1.3. 2017 წლის 22 მარტს, გ----------------ემ №AR1488650 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში კ----------------–--–--------------------------------ნაკვ. 04/0--), მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №1-840 ბრძანებით, ქ.თბილისში, ს-----------------–--------------------–--–-------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთს(საკადასტრო კოდი: №01.19.14.0--.0--), დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის(სავაჭრო ობიექტი, პავილიონი) განთავსების მიზნით, მიენიჭა ინდივიდუალური ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები და გაიცა სპეციალური(ზონალური) შეთანხმება. ამავე ბრძანებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინება, ხოლო კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალა ამავე სამსახურის უფროსს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №--------------ებით დაკმაყოფილდა მოქალაქე გ----------------ის 2017 წლის 22 მარტის №AR1488650 განცხადება და დადგენილ იქნა ქ.თბილისში, კ----------------–--–------------------------------- არსებული №01.19.14.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის(სავაჭრო პავილიონი) განთავსების მიზნით. ამასთან, განემარტა დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელი იყო კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად(მათ საფუძველზე დგებოდა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაში იყო მისი გაცემის თარიღიდან 5(ხუთი) წლის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 22 მარტის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება, დოკუმენტი №3164826(იხ.ტომი 1, ს.ფ. 135-136)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 აპრილის №1-840 ბრძანება ს-----------------–--------------------–--–-------------------------------- არსებულ მიწის ნაკვეთისთვის(საკადასტრო კოდი: №01.19.14.0--.0--), სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’(იხ.ტომი I, ს.ფ. 149)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №--------------ება(იხ.ტომი 1, ს.ფ. 34-42)
3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბით, დაკმაყოფილდა მოქალაქე გ----------------ის 2017 წლის 13 აპრილის №AR1494231 განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, კა---------------–--–-----------------------------------------–- №01.19.14.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა-ნაგებობის(სავაჭრო პავილიონი) არქიტექტურული პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა(იხ.ტომი 1, ს.ფ. 31-33).
3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 აგვისტოს №----------------ით, დაკმაყოფილდა მოქალაქე გ----------------ის 2017 წლის 27 ივლისის №AR1522315 განცხადება და გაიცა ქ.თბილისში, კ----------------–--–--------------------------------–-----–----------- საკუთრებაში არსებულ, №01.19.14.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის შენობის(სავაჭრო პავილიონი) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და ასევე გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 04 აგვისტოდან 2020 წლის 04 მარტის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 აგვისტოს №----------------ა(იხ.ტომი 1, ს.ფ. 28-30)
3.1.6. 2017 წლის 05 დეკემბერს, შპს ,---–-------------ის წარმომადგენელმა გ---–---------ემ №20/01173392181-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 აგვისტოს №----------------ის ბათილად ცნობა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბრის №10/0117356437-01 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მან დამატებით მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №3178040 და 2017 წლის 11ივლისის №---------------ბების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №------------ის პირველი პუნქტის თანახმად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,---–-------------ის წარმომადგენლის გ---–---------ის 2017 წლის 05 დეკემბრის №20/01173392181-01 და 2017 წლის 22 დეკემბრის №10/0117356437-01 ადმინისტრაციული საჩივრები. ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა ავტოსადგომების მოწყობის ნაწილში. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 აგვისტოს №----------------ა, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა დანარჩენ ნაწილში და ამავე სამსახურის 2017 წლის 12 აპრილის №--------------ება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,---–-------------ის წარმომადგენლის გ---–---------ის 2017 წლის 05 დეკემბრის №20/01173392181-01 ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.ტომი 1, ს.ფ. 137-143)
- შპს ,---–-------------ის წარმომადგენლის გ---–---------ის 2017 წლის 22 დეკემბრის №10/0117356437-01 ადმინისტრაციული საჩივარი(იხ.ტომი 1, ს.ფ. 102-104)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №------------ა ,,შპს ,---–-------------ის წარმომადგენლის გ---–---------ის ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(იხ.ტომი 1, ს.ფ. 18-27)
3.1.7. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ექსპერტ- მ-------------ის 2017წლის საექსპერტო დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ნავთობბაზის მიმდებარედ (ნაკვ. 04/0--) დაპროექტებული სავაჭრო ობიექტის არქიტექტურული პროექტი შესაბამისობაშია ,,ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნებთან. საექსპერტო დასკვნის საფუძველზე პროექტს მიეცა დადებითი შეფასება განსახორციელებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტ- მ-------------ის 2017 წლის საექსპერტო დასკვნა(იხ.ტომი 1, ს.ფ. 221-230)
3.1.8. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 28 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისში, კ----------------–--–---------------------------------------------4) შპს ,--–----------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.14.0--.0--) მსუბუქი კონსტრუქციის III კლასის შენობას (სავაჭრო პავილიონი), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წლის 11ივლისის №3380522 და 04 აგვისტოს №----------------ებით, მინიჭებული აქვს დროებითი შენობის სტატუსი, თუმცა ვადა არ არის განსაზღვრული და მითითებულია, რომ დამკვეთი ვალდებულია ქალაქის პირველივე მოთხოვნისთანავე განახორციელოს შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ამავე დასკვნის თანახმად, №----------------ით განსაზღვრული პირობებით ასაშენებელი ნაგებობა არ შეესაბამება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად განსაზღვრულ დროებითი ნაგებობის განმარტებას, რადგან უძრავადაა დაკავშირებული მიწასთან და მასზე მოთხოვნილია შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის ფუძე-საძირკვლის დეტალური პროექტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 28 მაისის ექსპერტიზის დასკვნა(იხ.ტომი 2, ს.ფ. 148-154).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს,---–-------------ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება(დებულება)(სადავო პერიოდში მოქმედი), ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №------------ა(გასაჩივრებულ ნაწილში) შპს ,---–-------------ის წარმომადგენლის გ---–---------ის ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე’’(გასაჩივრებულ ნაწილში), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11ივლისის №---------------ბის ნაწილობრივ(იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი) ბათილად ცნობა, რომლითაც შეთანხმდა ქ.თბილისში, კ----------------–--–------------------------------- არსებულ №01.19.14.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა-ნაგებობის(სავაჭრო პავილიონი) არქიტექტურული პროექტი.- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე)V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით(განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების(დებულება) მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება; გ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებული არის იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
6.3. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე ხდება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება. ამავე დადგენილების 46-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბით, დაკმაყოფილდა მოქალაქე გ----------------ის 2017 წლის 13აპრილის №AR1494231 განცხადება და შეთანხმდა ქ.თბილისში, კა---------------–--–-----------------------------------------–- №01.19.14.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა-ნაგებობის(სავაჭრო პავილიონი) არქიტექტურული პროექტი. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა წარმოადგენს სწორედ მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე მისაღებ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ სტადიაზე კი ხორციელდება წარდგენილი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.
საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 მარტის №60-01180661778 წერილობითი პოზიცია(იხ. ტომი 1, ს.ფ. 108-111), სადაც განმარტებულია, რომ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სავაჭრო პავილიონის განთავსება ხდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, რომელზეც ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც მოქცეულია სატრანსპორტო ზონა 1(ტზ-1)- ში, არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებულია მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომების მოწყობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ 2016წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ზონა 1(ტზ-1)-ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სატრანსპორტო ზონა 1(ტზ-1) არის სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს(გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მიიჩნევს დასაშვებად სატრანსპორტო ზონა 1-ში ავტოსადგომების მოწყობას. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავტოსადგომების მოწყობის ნაწილში არ შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან, ითვალისწინებდა საპროექტო ტერიტორიის ნაწილზე გავრცელებული ფუნქციური ზონისთვის დაუშვებელი სახეობის განთავსებას, რის გამოც არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი ბათილად იქნა ცნობილი ავტოსადგომების მოწყობის ნაწილში.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გასაჩივრებული-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურის 2017 წლის 11ივლისის №---------------ბის ბათილად ცნობის თაობაზე დანარჩენ ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სადავო ობიექტი წარმოადგენს არა დროებით შენობა-ნაგებობას, არამედ კაპიტალურ მშენებლობას,- სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული და კვლავ მიუთითებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 მარტის №60-01180661778 წერილზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ საპროექტო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს ცალკეული სექციებისა და გაერთიანებული შიდა სივრცისგან შემდგარ ერთსართულიან შენობას, რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსი. ასევე აღნიშნულია, რომ პავილიონის სტრუქტურული აგებულება შედგება მოსწორებულ გრუნტზე მოწყობილი არმირებული ბეტონის ფილისგან(საძირკვლისა და მონოლითური ჩამაგრების გარეშე), რომელზეც დაფუძნებულია ლითონის კოჭოვანი ელემენტებით ერთმანეთთან დაკავშირებული დგარები. არქიტექტურის სამსახურის წერილობითი განმარტების მიხედვით, შენობა-ნაგებობის კარკასული სისტემა მიწასთან დაკავშირებულია მხოლოდ საკუთარი წონით და მისი დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში, არ იქნება დაკავშირებული სირთულესთან. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა). შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპროექტო შენობა წარმოადგენს დროებით მსუბუქი კონსტრუქციის შენობას, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნულის საწინააღმდეგო წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს კანონმდებლობის რა ნორმები იქნა დარღვეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. რაც შეეხება საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 28 მაისის ექსპერტიზის დასკვნას,- აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დასკვნა ზოგადი ხასიათის არის, დასკვნაში არ არის კონკრეტულად მითითებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის რა ნორმები იქნა დარღვეული, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა რამდენად არსებითი იყო ასეთი სახის დარღვევა და აღნიშნულს საბოლოო ჯამში შესაძლოა თუ არა გამოეწვია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით(გასაჩივრებულ ნაწილში) არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი დამკვეთის ქმედებით ამა თუ იმ პირს მიადგა ზიანი, - ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით იდავოს ზიანის ანაზღაურების კუთხით და აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა (გასაჩივრებულ ნაწილში), მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,---–-------------ის სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში(გასაჩივრებულ ნაწილში, რა ნაწილიც ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №------------ით) უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.5.მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №------------ის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ- სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი ნაწილობრივ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2017 წლის 5 დეკემბრისა და 2017 წლის 22დეკემბრის №20/01173392181-01 და №10/0117356437-01 საჩივრები, აგრეთვე, ამავე ბრძანების მე-2 პუნქტი, როლითაც არ დაკმაყოფილდა საჩირის ავტორის მოთხოვნა სავაჭრო პავილიონის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის ნაწილში და ამავე ბრძანების მე-4 პუნქტი ნაწილობრივ, რომითაც ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის №---------------ბა დანარჩენ ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03აპრილის №------------ის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,---–-------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან შპს ,---–-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხეებისთვის საექსპერტო მომსახურების საფასურის ანაზღაურების დავალების თაობაზე,- სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ხოლო ამავე კოდექსის 44-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებს მიეკუთვნება ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,---–-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოპასუხეებისთვის საექსპერტო მომსახურების საფასურის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,---–-------------ის სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირის- შპს ,--------’ მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი