განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002459183
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/131-18 31 აგვისტო 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031110518004)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი
ბრალდებული: ტ--–-- გ-------ი
მამის სახელი: საბირ
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი:2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–---------------------------------–---------------------------
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. მარნეულში, ჯანდარის დასახლებაში მდებარე მე--------------------------–-- ფულის მიცემაზე გ---–------ კ--------ას უარით განაწყენებულმა ტ--–-- გ-------მა, თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის თავის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით იძალადა თავისი დედის - გ---–------ კ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
გ---–------ კ--------ას განმარტებით ტ--–-- გ-------ი არის მისი შვილი. თანახმად საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლისა ბრალდებული ტ--–-- გ-------ი და დაზარალებული გ---–------ კ--------ა წარმოადგენენ ერთი ოპჯახის წევრებს.
2.2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2018 წლის 11 მაისის დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად ირკვევა, რომ მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძებელმა ლევან ნიკოლაძემ მიიღო შეტყობინება მარნეულის რაიონის ჯანდარის დასახლება კორპ.N7 ბინა N15-ში მცხოვრები გ---–------ კ--------ასაგან, რომ მას მისმა შვილმა ტ--–-- გ-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ასევე მარნეულის რაიონულ სამმართველოში მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალის მორიგე ექიმის რეხვიაშვილისაგან შევიდა შეტყობინება, რომ მათ სამედიცინო დახმარებისათვის მიმართა გ---–------ კ--------ამ, რომელმაც განაცხადა, რომ შვილმა ტ--–-- გ-------მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოქვეყნდა განირა ხალილოვას ჩვენება. მოწმემ განმარტა, რომ გ---–------ კ--------ა არის მისი დეიდა. 2018 წლის 11 მაისს, როდესაც იმყოფებოდა დედამისთან, დაახლოებით 18:00 საათზე მათთან სახლში მივიდა გ---–------ კ--------ა, რომელიც ტიროდა და თავიდან მოსდიოდა სისხლი. მან ჰკითხა თუ რა შეემთხვა, რასთან დაკავშირებითაც გ---–------ კ--------ამ განუმარტა, რომ მას შვილმა ტ--–-- გ-------მა თავში ჩაარტყა მობილური ტელეფონი. განირა ხალილოვამ დაადასტურა, რომ მან ჭრილობა დაუმუშავა დეიდას, რომელიც მათთან დარჩა დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ კი წავიდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ---–------ კ--------ა ცხოვრეობს შვილთან ტ--–-- გ-------თან, მის მეუღლესთან მინარა იბრაგიმოვასთან და მის შვილებთან ერთად.
2018 წლის 15 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა გ---–------ კ--------ას ჩვენების გადამოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა თარჯიმანი ვასილ პარაბაშოვი, ოქმი შედგენილია მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გია ნიჟარაძის მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა დღის საათებში, გ---–------ კ--------ას საცხოვრებელ სახლში მდებარე მარნეული, ჯანდარის დასახლება, კორპუსი N7, ბინა N15-ში. მოწმის მიერ აღდგენილ იქნა 2018 წლის 11 მაისის მოვლენები, კერძოდ, მოწმე შვილთან ტ--–-- გ-------თან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, სადაც ის იჯდა სკამზე. გ---–------ კ--------ამ განმარტა, რომ ტ--–-- გ-------მა მას სთხოვა ფული, მან ასევე მიუთითა ამ დროს ტ--–-- გ-------ის ადგილმდებარეობა, გ---–------ კ--------მა ტ--–-- გ-------ს უთხრა, რომ მას ფული სჭირდებოდა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, რამაც მოწმის განმარტებით გამოიწვია ტ--–-- გ-------ის გაღიზიანება. ამ დროს გ---–------ კ--------ას გადმოცემით, იგი წამოდგა ფეხზე, რა დროსაც მის წინ მდგომმა ტ--–-- გ-------მა მას თავში ჩაარტყა მობილური ტელეფონი, რის გამოც მას თავიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ გ---–------ კ--------ამ მიუთითა კარისაკენ და განმარტა, რომ კარის მეშვეობით სახლიდან წავიდა თავისი დის სახლში, სადაც მას თავისმა დის შვილმა დაუმუშავა ჭრილობა.
მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალის სამედიცინო ბარათის თანახმად ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებას 2018 წლის 11 მაისს დაახლოებით 20:45 საათზე მიმართა გ---–------ კ--------ამ, რომელსაც დაუდგინდა დიაგნოზი სკალპის დაჟეჟილი ჭრილობა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 003377918 დასკვნის თანახმად გ---–------ კ--------ას 11.05.2018 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დაუდგინდა თხემის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობა, რაც განვითარებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 19 მაისის პატაკის რაშად ველიევის პატაკის თანახმად ირკვევა, რომ ტ--–-- გ-------ი, რომელმაც დედას - გ---–------ კ--------ას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება იმყოფებოდა მარნეულის აგრალურ ბაზარში და მას სავარაუდოდ თან უნდა ჰქონოდა მობილური ტელეფონი, რომლითაც დედას მიაყენა დაზიანება.
რაშად ველიევი გამოკითხულ იქნა გამომძიელის მიერ, რომელმაც დაადასტურა პატაკში მითითებული გარემოებანი. აღნიშნული ჩვენებაც მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ.
2018 წლის 19 მაისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ბრალდებული დაკავებულ იქნა ქ. მარნეულში აგრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკისას კი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, რომელიც მისი განმარტებით 2018 წლის 11 მაისს თავში ჩაარტყა დედამისს გ---–------ კ--------ას. აღნიშნული მობილური ტელეფონი დალუქულ იქნა კანონით დადგენილი წესით.
დაზარალებულმა გ---–------ კ--------ამ (ბრალდებულის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი გია ნიჟარაძე. მან განმარტა, რომ 2018 წლის 11 მაისს მიმართა გ---–------ კ--------ამ, რომელმაც განუმარტა, რომ შვილმა ტ--–-- გ-------მა მას თავის არეში მიაყენა დაზიანება. მოწმის განმარტებით გ---–------ კ--------ას აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა, რის გამოც გადაყვანილ იქნა ჯეო-ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ კი მოხდა მისი დაკითხვა. გია ნიჟარაძემ დაადასტურა, რომ მისი მონაწილეობით მოხდა ვითარების აღდგენა გ---–------ კ--------ასთან, შედგა შესაბამისი ოქმი, სადაც აღწერილია დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოებანი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ტ--–-- გ-------ის დაკავება მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, რომლითც თავად ტ--–-- გ-------ის და გ---–------ კ--------ას განმარტებით მან დედას მიაყენა დაზიანება თვის არეში. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე იდრის ომაროვის ჩვენებით, რომლიც მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ, ირკვევა, რომ იგი არის ტრამვატოლოგი ჯეო-ჰოსპიტალში. 2018 წლის 11 მაისს დაახლოებით 20:00 საათზე მას დახმარებისათვის მიმართა გ---–------ კ--------ამ, რომელსაც თავზე აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა, რომელიც მისივე გადმოცემით მიაყენა შვილმა ტ--–-- გ-------მა. მოწმემ განმარტა, რომ გ---–------ კ--------ას გაუკეთა ასეპტიური ნახვევი, რის შემდეგაც გაწერა სახლში.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული მტკიცებულებანი და დადასტურებულად მიიჩნია ტ--–-- გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია გ---–------ კ--------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, უდაოდ მიიჩნია ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ გ---–------ კ--------ას თავზე არსებული დაზიანება მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ტ--–-- გ-------ა ისარგებლა დუმილის უფლებით, შესაბამისად მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა მისი გამართლება წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდებოდა ტ--–-- გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 15 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, ასევე ბრალდებულ ტ--–-- გ-------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულის მიერ აღდგენილ იქნა 2018 წლის 11 მაისის ვითარება, მართალია დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარი თქვა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ ვითარების აღდგენის ოქმის პირდაპირ მტკიცებულებად გამოყენებას, რადგანაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ არის ჩვენება და მასში ასახულ იქნა ექსპერიმენტის ჩატარების დროს განვითარებული მოვლენები, შესაბამისად იგი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და მას სასამართლო იზიარებს სრულად. რაც შეეხება ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს აღნიშნულით ირკვევა, რომ ბრალდებულს დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკისას ამოუღეს მობილური ტელეფონი. ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ გ---–------ კ--------ას დაზიანება მიაყენა ტ--–-- გ-------მა. გასათვალისწინებელია ასევე გამომძიებელ გია ნიჟარაძის ჩვენება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ შეტყობინებებთან, სასამართლო სხდომაზე კანონის მოთხოვნათ დაცვით გამოქვეყნებულ განირა ხალილოვას ჩვენებასთან.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ტ--–-- გ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ტ--–-- გ-------მა გ---–------ კ--------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
4.1. ტ--–-- გ-------ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყებული არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასითს, დამნაშავის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ტ--–-- გ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ტ--–-- გ-------ს მისი ნასამართლეობის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ--–-- გ-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ტ--–-- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 19 მაისიდან.
ტ--–-- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ტ--–-- გ-------ის ოჯახის წევრს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე