გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
330210017002071010
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23159 - 17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - მა----------–---–ი

წარმომადგენელი - ბე----------–---–ი, ზუ-------------ი

მოპასუხე - ნა---–--ა ბრ------ი

წარმომადგენელი - თი----------------–--ე

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი მა-------–--–-–---–ი, მარ-----------ე

დავის საგანი - უძრავი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოსარჩელე მა----------–---–ი ცნობილ იქნეს 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ;

 

1.2. მა----------–---–ი ცნობილ იქნეს უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ----------------–---------------------------------------------------------------------------------------,მესაკუთრედ.

 

მა--------–--------მ, რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, მუ----------------------------------------------, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, 2--- წლის 26 იანვარს საკუთარი ხელით შეადგინა შინაურული ანდერძი, რომლითაც ის აცხადებს, რომ მა--------–--------, მცხოვრები ქ. თბილისი, მუ--------------------------------------------, მისი სიკვდილის შემდეგ მის ბინას უტოვებს მა----------–---–ს. 2--- წლის 2---------- მა--------–-------- გარდაიცვალა. შედგენილ ანდერძს ჩაუტარდა ექსპერტიზა სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ში“, რომლითაც დადგინდა ანდერძის შედგენის ხელმოწერის ნამდვილობა. მა----------–---–მა განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს და მოითხოვა ზემოთხსენებული ანდერძის საფუძველზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რომლითაც ის შეძლებდა თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოეხდინა უძრავ ქონებაზე. ნოტარიუსის 2--- წლის 30 აგვისტოს დადგენილებით მა----------–---–ს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილი მა--------–--------ს მიერ შედგენილი ანდერძით ვერ დგინდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა.

ანდერძში მითითებულია მა--------–--------, მცხოვრები ზემოთხსენებულ მისამართზე, თავის საცხოვრებელ ბინას (დაკონკრეტების გარეშე) უანდერძებს მა----------–---–ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით დადგინდა, რომ მა--------–--------ს საკუთრებაში ერიცხება სწორედ ის უძრავი ქონება, რომელიც მოხსენებულია ანდერძში მამკვიდრებლის საცხოვრებელ მისამართად. ამასთან, მოსარჩელემ განცხადებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ მა--------–--------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო ბიუროში შეტანილია ერთი - მა----------–---–ის და მეორე - ნა---–--ა ბრ------ის განცხადება, რომელიც სავარაუდოდ არის მა--------–--------ს მეხუთე რიგის მემკვიდრე.

(სარჩელი, 12.04.2018 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ნა---–--ა ბრ------მა წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო. მა--------–-------- გარდაიცვალა 2017 წლის 2----------. მისი დედა, ვა-----------–-------ა არის ნა---–--ა ბრ------ის მამის, პიოტრი ბრ------ის და. ვა-----------–-------ა გარდაიცვალა 1968 წლის 2--------. მოპასუხემ მა--------–--------ს გარდაცვალების შესახებ შემთხვევით შეიტყო. იგი მივიდა პოლიციაში და მოსთხოვეს წარედგინა დოკუმენტაცია ნათესაური კავშირის შესახებ, რათა შეეშვათ ბინაში. მა--------–-------- ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მოპასუხემ დაიწყო საბუთების მოძიება. ნა---–--ა ბრ------ისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 2---------- მიიყვანეს ნოტარიუსი სახლში, მაგრამ მან უარი განაცხადა ანდერძის შედგენაზე მა--------–--------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2--- წლის 30 სექტემბრის შინაურულ ანდერძზე არის მა--------–--------ს ხელმოწერა, ხოლო თავად მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ ანდერძზე, რომელიც დათარიღებულია 2--- წლის 26 იანვრით და დარღვეულია შინაურული ანდერძის შედგენის კანონით გათვალისწინებული წესები. ამასთან, არ ირკვევა იმ ქონების იდენტურობა, რომელსაც მოანდერძე უტოვებს მემკვიდრეს. გარდა აღნიშნულისა, შინაურული ანდერძი დაწერილია გარდაცვალების წინა დღეს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და ნოტარიუსმა უარი განაცხადა ანდერძის შედგენაზე.

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ანდერძი ვერ აკმაყოფილებს შინაურული ანდერძის ფორმას, იგი არ არის დაწერილი მოანდერძის მიერ. ამასთან, სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ანდერძით ვერ დასტურდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. ანდერძი არ არის დადასტურებული სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დანაწესის შესაბამისად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მა--------–-------- გარდაიცვალა 2--- წლის 2----------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16);

 

3.1.2. ვა-----------–-------ი გარდაიცვალა 1--- წლის 2--------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N5-- (ს.ფ. 67);

 

3.1.3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, მა--------–--------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი თბილისი, მუ--------------–--------------------------------------------------------, ფართი 20.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი N0----------------------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკუთრების მოწმობა N1--------- დამოწმების თარიღი 23.12.2---;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2--- წლის 14 აგვისტოს გაცემული ცნობა N3----- (ს.ფ. 31);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.02.2011 (ს.ფ. 32-33);

 

3.1.4. 2--- წლის 30 აგვისტოს ნოტარიუსს განცხადებით მიმართა მა----------–---–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა 27.0--2--- წელს გარდაცვლილი მა--------–--------ს დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. წარმოდგენილ ანდერძში მოანდერძე თავის კუთვნილ ბინას უანდერძებს მა----------–---–ს, თუმცა ანდერძით ვერ დასტურდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. აღნიშნული საფუძვლით ნოტარიუსის დადგენილებით მა----------–---–ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 30 აგვისტოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება, რეესტრის N1------- (ს.ფ. 27-28);

 

3.1.5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------------------–-----–--------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ორი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2--- წლის 6 ივნისს ნოტარიუსს მ--------------–---- მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება და 2--- წლის 1 მარტს ნოტარიუსს ნა---------------ს მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება;

ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოძებნა ჩანაწერი 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 25.08.2--- წელს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 29);

_სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 25.08.2--- წელს გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 30).

 

3.1.6. უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, მუ--------------–--------------------------------------------------------, ფართი 20.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი N0----------------------) საბაზრო ღირებულება შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა 53 000 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_18.08.2--- წელს შედგენილი უძრავი ქონების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 34-46).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელიც დასათაურებელია, როგორც ანდერძი (შედგენილი რუსულ ენაზე), აღნიშნულია, რომ მა--------–-------- (პ/ნ 0---------- მცხოვრები მ------------–----------------------------------------, თავისი სიკვდილის შემდეგ თავის ბინას აძლევს მა----------–---–ს (პ.ნ 0---------). მას უნდა, რომ სიკვდილის შემდეგ ბინა დარჩეს მა----------–---–ს. მა--------–--------ს სახელით შედგენილი დოკუმენტში მითითებულია, რომ ანდერძის შემდგენი არის ჯანმრთელი და თავად დაწერა ანდერძი - 2--- წლის 26 იანვარს. დოკუმენტის ბოლოს მითითებულია ხელმოწერა - მა--------–--------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 26 იანვარს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 17-19);

 

3.2.2. საქმეში ასევე წარმოდგენილია მეორე დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 30.09.2--- წლით. ანდერძი შედგენილია რუსულ ენაზე და მასში აღნიშნულია, რომ 2--- წლის 30 სექტემბერს, მა--------–-------- (პ/ნ 0----------. მცხოვრები, ქ. თბილისი, მუ-------------------------------------------, მ-------------–-), საღ გონებაზე და ჯანმრთელი მეხსიერებით, ნებაყოფლობით შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მთელ მის ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ ბინას, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, მ-------------------------------------------------------------–-, თავისი გარდაცვალების დღისათვის უანდერძებს მოქალაქე მა----------–---–ს (პ/ნ 0----------). ანდერძი დაწერილია მა--------–--------ს სურვილის მიხედვით, წაიკითხა და მოაწერა ხელი მოწმეების წინაშე.

მოწმეებად მითითებულნი არიან მ------------- (პ/ნ 0----------) და კო-------------ე (პ/ნ 0----------). ხელი მოწერილია მა--------–--------ს სახელით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2--- წლის 30 სექტემბერს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 111-113);

 

3.2.3. სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიერ ჩატარდა ხელწერის ექსპერტიზა, რაზეც გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა. წარმოდგენილ დასკვნაში (N0-------) აღნიშნულია, რომ თავდაპირველად ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას წარმოადგენდა: რუსულენოვანი შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი 2--- წლის 26 იანვრის თარიღით და ხელმოწერა ,,მა--------–--------“ შესრულებულია თუ არა მა--------–--------ს მიერ. ხოლო 2--- წლის 01 თებერვალს განცხადებით კითხვა დაკორექტირდა შემდეგნაირად: 30.09.2--- წლის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე (უჯრედებიან რვეულის ფურცელზე) განლაგებული ხელმოწერა მა--------–--------ს სახელით შესრულებულია თუ არა მა--------–--------ს მიერ.

2--- წლის 16 თებერვალს გაიცა ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელმოწერა, მა--------–--------ს სახელით (რუსულ ენაზე, ტექსტის სახით), განლაგებული 2--- წლის 30 სექტემბრის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, თარიღის დაბლა შესრულებულია მა--------–--------ს მიერ. ექსპერტიზის ჩატარების პროცესში გამოსაკვლევ ობიექტთან შესადარებლად გამოყენებული იქნა მა--------–--------ს ხელწერის ნიმუშები: თავისუფალი: მოქალაქის პირადობის მოწმობა, ჩანაწერები მათემატიკის უჯრედებიან რვეულზე (სამი ცალი); ჩანაწერები თაბახის ფურცელზე (სამი ფურცელი); შეთანხმება 15.12.2---წ; ჩანაწერები ცალხაზიანი ფურცლის და თაბახის ფურცლის ნაგლეჯებზე. ექსპერტ სა-–---------–----–---–-ს ჩვენების მიხედვით, ნიმუშის სახით ასევე გამოყენებული იქნა 2--- წლის 26 იანვრით დათარიღებული დოკუმენტიც, რომელზეც დატანებულია შესაბამისი შტამპის ანაბეჭდი; ექსპერტმა განმარტა და დააზუსტა, რომ დაკორექტირების შემდეგ ექსპერტიზა ჩატარდა 2--- წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ ანდერძზე, კერძოდ იმის დასადგენად - აღნიშნულ დოკუმენტზე განლაგებული ხელმოწერა მა--------–-------- შესრულებული იყო თუ არა მა--------–--------ს მიერ, რაზეც გაიცა შესაბამისი დასკვნა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 16 თებერვალს გაცემული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა N0------- (ს.ფ. 22-26);

_ექსპერტ სა-–---------–----–---–-ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას შინაურული ანდერძის საფუძველზე 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ მა----------–---–ის მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, სარწმუნოდ და ცალსახად არ დადასტურდა მოანდერძის ნების არსებობა, ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობა და ეჭქვეშ დგას ასევე მა--------–--------ს სახელით 2--- წლის 26 იანვარს (გარდაცვალების წინა დღეს) ანდერძის შედგენის დროს მისი ქმედუნარიანობა და გონივრული მდგომარეობა. შესაბამისად, საეჭვოა ანდერძის შედგენისას მოანდერძის მიერ საკუთარი მოქმედების განსჯისა და ნათლად გამოხატვის შესაძლებლობის არსებობა. უმნიშვნელოვანესი იყო იმ გარემოების დადგენა, რომ სადავოდ ქცეულ დოკუმენტზე არსებული ხელნაწერი და ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა უშუალოდ მოანდერძის, მა--------–--------ს მიერ. თუმცა აღნიშნულ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია არა ის ანდერძი (შედგენილი 2--- წლის 26 იანვარს), რომელზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე მხარე, არამედ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 2--- წლის 30 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რომელზეც ასევე განლაგებული იყო მა--------–--------ს ხელმოწერა. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება 2--- წლის 26 იანვარს შინაურული ანდერძის უშუალოდ მოანდერძის მიერ შედგენა და ხელმოწერა, რის გამოც შინაურული ანდერძის შედგენისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოსარჩელე მა----------–---–ი ცნოს ანდერძისმიერ მემკვიდრედ 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს დანაშთ ქონებაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 16 თებერვალს გაცემული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა N0------- (ს.ფ. 22-26);

_2--- წლის 26 იანვარს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 17-19);

_2--- წლის 30 სექტემბერს დათარიღებული ანდერძი, წარმოდგენილი რუსულ და ქართულ ენაზე (ს.ფ. 111-113);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.5. მა--------–-------- გარდაცვალებამდე იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, მას ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულებული და არ შეეძლო თავისი ნების ნათლად, გარკვევით გამოხატვა. იგი საუბრობდა გაუგებრად. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ე-–-------–--- (ნოტარიუსი), რომელიც 2--- წლის 26 იანვარს მიიყვანა მა----------–---–მა მა--------–--------სთან სანოტარო აქტის გაფორმების მიზნით. ე-–-------–---ს ჩვენების მიხედვით, მას მა----------–---–მა სთხოვა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მა--------–--------ს საცხოვრებელ სახლში მისვლა, ვინაიდან ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა ფიზიკური გადაადგილება და იყო მძიმედ. ნოტარიუსი ე-–-------–--- რუსული ენის თარჯიმანთან ერთად მივიდა საცხოვრებელ ბინაზე, სადაც მისივე განმარტებით დახვდა საკმაოდ მძიმე სურათი - სახლში იყო სრული ანტისანიტარია, არამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები და არეულობა. მა--------–-------- იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, გამოყურებოდა ცუდად. მას შემდეგ რაც თარჯიმნის მეშვეობით ნოტარიუსმა ჰკითხა უტოვებდა თუ არა საცხოვრებელ ბინას მა----------–---–ს. მა--------–--------მ გაურკვევლად უპასუხა, თითქოს დათანხმდა თუმცა იქვე ახსენა სხვა პირიც. მისი პასუხები იყო სრულიად გაურკვეველი, ბუნდოვანი და რაიმე დასკვნის, აზრის გამოტანა შეუძლებელი იყო. ე-–-------–--- (ნოტარიუსი) დარწმუნებით, დანამდვილებით აცხადებს, რომ იმ დღეს, 2--- წლის 26 იანვარს მა--------–--------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო თავისი ნების ნათლად და გარკვევით გამოხატვა, რის გამოც, ნოტარიუსმა არ შეადგინა სანოტარო აქტი - სამისდღეშიო ხელშეკრულება. ნოტარიუსის განმარტებით სახლში მისვლის დროს მას იქ დახვდა, როგორც მა----------–---–ი, ასევე სხვა პირი (შუახნის მამაკაცი), რომელსაც ეკამათებოდა მა----------–---–ი, ხოლო ის მამაკაცი წინააღმდეგობას უწევდა მა----------–---–ს ნოტარიუსი შეეყვანა მა--------–--------სთან. ე-–-------–---მ (ნოტარიუსმა) მა--------–--------ს საცხოვრებელ სახლში არსებული მდგომარეობა შეაფასა საკმაოდ უარყოფითად.

საქმეზე ასევე მოწმის საკით დაკითხულ იქნა კო-------------ე, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლის მეგობარს, რომელიც მა----------–---–ის ოჯახის ახლობელია. მოწმემ დაადასტურა, რომ მა----------–---–ი წლების განმავლობაში უვლიდა და პატრონობდა მა--------–--------ს. ეს უკანასკნელი კო-------------ეს ხშირად უნახავს როგორც მოსარჩელე მა----------–---–ის სახლში, ასევე მის სამსახურში. კო-------------ე ადასტურებს, რომ მან ორი წლის წინ მა----------–---–ის საცხოვრებელ სახლში ხელი მოაწერა ანდერძს, თუმცა უშუალოდ ანდერძის შედგენას არ შესწრებია. ანდერძის შედგენის დროს მა--------–-------- იქ იმყოფებოდა და კო-------------ისათვის ცნობილი იყო ანდერძის შინაარსი. მოწმე ზუსტად ვერ იხსენებს, ანდერძის შედგენის დროისათვის კიდევ ვინ იმყოფებდა საცხოვრებელ ბინაში. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ იქნა ს--------------, რომელმაც განმარტა, რომ იგი 17 წლის განმავლობაში იცნობდა მა--------–--------ს, უვლიდა და პატრონობდა მას, თუმცა ბოლო პერიოდში ს-------------- ვერ ახერხებდა მა--------–--------ს სახლში შესვლას, ვინაიდან იგი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები მას არ ჰქონდა. ს--------------- განმარტებით, მა--------–-------- არ აპირებდა კუთვნილი უძრავი ქონების ვინმესთვის დატოვებას, მას სურდა რუსეთში ნათესავებთან გამგზავრება, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დაკეტილი კარების გამო მეზობლები იძულებული გახდნენ გამოეძახათ სამაშველო სამსახური. ს-------------- განმარტავს, რომ მან იცოდა მა----------–---–ის შესახებ და ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელმა ნოტარიუსი მიიყვანა მა--------–--------სთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რაც მა--------–--------ს მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გაფორმდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- მოწმე ე-–-------–---ს (ნოტარიუსი), კო-------------ის და ს--------------- ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1344-ე, 1345-ე, 1346-ე, 1364-ე, 1368-ე, 1499-ე, 1500-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოსარჩელე მა----------–---–მა მოითხოვა 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ----------------–---------------------------------------------------------------------------------------, მესაკუთრედ აღიარება.

 

დადგენილია, რომ მა--------–-------- გარდაიცვალა 2--- წლის 2----------.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს დანაშთ სამკვიდროს წარმოადგენს: უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, მუ--------------–--------------------------------------------------------, ფართი 20.70 კვ.მ (საკადასტრო კოდი N0----------------------).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს მამკვიდრებელ მა--------–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრეს. სარჩელის მიხედვით, 2--- წლის 26 იანვარს მა--------–--------ს მიერ შედგენილი იქნა შინაურული ანდერძი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამავე კოდექსის 1500-ე მუხლით, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. საქმის მასალებით, 2--- წლის 30 აგვისტოს ნოტარიუსს განცხადებით მიმართა მა----------–---–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა 27.0--2--- წელს გარდაცვლილი მა--------–--------ს დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. წარმოდგენილ ანდერძში მოანდერძე თავის კუთვნილ ბინას უანდეძებს მა----------–---–ს, თუმცა ანდერძით ვერ დასტურდება ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. აღნიშნული საფუძვლით ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვა მა----------–---–ის წარმომადგენელს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------------------–-----–--------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა ორი ჩანაწერი შემდეგი სახით: 2--- წლის 6 ივნისს ნოტარიუსს მ--------------–---- მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება და 2--- წლის 1 მარტს ნოტარიუსს ნა---------------ს მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. შესაბამისად, ნათელია, რომ მა--------–--------ს დანაშთ ქონებაზე პრეტენზიას აცხადებენ მა----------–---–ი როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე და ნა---–--ა ბრ------ი (მოპასუხე), როგორც კანონისმიერი მემკვიდრე. თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ნა---–--ა ბრ------ის ნათესაური კავშირი მამკვიდრებელ მა--------–--------სთან. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მისი მითითებით მა--------–--------ს დედის, ვა-----------–-------ას გარდაცვალების მოწმობა, რომელიც იყო ნა---–--ა ბრ------ის მამის და, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება არც ვა-----------–-------ასთან მამკვიდრებლის კავშირი და ასევე არც ის გარემოება, თუ რა ნათესაური კავშირი ჰქონდა ნა---–--ა ბრ------ს ვა-----------–-------ასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს 2--- წლის 26 იანვარს შედგენილ ანდერძზე. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც დასათაურებელია, როგორც ანდერძი (შედგენილი რუსულ ენაზე) და მითითებულია, რომ მა--------–-------- (პ/ნ 0---------- მცხოვრები მ------------–----------------------------------------, თავისი სიკვდილის შემდეგ თავის ბინას აძლევს მა----------–---–ს (პ.ნ 0---------). მას უნდა, რომ სიკვდილის შემდეგ ბინა დარჩეს მა----------–---–ს. მა--------–--------ს სახელით შედგენილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ანდერძის შემდგენი არის ჯანმრთელი და თავად დაწერა ანდერძი - 2--- წლის 26 იანვარს. დოკუმენტის ბოლოს მითითებულია ხელმოწერა - მა--------–--------. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მეორე ანდერძიც, შედგენილი ასევე მა--------–--------ს სახელით და მისი ხელმოწერით. დოკუმენტი დათარიღებულია 30.09.2--- წლით. ანდერძი შედგენილია რუსულ ენაზე და მასში აღნიშნულია, რომ 2--- წლის 30 სექტემბერს, მა--------–-------- (პ/ნ 0----------. მცხოვრები, ქ. თბილისი, მუ-------------------------------------------, მ-------------–-), საღ გონებაზე და ჯანმრთელი მეხსიერებით. ნებაყოფლობით შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მთელ მის ქონებას, მათ შორის საცხოვრებელ ბინას, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, მ-------------------------------------------------------------–-, თავისი გარდაცვალების დღისათვის უანდერძებს მოქალაქე მა----------–---–ს (პ/ნ 0----------). ანდერძი დაწერილია მა--------–--------ს სურვილის მიხედვით, წაიკითხა და მოაწერა ხელი მოწმეების წინაშე. მოწმეებად მითითებულნი არიან მ------------- (პ/ნ 0----------) და კო-------------ე (პ/ნ 0----------). ხელი მოწერილია მა--------–--------ს სახელით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

 

ამავე კოდექსის 1345-ე მუხლის თანახმად, მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ (სამოქალაქო კოდექსის 1346-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლით კი გათვალისწინებულია შინაურული ანდერძის შედგენა, კერძოდ, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ამავე კოდექსის 1368-ე მუხლის შესაბამისად, ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმებით გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მოანდერძის გარდაცვალებას. ანდერძის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ანდერძის ბათილობისას, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას. ანდერძი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი, რომელიც თავისი ხელით დაწერა მოანდერძემ და ხელი მოაწერა სრული იურიდიული ძალის მქონეა. შესაბამისად, იმისათვის, რომ პირს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მიენიჭოს ანდერძის საფუძველზე მემკვიდრეობითი უფლება, აუცილებელია დადასტურდეს შედგენილი შინაურული ანდერძის ნამდვილობა. შინაურული ანდერძი უნდა დაწეროს თავისი ხელით მოანდერძემ და ხელი უნდა მოაწეროს მას. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს, რომ ანდერძის შედგენის მომენტში, მოანდერძეს შეეძლო გონივრულად განესაჯა საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოეხატა თავისი ნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ხდის სადავოდ მოანდერძის ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხს.

 

ზემოთ როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია ორი სხვადასხვა თარიღით შედგენილი ანდერძი. როგორც თავდაპირველად, ასევე, მოგვიანებით წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, მისი სასარჩელო მოთხოვნა ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობასა და სადავო ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ ეფუძნება 2--- წლის 26 იანვარს შედგენილ შინაურულ ანდერძს, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია მა--------–--------ს მიერ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მა--------–-------- გარდაიცვალა 2--- წლის 2----------. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მითითებული ანდერძს, როგორც მასზე არსებულ მოანდერძის, მა--------–--------ს ხელმოწერის, ასევე მამკვიდრებლის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის თვალსაზრისით, თუმცა სადავოდ გამხდარი ანდერძის ბათილობის საკითხი არ არის დაყენებული.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნაში (N0-------) აღნიშნულია, რომ თავდაპირველად ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას წარმოადგენდა: რუსულენოვანი შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი 2--- წლის 26 იანვრის თარიღით და ხელმოწერა ,,მა--------–--------“ შესრულებულია თუ არა მა--------–--------ს მიერ. ხოლო 2--- წლის 01 თებერვალს განცხადებით კითხვა დაკორექტირდა შემდეგნაირად: 30.09.2--- წლის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე (უჯრედებიან რვეულის ფურცელზე) განლაგებული ხელმოწერა მა--------–--------ს სახელით შესრულებულია თუ არა მა--------–--------ს მიერ. ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხელმოწერა, მა--------–--------ს სახელით (რუსულ ენაზე, ტექსტის სახით), განლაგებული 2--- წლის 30 სექტემბრის თარიღით შედგენილ შინაურულ ანდერძზე, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, თარიღის დაბლა შესრულებულია მა--------–--------ს მიერ. ექსპერტიზის ჩატარების პროცესში გამოსაკვლევ ობიექტთან შესადარებლად გამოყენებული იქნა მა--------–--------ს ხელწერის ნიმუშები: თავისუფალი: მოქალაქის პირადობის მოწმობა, ჩანაწერები მათემატიკის უჯრედებიან რვეულზე (სამი ცალი); ჩანაწერები თაბახის ფურცელზე (სამი ფურცელი); შეთანხმება 15.12.2---წ; ჩანაწერები ცალხაზიანი ფურცლის და თაბახის ფურცლის ნაგლეჯებზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ექსპერტი სა-–---------–----–---–-, რომლის ჩვენების მიხედვით, ნიმუშის სახით ასევე გამოყენებული იქნა 2--- წლის 26 იანვრით დათარიღებული დოკუმენტიც, რომელზეც დატანებულია შესაბამისი შტამპის ანაბეჭდი.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ორი სხვადასხვა დროს შედგენილი ანდერძის არსებობა ისე რომ არ არის გაუქმებული წინა ანდერძი და არ არის მითითებული გარემოება თუ რამ განაპირობა განმეორებით ანდერძის შედგენა, ეჭქვეშ აყენებს 2--- წლის 26 იანვრით დათარიღებული ანდერძის ნამდვილობას. შინაურულ ანდერძში გამოხატულია თუ არა უშუალოდ მოანდერძის ნება, უნდა დადასტურდეს უპირველესად იმით, რომ შინაურული ანდერძი უნდა იყოს შედგენილი უშუალოდ მოანდერძის მიერ და ხელს უნდა აწერდეს იგი, თუ არ არის რაიმე საგამონაკლისო შემთხვევა. მოსარჩელის მითითებით, 2--- წლის 26 იანვარს დათარიღებული ანდერძი შედგენილია უშუალოდ მოანდერძე მა--------–--------ს მიერ და ხელსაც თავად აწერს. სწორედ აღნიშნულ ანდერძს აფუძნებს მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით მიიღოს უფლება სადავო ქონებაზე. თუმცა მოსარჩელისვე მიერ ხელნაწერის ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა არა 2--- წლის 26 იანვრით დათარიღებული ანდერძი, არამედ 2--- წლის 30 სექტემბერს შედგენილი ანდერძი და დაისვა საკითხი 30.09.2--- წელს შედგენილ ანდერძზე შესრულებული ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა მა--------–--------ს მიერ. სარჩელის საფუძველი არ გამომდინარეობს 2--- წლის 30 სექტემბრის ანდერძისგან. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას უმნიშვნელოვანესი იყო იმ გარემოების დადგენა, რომ სადავოდ ქცეულ დოკუმენტზე არსებული ხელნაწერი და ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა უშუალოდ მოანდერძის, მარია სელიუსკოვას მიერ. თუმცა აღნიშნულ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია არა ის ანდერძი (შედგენილი 2--- წლის 26 იანვარს), რომელზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე მხარე, არამედ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 2--- წლის 30 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რომელზეც ასევე განლაგებული იყო მა--------–--------ს ხელმოწერა. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება 2--- წლის 26 იანვარს შინაურული ანდერძის უშუალოდ მოანდერძის მიერ შედგენა და ხელმოწერა, რის გამოც, არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ სასამართლომ არ მიიჩნიოს აღნიშნული ანდერძი შედგენილი სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, სარწმუნოდ და ცალსახად არ დადასტურდა მოანდერძის ნების არსებობა, ანდერძში გამოხატული ნების ნამდვილობა. საეჭვოა ასევე მა--------–--------ს სახელით 2--- წლის 26 იანვარს (გარდაცვალების წინა დღეს) ანდერძის შედგენის დროს მისი ქმედუნარიანობა და გონივრული მდგომარეობა, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს 2--- წლის 26 იანვარს მოანდერძის მიერ საკუთარი მოქმედების განსჯისა და ნათლად გამოხატვის შესაძლებლობის არსებობას. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იმავე დღეს, 2--- წლის 26 იანვარს მა--------–--------ს საცხოვრებელ სახლში მა----------–---–ის მოთხოვნით, სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით იმყოფებოდა ნოტარიუსი ე-–-------–---. მოწმის სახით დაკითხულმა ე-–-------–---მ ჩვენებაში მიუთითა, რომ მის შეკითხვებზე მა--------–--------ს პასუხები იყო სრულიად გაურკვეველი, ბუნდოვანი და რაიმე დასკვნის, აზრის გამოტანა შეუძლებელი იყო. ნოტარიუსი დარწმუნებით, დანამდვილებით აცხადებს, რომ იმ დღეს, 2--- წლის 26 იანვარს მა--------–--------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო თავისი ნების ნათლად და გარკვევით გამოხატვა, რის გამოც არ იქნა შედგენილი სანოტარო აქტი - სამისდღეშიო ხელშეკრულება. საქმეზე სადავო გარემოებებთან დაკავშირებით ასევე დაიკითხნენ მოწმეები კო-------------ე და ს--------------. მოწმე კო-------------ემ მიუთითა, რომ მა----------–---–ი წლების განმავლობაში უვლიდა და პატრონობდა მა--------–--------ს. ეს უკანასკნელი კო-------------ეს ხშირად უნახავს როგორც მოსარჩელე მა----------–---–ის სახლში, ასევე მის სამსახურში. კო-------------ე ადასტურებს, რომ მან ორი წლის წინ მა----------–---–ის საცხოვრებელ სახლში ხელი მოაწერა ანდერძს, თუმცა უშუალოდ ანდერძის შედგენას არ შესწრებია. ხოლო ს--------------მ განმარტა, რომ იგი 17 წლის განმავლობაში იცნობდა მა--------–--------ს, უვლიდა და პატრონობდა მას, თუმცა ბოლო პერიოდში ს-------------- ვერ ახერხებდა მა--------–--------ს სახლში შესვლას, ვინაიდან იგი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები მას არ ჰქონდა. ს--------------- განმარტებით, მა--------–-------- არ აპირებდა კუთვნილი უძრავი ქონების ვინმესთვის დატოვებას, მას სურდა რუსეთში ნათესავებთან გამგზავრება, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დაკეტილი კარების გამო მეზობლები იძულებული გახდნენ გამოეძახათ სამაშველო სამსახური. ს-------------- განმარტავს, რომ მან იცოდა მა----------–---–ის შესახებ და ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელმა ნოტარიუსი მიიყვანა მა--------–--------სთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რაც მარია სელიოკოვას მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გაფორმდა.

 

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს 2--- წლის 30 აგვისტოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მა----------–---–ზე არ გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილ ანდერძში მოანდერძე თავის კუთვნილ ბინას უანდერძებს მა----------–---–ს, თუმცა ანდერძით არ დასტურდებოდა ნაანდერძევი ქონების იდენტურობა. ხოლო საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოანდერძე მა--------–--------ს სახელზე ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ----------------–---------------------------------------------------------------------------------------. სასამართლო აქვე განუმარტავს მხარეს, რომ ნოტარიუსის მიერ აღნიშნული საფუძვლით სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა თავისთავად არ გამორიცხავს ანდერძისმიერი მემკვიდრეობითი უფლების წარმოშობის ხელისშემშლელ სხვა გარემოებათა არსებობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების, მათი ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას შინაურული ანდერძის საფუძველზე 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს ანდერძისმიერ მემკვიდრედ მა----------–---–ის მიჩნევის თაობაზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შინაურული ანდერძი (დათარიღებული---.0--2--- წელს) შედგენილია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოანდერძის ნებით, უშუალოდ მის მიერ და შესრულებულია მისი ხელმოწერილით. ამდენად, ანდერძი სრულად არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელე მა----------–---–ის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და 2--- წლის 2---------- გარდაცვლილი მა--------–--------ს დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მა----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების ნა---–--ა ბრ------ის და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელე მა----------–---–ის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა----------–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მა----------–---–ის (პირადი N0----------) მიერ გადახილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე