გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
330210018002547221
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21473 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე აშ---- ალ--------ი

წარმომადგენელი ინ-------–--ე

მოპასუხე ნე-–----------ი

წარმომადგენელი ნი---------–---–ი, და---------------ე

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერი-–--ბითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 ივლისს საქმე №2----------- გადაწყვეტილებით აშ---- ალ--------ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს აშ---- ალ--------ს თავისი არასრულწლოვანი შვილის ა-- ალ--------ის (დაბადებული 2007 წლის 1--------–-) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 17 ივლისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

აშ---- ალ--------ს და ნე-–----------ს ჰყავთ საერთო შვილი, 2007 წლის 1--------–- დაბადებული ა-- ალ--------ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხე აშ---- ალ--------ს არასრულწლოვანი შვილის - ა-- ალ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2012 წლის 14 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აშ---- ალ--------ი იმ დროისათვის მუშაობდა, მას გააჩნდა კერძო ბიზნესი, ლი-–-------––ი. 2013 წლის განქორწინების შემდეგ, აშ---- ალ--------მა და ნე-–----------მა სასამართლოს წესით თა--ბარ წილად გაიყვეს აშ---- ალ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მისი სოციალური და მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად არის გაურესებული. მისმა ოჯახმა მიმართა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, გამოიტა-- სესხის სახით თანხა და დღეის მდგომარეობით იხდიან ბანკის ვალებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აშ---- ალ--------მა შექმნა ოჯახი თე------- მათიაშვილთან და მათ თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2015 წლის 21 დეკემბერს დაბადებული ალექსანდრა ალ--------ი და 2016 წლის 22 ნოემბერს დაბადებული მა---- ალ--------ი. მოსარჩელე აშ---- ალ--------ი ამჟამად არ არის დასაქმებული, იგი იმყოფება დედის კმაყოფაზე. მისი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან ყოველთვიურად არასრულწლოვან ა-- ალ--------ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით 350 ლარი. ამასთან, მას გააჩნია საალიმენტო დავალიანება 10 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

 

მოსარჩელე ყველა შესაძლო გზით ცდი-–--ბს თავი აარიდოს ალიმენტის გადახდას, რაზეც ნათლად უთითებს ის გარემოება, რომ მოპასუხე ნე-–----------თან დავის დაწყების შემდგომ მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება და კერძო ბიზნესიც ფორმალურად გადასცა თავის ოჯახის წევრებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოსარჩელეს საერთოდ არ ჩაურიცხავს ალიმენტი შვილისთვის. ვინაიდან მოსარჩელე არასდროს იხდიდა ალიმენტს დათქმულ დროსა და ოდენობით, ამჟამინდელ ალიმენტის ოდენობას ემატება ძველი დავალიანებაც. 2015 წელს აშ---- ალ--------ს ასევე მიმართული აქვს სასამართლოსთვის ა--ლოგიური მოთხოვნით (ალიმენტის შემცირება), თუმცა სასამართლოს არც ერთმა ინსტანციამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. მოსარჩელეს სურს თავი აარიდოს მშობლის ვალდებულებებს და შვილის აღზრდის პასუხისმგებლობას. აშ---- ალ--------ი მუშაობს ლი-–--ს ბაზრობის ტერიტორიაზე. მან თავის ასარიდებლად მოპასუხესთან დავის პერიოდში გააუქმა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი ისე რომ მუშაობა არ შეუწყვეტია. არასრულწლოვანი ა-- ალ--------ი დადის ,,კო--------ს“ სკოლაში. მისი სასკოლო გა--თლებისათვის აუცილებელია წლიური ღირებულების გადახდა. ასევე დადის ინგლისურზე. არასრულწლოვანი იღებს ორთოდონტიულ მომსახურებას პირის ღრუს და კბილების ანომალიების გასასწორებლად და ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება პერიოდულად ექიმთან კონსულტაცია, შესაბამისი ა--ლიზების ჩატარება.

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ალიმენტის შემცირების თაობაზე) მიღების შემდეგ მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მეორე მეუღლისგან შეეძინა ორი შვილი, ვერ ჩაითვლება საკმარის არგუმენტად ალიმენტის შემცირებისათვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოსარჩელე საერთოდ არ იხდის ალიმენტს (არც არასრული სახით) არასრულწლოვანი ა-- ალ--------ის რჩენა-აღზრდის მიზნით. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ გააუქმა სამეწარმეო რეგისტრაცია, ანგარიშზე თანხების ასახვა შეწყვიტა, რის გამოც სააღსრულებო ბიუროს მიერ იძულებით თანხის ამოღება ვერ ხერხდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს, აშ---- ალ--------ს და ნე-–----------ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2007 წლის 1--------–- დაბადებული ა-- ალ--------ი. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი ა-- ალ--------ი ცხოვრობს დედასთან, ნე-–----------თან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხე აშ---- ალ--------ს არასრულწლოვანი შვილის - ა-- ალ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2012 წლის 14 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ს.ფ. 74-75);

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით, მხარეებს, აშ---- ალ--------ს და ნე-–----------ს შორის დამტკიცდა მორიგება შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 06 იანვარს შედგენილი მორიგების აქტი (ს.ფ. 105);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა აშ---- ალ--------ის სარჩელი მოპასუხე ნე-–----------ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების და ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით აშ---- ალ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, აშ---- ალ--------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 92-104);

- საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინება, საქმე Nას - 966-915-2015 (ს.ფ. 72-73);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. აშ---- ალ--------ი ქორწინებაში იმყოფება თე------- მათიაშვილთან. მასთან თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: 2015 წლის 21 დეკემბერს დაბადებული ალექსანდრა ალ--------ი და 2016 წლის 22 ნოემბერს დაბადებული მა---- ალ--------ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩა--წერი N0---------- (ს.ფ. 18);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩა--წერი N0---------- (ს.ფ. 19).

 

3.1.6. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, მიმდინარე პერიოდისათვის, აშ---- ალ--------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 ივლისს გაცემული ცნობა N309330 (ს.ფ. 13);

 

3.1.7. მოსარჩელე აშ---- ალ--------ი მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან შვილთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, ხო--–--–------------. მოსარჩელის მშობლები ა----ნ პენსიონერები. მოსარჩელე მხარეს მატერიალურად გარკვეულწილად ეხმარება ძმა, რომელიც ეწევა კერძო საქმიანობას (ფლობს სილამაზის სალონს), აქვს შემოსავალი და ამასთან, იგი არ არის დაოჯახებული;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე აშ---- ალ--------ი აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით მეტნაკლებად იხდის დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი ა-- ალ--------ის რჩენა-აღზრდის მიზნით, თუმცა მის მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის სრულად გადახდა არ ფიქსირდება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელე მხარის მხრიდან ალიმენტის თანხის ჩარიცხვა ბოლოს განხორციელდა 26.05.2017 წელს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ თანხის - 186.92 ლარის ამოღება დაფიქსირდა 01.06.2017 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_26.05.2017 წლის და 31.03.2017 წლის სს ,,საქართვლოს ბანკის“ ქვითრები (ს.ფ. 108-109);

_სალარო შემოსავლის ორდერი 24/02/2017, სალარო შემოსავლის ორდერი 13/01/2017, სალარო შემოსავლის ორდერი 29/11/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 28/10/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 30/09/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 30/08/ 2016, სალარო შემოსავლის ორდერი 29/07/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 30/06/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 30/05/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 30/04/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 31/03/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 29/02/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 29/01/2016, სალარო შემოსავლის ორდერი 29/12/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 24/11/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 23/10/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 04/09/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 30/07/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 29/06/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 29/05/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 24/04/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 31/03/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 27/02/2015, სალარო შემოსავლის ორდერი 28/01/2015 (ს.ფ. 110-133);

- სს ,,თიბისი ბანკის“ ამონაწერი ანგარიშიდან, პერიოდი 05.08.2013-11.09.2018 (ს.ფ. 198-201);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, აშ---- ალ--------ის მიერ 2016 წლის მარტის თვიდან 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 26 ივლისამდე ინფორმაცია აშ---- ალ--------ის მიღებული შემოსავლების შესახებ არ ფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს მიერ 13.07.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 14-15);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 27 ივლისს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 31);

 

3.2.3. მოპასუხე მხარის განმარტებით, აშ---- ალ--------ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ლი-–--ს ბაზრობაზე და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათა--დო მტკიცებულება. მოპასუხე მხარე მიუთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს განხორციელებულ ფაქტების კონსტატაციის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილ ოქმზე. ფაქტების კონსტატაციის ადგილს წარმოადგენდა ლი-–--ს ბაზრობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება მოხდა 2014 წლის 28 დეკემბერს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის კონსტანტაცია განხორციელდა 2015 წელს, რაც ასახული იქნა წინა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც. შესაბამისად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე დღეის მდგომარეობითაც ლი-–--ს ბაზრობაზე, ვაჭრობის სფეროშია დასაქმებულია და იღებს შესაბამის შემოსავალს. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ კერძო ბიზნესს ეწეოდა მოსარჩელის დედაც, თუმცა, არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ერთვის საქმეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ეტაპზე, მოსარჩელე ან მისი ოჯახის წევრები არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, მოსარჩელე აშ---- ალ--------ი ასევე არ იყო სტაბილურად დასაქმებული. საქმეში არ არის მტკიცებულება, რაც აშ---- ალ--------ის ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებაზე მიუთითებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. არასრულწლოვან ა-- ალ--------ი სწავლობს ,,კო--------ს“ სკოლაში, სადაც მოპასუხე ნელი ატოინი იხდის სწავლის საფასურს. ამასთან, არასრულწლოვანი დადის შპს ,,სა------–-------------–ში“ ინგლისურის შემსწავლელ კურსზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 140 (ას ორმოცი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 20 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერი N2------- (ს.ფ. 53);

- 2018 წლის 12 სექტემბრის ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი N5---------- (ს.ფ. 54);

- 2015 წლის 06 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N2---------------- (ს.ფ. 185- 186);

- შპს ,,სა------–-------------–ის“ მიერ 2018 წლის 19 სექტემბერს გაცემული ცნობა N0--- (ს.ფ. 188);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.5. არასრულწლოვან ა-- ალ--------ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, ჰიპოთერეოზი, სიმსუქნე, სქოლიოზი, ორმხრივი ბრტყელი ტერფი, ძილის დარღვევა“. იგი აღრიცხვაზეა დაბადებიდან გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზით. 2014 წლიდან იმყოფება აღრიცხვაზე ენდროკრინოლოგთან. წლის განმავლობაში ბავშვი კონსულტირებულია პედიატრის , კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდროკრინოლოგის და ორთოპედის მიერ. წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით, იგი საჭიროებს კარდიოლოგიის კონსულტაციას წელიწადში ორჯერ, გულის ექოსკოპიას წელიწადში ერთხელ, ორთოპედის კონსულტაციას, მასაჟისა და ვარჯიშის კურსებს წელიწადში ორჯერ, ენდრიკრინოლოგის და პედიატრის მეთვალყურეობას. არასრულწლოვანს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო (მათ შორის ლაბორატორიული) კვლევები და პერიოდულად უტარდება მკურნალობა. გარდა აღნიშნულისა, ა-- ალ--------ი 2017 წლის 16 ოქტომბრიდან მკურნალობს შპს ,,ორთოდონტიულ ცენტრში“ ექიმ-ორთოდონტთან. მისი დიაგნოზია - ,ყბა-სახის ანომალია, კბილთა რკალის თა--ფარდობის ანომალია და კბილთა პოზიციის ანომალია“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ორ---------------–--–------ის“ მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს გაცემული ცნობა N30 (ს.ფ. 77);

- სამედიცინო დოკუმენტის ფორმა IV-100ა, ქვითარი, სს "კუ---–-ო"-ს კლინიკა-დიაგნოსტიკური სამსახურის ცნობა, ქვითარი, სს "კუ---–-ო"-ს კონსულტაციის ბართი, ფორმა N3 რეცეპტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 5012, "ავერსი" კლინიკის ამონაწერები, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100ა/10504, შპს "ჯანმრთელობის ცენტრის ორდერი N00036562, ინტერკლინიკის ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევების ცნობა, ქვითრები, "ალფამედის" ცნობა, შპს "ბავ–---------–----–-----"-ს სალარო შემოსავლის ორდერი, "ალფამედის" ბიოქიმიური გამოკვლევები (ს.ფ. 172-184, 187-197).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.6. მოპასუხე ნე-–----------ი არის შრომისუნა----ნი, იგი პერიოდულად მუშაობს სილამაზის სალონში და აქვს შემოსავალი. იგი არის სტილისტი და თანდათან ეუფლება ამ საქმიანობას. მოპასუხე გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში.

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, ნე-–----------ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 26 ივლისამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ: 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 150 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარის მიერ სხვა შემოსავლის მიღების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების სამსახურის მიერ 2018 წლის 27 ივლისს გაცემული ცნობა N2----------, და--რთი (ს.ფ. 31 – 32);

 

3.2.7. მოსარჩელე აშ---- ალ--------ს არასრულწლოვან შვილთან, ა-- ალ--------თან ჰქონდა სტაბილური და ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობა. თუმცა მოპასუხე ნე-–----------თან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელე მხარე ვეღარ ნახულობს არასრულწლოვან შვილს და ხელი ეშლება მასთან ურთიერთობაში. მხარეები აპელირებენ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონსა და სათამაშო თოჯინის (ე.წ. ,,ბ------“) სახლზე, რომელიც მოსარჩელემ შეუძინა არასრულწლოვან შვილს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ტელეფონი შეიძინა შვილთან, ა-- ალ--------თან კონტაქტის მიზნით. მას ტელეფონისა და სათამაშოების შეძენაში დაეხმარნენ ოჯახის წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ფოტოსურათები (ს.ფ. 202-214);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.8. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. მოსარჩელე მხარის ოჯახური მდგომარეობის ცვლილება წარმოადგენს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს, თუმცა არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერი-–--ბითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, გარემოებები, რომელიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობის შეცვლა წარმოადგენს მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყა--ში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწი-–--ბრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე აშ---- ალ--------მა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობა, გაიზარდა მის კმაყოფაზე მყოფი პირთა რაოდენობა, რამაც გავლენა იქონია მის მატერიალური მდგომარეობაზეც.

 

დადგენილია, რომ აშ---- ალ--------ს და ნე-–----------ს ჰყავთ საერთო შვილი, 2007 წლის 1--------–- დაბადებული ა-- ალ--------ი. მხარეები რამდენიმე წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ა-- ალ--------ი ცხოვრობს მოპასუხესთან ნე-–----------თან. მხარეთა განმარტებით, მათ ჰქონდათ ასევე ქონებრივი დავაც თა--ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარის მითითებით, მან უძრავი ქონების შესაბამისი წილის სა--ცვლოდ მოპასუხე ნე-–----------ს გადასცა 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული ა----ნ, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თა--ხმად, შვილების მიმართ მშობლებს თა--ბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თა--ხმად, მშობლებს თა--ბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი ა----ნ ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თა--ხმად, მშობლები მოვალენი ა----ნ არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თა--ხმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათა--დოდ დაცვას. შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულება უპირატესად მშობლებს ეკისრებათ და მათ შვილის რჩენისა და აღზრდის თა--ბარი ვალდებულება აქვთ. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თა--ბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თა--ხმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური, ოჯახური, სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხე აშ---- ალ--------ს არასრულწლოვანი შვილის - ა-- ალ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2012 წლის 14 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა აშ---- ალ--------ის სარჩელი მოპასუხე ნე-–----------ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების და ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

მოსარჩელე აშ---- ალ--------ი აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით მეტნაკლებად იხდის დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი ა-- ალ--------ის რჩენა-აღზრდის მიზნით, თუმცა მის მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის სრულად გადახდა არ ფიქსირდება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელე მხარის მხრიდან ალიმენტის თანხის ჩარიცხვა ბოლოს განხორციელდა 26.05.2017 წელს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ თანხის - 186.92 ლარის ამოღება დაფიქსირდა 01.06.2017 წელს.

 

დადგენილია, რომ აშ---- ალ--------ი ქორწინებაში იმყოფება თე------- მათიაშვილთან. მასთან თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: 2015 წლის 21 დეკემბერს დაბადებული ალექსანდრა ალ--------ი და 2016 წლის 22 ნოემბერს დაბადებული მა---- ალ--------ი. მისივე განცხადებით, არასრულწლოვანი შვილების შეძენის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა, ვინაიდან მას, როგორც მშობელს აკისრია მასთან მცხოვრები შვილების რჩენის ვალდებულება. საქმის მასალებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, მიმდინარე პერიოდისათვის, აშ---- ალ--------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მხარის განმარტებით, მოსარჩელე აშ---- ალ--------ი მეუღლესთან, ორ მცირეწლოვან შვილთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, ხო--–--–------------. მოსარჩელის მშობლები ა----ნ პენსიონერები. მოსარჩელე მხარეს მატერიალურად გარკვეულწილად ეხმარება ძმა, რომელიც ეწევა კერძო საქმიანობას (ფლობს სილამაზის სალონს), აქვს შემოსავალი და ამასთან, იგი არ არის დაოჯახებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ალიმენტის ოდენობის შეცვლას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

ზემოთ როგორც აღინიშნა, არასრულწლოვანი ა-- ალ--------ი ცხოვრობს მოპასუხესთან ნე-–----------თან ერთად. ეს უკა--სკნელი პერიოდულად დასაქმებულია სილამაზის სალონში სტილისტის პოზიციაზე და თანდათან ეუფლება აღნიშნულ საქმიანობას. მოპასუხე გარკვეული პერიოდი დასაქმების მიზნითაც იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, ნე-–----------ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 26 ივლისამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ: 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 150 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარის მიერ სხვა შემოსავლის მიღების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. არასრულწლოვანი ა-- ალ--------ი სწავლობს ,,კო--------ს“ სკოლაში, სადაც მოპასუხე ნელი ატოინი იხდის სწავლის საფასურს. ამასთან, არასრულწლოვანი დადის შპს ,,სა------–-------------–ში“ ინგლისურის შემსწავლელ კურსზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 140 (ას ორმოცი) ლარს. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ,,წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, ჰიპოთერეოზი, სიმსუქნე, სქოლიოზი, ორმხრივი ბრტყელი ტერფი, ძილის დარღვევა“. იგი აღრიცხვაზეა დაბადებიდან გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზით. 2014 წლიდან იმყოფება აღრიცხვაზე ენდროკრინოლოგთან. წლის განმავლობაში ბავშვი კონსულტირებულია პედიატრის , კარდიოლოგის, ნევროლოგის, ენდროკრინოლოგის და ორთოპედის მიერ. წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით, იგი საჭიროებს კარდიოლოგიის კონსულტაციას წელიწადში ორჯერ, გულის ექოსკოპიას წელიწადში ერთხელ, ორთოპედის კონსულტაციას, მასაჟისა და ვარჯიშის კურსებს წელიწადში ორჯერ, ენდრიკრინოლოგის და პედიატრის მეთვალყურეობას. არასრულწლოვანს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო (მათ შორის ლაბორატორიული) კვლევები და პერიოდულად უტარდება მკურნალობა. გარდა აღნიშნულისა, ა-- ალ--------ი 2017 წლის 16 ოქტომბრიდან მკურნალობს შპს ,,ორთოდონტიულ ცენტრში“ ექიმ-ორთოდონთან. მისი დიაგნოზია - ,ყბა-სახის ანომალია, კბილთა რკალის თა--ფარდობის ანომალია და კბილთა პოზიციის ანომალია“. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ცალსახად დგინდება ის გარემოება, რომ არასრულწლოვანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა, სამედიცინო კვლევების და ა--ლიზების ჩატარება, რაც დაკავშირებულია დამატებით მატერიალურ სახსრებთან.

 

ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეული უნდა იქნეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადახდისუნა----ნობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, აშ---- ალ--------ს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ შეეძინა ორი შვილი, რომელთა რჩენის ვალდებულება აკისრია მოსარჩელე მხარეს. საქმის მასალებით, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, აშ---- ალ--------ის მიერ 2016 წლის მარტის თვიდან 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. მოპასუხე მხარის განმარტებით, აშ---- ალ--------ი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ლი-–--ს ბაზრობაზე და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათა--დო მტკიცებულება. მოპასუხე მხარე მიუთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს განხორციელებულ ფაქტების კონსტატაციის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილ ოქმზე. ფაქტების კონსტატაციის ადგილს წარმოადგენდა ლი-–--ს ბაზრობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება მოხდა 2014 წლის 28 დეკემბერს, შესაბამისად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე დღეის მდგომარეობითაც ლი-–--ს ბაზრობაზე, ვაჭრობის სფეროშია დასაქმებულია. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ კერძო ბიზნესს ეწეოდა მოსარჩელის დედაც, თუმცა, არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ერთვის საქმეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ეტაპზე, მოსარჩელე ან მისი ოჯახის წევრები არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოპასუხე მხარე მითითებით, მოპასუხე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას ლი-–--ს ბაზრობაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის კერძო საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის აშ---- ალ--------ის სამეწარმეო სფეროში დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების თაობაზე. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათა--დო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, მოსარჩელე აშ---- ალ--------ი ასევე არ იყო სტაბილურად დასაქმებული და არ ჰქონდა მატერიალური შემოსავალი. შესაბამისად, ამ კუთხით სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტვალდებული პირის მდგომარეობა არ შეცვლილა. მოცემული დროისათვის, გასათვალისწინებელია მხოლოდ მის კმაყოფაზე მყოფი პირების - მასთან მცხოვრები ორი არასრულწლოვანი შვილის ინტერესები. საქმეში არ არის მტკიცებულება, რაც აღნიშნულ საკითხზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აშ---- ალ--------ის ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებაზე მიუთითებდა.

 

მშობელთა უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთა--ც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთა--ც ცხოვრობს ბავშვი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი ა-- ალ--------ის სპეციალური საჭიროებები, მოთხოვნები როგორც საგანმა--თლებლო კუთხით, ასევე ჯანმრთელობასთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია რეგულარულ ხარჯებთან. ამასთან, მხარეთა განმარტებით, ამჟამად, მამასა და შვილს შორის არ არის სტაბილური, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა. მოპასუხე ნე-–----------თან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელე მხარე ვეღარ ნახულობს არასრულწლოვან შვილს და ხელი ეშლება მასთან ურთიერთობაში. მხარეები აპელირებენ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონსა და სათამაშოებზე, რომელიც მოსარჩელემ შეუძინა არასრულწლოვან შვილს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ტელეფონი შეიძინა შვილთან, ა-- ალ--------თან კონტაქტის მიზნით და ტელეფონისა და სათამაშოების შეძენაში მას დაეხმარნენ ოჯახის წევრები. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც დღეის მდგომარეობითაც სჭირდება მკურნალობის კურსის გავლა, რაც გარკვეულ მატერიალური სახსრების საჭიროებას მიუთითებს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელად უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობისას შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელე მხარის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი არასრულწლოვანი შვილები, რაც თავისთავად გარკვეული გავლენის მქონეა მის მატერიალურ მდგომარეობაზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შემცირდეს სასამართლოს განჩინებით დადგენილი ალიმენტი, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლო აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2015 წლის 17 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ რაიმე სახით მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ა--ლიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყა--ში არსებული საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწი-–--ბრივ და არასრულწლოვანი ა-- ალ--------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 230 (ორას ოცდაათი) ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწი-–--ბრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თა--ხმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწი-–--ბრივ დაკმაყოფილდეს აშ---- ალ--------ის (პირადი N0---------1) სარჩელი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 ივლისის (საქმე N2---------) გადაწყვეტილებით აშ---- ალ--------ისათვის (პირადი N0---------1) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს; დაეკისროს აშ---- ალ--------ს (პირადი N0---------1) არასრულწლოვანი შვილის - ა-- ალ--------ის (დაბადებული 2007 წლის 1--------–-) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 230 (ორას ოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

2. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე