გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2----–--–- თ---–---
შესავალი ნაწილი
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე – რ----–-- ფ-----
წარმომადგენელი - ვე----------–-–---–ი
მოპასუხე - ვ------- დ--------–ი
წარმომადგენელი - და------------ა
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, პირგასამტეხლოს თანხის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ინ------------ს მიერ 20---–-–----------------ს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, რომლის სანოტარო რეგისტრაციის ნომერია N---------- ცვლილება, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში, პირგასამტეხლო, რომელიც დაფიქსირებულია სააღსრულებო ფურცელში 0.1% ყოველ ვადაგადა-ცილებულ დღზე აღსრულებამდე შემცირდეს 0.03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, რაც გამოიწვევს მოთხოვნილი თანხის დღეის მონაცემებით 11 187.5 აშშ დოლარით, შემდეგი გაანგარიშებით: 20---–-–------------------ე პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერებული იყო, ხოლო 20---–-–------------------ნ დღემდე გასულია 175 დღე. პირგასამტეხლოს გადასახდელ ოდენობად განისაზღვროს 1312.5 აშშ დოლარი.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 20---–-–----------------–ს ნოტარიუს ინ------------ს სანოტარო ბიუროში გ---------------ესა და ვ------- დ--------–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ვ------- დ--------–მა გ---------------ეს ასესხა 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სარგებლის 3.5%-ის დარიცხვით, რაც შეადგენს ყოველთვიურად 875 აშშ დოლარს. პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი გაიცა ორი თვის ვადით, 20---–-–--------------ე. მესაკუთრის მიერ ქონება გასხვისებულ იქნა გივი გოჩიაშვილზე. 20---–-–-----------------ს, რ----–-- ფ-----მ ქონება განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა გი-----------–---–---ან. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას გი-----------–---–-ა განაცხადა, რომ მის მიერ სრულად იქნა გადახდილი ყველა იპოთეკარზე პროცენტიც და შესაბამისი პირგასამტეხლო, მათ შორის ვ------- დ--------–ზეც გადასახდელი ქონდა მხოლოდ ძირი თანხა 25 000 აშშ დოლარი.
რ----–-- ფ-----მ უძრავი ქონების შესყიდვამდე გადაამოწმა ვ------- დ--------–თან ნამდვილად გადახდილი იქნა თუ არა მისთვის დავალაინება, რაც მან დაადასტურა და შეუთანხმდა მოსარჩელე მხარეს, რომ ადროვებდა სესხის ძირი თანხის გადახდას 20---–-–---------–-ს ბოლომდე, რის შემდგომაც იქნა უძრავი ქონება შეძენილი.
იპოთეკარმა, ვ------- დ--------–მა 20---–-–----------------ს რ----–-- ფ-----სთვის შეუტყობინებლად მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რაც გაიცა კიდევ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1---------ით. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელ ვალდებულების მოცულობაში მოთხოვნილია სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1% აღსრულებამდე. ჯამში საბოლოო მოთხოვნად დააფიქსირა 7 500 აშშ დოლარი პირგასამტეხლო, თუ როდიდან ან რამდენი დღე ჩათვალა ვ------- დ--------–მა გაუგებარია იმ პირობებში როდესაც მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სესხის ძირითადი თანხის დაფარვა შესაძლებელი იყო 20---–-–---------–-ს ბოლომდე.
მოსარჩელის განმარტებით, გაურკვეველია 12 500 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნის დაყენება იმ პირობებში, როდესაც 20-6 წლის 0-----------–----- 20---–-–------------------ე ვიდრე არ გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი შეჩერებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ მოხდებოდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ------- დ--------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ ეთანხმება არც პირგასამტეხლოს ვადის ათვლას, არც მისი ოდენობას. კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 20---–-ლს დადებულია მასსა და გ---------------ეს შორის, შემდგომში იპოთეკის საგანი გახდა გოგიჩაიშვილის საკუთრება და ამის შემდგომ შეიძინა რ----–-- ფ-----მ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავ ქონებას მოძრავი სანივთო უფლება მისდევს თან. თუმცა, თუ მოსარჩელე მოატყუეს, რომ ვ------- დ--------–ს მხოლოდ ძირი თანხა ეკუთვნოდა ეს მათთან შედავების საგანია და არა იპოთეკართან.
მოპასუხის განმარტებით, მან დროულად აიღო სააღსრულებო ფურცელი, სადაც ძირითად თანხასთან ერთად მოთხოვნილია პირგასამტეხლო შემცირებული სამჯერ. მოპასუხეს მიღებული აქვს ძირი თანხა და განაახლა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, რაზეც მას უარი არასდროს უთქვამს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–----------------–ს გ---------------ესა და ვ------- დ--------–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ვ------- დ--------–მა გ---------------ეს ასესხა 25 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის 3.5%-ის დარიცხვით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 875 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ---------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თ---–---, ს------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0-.7-.1-.0--.0--. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 20---–-–---------------–-ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-27) 3.1.2. უძრავი ქონება მდებარე, ქალაქი თ---–---, ს------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0-.7-.1-.0--.0-- გი-----------–---–თან 20---–-–-----------------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა რ----–-- ფ-----ს საკუთრება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28 - 30) 3.1.3. 20---–-–----------------ს ვ------- დ--------–მა მიმართა ნოტარიუს ინ-----------ს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. სანოტარო აქტით N1-------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 25 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.1% აღსრულებამდე, რაც ჯამში შეადგენს 7 500 აშშ დოლარს გამოწერის დროისათვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სააღსრულებო ფურცელი N 1------- (ს.ფ. 18 - 20) 3.1.4. 20---–-–---------------ს ვ------- დ--------–მა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოთხოვნის გაზრდით, კერძოდ, ითხოვს რ----–-- ფ-----ს გადასახდელად დაეკისროს პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 12 500 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - განცხადება (ს.ფ. 45) - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 46 – 49)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გავლენას იქონიებდა მოცემული დავის გადაწყვეტაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- ფ-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლი, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. დადგენილია, რომ 20---–-–---------------–-ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს ინ------------ს მიერ, 20---–-–----------------ს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, იპოთეკარის ნების შესაბამისად 32 თვის პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ის ნაცვლად არასრული ათი თვის პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, ჯამში 7 500 აშშ დოლარი. ამასთან, თ---–---ს სააღსრულებო ბიუროს 20---–-–----------------ს წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დგინდება, რომ ვ------- დ--------–ის მოთხოვნით დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სადაც პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა 12 500 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით რ----–-- ფ-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თ---–---, ს------–-----------, საკადასტრო კოდით N0-.7-.1-.0--.0-- სარეალიზაციოდ მიქცევა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნ-ველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. ამდენად, რ----–-- ფ-----ს, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, უფლება აქვს წარადგინოს შესაგებელი, რომლის წარდგენის უფლებაც აქვს იპოთეკით უზრუნ-ველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს - გ---------------ეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულები-სათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკ-რულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვე-ული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრუ-ლების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებ-ლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს სახით ვ------- დ--------–ის მიერ გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს 8 000 აშშ დოლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფასი განსაზღვრულია 11 187.5 აშშ დოლარით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 8 000 აშშ დოლარის ნაწილში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 871.55 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ----–-- ფ-----ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 618.41 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რ----–-- ფ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ინ------------ს მიერ 20---–-–----------------ს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში რეგისტრაციის ნომერი N1-------- და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 8 000 აშშ დოლარით;
2. ვ------- დ--------–ს რ----–-- ფ-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 618.41 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 20---–-–---------------–-ს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც შეჩერდა ნოტარიუს ინ------------ს მიერ 20---–-–----------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის #1-------- აღსრულება და აღსრულება განხორციელდეს ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე