განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1--------
(N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ლ-–----------–---–ის, ი------------–---–ის,ბრალდებულ - ზ-------–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ზ-------------------–----ის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ------–----------------–-–---–---------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ-------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების - ნ-----–----------–--------ას, გ------------------ის, დაზარალებულების - კ----–-----------ის, მ-------------ის, ბრალდებულ ზ-------–----ის გამოკითხვის ოქმებით; შპს ,,მ----იდან“, სს ,,ს----------–--------იდან“, სს ,,ლ-------------იდან“ და შპს ,,მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციებით; სს ,,ლ-------------იდან“ გამოთხოვილი დისკის დათვალიერების ოქმით; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის და იმავე სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენებით, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ზ-------–----ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (ორი ეპიზოდი).
ზ-------–----ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით, ზ-------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წლითა და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენით, ზ-------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 24 მაისს ბ------–---–-------–-------------ში მდებარე ინტერნეტ-კაფეში არსებული კომპიუტერული მოწყობილობით სარგებლობდა ზ-------–----ე, რა დროსაც ნახა, რომ შპს ,,მ----ის“ ონლაინ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ის“ ვებგვერდზე დამახსოვრებული იყო გასააქტიურებელი სახელი. მან, ციფრების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით, გაააქტიურა ანგარიში და უნებართვოდ შეაღწია მ-------------ის ონლაინ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ის“ ანგარიშზე - 9-----. ანგარიშზე მიბმული იყო კ----–-----------ის კუთვნილი სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათი. ზ-------–----ემ უნებართვოდ შეაღწია კ----–-----------ის სს ,,ს----------–--------ის“ ანგარიშზე, პირველ ეტაპზე - 04 ლარი, ხოლო გადარიცხვის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ეტაპობრივად, 1900 ლარი გადაიტანა მ-------------ის ონლაინ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ის“ ანგარიშზე - 9-----. თანხა თამაშით 3200 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული ანგარიშიდან 1600 ლარი გადაიტანა მეგობრის - ნ-----–----------–--------ას კუთვნილ შპს ,,მ----ის“ ონლაინ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ის“ ანგარიშზე - 4-----, ხოლო ნ-----–----------–--------ას კუთვნილი ანგარიშიდან 1600 ლარი გადაიტანა მისი მეგობრის - გ------------------ის კუთვნილ შპს ,,მ----ის“ ონლაინ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ის“ ანგარიშზე - 4-----. გ------------------ისთვის უცნობი იყო თანხის წარმომავლობის შესახებ. აღნიშნული თანხა გ------------------ის კუთვნილი საქართველოს მოქალაქის ელექტრონული ID ბარათის საშუალებით გაანაღდა ბ------–--------------------------------ში არსებულ სს ,,ლ-------------ის“ ბანკომატიდან, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2018 წლის 24 მაისს, ბ------–---–-------–-------------ში არსებულ ინტერნეტ კაფეში ზ-------–----ემ განმეორებით, უნებართვოდ შეაღწია მ-------------ის ონლაინ ტოტალიზატორ ,,კ--------–-----ის“ ანგარიშზე - 9----- და მასზე დარჩენილი 1600 ლარი თამაშისას წააგო.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ზ-------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ზ-------–----ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ზ-------–----ის მიმართ ასევე ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება კი, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელთა დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს, ზ-------–----ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მისთვის დანაშაულების ჩადენისას ან მისი ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ, სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობითად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენით, ზ-------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოცემულ შემთხვევაში, ზ-------–----ის მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, როდესაც მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, ზ-------–----ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი მოიხადა 2018 წლის 14 მარტს, როდესაც მის მიერ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული განზრახი დანაშაულები ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის გასვლამდე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ნასამართლობა, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ან მათ შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სს ,,ლ-------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;
ზ-------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ზ-------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით ზ-------–----ემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები - თითოეული ეპიზოდისთვის ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ-------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით, მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ივნისის განჩინებით, ზ-------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ზ-------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისის 18:15 საათიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ-------–----ეს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სს ,,ლ-------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი დისკზე, ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე