გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002545785
2/286-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.10.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,კ------- ბ----“
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: გ---- ჭ----–--ე, დ----- ბ-–--ე, თ----- ჭ----–--ე, ზ------- ჭ----–--ე.
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” კ------- ბ----“-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების გ---- ჭ----–--ის (პ/ნ 3----------), დ----- ბ-–--ის (პ/ნ 3----------), თ----- ჭ----–--ის (პ/ნ 3----------) და ზ------- ჭ----–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
1.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ , 2015 წლის 04 სექტემბერს შპს „მ----------------- ო---------–-- კ-------“-სა და გ---- ჭ----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება # 20150904GTCHI, რის საფუძველზეც გ---- ჭ----–--ემ ისესხა 10 000 ლარი, 36 თვის ვადით 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1.67%-ს თვეში. სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) ყოველი პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% , მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
ზ------ ჭ----–--ემ 2015 წლის 01 სექტემბრის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე გ---- ჭ-----–---ს მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება. დ----- ბ-–--ემ და თ----- ჭ----–--ემ 2015 წლის 04 სექტემბერის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე გ---- ჭ-----–---ს მიერ 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრა სესხის ძირ თანხაზე - 10 000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 3424.81 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 510.12 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 83.29 ლარზე, რაც ჯამში შეადგენს 14018.22 ლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1 და 3.1 პ_ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელითანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობით მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
1.3. მოსარჩელის პოზიციით ძირითადი მოვალის გ---- ჭ----–--ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული2018 წლის 10 თებერვლი გადასახდელი და იმყოფება 5 თვიან ვადაგადაცილებაში. ის გაფრთხილებულია წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულ იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას და მათ მოვსთხოვეთ ვალდებულების შესრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ასრულებს თავდებობის ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებას. სესხის ხელშეკრულების თანახმად მხარეები ვალდებულნი არიან საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ გამსესხებელი წერილობით გაეფრთხილებინათ.
1.4. მოსარჩელე განმარტავს, რომ ამჟამად 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარილად გადასახდელი აქვთ 3082.66 ლარი, საიდანაც 2446.89 ლარი სესხის ძირი, 163.24 საპროცენტო სარგებელი (საიდანაც 145.07 ლარი არის დღემდე დარიცხული გადაუხდელი პროცენტი, ხოლო 18.17 ლარი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 86 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირითანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 287.43 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელი თანხის 0.27% 150 დღის განმავლობაში, 99.10 ლარი სადაზღვეო შენატანი.
1.5. მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეებს გ---- ჭ----–--ეს, დ----- ბ-–--ეს, თ----- ჭ----–--ეს და ზ------- ჭ----–--ეს მოსარჩელის სს “ კ------- ბ----ს „-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დააკისროთ 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHIსესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 3082.66 ლარი, საიდანაც 2446.89 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 163.24 ლარი საპროცენტო სარგებელი, 99.10 ლარი სადაზღვეო შესატანი, 373.43 ლარი არის პირგასამტეხლო.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის - სს „კ------- ბ----“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმჭიფო ბაჟი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 22 ლარი, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარი, სს „ კ------- ბ----“-ს მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯი 159.89 ლარი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა შესაგებელი შემოიტანეს, და განმარტეს, რომ სესხის ხელშეკრულება რომელიც მხარეთა შორის არის დადებული არის კაბალური, რომლის შედეგადაც უმძიმეს მდგომარეობაში არის მთელი ოჯახი. სესხის ხელშეკრულებით (# 20150904GTCHI ) აიღეს 10 000 (ათი ათასი) ლარი. დღევანდელი მდგომარეობით გადახდილი აქვს 11 354 (თერთმეტი ათას სამას ორმოცდათოთხმეტი) ლარი, გადახდილი აქვს ძირითადი თანხა და პროცენტი, დარჩენილი აქვს გადასახდელი 2446 ლარი.
მოპასუხეთა განმარტებით იგი თანახმაა გადაიხადოს დარჩენილი 2446 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნას საპროცენტო სარგებელის, სადაზღვეო შენატანის, პირგასამტეხლოს გადახდას არ ეთანხმებიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ 2015 წლის 04 სექტემბერს შპს „მ----------------- ო---------–-- კ-------“-სა და გ---- ჭ----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება # 20150904GTCHI, რის საფუძველზეც გ---- ჭ----–--ემ ისესხა 10 000 ლარი (2.1. პ-ი), 36 თვის ვადით 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით (3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.4, 6.1, 6.2 პ-ტები). სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1.67%-ს თვეში (3.14. პ-ტი). სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით (3.6. პ-ტი). სესხის ხელშეკრულების 3.15. პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) ყოველი პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% , მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.22-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ ზ------ ჭ----–--ემ 2015 წლის 01 სექტემბრის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე გ---- ჭ-----–---ს მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება. დ----- ბ-–--ემ და თ----- ჭ----–--ემ 2015 წლის 04 სექტემბერის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე გ---- ჭ----–--ის მიერ 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრა სესხის ძირ თანხაზე - 10 000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 3424.81 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 510.12 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 83.29 ლარზე, რაც ჯამში შეადგენს 14018.22 ლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1 და 3.1 პ_ტები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.22-27)
- თვდებობის შესახებ განცხადებები (ს.ფ.28-30)
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ 31-33)
3.2.3. დადგენილია, რომ ძირითადი მოვალის გ---- ჭ----–--ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული2018 წლის 10 თებერვლის გადასახდელი და იმყოფება 5 თვიან ვადაგადაცილებაში. ის გაფრთხილებულია წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულ იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას თუმცა მიუხედავად ამისა არ ასრულებს თავდებობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტებით ნაკისრ ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.22-27)
- თვდებობის შესახებ განცხადებები (ს.ფ.28-30)
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ 31-33)
- პირადობის მოწმობების ასლები (ს.ფ 34)
- გაფრთხილების წერილები და საფოსტო უკუგზავნილები. (ს.ფ 35-42)
- 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულებაზე დაავალიანების შესახებ ისტორია (ს.ფ 43)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადააზღვეო პრემიის თანხის გადახდა (ეს არ გამორიცხავს კაონით და ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ 8.1- პუნქტის თანახმად „გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა“ ხოლო 8.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ “მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შმეთხვევაში „გამსესხებელს“ უფლება აქვს დააუყონებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“; დადგენილია, რომ ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ვაუჩერები სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.22-27)
3.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით ამჟამად 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 3082.66 ლარი, საიდანაც 2446.89 ლარი სესხის ძირი, 163.24 საპროცენტო სარგებელი (საიდანაც 145.07 ლარი არის დღემდე დარიცხული გადაუხდელი პროცენტი, ხოლო 18.17 ლარი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 86 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირითანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 287.43 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელი თანხის 0.27% 150 დღის განმავლობაში, 99.10 ლარი სადაზღვეო შენატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულებაზე დაავალიანების შესახებ ისტორია (ს.ფ 43)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.6. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 1-ლი ივნისს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. მოპასუხეების მიერ პროტესტის წარმოდგენის გამო უარი ეთქვა მოსარჩელე გადახდის ბრძანების გამოცემაზე. მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეულია ხარჯი 159.89 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერგაცემული ინვოისი (გადახდის რეკვიზიტი), ბანკის ქვირები. (ს.ფ 44-46)
- გადაწყვეტილებები დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ 47)
3.2.7. დადგენილია, რომ შ.პ.ს. „მ----------------- ო---------–-- კ-------მ“ 2016 წლის 09 სექტემბერს შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს „კ------- ბაკი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ 56-61)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ------- ბ----ს”-ს სარჩელი გ---- ჭ----–--ის (პ/ნ 3----------), დ----- ბ-–--ის (პ/ნ 3----------), თ----- ჭ----–--ის (პ/ნ 3----------) და ზ------- ჭ----–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ უნდა დაეკისროს ძირი თანხა და პროცენტი უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე.
3. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
6.2. დადგენილია რომ 2015 წლის 04 სექტემბერს შპს „მ----------------- ო---------–-- კ-------“-სა და გ---- ჭ----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება # 20150904GTCHI, რის საფუძველზეც გ---- ჭ----–--ემ ისესხა 10 000 ლარი (2.1. პ-ი), 36 თვის ვადით 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით (3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.4, 6.1, 6.2 პ-ტები). სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1.67%-ს თვეში (3.14. პ-ტი). სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით (3.6. პ-ტი). სესხის ხელშეკრულების 3.15. პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) ყოველი პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% , მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით ამჟამად 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 3082.66 ლარი, საიდანაც 2446.89 ლარი სესხის ძირი, 163.24 საპროცენტო სარგებელი (საიდანაც 145.07 ლარი არის დღემდე დარიცხული გადაუხდელი პროცენტი, ხოლო 18.17 ლარი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 86 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირითანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 287.43 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელი თანხის 0.27% 150 დღის განმავლობაში, 99.10 ლარი სადაზღვეო შენატანი.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დადგენილია რომ 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI, სესხის ხელშეკრულებით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად (3.4, 6.1, 6.2 პ-ტები).
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოთხოვნილი სადაზღვევო თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე(მაქსიმუმ 150 დღეზე). სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI ფარგლებში უნდა შემცირდეს და გ---- ჭ----–--ეს (პ/ნ 3----------), დ----- ბ-–--ეს (პ/ნ 3----------), თ----- ჭ----–--ეს (პ/ნ 3----------), ზ------- ჭ----–--ეს (პ/ნ 3----------) პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს გადასახდელად 244.69 ლარი .
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დადგენილია, რომ ზ------ ჭ----–--ემ 2015 წლის 01 სექტემბრის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა ვალდებულება თავდებად დაუდეს და სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე გ---- ჭ----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება. დ----- ბ-–--ემ და თ----- ჭ----–--ემ 2015 წლის 04 სექტემბერის თავდებობის შესახებ განცხადებისა და ხელშეკრულების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე გ---- ჭ----–--ის მიერ 2015 წლის 04 სექტემბრის # 20150904GTCHI, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე (თავდებობა იკისრა სესხის ძირ თანხაზე - 10 000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 3424.81 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 510.12 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე (საკომისიო) 83.29 ლარზე, რაც ჯამში შეადგენს 14018.22 ლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1 და 3.1 პ_ტები).
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები - კირილე შეყილაძე, ბესიკი შეყილაძე ,ქრისტინე ინანეიშვილი და მამუკა შეყილაძე ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
6.5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხთან მიმართებაში, სასამართლო ყურარებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, განხილულ დავასთან მიმართებაში არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,, ე1’’ ქვეპუნქტი. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
7.2.დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. მოპასუხეებს სს. ,, კ------- ბ----ს“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დანარჩენი დაკმაყოფილებული ნაწილის სამი პროცენტის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს.ს. ,,კ------- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 89 ლარი და 69 თეთრი
გ---- ჭ----–--ეს, დ----- ბ-–--ეს, თ----- ჭ----–--ეს, ზ------ი ჭ----–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 8 ლარისა და 22 თეთრის გადახდა. გ---- ჭ----–--ეს, დ----- ბ-–--ეს, თ----- ჭ----–--ეს, ზ------ი ჭ----–--ეს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ს.ს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯები 22 ლარის (საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი) 42 ლარი (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი) ოდენობით და 159 ლარი და 89 თეთრი (გამარტივებული წარმოების).
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,კ------- ბ----“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ს.ს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ გ---- ჭ----–--ეს, დ----- ბ-–--ეს, თ----- ჭ----–--ეს და ზ------- ჭ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ 2953 (ორიათასცხრაასორმოცდაცამეტი) ლარის და 92(ოთხმოცდათორმეტი) თეთრის გადახდა. (საიდანაც 2446.89 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 163.24 ლარი საპროცენტო სარგებელი, 99.10 ლარი სადაზღვეო შესატანი, 244.69 ლარი არის პირგასამტეხლო. ).
2. ს.ს. ,,კ------- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 89 (ოთხმოცდაცხრა) ლარი და 69 (სამოცდაცხრა) თეთრი (საგადახდო დავალება N292134; გადახდის თარიღი 13.07.2018 წელი; გადამხდელი - სს კ------- ბ----; გადამხდელის ბ---- - სს კ------- ბ----; ბ----ს კოდი - TRESGE22; თანხა - 100ლარი) კანონით დადგენილი წესით (საიდანაც 50 ლარი არის ზედმეტად გადახდილი, ხოლო 39,69 ლარი კი მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა).
3. გ---- ჭ----–--ეს, დ----- ბ-–--ეს, თ----- ჭ----–--ეს და ზ------- ჭ----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ 8 (რვა) ლარისა და 22(ოცდაორი) თეთრის გადახდა. გ---- ჭ----–--ეს, დ----- ბ-–--ეს, თ----- ჭ----–--ეს და ზ------- ჭ----–--ეს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ ს.ს. ,,კ------- ბ----“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯები 22(ოცდაორი) ლარის (საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი), 42 (ორმოცდაორი) ლარის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი) ოდენობით და 159 (ასორმოცდაცხრამეტი) ლარის და 89(ოთხმოცდაცხრა) თეთრის (გამარტივებული წარმოების) ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი