გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002484350
# 2/208-2018 წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.10.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,კ------- ბანკი“
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: უ–---- ტ-----–--ე, ა------- ჯ--------ე, გ------- ა-----–--–-–---–ი
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” კ------- ბანკი“-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების უ–---- ტ-----–--ის (პ/ნ 0----------), ა------- ჯ--------ის (პ/ნ 5----------) და გ------- ა-----–--–-–---–ის (პ/ნ 5----------), მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 25 იანვარს სს კ------- ბანკსა და უ–---- ტ-----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება # 18252374436REP, რის საფუძველზეც მან ისესხა 5300 ლარი, 36 თვის ვადით 2021 წლის 08 თებერვლის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გარაფიკის შესაბამისად (წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 33.89%) საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) : ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხებაა ჯარიმა დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.14 %-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1. 2. მოსარჩელე მიუთითებს რომ 2018 წლის 25 იანვარს ა------- ჯ--------ემ და გ------- ა-----–--–-–---–მა თავდებობის შესახებ განცხადებების და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე უ–---- ტ-----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება .
მოსარჩელე განმარტავს, რომ ძირითადი მოვალის უ–---- ტ-----–--ის მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი პირველივე დღიდან, დღეის მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული2018 წლის 08 იანვრის გადასახდელი და იმყოფება 3 თვიან ვადაგადაცილებაში. ხელშეკრულებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებებით, ასევე წერილობით მსესხებელი გაფრთხილებულია მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულ იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას.
სესხის ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხისთანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადააზღვეო პრემიის თანხის გადახდა
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP სესხის ხელშეკრულების 10.3 პუნქტით, ასევე თავდებობის ხელშეკრულების 5.1 პრიმა პუნქტით გათვალისწინებულია, რომ სს კ------- ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
1.3. მოსარჩელე პოზიციით 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7916.92 ლარი, საიდანაც 5300 ლარი სესხის ძირი, 2040.61 ლარი საპროცენტო სარგებელი, 425.25 ლარი სადაზღვეო შესატანი, 151.06 ლარი არის ჯარიმა.
2018 წლის 25 იანვრის სს კ------- ბანკსა და უ–---- ტ-----–--ეს შორის დაიდო # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 40 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენს 10 თვეს. სესხი გამოყენებულ იქნა დამზღვევის - უ–---- ტ-----–--ის მიერ # LS/R-000951/18 სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (სესხის ეფექრური საპროცენრო სარგებელი შეადგენს 1.22%-ს) უ–---- ტყემელაძის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი. 2018 წლის 25 იანვრის # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უ–---- ტ-----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 55.13 ლარის ოდენობით.
1.4.მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს უ–---- ტ-----–--ეს ა------- ჯ--------ეს და გ------- ა-----–--–-–---–ს მოსარჩელის სს “კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 7916.92 ლარი, საიდანაც 5300 ლარი სესხის ძირი, 2040.61 ლარი საპროცენტო სარგებელი, 425.25 ლარი სადაზღვეო შესატანი, 151.06 ლარი არის ჯარიმა.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სს „კ------- ბანკი“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 239.16 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების 21 ლარი, სარჩელის უზღუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი 21 ლარი.
მოსარჩელე ითხოვს უ–---- ტ-----–--ეს ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 25 იანვრის # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 55.13 ლარის ოდენობით.
1.5. მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილრბა მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა შესაგებელი არ შემოიტანეს, ა------- ჯ--------ემ და გ------- ა-----–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს რომ სარჩელს ცნობენ ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის ხოლო რაც შეეხება უ–---- ტ-----–--ეს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზეპირი განცხადებით საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარს სს კ------- ბანკსა და უ–---- ტყემელაძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება # 18252374436REP, რის საფუძველზეც მან ისესხა 5300 ლარი, (2.1. პ-ი), 36 თვის ვადით 2021 წლის 08 თებერვლის ჩათვლით(3.1 პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გარაფიკის შესაბამისად (წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 33.89% 3.6. პ-ტი), საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.2, 3.5. პ-ები და მე-5 მუხლი). სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) : ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხებაა ჯარიმა დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.14 %-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436 REP სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ინფორმაცია გასაცემ სესხზე, სალარო გასავლის ორდერი, სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.23-34)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარს ა------- ჯაფრიძემ და გ------- ა-----–--–-–---–მა თავდებობის შესახებ განცხადებების და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე უ–---- ტ-----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება (თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე - 5300 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2044.49 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 437.40 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 7781.89 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1 , 3.1 , 3.7 პ-ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტი), მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პ-ტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436 REP სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ინფორმაცია გასაცემ სესხზე, სალარო გასავლის ორდერი, სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.23-34)
- თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ.35-36)
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ 37-40)
- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ 41-42)
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ძირითადი მოვალის უ–---- ტ-----–--ის მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი მოცემული მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული2018 წლის 08 იანვრის გადასახდელი და იმყოფება 3 თვიან ვადაგადაცილებაში. ხელშეკრულებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებებით, ასევე წერილობით მსესხებელი გაფრთხილებულია მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულ იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებს თავდებობის ხელშეკრულების 2.1,3.1,3.2,3.5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას.
სესხის ხელშეკრულების 9.6 პ-ტის და თავდებობის ხელშეკრულების 3.12. პ-ტის თანახმად მხარეები ვალდებულნი არიან საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ გამსესხებელი წერილობით გაეფრთხილებინათ.
დადგენილია , რომ სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხისთანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადააზღვეო პრემიის თანხის გადახდა (ეს არ გამორიცხავს კაონით და ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ 7.1- პუნქტის თანახმად „გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა“ ხოლო 7.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ “მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შმეთხვევაში „გამსესხებელს“ უფლება აქვს დააუყონებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“;
დადგენილია , რომ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები (8.2. პუნქტი).
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP სესხის ხელშეკრულების 10.3 პუნქტით, ასევე თავდებობის ხელშეკრულების 5.1 პრიმა პუნქტით გათვალისწინებულია, რომ სს კ------- ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436 REP სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ინფორმაცია გასაცემ სესხზე, სალარო გასავლის ორდერი, სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.23-34).
- თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ.35-36).
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ 37-40).
- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ 41-42).
- გაფრთცილების წერილები და საფოსტო უკუგზავნილები. (ს.ფ 43-53).
- გადახდის ისტორია 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436 REP სესხის ხელშეკრულებაზე (ს.ფ 54)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია , რომ მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7916.92 ლარი, საიდანაც 5300 ლარი სესხის ძირი, 2040.61 ლარი (392,80 ლარი სარჩელის შემოტანამდე პროცენტი დანარჩენი კი მიუღებელი შემოსავალი)საპროცენტო სარგებელი, 425.25 ლარი სადაზღვეო შესატანი, 151.06 ლარი არის ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436 REP სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, ინფორმაცია გასაცემ სესხზე, სალარო გასავლის ორდერი, სადაზღვეო ბუკლეტი. (ს.ფ.23-34).
- თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ.35-36).
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ 37-40).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. დადგენილია , რომ 2018 წლის 25 იანვრის სს კ------- ბანკსა და უ–---- ტ-----–--ეს შორის დაიდო # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 40 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენს 10 თვეს. სესხი გამოყენებულ იქნა დამზღვევის - უ–---- ტ-----–--ის მიერ # LS/R-000951/18 სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (სესხის ეფექრური საპროცენრო სარგებელი შეადგენს 1.22%-ს)-3.4. პ-ტი და მე-5 მუხლი)
უ–---- ტყემელაძის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი.
2018 წლის 25 იანვრის # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უ–---- ტ-----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 55.13 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 იანვრის # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულება, განაცხადი დაზღვევაზე, დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობები, # LS/R-000951/18 სადაზღვეო პოლისი, გადახდის გრაფიკი გადახდის ისტორია (ს.ფ 55-64).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. კ------- ბანკის”-ს სარჩელი უ–---- ტ-----–--ის, ა------- ჯ--------ის, გ------- ა-----–--–-–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანამდე , ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბანკის მონაცემების გამოყენებით სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროს დაზღვევა პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს. 2018 წლის 25 იანვრის სს კ------- ბანკსა და უ–---- ტ-----–--ეს შორის დადებული # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
6.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარს სს კ------- ბანკსა და უ–---- ტყემელაძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება # 18252374436REP, რის საფუძველზეც მან ისესხა 5300 ლარი, (2.1. პ-ი), 36 თვის ვადით 2021 წლის 08 თებერვლის ჩათვლით(3.1 პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გარაფიკის შესაბამისად (წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 33.89% 3.6. პ-ტი), საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.2, 3.5. პ-ები და მე-5 მუხლი). სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) : ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხებაა ჯარიმა დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.14 %-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია , რომ მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7916.92 ლარი, საიდანაც 5300 ლარი სესხის ძირი, 2040.61 ლარი (392,80 ლარი სარჩელის შემოტანამდე პროცენტი დანარჩენი კი მიუღებელი შემოსავალი)საპროცენტო სარგებელი, 425.25 ლარი სადაზღვეო შესატანი, 151.06 ლარი არის ჯარიმა.
6.3. დადგენილია , რომ 2018 წლის 25 იანვრის სს კ------- ბანკსა და უ–---- ტ-----–--ეს შორის დაიდო # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 40 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენს 10 თვეს. სესხი გამოყენებულ იქნა დამზღვევის - უ–---- ტ-----–--ის მიერ # LS/R-000951/18 სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (სესხის ეფექრური საპროცენრო სარგებელი შეადგენს 1.22%-ს)-3.4. პ-ტი და მე-5 მუხლი)უ–---- ტყემელაძის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი.
2018 წლის 25 იანვრის # 18252381843YGA სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უ–---- ტ-----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 55.13 ლარის ოდენობით . მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში სარჩელი მთლიანად უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP ხელშეკრულების ფარგლებში დავალიანების ცნობიდან გამომდინარე სარჩელის შემოტანამდე მსესხებელს პროცენტის სახით გადასახდელი აქვს 392ლარი და 80 თეთრი , ხოლო მიუღებელი შემოსავალი- გადასახდელი პროცენტი სარჩელის შემოტანის შემდეგ შეადგენს 1647 ლარს და 81 თეთრს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სარჩელის შემოტანამდე პროცენტის სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროს 392ლარი და 80 თეთრი.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“
6.5.ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად 2016-2017 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული ,წლიური დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნულ შემთხვევაში 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებს გადასახდელად უნდა განესაზღვროს ერთი წლის გადასახდელი, ძირი თანხის - 5300 ლარის წლიური 10 პროცენტი, კერძოდ 530 ლარი.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა , შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 425 ლარისა და 25 თეთრის ოდენობით .
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე(მაქსიმუმ 150 დღეზე). სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 25 იანვრის # 18252374436REP, სესხის ხელშეკრულებიდან უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს გადასახდელად 530ლარი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დადგენილია, რომ 2018 წლის 25 იანვარს ა------- ჯაფრიძემ და გ------- ა-----–--–-–---–მა თავდებობის შესახებ განცხადებების და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე უ–---- ტ-----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება (თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე - 5300 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2044.49 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 437.40 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 7781.89 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1 , 3.1 , 3.7 პ-ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტი), მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პ-ტი).
6.8.სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები - კირილე შეყილაძე, ბესიკი შეყილაძე ,ქრისტინე ინანეიშვილი და მამუკა შეყილაძე ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
6.9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხთან მიმართებაში, სასამართლო ყურარებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, განხილულ დავასთან მიმართებაში არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,, ე1’’ ქვეპუნქტი. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.10. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
7.2.დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებმა ა------- ჯ--------ემ და გ------- ა-----–--–-–---–მა მთავარ სხდომაზე ცნეს სარჩელი ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. მოპასუხეებს სს. ,, კ------- ბანკის“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დანარჩენი დაკმაყოფილებული ნაწილის სამი პროცენტის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,კ------- ბანკი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ს.ს. ,,კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ უ–---- ტ-----–--ეს, ა------- ჯ--------ეს და გ------- ა-----–--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 6799 (ექვსიათასშვიდასოთხმოცდაცხრამეტი) ლარი და 11(თერთმეტი) თეთრი ლარის გადახდა. (საიდანაც 5300 ლარი არის ძირი, 392,80 არის პროცენტი, 530 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი(სარგებელი) , 425 ლარი და 25 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 151 ლარი და 6 თეთრი არის პირგასამტეხლო. ).
1.2. ს.ს. ,,კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ უ–---- ტ-----–--ეს, დაეკისროს 55(ორმოცდათხუთმეტი) ლარისა და 13 (ცამეტი) თეთრის გადახდა.
2. ს.ს. ,,კ------- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 53(ორმოცდაცამეტი) ლარი (საგადახდო დავალება N 235024 გადახდის თარიღი -31.05.2018 წ; გადამხდელი - სს კ------- ბანკი; გადამხდელის ბანკი - სს კ------- ბანკი; ბანკის კოდი - TRESGE22; თანხა - 239.16 ლარი), კანონით დადგენილი წესით.
3. უ–---- ტ-----–--ეს, ა------- ჯ--------ეს და გ------- ა-----–--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. ,,კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ 149 (ასორმოცდაცხრა) ლარისა და 32 (ოცდათორმეტი) თეთრის გადახდა. უ–---- ტ-----–--ეს, ა------- ჯ--------ეს და გ------- ა-----–--–-–---–ს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ ს.ს. ,,კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯები 11(თერთმეტი) ლარის (საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი) 21 (ოცდაერთი) ლარის (სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის ხარჯი) ოდენობით და 21 (ოცდაერთი) ლარის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი) ანაზღაურება.
უ–---- ტ-----–--ეს დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბანკი“-ს სასარგებლოდ 1(ერთი) ლარისა და 65(სამოცდახუთი) თეთრის გადახდა.
4. მოსარჩელე - ს.ს. ,,კ------- ბანკი“-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6. დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი