განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
190100118002387095
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული: ვ---------–---ა, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი № 1----------, ნასამართლობის მქონე, ნასამართლობის მქონე, არასრული, დასაოჯახებელი, რეგისტრაციის მისამართი: გ-----------------–---------------–--------–------------ში;

 

ადვოკატის - ზურაბ დალაქიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით - ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით იმის მიერ, ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 08 იანვრის განაჩენით ვ---------–---ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლისა და 09 თვის ვადით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის, 06 თვისა და 22 დღის ვადით. ვ---------–---ა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით გათავისუფლდა 2013 წლის 26 აპრილს. აღნიშნულის შემდეგ ვ---------–---ა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით კვლავ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად.

 

ვ---------–---ამ 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის კარიდან, უკანონოდ შეაღწია ქ. რ-------–----------------------------- მდებარე ა-–--------------–---–------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სამზარეულო ოთახში მოთავსებულ ა-–--------------–---–------ის კუთვნილ 100 (ასი) ლარად ღირებულ საბჭოთა წარმოების მექანიკურ ,,ПМЗ-ის“ ფირმის, შავი ფერის საკერავ მანქანას, რომელიც დამაგრებული იყო ხის ოთხკუთხედ სადგამზე.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

- ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით იმის მიერ, ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ა-–--------------–---–------ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი იცნობს ბრალდებულს ვ---------–---ას, სანამ თავისუფლებაში იმყოფებოდა მეგობრობდა მასთან, ისინი თითქმის ყოველდღე ერთად იყვნენ, ვ---------–---ა მის სახლში ცხოვრობდა კიდეც. ასევე იცნობს ე------------–--ეს, რომელიც ბაზარში ვაჭრობს და მასთან არანაირი სახის კონტაქტი არ აქვს, მასთან ნივთი არასდროს მიუტანია ჩასაბარებლად. 2018 წლის 2 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე იგი მივიდა სახლში ქ. რ-------–-------------------------------ში და ნახა რომ აღარ იყო საკერავი მანქანა, რომელიც იყო ძველი, შავი ფერის, ხის დასადგამით და მას „მ--–---–-------ი“ ჰქონდა ამოკაწრული. სახლის კარი დაზიანებული არ იყო. რადგან კარი ძნელად იღება. ამის გამო სახლიდან წავიდა ისე, რომ კარი ღია დატოვა. სახლში არეულობის კვალი არ შეინიშნებოდა. იმ დღეს მთელი დღის განმავლობაში მის მეგობართან ზაზა იზორიასთან ერთად იმყოფებოდა და დილის საათებში ორი კათხა ლუდი ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ მან განახორციელა შეტყობინება 112-ში დაახლოებით 01:00 საათზე, რადგან როდესაც სახლში მივიდა მას ისევ ბაზარში მოუწია წასვლა და განაცხადა რომ დაეკარგა საკერავი მანქანა. შემდეგ მის სახლში ექსპერტ-კრიმინალები მივიდნენ, რომლებმაც შემთხვევის ადგილს გადაუღეს სურათები. მოწმე გამოკითხეს 2 და 3 მარტს, შედგა ოქმები. 3 მარტს როდესაც იგი განყოფილებაში მივიდა დაახლოებით დილის 10:00 საათი იყო. ამ დროის განმავლობაში იგი რამდენიმეჯერ გამოუშვეს და შემდეგ ისევ დაიბარეს განყოფილებაში. მეორე დაბარებაზე იგი გამოკითხეს. ეს პროცესი დაიწყო დაახლოებით 15:00-16:00 საათზე. მოწმე იქვე გაეცნო გამოკითხვის ოქმს. გამოკითხვას და ოქმის შედგენას ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა. იგი პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა ე------------–--ესთან, რადგან ეჭვი ჰქონდა რომ საკერავი მანქანა მასთან იქნებოდა, რადგან ასეთ ნივთებს აღნიშნული პიროვნება იბარებს ხოლმე. მოწმის განცხადებით მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მან ამოცნობაზე 3 საკერავი მანქანიდან ამოიცნო თავისი საკერავი მანქანა. საკერავი მანქანის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 ლარს.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ჩამბარებელ პუნქტში, რომელიც მდებარეობს ქ-----------–--------–---–--------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი ოჯახებიდან იბარებს მეორად საყოფაცხოვრებო ნივთებს. 2018 წლის 3 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე ვ---------–---ამ მასთან მიიტანა საკერავი მანქანა. საკერავი მანქანაც მან იმავე დღეს ჩაიბარა. მან დაზუსტების და საკუთარი თავის დაცვის მიზნით იმ პირის სახელი და გვარი, ვინც საკერავი მანქანა მიიტანა, რვეულში ჩაიწერა, რადგან ყოველთვის ასე იქცევა, აღრიცხავს თავის რვეულში მოტანილ საქონელს, რადგან მომავალში გაუგებრობებისგან დაცული იყოს. გამოძიება ამ რვეულით მაშინ დაინტერესდა როცა მივიდნენ და საკერავი მანქანა წაიღეს მისი პუნქტიდან. გამომძიებელმა რვეული 2018 წლის 3 მარტს წაიღო მოწმისაგან. მან მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ვ---------–---ას ამოცნობაში და არ გაუჭირდა მისი ამოცნობა, რადგან ბრალდებულს რუსის სტილის შეხედულება აქვს. ე-----------–--ის გარდა რვეულზე წვდომა სხვას არავის ჰქონია, აქედან გამომდინარე სხვა ვერავინ შეძლებდა მასში რაიმეს ჩამატებას. დაზარალებულ ა-–--------------–---–------თან მას არასდროს უსაუბრია, იცნობს შორიდან როგორც მის სამსახურთან ახლოს მდებარე მაღაზიებში მომუშავე მუშად.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა გ------------–-ა რომლის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–---------------------–---ში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 3 მარტს იყო მორიგე და საღამოს საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბინის ქურდობა ჩადენილი იყო ვ---------–---ას მიერ და მოპარული ნივთი ჩაბარებული იყო ქ-----------–--------–---–--------–---------------ის კვეთაზე პატარა ბაზრის ტერიტორიაზე. იგი მივიდა ქ-----------–--------–---–--------–---------------ის კვეთაზე არსებულ ბაზარში, სადაც ე------------–--ისგან ამოღებულ იქნა საკერავი მანქანა. აღნიშნული დაილუქა. ქალბატონი ე-----ი გამოიკითხა და მან აღწერა პიროვნება თუ ვისგან ჩაიბარა ზ/აღნიშნული საკერავი მანქანა. მან ასევე განაცხადა, რომ როცა ფიზიკური პირებისგან იბარებს ნივთებს აკეთებს თავის ჟურნალში აღნიშვნას, იწერს მონაცემებს, სახელს, გვარს, პირად ნომერს და ა.შ. ამის შემდეგ განყოფილებაში გამოიკითხა ვ---------–---ა და მან დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი ქმედება. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც მოიპარა საკერავი მანქანა და სადაც ჩააბარა იგი. გარდა ამისა ჩატარდა ბრალდებულის ამოცნობა, მოწმე ე------------–--ემ ამოიცნო ვ---------–---ა და განმარტა, რომ სწორედ ამ პიროვნებამ ჩააბარა მასთან საკერავი მანქანა. ამის შემდეგ მის მიერ მოხდა ვ---------–---ას დაკავება. ამოცნობა და დაკავება განხორციელდა 2018 წლის 4 მარტს.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ლ-–------–--ე რომლის ჩვენების მიხედვით დადგენილია, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–---------------------–---ში დეტექტივის თანაშემწის პოზიციაზე. 2018 წლის 3 მარტს იყო მორიგე, ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება დაზარალებულის მიერ, რომელმაც განაცხადა რომ მისი ბინიდან მოპარული იყო საყოფაცხოვრებო ნივთები. დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტზე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაზარალებულ ა-–--------------–---–------ის თანდასწრებით. ბინა იყო მეორე სართულზე შესასვლელიდან მარცხნივ. დათვალიერება მოხდა ექსპერტების, კინოლოგის და დაზარალებულის მონაწილეობით. შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში. ბინის კარები იკეტებოდა, თუმცა მას საკეტი არ ჰქონდა და გარედან იყო შესაძლებელი მისი მოხურვა. შიგნიდან ჰქონდა ურდული და თუ შიგნიდან დაკეტავდი გარედან ვერ გააღებდი. გარედან ხელის მიწოლით კარის გაღება შესაძლებელი იყო. 2018 წლის 3 მარტს შსს რ---------------–-----------------–---------------------–---ში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ საკერავი მანქანა ჩაბარებული იყო ქ-----------–--------–---–--------–---------------ის კვეთაზე მდებარე ჩასაბარებელ პუნქტში ე------------–--ესთან. მისთვის როგორც ცნობილია ზ/აღნიშნული პუნქტიდან გამომძიებლის მიერ ამოღებულ იქნა მოპარული საკერავი მანქანა. მის მიერ განხორციელდა საკერავი მანქანის გახსნა-დათვალიერება, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იგი ორ სხვა საკერავ მანქანასთან ერთად ამოსაცნობად წარუდგინა დაზარალებულს.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ნ-----–-----------–---–ი, რომლის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ-------------–------------------–-–----------------------------ში კინოლოგის პოზიციაზე. 2018 წლის 3 მარტს ღამის საათებში გამოძახებული იქნა შემთხვევის ადგილზე, ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი გამომძიებელთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სანაც სამზარეულოდან აიღო სუნის ნიმუში, ამის შემდეგ უკვე ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა. სუნის ნიმუშის აღების დროს სახლში იმყოფებოდნენ გამომძიებელი და დაზარალებული. ამასთან განმარტა, რიმ რთულია იმის განსაზღვრა თუ რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს ადამიანის სუნის კვალი შემთხვევის ადგილზე, რადგან ყველა ადგილი ინდივიდუალურია.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე რ-----–------–---–ი, რომლის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქ-------------–-------–-–-------------------ში კინოლოგის პოზიციაზე. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში, მდებარე ქ-------------------------------ში, 2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით შუადღის საათებში ვ---------–---ასგან აიღო სუნის ნიმუში. სუნის აღების პროცედურასთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულის დროს ხდება ხელის გულებში სტერილური დოლბანდის ჩადება და ფეხსაცმელებში გააქტიურებული ნახშირის ჩაყრა. ამ პროცედურას სჭირდება დაახლოებით ნახევარი საათი, შემდეგ ეს ყველაფერი ილუქება 0,5 მლ მინის ქილაში.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ი-----–--–------ა , რომლის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ქ-------------–--------------------------–---------------------ში ექსპერტ-კრიმინალისტის პოზიციაზე. 2018 წლის 3 მარტს გვიან ღამით შევიდა შეტყობინება ქ-----------–-----------------------–------ კორპუსში განხორციელებული ქურდობის ფაქტზე. იგი თანამშრომელთან ნ----------------–---–თან ერთად გავიდა შეთხვევის ადგილზე, სადაც იმყოფებოდნენ გამომძიებელი და კინოლოგი ნ-----–-----------–---–ი. მან დაათვალიერა და დაასურათა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილიდან არანაირი ნივთმტკიცება არ ამოუღია, სახლის შესასვლელ კარს რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ნ----------------–---–ი რომლის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ-------------–--------------------------–---------------------ში ექსპერტ-კრიმინალისტის პოზიციაზე. 2018 წლის 3 მარტს შევიდა შეტყობინება ქურდობის ფაქტზე და იგი მის თანამშრომელს ი-----–--–------ასთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე ქ-----------–-----------------------–------ კორპუსში. შემთხვევის ადგილზე მას დახვდნენ გამომძიებელი, კინოლოგი და დაზარალებული. მან დაასურათა შემთხვევის ადგილი. ჯერ კინოლოგი შევიდა შემთხვევის ადგილზე შემდეგ კი თავად შევიდა. მან ასევე დაათვალიერა შესასვლელი კარი, ზუსტად არ ახსოვს კარი იყო თუ არა დაზიანებული.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ა-–-----------–-–---–ი რომლის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ-------------–--------------------------–---------------------ში ექსპერტის პოზიციაზე. 2018 წლის 3 მარტს სამორიგეო ტელეფონზე შევიდა შეტყობინება დაახლოებით საღამოს 23:00 საათზე, რომ მესამე განყოფილებაში საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინათ ვ---------–---ასთვის. იგი მეწყვილე ზურაბ ბაზერაშვილთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ვ---------–---ა და გამომძიებელი გ------------–-ა დახვდნენ. ფოტოგადაღება მათ განყოფილების ტერიტორიიდან დაიწყეს და მივიდნენ ქ-----------–-----------------------–------ კორპუსთან მეორე სართულზე, შესასვლელიდან მარცხნივ სადაც ვ---------–---ამ მიუთითა, რომ ოთახში იატაკიდან წაღებული ჰქონდა საკერავი მანქანა. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ ე.წ. „სტამბულის“ ბაზრის ტერიტორიაზე სადაც ბრალდებულმა მიუთითა, რომ ჩააბარა საკერავი მანქანა.

 

2.10. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 მიხედვით 2018 წლის 03 მარტს საქართველოს შსს რ---------------–-----------------–--------–-–---------------------–--აში დაიწყო გამოძიება სს N0----------- საქმეზე . დანაშაულის გარემოებებში მითითებულია, რომ ქ-----------–-----------------------ში მცხოვრებმა, 1--- წელს დაბადებულმა ა-–--------------–---–------მა განაცხადა, რომ ამავე ბინიდან მოპარული დახვდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

 

2.11. 2018 წლის 03 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი ქ-----------–--------------------------ში, ბინის მესაკუთრის ა-–--------------–---–------ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ბინა მდებარეობს კიბეებიდან ხელმარცხნივ, ბინას აქვს შესასვლელი კარი, რომელიც ხელის მიწოლის შედეგად იღება, აღნიშნულ კარს შიდა მხრიდან აქვს ურდულის მსგავსი საკეტი, რომელიც გარედან კარის მიწოლის შემთხვევაში კარს გაღების საშუალებას არ აძლევს. ბინაში შესასვლელი კარის გავლით შესაძლებელია შესვლა მცირე ზომის შესასვლელში, რომლის პირდაპირ დგას კომოდი. ბინაში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს კედელზე დაკიდებულია ტანსაცმელი. ბინაში შესასვლელი მცირე ზომის კორიდორის მარცხენა მხარეს არის სადილის ოთახი, სადაც დგას მცირე ზომის კარადა, თარო, სველი წერტილია სასადილო ოთახში, მცირე ზომის მაგიდაზე დალაგებულია ჭურჭელი, კედელზე დაკიდებულ თოკზე ჩამოკიდებულია ტანსაცმელი. ბინაში შესასვლელიდან პირდაპირ შესაძლებელია მისაღებ ოთახში შესვლა, სადაც დგას კომოდი, რომელზეც დევს წიგნები, მცირე ზომის ტუმბოებზე დევს სათამაშოები. კედლებზე განთავსებულია ნახატები, საათი, წიგნის თაროები, მისაღებ ოთახში შესასვლელი კარის მარცხენა კედლის გასწვრივ დგას მაგიდა, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების სათავსები, პოლიეთილენის პარკში დევს საკვები. აღნიშნული მაგიდის გვერდით დგას საწოლი, რომელზეც არეულ მდგომარეობაში არსებულის აბანი და ლეიბია მოთავსებულ. საწოლის გვერდით სგას სკამი, რომელზეც დალაგებულია ჟურნალები. მისაღები ოთახის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არის საძინებელი ოთახი, რომლის შესასვლელ კარზე ჩამოკიდებულია ტანსაცმელი. საძინებელ ოთახში არის საწოლები, აღნიშნულ ოთახს აქვს აივანზე გასასვლელი კარი.

 

2.12. 2018 წლის 03 მარტის ამოღების ოქმის თაანხმად ე------------–--ემ თავისი სავაჭრო ფართიდან წარმოადგინა შავი ფერის მექანიკური, საბჭოთა წარმოების საკერავი მანქანა „пмз“, რომელიც დამაგრებულია ხის ოთხკუთხედ სამაგრზე. საკერავი მანქანის ლითონის ქვედა ზედაპირზე აღენიშნება ქარხნულად შესრულებული ოქროსფერი საღებავებით შესრულებული ჩუქურთმული ნახატი. საკერავ მანქანაზე დატანებულია ოვალური ფორმის ოქროსფერი ლოგო, რომლის შუა ნაწილში იკითხება წითელი ფერის წარწერა „пмз“. ასევე გამოსახულია წითელი ფერის ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ლოგოს გარშემო იკითხება წარწერა : „ПОДОЛЬСКИЙ МЕХАНИЧЕСКИЙ ЗАВОД ИМ. КАЛИНИНА“. საკერავი მანქანის ხის სადგამის ქვედა ზედაპირზე შუა ნაწილში იკითხება ამოკაწრული წარწერა „მალოლეტკინი“. საკერავ მანქანას კორპუსზე შემოხვეული აქვს 5 სმ სიგანის იისფერი ნაჭერი.

 

2.13. 2018 წლის 03 მარტის ამოღების ოქმით დგინდება, რომ რომ ე------------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა მათემატიკის 85 ფურცლიანი რვეული. ყდაზე გამოსახულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო, ხოლო შუა ნაწილში იკითხება „რვეული“ და „NOTEBOOK”. რვეულის მეორე ფურცლიდან მეხუთე ფურცლის ჩათვლით გაკეთებულია ხელით შესრულებული ჩანაწერები. პიროვნების დემოგრაფიული მონაცემები, მისამართები, ნივთების დასახელება და თარიღები, ხოლო ბოლო ფურცელზე ჩაწერილია ხელით ნაწერი ჩაბარებული და გაყიდული ნივთების დასახელება ფასების მითითებით. ე------------–--ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი რვეული ამოღებული იქნა და დაერთო სისხლის სამართლის 30----------- საქმეს.

 

2.14. 2018 წლის 03 მარტის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შსს რ---------------–-----------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ----------------–--ემ შსს რ---------------–-----------------–-------- განყოფილების შენობაში დაათვალიერა 2018 წლის 03 მარტს ე------------–--ის მიერ წარმოდგენილი და მისგან ამოღებული მიღება-ჩაბარების რვეული. რვეული შედგება 85 ფურცლისგან (170 გვერდი). რვეული არის მათემატიკის კამუფლირებული შეფერილობის ყდით, რომელსაც წინა შუა ნაწილში აქვს თავდაცვის სამინსიტროს ლოგო, ხოლო ლოგოს ქვევით შუაში ქართულად აწერია „რვეული“ და ინგლისურად „NOTEBOOK”. მეორე ფურცლის პირველი გვერდიდან მეხუთე ფურცლის ბოლო გვერდამდე გაკეთებულია ხელით შესრულებული ჩანაწერები. სადაც მითითებულია კონკრეტული სახელები და გვარები, მისამართები, პირადი ნომრები, კონკრეტული ნივთების დასახელება და თარიღები: დღის რიცხვები არაბული ციფრებით, თვის რიცხვები რომაული ციფრებით, წლის ბოლო ორი რიცხვი არაბული ციფრებით. მეხუთე ფურცლის მეორე გვერდზე იკითხება ხელნაწერი, „ვ---------–---ა და. 1987 საკერავი მანქანა „пмз“ აგრეთვე მინაწერი „3/III-18“. რვეულის ბოლო ფურცლის ბოლო გვერდზე ხელით ჩაწერილია ჩაბარებული და გაყიდული ნივთების დასახელება, რაოდენობა და ფასი. დათვალიერების დროს ზემოთაღნიშნული რვეულის ფურცლის ასლები იქნა გადაღებული, ხოლო ზემოთ აღნიშნული რვეული იქნა დალუქული რუ-------------–-----------------–---------ე განყოფილების N2 ლუქით და დაერთო სს საქმეს.

 

2.15. 2018 წლის 03 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შესაბამისად, მოწმე ვ---------–---ასგან მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისა და საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შ--------------------–-----------------–--------–-–-------------------–---დან სამსახურებრივი ავტომანქანა ტოიოტა TLT-120-ით გავიდნენ შ--------------------–-----------------–--------–-–-------------------–---ს გამომძიებელი გ------------–-ა, ექსპერტების და გარეშე პირის მონაწილეობით ქ-----------–--------------- კორპუსის მიმართულებით, ადგილზე მისვლისას ვ---------–---ას მითითებით მანქანა გააჩერეს კორპუსის პირველ სადარბაზოსთან, სადაც ვ---------–---ას მითითებით ავიდნენ მე-2 სართულზე, მან მიუთითა მე-2 სართულის კიბეებიდან ხელმარცხნივ მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც არის N5. მან განმარტა, რომ მის მიერ მითითებულ ბინაში, სადაც ცხოვრობს ა-–--------------–---–------ი, 2018 წლის 02 მარტს დაახლოებით 20:00 საათზე მივიდა, რათა ენახა ა-–--------------–---–------ი. კარზე დაკაკუნებისას კარი თვითონ გაიღო და სახლში შევიდა, სადაც არავინ დახვდა. ვ---------–---ამ ბინაში შესვლისას მიუთითა ბინაში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე სამზარეულოზე, სადაც მან კონკრეტულად მიუთითა სამზარეულოში ნიჟარასთან. მისი განმარტებით, სწორედ მის მიერ მითითებული ადგილიდან აიღო ხელის მექანიკური საკერავი მანქანა. გამოიტანა სახლიდან და დატოვა ტერიტორია. შემდგომ ვ---------–---ას მითითებით გამომძიებელი მივიდა ქ. რუსთავში მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების კვეთის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე მდებარე მცირე ზომის ბაზრობაზე. აღნიშნულ ბაზრობაზე ვ---------–---ას მითითებით გამომძიებელი მივიდა ბაზრობის დასავლეთი მხარის შესასვლელთან, ხელმარცხნივ მდებარე პირველივე დახლთან, სადაც დალაგებულია სხვადასხვა დასახელების მეორადი მოხმარების საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი. ვ---------–---ას განმარტებით სწორედ მის მეირ მითითებულ ადგილას მიჰყიდა 2018 წლის 03 მარტს ქალის საკერავი მანქანა 25 ლარად. ექსპერტების მიერ მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ფოტოგრაფირება და ფოტოებიდ აერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

2.16. 2018 წლის 04 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა ამომცნობს ე------------–--ეს წარუდგინა 3 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგანაც ამოიცნო შუაში მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი ვ---------–---ა. მისი განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პირი სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც ქ-----------–----–------------------–---–-- ქუჩების კვეთაზე მდებარე პატარა ბაზრობაზე მის სავაჭრო ფართში მიიტანა საკერავი მანქანა და მიჰყიდა 25 ლარად. ე------------–--ემ ვ---------–---ა ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, გამოხედვით, იერით, სახის და ცხვირის მოყვანილობით, ჩაცმულობით, მეჩხერი მოშვებული წვერით და მარცხენა წარბთან არსებული ფუფხით.

 

2.17. 2018 წლის 04 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით თანახმად 2018 წლის 04 მარტს შსს რ---------------–-----------------–--------–-–---------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, რ---------------–-----------------–--------–-–---------------------–--ის გამომძიებელმა ლ-–------–--ემ გახსნა და დაათვალიერა პოლიეთილენის პარკში დალუქული საკერავი მანქანა, რომელიც ამოღებული იქნა 2018 წლის 03 მარტს ქ-------------------–---–--------–------ის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბაზრობაზე ე------------–--ის სავაჭრო ფართიდან. პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია საკერავი მანქანა, დალუქულია შსს რ---------------–-----------------–--------–-–---------------------–--ის N2 ლუქით, ლუქზე აღნიშნულია სს საქმის ნომერი: N0----------- თარიღი: 03.03.2018 წელი და ხელმოწერები.

 

განლუქვის შემდეგ პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა საკერავი მანქანა, რომელიც არის საბჭოთა წარმოების, მექანიკური, ხელით სამართავი, „пмз“ ფირმის, საკერავი მანქანა არის შავი ფერის, რომელიც დამაგრებულია ხის ოთხკუთხედ სადგამზე. კორპუსზე შემოვლებული აქვს 5 სმ სიგანის იისფერი ნაჭერი. საკერავი მანქანის ლითონის ქვედა ზედაპირზე ქარხნულად აქვს ოქროსფერი საღებავით ჩუქურთმა დახატული. საკერავ მანქანაზე დატანილია ოვალური ფორმის ოქროსფერი ლოგო, რომლის შუა ნაწილში იკითხება წითელი ფერის წარწერა: „пмз“. ასევე, გამოსახულია წითელი ფერის ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ლოგოს გარშემო იკითხება შავი ფერის წარწერა „ ПОДОЛЬСКИЙ МЕХАНИЧЕСКИЙ ЗАВОД ИМ. КАЛИНИНА“. საკერავი მანქანის ხის სადგამის ქვედა ზედაპირზე შუა ნაწილში ამოკაწრულია შემდეგი წარწერა „მალოლეტკინი“.

 

2.18. 2018 წლის 04 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ა-–--------------–---–------ს ამოსაცნობად წარედგინა სამი საკერავი მანქანა, რომელთაგანაც მან ამოიცონო N1 ადგილზე განთავსებული საკერავი მანქანა. მისი განმარტებით, აღნიშნული საკერავი მანქანა სწორეს ის საკერავი მანქანაა, რომელიც მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინიდან.

 

ა-–--------------–---–------მა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: საბჭოთა წარწერებით, მექანიკური ხელის სამართავით, „пмз“-ის ფირმით, ფერით, სადგამის ფორმით, კორპუსზე შემოვლებული ნაჭრის ფერით და სიგანით, საკერავი მანქანის ლითონის ქვედა ზედაპირზე ქარხნულად ოქროსფერი საღებავით დახატული ჩუქურთმებით. საკერავ მანქანაზე დატანილი ოვალური ფორმის მქონე ოქროსფერი ლოგოთი, რომლის შუა ნაწილში იკითხება წითელი ფერის წარწერა: „пмз“. ლოგოს გარშემო არსებული შავი ფერის წარწერით, საკერავი მანქანის ხის სადგამზე ქვედა ზედაპირზე შუა ნაწილში ქართულად მოკაწრული შემდეგი წარწერით „მალოლეტკინი“.

 

2.35. სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა ვ---------–---ამ და განმარტა, რომ დაზარალებულ ა-–--------------–---–------ს იცნობს ბავშვობიდან, მეგობრობდნენ, ერთად გაიზარდნენ, ერთად მუშაობდნენ ბაზარში. ცოლ-შვილთან ერთად მის ბინაშიც კი ცხოვრობდა სანამ ა-–--------------–---–------ი ციხეში იყო და სასჯელს იხდიდა, სულ 6 თვე იხდიდა სასჯელს. ალექსანდრე დედასთან ვ--–------–---–------თან ერთად ცხოვრობს, 55 წლამდე იქნება ეს ქალბატონო. ალექსანდრემ უთხრა დედამისს, რომ ბრალდებული თავის ცოლ-შვილთან ერთად მის სახლში იცხოვრებდნენ მანამ, სანამ ის ციხეში იქნებოდა. ვ--–------–---–------ი ხან სახლში იყო, ხან თბილისში რჩებოდა ნათესავებთან. საკერავი მანქანა, რომლის ქურდობასაც მას ედავებიან წაღებული ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ა-–--------------–---–------ი ციხეში იყო. ბავშვი ჰყავდა ცუდად, ა-–--------------–---–------ის დედას ფული სთხოვა წამლისთვის და მან უთხრა, რომ აღნიშნული საკერავი მანქანა წაეღო და ჩაებარებინა. ა-–--------------–---–------ს ეს საკერავი მანქანა არ გამოუყენებია და არც არავის არ გამოუყენებია არასდროს, უბრალოდ იდო.

 

სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ვ---------–---ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ---------–---ამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

 

სასამართლომ შეაფასა რა ბრალდებულის მიერ მის ჩვენებაში აღნიშნული გარემოებები, შეადარა რა ისინი დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ჩვენება არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია და გამიზნულია პასუხისმგებლობის არიდებისკენ. მისი ჩვენებიდან გამომდინარე, იგი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ იცოდა ა-–--------------–---–------ის ოჯახში საკერავი მანქანის არსებობის შესახებ, არ ხდის სადავოდ არც იმ გარემოებას, რომ მას დაუბრკოლებლად შეეძლო დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში შესვლა მასთან ახლო ურთიერთობების გამო. იგი ამოცნობილ იქნა მოწმე ე-----------–--ის მიერ, რომ სწორედ მან მიიტანა საკერავი მანქანა და ჩააბარა და სანაცვლოდ მიიღო გარკვეული რაოდენობის თანხა. ე-----------–--ემ დაადასტურა, რომ ვ---------–---ამ მასთან საკერავი მანქანა მიიტანა 2018 წლის 3 მარტს და არა უფრო ადრე , როგორც ამას ბრალდებული აცხადებს, 3 მარტით არის ასევე ჩანაწერი გაკეთებული ე-----------–--ის რვეულშიც. 3 მარტს იქნა აღმოჩენილი დაზარალებულის მიერ ნივთის დაკარგვაც და 3 მარტსვე მოხდა ნივთის ე-----------–--ისგან ამოღება.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32). აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 2 და 3 მარტს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმეების, გამომძიებლების ჩვენებების, საექსპერტო დასკვნებით და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ვ---------–---ამ 2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის კარიდან, უკანონოდ შეაღწია ქ. რ-------–-------------------------------ში მდებარე ა-–--------------–---–------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სამზარეულო ოთახში მოთავსებულ ა-–--------------–---–------ის კუთვნილ 100 (ასი) ლარად ღირებულ საბჭოთა წარმოების მექანიკურ ,,ПМЗ-ის“ ფირმის, შავი ფერის საკერავ მანქანას, რომელიც დამაგრებული იყო ხის ოთხკუთხედ სადგამზე.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ვ---------–---ას ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაული ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებული ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.

 

ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.

 

ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.

 

ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.

 

ქურდობის ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის

 

დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტი ითვალისწინებს ქურდობის ჩადენას იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 08 იანვრის განაჩენით ვ---------–---ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლისა და 09 თვის ვადით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის, 06 თვისა და 22 დღის ვადით. ასევე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს განაჩენით კვლავ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეტა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეტა 02 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ---------–---ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

შესაბამისად, ვ---------–---ას მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ქურდობას იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ბრალდებულ ვ---------–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით - ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით იმის მიერ, ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ ვ---------–---ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს №1/237-14 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ვ---------–---ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

_ ე-----------–--ის სავაჭრო ფართიდან ამოღებული საკერავი მანქანა, ე-----------–--ისგან ამოღებული რვეული ნივთების ჩამბარებელთა დემოგრაფიული მონაცემებით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ვ---------–---ას სუნის ნიმუში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ვ---------–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ---------–---ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქ/პ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 01 აგვისტოს №1/237-14 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ვ---------–---ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

 

2. ვ---------–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 04 მარტიდან.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

_ ე-----------–--ის სავაჭრო ფართიდან ამოღებული საკერავი მანქანა, ე-----------–--ისგან ამოღებული რვეული ნივთების ჩამბარებელთა დემოგრაფიული მონაცემებით, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

_ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ვ---------–---ას სუნის ნიმუში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადე ბიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი