გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15532 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ა---------------ი
წარმომადგენელი - ნ-----–--–--ე
მოპასუხე - ა---------–---------ი
წარმომადგენელი - მ-----–--------–---–ი
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2018 წლის 30 იანვარს მოპასუხე ა---------–---------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N---------) 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა;
1.2. 2010 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი ეთერ ელკანაშვილის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება;
2018 წლის 30 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ა---------------ის ძმამ - ა---------–---------მა, როგორც გარდაცვლილი ე---------–----–---–ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ (შვილმა) საკუთრებაში მიიღო 2010 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი ე---------–----–---–ის მეუღლის, 2009 წლის 14 იანვარს გარდაცვლილი მ-----–---------ის კუთვნილი მთელი სამკვიდრო ქონება. მოსარჩელე ა---------------ს, აწ გარდაცვლილი მ-----–---------ისა და აწ გარდაცვლილი ე---------–----–---–ის შვილს და კანონიერ მემკვიდრეს უარი არ განუცხადებია სამკვიდრო წილის მიღებაზე. შესაბამისად, მას კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, ეკუთვნის მშობლების დანატოვარი მემკვიდრეობა და სურვილი აქვს მიიღოს სამკვიდროდან მისი კუთვნილი 1/2 წილი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მათ დანაშთ სამკვიდრო მასაში შევიდა ა---------–---------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------, 1/2 ნაწილი, რომელიც ა---------------მა მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო (სარჩელი, 2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა---------–---------მა არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. 2018 წლის 30 იანვარს, ა---------–---------ის სახელზე, როგორც 2010 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი ე---------–----–---–ის და 2009 წლის 14 იანვარს გარდაცვლილი მ-----–---------ის პირველი რიგის მემკვიდრეზე, შვილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. მოპასუხეს, კრწანისის რაიონის გამგეობის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, რ------------------–--–---------------------–------------. აღნიშნულ ბრძანებას და საკუთრების უფლების მოწმობას მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის. მოსარჩელე მხარე მოითხოვს სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობას და სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებას, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მშობლების, მ-----–---------ის და ე---------–----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად დაეუფლა მათ დანაშთ სამკვიდრო ქონებას. იგი აღნიშნულ მისამართზე არ ყოფილა რეგისტრირებული, რაც დასტურდება საქმის მასალებით. მოსარჩელე ა---------------ს, 1996 წლიდან არ უცხოვრია სადავო ბინაში, იგი მითითებული პერიოდიდან ცხოვრობს თბილისში, ყოფ. 5------------ ქუჩაზე, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან, ნ---------–--ესთან. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (შესაგებელი. 2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ-----–---------ი გარდაიცვალა 2009 წლის 14 იანვარს. მისი მეუღლე ე---------–----–---–ი გარდაიცვალა 2010 წლის 11 იანვარს. მოსარჩელე ა---------------ი და მოპასუხე ა---------–---------ი წარმოადგენენ ე---------–----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, შვილებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----);
3.1.2. მოსარჩელე ა---------------ს მშობლების გარდაცვალების შემდეგ არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 30 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე ა---------–---------მა, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ ე---------–----–---–ის (გარდაცვალების თარიღი 2010 წლის 11 იანვარი) პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, შვილმა, მიიღო სამკვიდრო სრულად. სამკვიდრო ქონებაა, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც ეკუთვნოდა ე---------–----–---–ს, მათ შორის ე---------–----–---–ის 14.01.2009 წელს გარდაცვლილ მეუღლეს (ა---------–---------ის მამას), მ-----–---------ს, რომლის სამკვიდრო ფაქტიური ფლობით მიღებული ჰქონდა ე---------–----–---–ს, ხოლო ე---------–----–---–ისაგან ა---------–---------ს ფაქტიური ფლობით, რაც დასტურდება ბინის ორდერით და 28.10.2010წ. რ. N--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობით. მემკვიდრემ ა---------–---------მა სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ქონების ფაქტობრივი დაუფლებით და სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენით (სამკვიდრო მოწმობის მე-6 პუნქტი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 30 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ს.ფ. 8-11);
3.2.2. კრწანისის რაიონის გამგეობის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანებით დაკმაყოფილდა ა---------–---------ის მოთხოვნა და მის მიერ წარმოდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, რ------------------–--–----------------, მე-5 სართულზე, ფართი - 21.85 კვ.მ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ა---------–---------ს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი ბინა N--- იზოლირებული ფართობი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------, საერთო ფართი - 21.85 კვ.მ.
აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მოპასუხე ა---------–---------ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, რ------------------–--–-----------------–---------------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 16 აპრილს გაცემული ბრძანება კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ს.ფ. 14);
- კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N--- (ს.ფ. 13);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 30.04.2018 წელი (ს.ფ. 6-7);
3.2.3. ა---------–---------ის სახელზე 2010 წლის 28 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N---------) საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ------------------–--–---------------------------------------------------------------------------- რაც მოპასუხე მხარემ 10.11.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა პ-----------–--------ეზე და ეს უკანასკნელი დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრედ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.11.2010 (ს.ფ. 17-18);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.11.2010 (ს.ფ. 19-20);
3.2.4. 2013 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ------------------–--–---------------------------------------------- საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ა---------------ის სახელზე, ასევე, ამ პერიოდისათვის, უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ვ---------–------------------------------------------- თანასაკუთრების უფლება ირიცხებოდა ა---------------ის სახელზე;
2017 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------–---------------------------------------- საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ა---------------ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 19.12.2013 წელი (ს.ფ. 90);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.12.2013 წელი (ს.ფ. 91);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 08.11.2017 წელი (ს.ფ. 92);
3.2.5. მოპასუხე ა---------–---------ის აქტიურ რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, რ------------------–--–------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გაცემული საინფორმაციო ბარათი N------------- (ს.ფ. 94-96);
3.2.6. სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ა---------------ის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, რ------------------–--–-----; ხოლო მანამდე არსებული მონაცემებით, 1986 წლიდან მისი რეგისტრაციის მისამართის გაუქმებამდე წარმოადგენდა ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი N------------ (ს.ფ. 115-119);
3.2.7. სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------, 1990 წლიდან 2003 წლამდე მოსარჩელე ა---------------ი მუდმივად ცხოვრობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ-----------------–---–თან ერთად. მოსარჩელე ა---------------ი ეწევა კერძო საქმიანობას, რის გამოც პერიოდულად უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და საქართველოში ხშირად არ იმყოფება. მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------------–---–მა განმარტა, რომ იგი 1990 წლიდან დღემდე უწყვეტად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისის, რ------------------–--–----------------). იგი მეუღლესთან ა---------------თან ერთად ცხოვრობდა ამ ბინაში 2003 წლამდე. ხოლო 2003 წლის შემდეგ, ა---------------ი საქართველოში ყოფნის პერიოდში ხშირად მიდის და რჩება ამ სახლში. მოწმე მ-----------------–---–ი აცხადებს, რომ იგი ნ---------–--ეს არ იცნობს. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, მოპასუხე ა---------–---------მა დაურეკა მ-----------------–---–ს და მოსთხოვა ბინის დაცლა, ვინაიდან პრივატიზაციის წესით მან მიიღო საკუთრების უფლება აღნიშნულ ბინაზე. ასევე, შესთავაზა ბინის გადაცემა სასყიდლით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადაცემის შემთხვევაში. აღნიშნულის თაობაზე, მ-----------------–---–მა აცნობა მოსარჩელე ა---------------ს, რომელმაც მისგან შეიტყო ის ფაქტი, რომ მოპასუხე ა---------–---------მა ა---------------ისგან მალულად მიიღო მემკვიდრეობა და შესაბამისად, საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. მოწმის სახით დაკითხული კ------------------ი, რომელიც ცხოვრობს სადავო საცხოვრებელი ბინის მეზობლად აცხადებს, რომ იგი კარგად იცნობს მის მეზობლად მცხოვრებ ა---------------ს და მის მეუღლეს მ-----------------–---–ს. ა---------------ი გარკვეულ დრომდე მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, ხოლო შემდეგ, კერძო საქმიანობის გამო, ხშირად მიემგზავრება საზღვარგარეთ და საქართველოში ყოფნის პერიოდში (დაახლოებით თვეში ერთხელ მაინც), იმყოფება ამ ბინაში (მდებარე ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------), მ-----------------–---–თან. მოწმე კ------------------მა დაახლოებით ერთი კვირის წინაც ნახა ა---------------ი მითითებულ მისამართზე. კ------------------ი არ იცნობს ა---------–---------ს და ეს უკანასკნელი მას სადავო საცხოვრებელ ბინაში არ უნახავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობა ,----–------- მიერ 05.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 104);
- მოწმეების მ-----------------–---–ის და კ------------------ის ჩვენებები (2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს აქვს მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძვლით თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება სამკვიდრო ქონების შესაბამის წილზე. შესაბამისად, არსებობს ა---------------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-1307-ე , 1336-ე, 1319-1320-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1499-1500-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ა---------------მა მოითხოვა 2018 წლის 30 იანვარს მოპასუხე ა---------–---------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობის (N---------) 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა და 2010 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი ე---------–----–---–ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ მ-----–---------ი გარდაიცვალა 2009 წლის 14 იანვარს. მისი მეუღლე ე---------–----–---–ი გარდაიცვალა 2010 წლის 11 იანვარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ა---------------ი და მოპასუხე ა---------–---------ი წარმოადგენენ ე---------–----–---–ის პირველის რიგის მემკვიდრეებს, შვილებს. მოსარჩელე ა---------------ს მშობლების გარდაცვალების შემდეგ არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 30 იანვარს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე ა---------–---------მა, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ ე---------–----–---–ის (გარდაცვალების თარიღი 2010 წლის 11 იანვარი) პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, შვილმა, მიიღო სამკვიდრო სრულად. სამკვიდრო ქონებაა, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც ეკუთვნოდა ე---------–----–---–ს, მათ შორის ე---------–----–---–ის 14.01.2009 წელს გარდაცვლილ მეუღლეს (ა---------–---------ის მამას), მ-----–---------ს, რომლის სამკვიდრო ფაქტიური ფლობით მიღებული ჰქონდა ე---------–----–---–ს, ხოლო ე---------–----–---–ისაგან ა---------–---------ს ფაქტიური ფლობით, რაც დასტურდება ბინის ორდერით და 28.10.2010წ. რ. N--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობით. მემკვიდრემ ა---------–---------მა, სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით ქონების ფაქტობრივი დაუფლებით და სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენით (სამკვიდრო მოწმობის მე-6 პუნქტი). მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოპასუხე ა---------–---------ის სახელზე მოხდა ა---------------ისგან მალულად, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ა---------–---------მა მიიღო დედის, ე---------–----–---–ის დანაშთი სამკვიდრო სრულად. მოსარჩელე ა---------------ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს უარი არ განუცხადებია მამკვიდრებელ ე---------–----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, შესაბამისად, იგი მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით აცხადებს სამართლებრივ პრეტენზიას მის კუთვნილ წილზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, კრწანისის რაიონის გამგეობის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანებით დაკმაყოფილდა ა---------–---------ის მოთხოვნა და მის მიერ წარმოდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, რ------------------–--–----------------, მე-5 სართულზე, ფართი - 21.85 კვ.მ. კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ა---------–---------ს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი ბინა N--- იზოლირებული ფართობი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------, საერთო ფართი - 21.85 კვ.მ. აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მოპასუხე ავთანდილ თაოსევის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, რ------------------–--–-----------------–---------------------------------------------------------------
მოპასუხე ა---------–---------ისათვის აღნიშნული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა მოხდა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა მემკვიდრის სხვადასხვა მოქმედებით შეიძლება დადგინდეს, თუმცა ამ მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. ამა თუ იმ მისამართზე პირთა რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების მტკიცებულებას. ფაქტობრივი მფლობელობის გზით ქონების მიღებისათვის საერთოდ არაა აუცილებელი მემკვიდრე სამკვიდრო ქონების მისამართზე იყოს რეგისტრირებული. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.
სამკვიდროს მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა---------------ი მამკვიდრებლის ე---------–----–---–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. კერძოდ, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელ ბინაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------, 1990 წლიდან 2003 წლამდე მოსარჩელე ა---------------ი მუდმივად ცხოვრობდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ-----------------–---–თან ერთად. მოსარჩელე ა---------------ი ეწევა კერძო საქმიანობას, რის გამოც უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და საქართველოში ხშირად არ იმყოფება. მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------------–---–მა განმარტა, რომ იგი 1990 წლიდან დღემდე უწყვეტად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისის, რ------------------–--–----------------). იგი მეუღლესთან ა---------------თან ერთად ცხოვრობდა ამ ბინაში 2003 წლამდე. ხოლო 2003 წლის შემდეგ, ა---------------ი საქართველოში ყოფნის პერიოდში ხშირად მიდის და რჩება ამ სახლში. მოწმე მ-----------------–---–ი აცხადებს, რომ იგი ნ---------–--ეს არ იცნობს. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, მოპასუხე ა---------–---------მა დაურეკა მ-----------------–---–ს და მოსთხოვა ბინის დაცლა, ვინაიდან პრივატიზაციის წესით მან მიიღო საკუთრების უფლება აღნიშნულ ბინაზე. ასევე, შესთავაზა ბინის გადაცემა სასყიდლით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადაცემის შემთხვევაში. მ-----------------–---–გან შეიტყო ა---------------მა მოპასუხე ა---------–---------ის მიერ მემკვიდრეობის მიღების თაობაზე. მოწმის სახით დაკითხული კ------------------ი, რომელიც ცხოვრობს სადავო საცხოვრებელი ბინის მეზობლად, აცხადებს, რომ იგი კარგად იცნობს მის მეზობლად მცხოვრებ ა---------------ს და მის მეუღლეს მ-----------------–---–ს. ა---------------ი გარკვეულ დრომდე მუდმივად ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, ხოლო შემდეგ კერძო საქმიანობის გამო ხშირად უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება და საქართველოში ყოფნის პერიოდში (დაახლოებით თვეში ერთხელ მაინც), იმყოფება ამ ბინაში (მდებარე ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------), მ-----------------–---–თან. კ------------------მა დაახლოებით ერთი კვირის წინაც ნახა ა---------------ი მითითებულ მისამართზე. კ------------------ი არ იცნობს ა---------–---------ს და ეს უკანასკნელი მას სადავო საცხოვრებელ ბინაში არ უნახავს. აღნიშნულ გარემოებათა საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია და არ წარმოუდგენია. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე არ ყოფილა რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელ სახლში, არ გამორიცხავს მის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონების ფაქტობრივად დაუფლებას. მოწმეები ადასტურებენ, რომ ა---------------ი მშობლების გარდაცვალების შემდეგაც, ფლობდა და მართავდა სადავო ბინას, სადაც ბოლო ოცდარვა წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს მ-----------------–---–ი, რომელთანაც მოსარჩელე მხარე, თავისივე განმარტებით, იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 30 იანვარს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ მოპასუხე ა---------–---------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა ე---------–----–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სრულად, ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული აწ გარდაცვლილი ე---------–----–---–ის დანაშთ ქონებაზე (მათ შორის ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა ე---------–----–---–ის 14.01.2009 წ. გარდაცვლილ მეუღლეს - მ-----–---------ს, რომლის სამკვიდრო ფაქტიური ფლობით მიღებული ჰქონდა ე---------–----–---–ს) იმავე რიგის ყველა მემკვიდრის უფლებები. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა---------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, არსებობს 2018 წლის 30 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------) 1/2 ნაწილში ბათილად ცნობისა და 2010 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი ე---------–----–---–ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ა---------------ის აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა---------–---------ს, მოსარჩელე ა---------------ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ა---------–---------ის სახელზე 2018 წლის 30 იანვარს გაცემული N--------- სამკვიდრო მოწმობა 1/2 ნაწილში.
3. ა---------------ი ცნობილ იქნეს 2010 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი ე---------–----–---–ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
4. ა---------–---------ს დაეკიროს ა---------------ის სასარგებლოდ, ნ-----–--–--ის მიერ სარჩელზე გადახდილი 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა