გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------
საქმე №3/3914-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოპასუხე -მ-----------–---–ი
წარმომადგენელი - თ---------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - მ-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 64896,96 ლარის დაბრუნება.
სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და მ-----------–---–ს შორის 2014 წლის 23 ივნისს დაიდო #---------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #40 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2014 წლის 15 აპრილის #- ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ცოდნის კარის“ ნიჭიერი, გამორჩეული, უნარ-ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის ფარგლებში, გრანტის გამცემმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა გრანტის მიმღებს - მ-----------–---–ს მიზნობრივი ფულადი სახსრები, უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულებასთან და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის გამცემს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. ამავე პუნქტის 3.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს გრანტის მიმღების მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5 ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნული ქვეპუნქტები ითვალისწინებს შემდეგს - გრანტის მიმღები ვალდებულია: ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის (3.4.1 ქვეპუნქტი), შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი აკადემიური მოსწრება (3.4.4 ქვეპუნქტი), სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (3.4.5 ქვეპუნქტი).
მოსარჩელემ ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაერთხელ მიმართა მ-----------–---–ს , თუმცა მისი მხრიდან რეაგირება არცერთ წერილს არ მოჰყოლია. ამდენად, მოსარჩელემ, ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.2. ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის შესაბამისად, მომართა სასამართლოს გრანტის სახით გაცემული 64 896,96 ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნით.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი პოზიციით (ახსნა-განმარტება) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017-2018 სასწავლო წლისათვის განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ მისთვის გამოყოფილი იქნა ჯამში 20597 აშშ დოლარი (სწავლის საფასური). პირველ ეტაპზე მან მიიღო 15170 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ეტაპზე მიიღო 5427 დოლარი. თითოეული სემესტრის სწავლის საფასური შეადგენდა 15170 აშშ დოლარს, შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის საფასურის დასაფარად დააკლდა 9743 აშშ დოლარი. 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში მან ვერ შეძლო ამ თანხის მობილიზება. შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში უნივერსიტეტის მის პირად ანგარიშსზე დაეკისრა შეზღუდვა. მას კონკრეტულად არ ქონდა წვდომა ოფიციალურ ტრანსკრიპტზე. ამის გამო, ვერ მოახერხა ოფიციალური შეფასების ფურცლის წარმოდგენა. 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის საფასურის სრულად დაფარვა მოხერხდა ამავე წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, მისი მშობლების მიერ და უნივერსიტეტის მის პირად ანგარიშსზე შეზღუდვები მოიხსნა. საბოლოოდ, 2018 წლის შემოდგომის სემსტრის საფასური სრულიად აუნაზღაურა ფ-–---------------------------------------მა.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ შემოდგომის სემესტრის მოსალოდნელი დამთავრების თარიღს წარმოადგენს 2018 წლის 15 დეკემბერი. შესაბამისად, დიპლომსაც ამ თვეში აიღებს და მიღებისღანავე წარუდგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 23 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და მ-----------–---–ს შორის დაიდო #---------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #40 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2014 წლის 15 აპრილის #- ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ცოდნის კარის“ ნიჭიერი, გამორჩეული, უნარ-ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის ფარგლებში, გრანტის გამცემმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა გრანტის მიმღებს - მ-----------–---–ს მიზნობრივი ფულადი სახსრები, უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულებასთან და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #40 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში, გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაკალავრიატიდ საგამანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლისა და საზღვარგარეთ ცხოვრების საფასურის ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი“ გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურისის შესაბამისად.
ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 36304 (ოცხდათექვსმეტიათას სამსასოთხი) აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურისის შესაბამისად. ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი (ხელშეკრულების 3.1.1. მუხლი)
ხელშეკრულების 3.1.2. მუხლში მითითებულია, რომ ,,გრანტის გამცემი“ ,,გრანტის მიმღების“ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5. ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვს საგრანტო თანხის უკან დაბრუნებას. ხელშეკრულების 3.4.1. 3.4.4. და 3.4.5. მუხლებით კი გაწერილიიქნა, რომ: ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის; გრანტის მიმღები ვალდებულია შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი აკადემიური მოსწრება და სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 23 ივნისის #---------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18);
3.1.2. 2014 წლის 03 სექტემბერს მ-----------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა სწავლისათვის განკუთვნილი თანხის 25,240 აშშ დოლარის გადარიცხვა, თანდართული ინვოისის საფუძველზე, ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე.
3.1.3. მ-----------–---–ის 2014 წლის 03 სექტემბრის განცხადებისა და 2014 წლის 23 ივნისის #---------------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მ-----------–---–ს, შესაბამის საბანკო ანგარიშზე, #----- სავალუტო საგადასახადო დავალებისა და #----- საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, გადაურიცხა სწავლისათვის განკუთვნილი 44104,38 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-----------–---–ის განცხადება (ს.ფ. #20)
- 2014 წლის 09 სექტემბრის #----- სავალუტო საგადასახადო დავალება (ს.ფ. #22)
- 2014 წლის 08 სექტემბრის #----- საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 21)
3.1.4. მ-----------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის განცხადებისა და 2014 წლის 23 ივნისის #---------------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მ-----------–---–ის, შესაბამის საბანკო ანგარიშზე, #----- სავალუტო საგადასახადო დავალებისა და #----- საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, გადარიცხული იქნა საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის განკუთვნილი 20792,58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-----------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. #23-24)
- 2014 წლის 29 დეკემბრის #----- სავალუტო საგადასახადო დავალება (ს.ფ. #27)
- 2014 წლის 26 დეკემბრის #----- საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 26)
3.1.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2018 წლის 04 მაისის №--------------- მიმართვით მ-----------–---–ს მოსთხოვა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა აღნიშნული წერილი მოპასუხე მხარეს არ ჩაბარებია.
2018 წლის 07 ივნისს მოპასუხე მხარეს გაეგზავნა ელეტრონული შეტყობინება მოსარჩელისათვის ცნობილ მისამართზე, თუმცა მ-----------–---–ს შეტყობინება აღნიშნული წერილის საპასუხოდ არ წარუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2018 წლის 04 მაისის №--------------- მიმართვა (ს.ფ. 28);
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ელ. შეტყობინების ამონაწერი (ს.ფ. 29)
3.1.6. ფ-–------------------–-----------------------------------------------------------------------------ის 2018 წლის 23 აგვისტოს #9-------- მომართვის თანახმად, მ-----------–---–ის შემოდგომის სემესტრის მოსალოდნელი დამთავრების თარიღს წარმოადგენს 2018 წლის 15 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფ-–------------------–-----------------------------------------------------------------------------ის 2018 წლის 23 აგვისტოს #9-------- მომართვა (ს.ფ. 67-69);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N40 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.
რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულია რა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N40 დადგენილების ფარგლებში, სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარი“ ხელს უწყობს: ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას; ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებას; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას
აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამა „ცოდნის კარი“ მოიცავდა სამ ქვეპროგრამას: ა) ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამას“, ბ) ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამა“, „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“.
ამავე დადგენილ;ების მე-5 მუხლის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება გაიცემა შემდეგი წესით: ა) პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ ფარავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრის, მაგისტრის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით სწავლისა და სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული: ბ.ა) სწავლის ხარჯები მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებულ სწავლის საფასურს; ბ.ბ) სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.ბ.ა)მგზავრობის ხარჯებს; ბ.ბ.ბ) კვების ხარჯებს; ბ.ბ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ბ.გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.გ.ა) პრაქტიკის გავლის ხარჯებს; ბ.გ.ბ) მგზავრობის ხარჯებს თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ბ.გ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კანდიდატებთან ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა კანდიდატის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით - სრულად ან ნაწილ-ნაწილ. 2. ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განმავლობაში, პირველი სასწავლო წლის შემდგომ, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, კომისიას წარუდგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მომავალში პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხე მხარე დაფინანსდა ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“, ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა ქვეყნისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და იმ პირთა დაფინანსებას, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებულები, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროთა განვითარებასა და წინსვლას და აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს;
დადგენილების მე-10 მუხლით დადგენილია, რომ კანდიდატის მიერ, სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში, პირი კარგავს დაფინანსების გადარიცხვის მოთხოვნის უფლებას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას კი, ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია დააბრუნოს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ათვისებული ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპაუხე მ-----------–---–ი დაფინანსდა ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა ქვეყნისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და იმ პირთა დაფინანსებას, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებულები, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროთა განვითარებასა და წინსვლას და აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს;
2014 წლის 23 ივნისს მხარეთა შორის დადებული იქნა ხელშეკრულება გრანტის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #40 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში, გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს აშშ-ში, ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაკალავრიატიდ საგამანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლისა და საზღვარგარეთ ცხოვრების საფასურის ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი“ გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურისის შესაბამისად. (2.1. მუხლი). ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 36304 (ოცხდათექვსმეტიათას სამსასოთხი) აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურისის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ,,გრანტის მიმღების“ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5. ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება. ხელშეკრულების 3.4.1. მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ხელშეკრულების 3.4.4. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი აკადემიური მოსწრება. ხელშეკრულების 3.4.5. პუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ, გრამტის გამცემს წარუდგინოს ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტისათვის, კერძოდ იმის დასადგენად მ-----------–---–ს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ჯეროვნად კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული დადგენილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია, ფ-–------------------–-----------------------------------------------------------------------------ის 2018 წლის 23 აგვისტოს #9-------- წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მ-----------–---–ის შემოდგომის სემესტრის მოსალოდნელი დამთავრების თარიღია 2018 წლის 15 დეკემბერი, აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარე აგრძელებს სწავლას იმ ფაკულტეტზე, რომლის სასწავლო ღირებულების ნაწილი გადახდილი იქნა მოსარჩელე მხარის მიერ, მას ჯერ არ მიუღია სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გრანტის გამცემისთვის წარეგდინა ფლორიდის ტექნიკური უნივერსიტეტიოს ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა დაარღვია 2014 წლის 23 ივნისის #---------------- ხელშეკრულების 3.4.5 პუნქტი - სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მისი სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლ. გოგიშვილი