განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002578272
1-707/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ლ---- მ----------
ბრალდებულები - ო---- ს--------–--ე, ი----- ც-–--–---
ადვოკატი - ლ---- მ-----–---, ნ-------- მ----–---
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გამოძიების საქმის ნომერი №1-----------
1. ბრალდებული: ო---- ს--------–--ე
მამის სახელი: ზ------
დაბადებული: 10.03.1----–--–---------–--------------------–------------------------------------------------–------------------–---------------------------–---–---–---------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
2. ბრალდებული: ი----- ც-–--–---
მამის სახელი: თ-------
დაბადებული: 22.08.1----–-ლს
მოქალაქეობა: ს----------–------------------------------------------------–------------------–--------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ო---- ს--------–--ის მიმართ
2018 წლის 29 ივნისს დაახლოებით 13:09 საათზე ქ.ბათუმი, პუშკინის ქN35 მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ო---- ს--------–--ემ ხელების დარტყმით ცემა ჯ----–-------ე, რის შედეგადაც ჯ----–-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო კონფლიქტის დასრულებიდან რამოდენიმე საათში ჯ----–-------ე გარდაიცვალა.
ი----- ც-–--–--ის მიმართ
2018 წლის 29 ივნისს დაახლოებით 13:09 საათზე ქ.ბათუმი, პუშკინის ქN35 მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ი----- ც-–--–---მ ხელების დარტყმით ცემა ო------------ე, რის შედეგადაც ო------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 29 ივნისს დაახლოებით 13:09 საათზე ქ.ბათუმი, პუშკინის ქN35 მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ი----- ც-–--–---მ სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმებით განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა ა---------–--------ს, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ო---- ს--------–--ის მიმართ - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
ი----- ც-–--–--ის მიმართ - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
საქმის არსებით განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გიორგი დუმბაძის, რამაზ მიქელაძის, ვალერი მაკალათიას, ავთანდილ ბერიძის, ო---- ბერიძის, ო---- ს--------–--ის, ი----- ც-–--–--ის, კ-------------ს გამოკითხვის ოქმები, ვიდეოთვალის ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო---- ს--------–--ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; ხოლო ი----- ც-–--–---მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულების ო---- ს--------–--ის და ი----- ც-–--–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ო---- ს--------–--ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილით; ხოლო ი----- ც-–--–---მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილით და სსკ-ის 118-ე მუხლის 1 ნაწილით .
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ო---- ს--------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ი----- ც-–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ი----- ც-–--–--ის და ო---- ს--------–--ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი----- ც-–--–---ს და ო---- ს--------–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ი----- ც-–--–--ის და ო---- ს--------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ო---- ს--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად - 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ო---- ს--------–--ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 30 ივნისიდან.
ო---- ს--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ ო---- ს--------–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ბრალდებული ი----- ც-–--–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
ბრალდებული ი----- ც-–--–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- ც-–--–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი----- ც-–--–---ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 30 ივნისიდან.
ი----- ც-–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დიკსზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი