გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002670672
N2/904-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.10.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე შ------- გი-------ე, გ--------------,წარმომადგენელი: მ----ა ბ----------;
მოპასუხეები: სს "მ------------------–-", მა-–---- გი-------ე,დავის საგანი:ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2018 წლის 12 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე შ-------------------ა (პ.ნ 1----------) და გ--------------- (პ.ნ 1----------) კუთვნილი ნივთები: პერსონალური კომპიუტერი: მონიტორი ,,LG" შავი სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი; ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; სერი ფერის ,,beko" ფირმის გაზქურა შავი მინის კარით; თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი", სერი ფერის ლეპტოპი Fujitsu simens" , ნაჭრის სავარძელი და დივანი, ჟურნალების მაგიდა მინის ზედაპირით;
მოსარჩელის პოზიცია:
2018 წლის 12 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა აქტი და დააყადაღა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონება. დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელეების მიერ შეძენილი, მათ შეძენაში წვლილი არ მიუძღვის მოპასუხე მა-–---- გი-------ეს. ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა უკანონოდ , შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2018 წლის 12 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელეების კუთვნილი ნივთები: პერსონალური კომპიუტერი: მონიტორი ,,LG" შავი სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი; ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; სერი ფერის ,,beko" ფირმის გაზქურა შავი მინის კარით; თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი", სერი ფერის ლეპტოპი Fujitsu simens" , ნაჭრის სავარძელი და დივანი, ჟურნალების მაგიდა მინის ზედაპირით;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მა-–---- გი-------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სცნო სრულად და სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა შესაგებელს.
2.2. მოპასუხე სს "მ------------------–-ს" წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად, ხოლო 2018 წლის 23 ოქტომბერს წარმოდგენილი N8439 განცხადებით ითხოვა საქმის განხილვა მათი მონაწილეობის გარეშე სარჩელის ცნობის საფუძვლით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოპასუხე მა-–---- გი-------ე არის მოსარჩელე შ------------------- მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება.
3.2. ქონების დაყადაღების აქტში აღწერილი ქონება შეძენილია მოსარჩელეების - შ------- და გ--------------ების მიერ და იმყოფება მათსავე მფლობელობაში, რომლებიც არ წარმოადგენენ მოპასუხე მა-–---- გი-------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება.
- მოპასუხეტა შესაგებლები;
3.3. პერსონალური კომპიუტერი მონიტორი ,,LG" შავი სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი; ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; სერი ფერის ,,beko" ფირმის გაზქურა შავი მინის კარით; თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი", სერი ფერის ლეპტოპი Fujitsu simens" , ნაჭრის სავარძელი და დივანი, ჟურნალების მაგიდა მინის ზედაპირით -შეძენილია შ------- და გ--------------ების მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებლები, სესხის ხელშეკრულება, განვადების ხელშეკრულება, ი.მ გელა ღვინიაშვილის ორდერი საქონლის გაცემის შესახებ, ნასყიდობის ხელშეკრულებები, გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია;
3.4. 2018 წლის 12 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ყადაღა დაადო შემდეგ ნივთებს: პერსონალური კომპიუტერი: მონიტორი ,,LG" შავი სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი; ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; სერი ფერის ,,beko" ფირმის გაზქურა შავი მინის კარით; თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი", სერი ფერის ლეპტოპი Fujitsu simens" , ნაჭრის სავარძელი და დივანი, ჟურნალების მაგიდა მინის ზედაპირით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 12 სექტემბრის ყადაღის აქტი;
3.5 . მოპასუხეებმა - მა-–---- გი-------ემ და სს "მ------------------–--" სარჩელი ცნეს სრული მოცულობით, რაც მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივია საფუძველია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხეთა შესაგებლები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ------- და გ--------------ების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ (საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ორივე მათგანის თანხვედრი ნების გამოვლენაა საჭირო. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს და დაეთანხმნენ მოსარჩელეების მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, მათ მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად მიიჩნევს.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 12 სექტემბრის „მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ“აქტში მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-------------------ა (პ.ნ 1----------) და გ--------------- (პ.ნ 1----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან 2018 წლის 12 სექტემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელე შ-------------------ა (პ.ნ 1----------) და გ--------------- (პ.ნ 1----------) კუთვნილი ნივთები: პერსონალური კომპიუტერი: მონიტორი ,,LG" შავი სისტემური ბლოკი, კლავიატურა, მაუსი; ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; სერი ფერის ,,beko" ფირმის გაზქურა შავი მინის კარით; თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი", სერი ფერის ლეპტოპი Fujitsu simens" , ნაჭრის სავარძელი და დივანი, ჟურნალების მაგიდა მინის ზედაპირით;
3. მოსარჩელე შ------- გი-------ესა (პ.ნ 1----------) და გ--------------ს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე - 300193150 (საგადახდო დავალება №18252378, გადახდის თარიღი 11.10.2018 წელი, გადამხდელი მა-–---- გი-------ე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი