განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002407913
1-364/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ლ--------------ძე
ბრალდებული - კ------------- გ--------–აძე
ადვოკატი - რ----------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 1-----------
ბრალდებული: კ------------- გ--------–აძე
მამის სახელი: გ-----
დაბადებული: 28.05.1977
მოქალაქეობა: ს----------–------------–-------–----–--------------------------------------------------------------------------------–---------------------–-------------------------–---–--------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 13:20 საათზე ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1 მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კ------------- გ--------–აძემ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მ------ ლ-------ას ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ძეწკვი, ორი ცალი ბავშვის ქუდი და სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ------------- გ--------–აძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ------ ლ-------ას მიადგა 158 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 13:20 საათზე ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1 მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კ------------- გ--------–აძემ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მ------ ლ-------ას ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ძეწკვი, ორი ცალი ბავშვის ქუდი და სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ------------- გ--------–აძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ------ ლ-------ას მიადგა ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება.
3. ბრალდებულმა კ------------- გ--------–აძემ თავი არ ცნო საქ. სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და განმარტა, რომ მის მიერ გატაცებული ნივთების ღირებულება არ აღემატება 150 ლარს და ბრალდების მხარის მიერ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია არასწორია თუმცა აღიარა, რომ 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 13:20 საათზე ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. N1-ის მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მ------ ლ-------ას ხელიდან გასტაცა ხელჩანთა.
4. გარდა ბრალდებულის ჩვენებისა კ------------- გ--------–აძეს დანაშაული დადგენილია დაზარალებულ მ------ ლ-------ას სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზით, რომლის თანახმად 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 13:20 საათზე ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1 მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ძეწკვი, ბავშვის ორი ქუდი და სხვადასხვა ნივთები. ოქროს ძეწკვი იყო გაწყვეტილი და ამგვარ მდგომარეობაში იდო ჩანთაში. გამტაცებლის სახე და აღნაგობა კარგად დაინახა. იგი გაიქცა შავშეთის ქუჩის მიმართულებით. მომხდარი მაშინვე შეატყობინა 112-ის სამსახურს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რომელთაც მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. მოგვიანებით მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში რა დროსაც ამოიცნო პირი ვინც გასტაცა ხელჩანთა.
5. დაზარალებულ მ------ ლ-------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება პირის ამოცნობით დადგინდა, რომ დაზარალებულმა მ------ ლ-------ამ ამოიცნო კ------------- გ--------–აძე პირი ვინც გასტაცა ხელჩანთა.
6. მოწმე მ-–-- მ-----–--ის ჩვენების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით დღის საათებში იმყოფებოდა ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1 მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ ყოფნისას დაინახა, რომ უცნობმა პირმა ახალგაზრდა გოგოს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. გამტაცებელი კარგად დაინახა და მოგვიანებით ამოიცნო იგი პოლიციაში.
7. მოწმე მ-–-- მ-----–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება პირის ამოცნობით დადგინდა, რომ მოწმე მ-–-- მ-----–--ემ ამოიცნო კ------------- გ--------–აძე პირი ვინც გაიტაცა ხელჩანთა.
8. მოწმე მ---- ა-–---------ლუს ჩვენების ანალიზიდან ირკვევა, რომ მუშაობს ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1 მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურში. 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით დღის საათებში იმყოფებოდა სამსახურში რა დროსაც დაინახა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ახალგაზრდა გოგოს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. გამტაცებელი კარგად დაინახა და მოგვიანებით ამოიცნო იგი პოლიციაში.
9. მოწმე მ---- ა-–---------ლუს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება პირის ამოცნობით დადგინდა, რომ მოწმემ ამოიცნო კ------------- გ--------–აძე პირი ვინც გაიტაცა ხელჩანთა.
10. 2018 წლის 28 მარტს ჩატარებული კ------------- გ--------–აძის პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ კ------------- გ--------–აძეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 28 მარტს 2018 წელს ქ. ბათუმში გოგიტიძის ქუჩის N53 ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე 14სთ20 წთ-დან 14სთ40 წთ-ის შუალედში. ჩხრეკის შედეგად ტანთ მოსილ ქურთუკიდან ამოღებული იქნა ოქროს ძეწკვი, რომელიც დაილუქა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ პოლიციელები მ-------- ლ----- და ი-----–- თ---------ძე. ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ზ------–---------ძის მიერ. პირად ჩხრეკას თან ახლავს ფოტო ილუსტრაცია.
11. მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ლ-----მ და ი-----–- თ---------ძემ დაადასტურეს კ------------- გ--------–აძის პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი ფაქტების რეალობა და შედეგები.
12. 2018 წლის 28 მარტს დაზარალებულ მ------ ლ-------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ნივთის ამოცნობით დადგინდა, რომ დაზარალებულმა მ------ ლ-------ამ ამოიცნო კ------------- გ--------–აძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ძეწკვი და განმარტა, რომ ეს ძეწკვი არის სწორედ ის, რომელიც ეკუთვნის მ------ ლ-------ას.
13. 2018 წლის 27 მარტს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1-ში და წარმოადგენს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიას. დათვალიერება გაგრძელდა შავშეთის ქუჩაზე, სადაც ერთერთი სახლის ღობესთან ნანახი იქნა შავი ხელჩანთა, ფუნთუშა, ბავშვის პამპერსი, სავარცხელი. ერთი ბოთლი წყალი, ბავშვის ორი ქუდი, საწოვარა, დაბადების მოწმობები გაცემული ა-–---- ლ-------ას და მ-------------ის სახელზე, პირადობის მოწმობები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტმა ბ--------------ემ, ბ----------ემ, მ------ ლ-------ამ. ოქმი შედგენილი იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ზ------–---------ძის მიერ. ოქმს თან ახლავს ფოტო ილუსტრაცია.
14. მოწმის სახით დაკითხულმა ბ--------------ემ და მ------ ლ-------ამ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი ფაქტების რეალობა და შედეგები.
15. მოწმის სახით დაკითხულმა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ზ------–---------ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მ------ ლ-------ას ნივთების ძარცვის ფაქტზე გამოძიება თვითონ აწარმოა. გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები შედგენილია მის მიერ და ოქმების შინაარსი ზუსტად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას და შედეგებს.
16. 2018 წლის 29 მარტს ჩატარებული კ------------- გ--------–აძის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ კ------------- გ--------–აძე დაკავებული იქნა 29 მარტს 2018 წელს 18 საათსა და 58 წუთზე ქ. ბათუმში ბაგრატიონის ქ. N4 - ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების რ----–-------------ის და ზ--------------ის მიერ და გადაყვანილი ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში. დაკავების ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლ რ----–-------------ემ.
17. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა რ----–-------------ემ და ზ--------------ემ დაადასტურეს ოქმის მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ აშკარა დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრისგან თვალნათლივ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, თუმცა ისე როდესაც მესაკუთრის სიცოცხლესა და ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ამგვარი მოქმედება სრულად აქვს გათვითცნობიერებული დამნაშავეს.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული კ------------- გ--------–აძე აშკარად დაეუფლა მ------ ლ-------ას ნივთებს.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
20. დაზარალებულ მ------ ლ-------ას სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზით, რომლის თანახმად 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 13:20 საათზე ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქN1 მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ძეწკვი და სხვადასხვა ნივთები. ოქროს ძეწკვი იყო გაწყვეტილი და ამგვარ მდგომარეობაში ედო ჩანთაში. გამტაცებლის სახე და აღნაგობა კარგად დაინახა, იგი გაიქცა შავშეთის ქუჩის მიმართულებით. მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა 112-ის სამსახურს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები რომელთაც მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. მოგვიანებით მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში რა დროსაც ამოიცნო პირი ვინც გასტაცა ხელჩანთა.
21. დაზარალებულ მ------ ლ-------ას ჩვენება დადასტურდა მოწმეების მ-–-- მ-----–--ის და მ---- ა-–---------ლუს ჩვენების ანალიზით.
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულ მ------ ლ-------ას კუთვნილი ნივთები ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და კ------------- გ--------–აძემ განკარგა თავის შეხედულებისამებრ.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული კ------------- გ--------–აძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------ ლ-------ა კუთვნილ ნივთებს.
ქმედება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ შეფასებული დანაშაულის კვალიფიკაცია შემდეგ გარემოებათა გამო:
25. ბრალდების მხარემ კ------------- გ--------–აძის მიერ გატაცებულ ნივთების ღირებულების დასადგენად ჩაატარა ორი საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა.
26. პირველი-ექსპერტიზის N 002485718 დასკვნით დადგენილია, რომ 1.76 გრამი ოქროს სინჯის ძეწკვის (გაწყვეტილი, 2(ორ) ერთეულად) საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 140.00 (ასორმოცი) ლარს.
27. მეორე- ექსპერტიზის N 235/ს დასკვნით დადგენილია, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთების ღირებულება შეადგენს: ხელჩანთა - 10 ლარს, ლურჯი ფერის საბავშვო ქუდი 5 ლარს, თეთრი ფერს საბავშვო ქუდი 3 ლარს, სულ ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგინა -18 (თვრამეტი) ლარი.
28. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბაქარ ქემხაძემ დაადასტურა, რომ 1.76 გრამი ოქროს სინჯის ძეწკვის (გაწყვეტილი, 2(ორ) ერთეულად) საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 140.00 (ასორმოცი) ლარს და ეს ფასი შეადგენს საშუალო ფასს და არ არის ზუსტი და კატეგორიული. იმავდროულად ექსპერტმა განმარტა, რომ მისი შეხედულებით ფასი შიძლება იყოს 5-6 ლარით მეტი ან ნაკლები. (ანუ 134 ლარიც კი).
29. იმის გათვალისწინებით, რომ საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული სასამართლო თვლის რომ 158 ლარს ზუსტ ათვლის წერტილად ნივთების ღირებულებას ვერ მიიჩნევს და ის შეიძლება იყო 150 ლარი ან მასზე ნაკლებიც.
30. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ.გაბაიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ მან განსაზღვრა ერთი ჩანთის და ორი ქუდის საერთო ღირებულება შეადგენს 18 ლარს.
31. ექსპერტიზის კვლევითი ნაწილი ბუნდოვანია და არ ასახავს ინფორმაციის წყაროს რა ინფორმაციის მიხედვით განსაზღვრა ფასი და ექსპერტი დასკვნის კვლევით ნაწილში შემოიფარგლა ორი წინადადებით, რომ მან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით დაადგინა ფასი და ასევე მოიპოვა ინტერნეტ საიტებზე ინფორმაცია.
32. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარე მხოლოდდამხოლოდ საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის შედეგები მიიჩნია ერთადერთ მტკიცებულებად, (და არა სხვა მტკიცებულებები) სწორედ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ბრალდებულმა 158 ლარის ზიანი მიაყენა დაზარალებულს. სწორედ წინამდებარე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ განსაზღვრა ბრალდების მხარემ ნივთის ღირებულება და შესაბამისად განისაზღვრა ბრალდებულის პასუხისმგებლობის (დანაშაულის კვალიფიკაციის) საკითხიც.
33. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ამგვარი მტკიცებულებას უნდა ქონდეს უტყუარი და ცალსახად დამაჯერებელი ხასიათი და სათანადო ანალიზის გარეშე, როგორც უტყუარი მტკიცებულება იგი უკრიტიკოდ ვერ მიიღება.
34. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთ, მაგრამ მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ: ექსპერტის გ. გაბაიძის მიერ საერთოდ არ შესწავლილა არც ჩანთა და არც საბავშვო ქუდები დეტალურად, თუმცა მას საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის ჩატარება დაევალა. გაუგებარია რა განსაკუთრებული და სპეციალური ცოდნა გამოიყენა ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც გამომძიებლისათვის უცხოა და სცდება გამომძიებლის ცოდნის ფარგლებს. ექსპერტს საერთოდ არ შეუსწავლია რა მატერია ჩანთის, ნატურალური ტყავია თუ ტყავის შემცვლელი, რა ქსოვილითაა შესრულებული ქუდები, ქსოვის რა მეთოდია გამოყენებული (ხელითაა შესრულებული თუ საქსოვი მანქანით), დამზადების წელი, ადგილი, შემსრულებელი ფირმა, ადგილობრივი ნაწარმია თუ არა და ა.შ. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მოიძია ინტერნეტ საიტებზე არსებული ინფორმაცია და ასე განსაზღვრა ფასი. თუმცა არც ინფორმაციის წყარო მიუთითებია, რომელ საიტზე ნახა ანალოგიური ნივთის ფასი, რაც მეტ დამაჯერებლობას შესძენდა ექსპერტიზის დასკვნას და არც ის მიუთითებია რა პარამეტრების, ინდივიდუალური ნიშნებისა და განზომილების მიხედვით მოძებნა გამოსაკვლევად წარდგენილი ჩანთისა თუ ქუდების მსგავსი ნახმარი და გაცვეთილი ჩანთისა და ქუდების ფასი.
35. სასამართლო უშვებს იმ გარემოებას, რომ არსებული პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის მიხედვით ექსპერტმა შესაძლებელია შეასრულა ზემოთ აღნიშნული მოქმედებები და სასამართლოს წინაშე დასმული კითხვებზეც მიიღო პასუხი თუმცა დეტალურად არ ასახა დასკვნის კვლევის ნაწილში.
36. იმის გათვალისწინებით, რომ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას აფასებს ერთობლიობაში ექსპერტის დაკითხვის შემდეგ იმ ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, რაც მიაწოდა ექსპერტმა სასამართლოს მისი მოწმის სახით დაკითხვის დროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ექსპერტ გაბაიძის მოწმის სახით დაკითხვის დროს მიღო სასამართლომ სრული და ამომწურავი პასუხი მის წინაშე არსებულ კითხვებზე. ექსპერტის დაკითხვის შემდეგაც ექსპერტიზის დასკვნა, ისე როგორც ექსპერტის ჩვენება დარჩა ბუნდოვანი, არა ინფორმაციული და არა დამაჯერებელი.
37. ექსპერტ ბაქარ ქემხაძის ჩვენებით დადგინდა, რომ ოქროს ნივთის ღირებულება შეიძლება იყოს როგორც 140 (ასორმოცი) ლარი ისე 134 (ასოცდათოთხმეტი) ლარიც.
38. ექსპერტმა გაბაიძემ მიუთითა, რომ ჩანთა და ქუდების ფასი შეადგენს 18 (თვრამეტ) ლარს.
39. მთლიანობაში მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს არა 158 (ასორმოცდათვრამეტ) არამედ 152 (ასორმოცდათორმეტ) ლარს.
40. ამიტომ, როდესაც სასაქონლო ექსპერტების დაკითხვის შემდეგ დგინდება, რომ სხვაობა საქ. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრის ღირებულებისგან 150 ლარისგან განსხვავდება და (სამ ნივთზე, ჩანთა და ორი ქუდი) შეადგენს 2 (ორ) ლარს, სასამართლო ხაზს უსვამს (სამ ნივთზე 2 (ორ) ლარს) და იმავდროულად როგორც ექსპერტიზის დასკვნა ისე მისი დაკითხვაც ფასის განსაზღვრის ნაწილში ბუნდოვანია, სასამართლო ვერ მიიჩნევს ამგვარ მტკიცებულებას, როგორც უტყუარს და იგი პირდაპირ მტკიცებულებად ვერ შეფასდება.
41. სასამართლო თვლის, რომ ამგვარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მიხედვით ცალსახად დამაჯერებელი უნდა იყოს და არ ტოვებდეს ეჭვს მისი სანდოობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ანალიზის მიხედვით სასამართლო თვლის: არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ კ------------- გ--------–აძის ქმედებით დაზარალებულმა განიცადა 150 ლარზე ზევით ზიანი, რის გამოც ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და კ------------- გ--------–აძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
სამართლებრივი შეფასება:
42. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------------- გ--------–აძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით - ჩაიდინა დანაშაული - ძარცვა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
43. კ------------- გ--------–აძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
44. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას
45. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ------------- გ--------–აძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
კ------------- გ--------–აძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე .
კ------------- გ--------–აძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 03 თვის ვადით.
კ------------- გ--------–აძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კ------------- გ--------–აძის სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, შავი ფერის ქალის ხელჩანთა, ორი ცალი ქაღალდის ხელსახოცი, 1 ცალი ფუნთუშა, იასამინისფერი სავარცხელი, 1 ბოთლი წყალი ბაკურიანი, ორი ცალი ბავშვის ქუდი, ბავშვის საწოვარა, ა-–---- ლ-------ას დაბადების მოწმობა, მ-------------ის დაბადების მოწმობა, მ-------------ის დაბადების მოწმობა, ერთი ცალი ავტობუსის ბილეთი, ბავშვის სამშობიარო სახლის სამაჯურები, 7 ცალი შემოსავლის და გასავლის ცარიელი ფურცლები, 1 ცალი ყვითელი ფერის ფურცელი- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თითის კვლები - განადგურდეს.
1 ცალი მამაკაცის მზის სათვალე, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათებით, 2 ცალი 1 ლარიანი მონეტამ 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 8 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი ბინის გასაღები თავისი რგოლით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი