გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210017002205223
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34309-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე: შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ა'';

წარმომადგენლები: მ-------------–---–ი, გ---–------–--ე;

მოპასუხე: ს----------–-----------–-----------------;

წარმომადგენელი: ჯ----–-----------–ი;

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს----------–-----------–-----------------ს მოსარჩელე შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1 372 485.84 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს----------–-----------–-----------------ს ინფრასტრუქტურის N3 რეგიონალური ბაზა წარმოადგენს შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' აბონენტს 2012 წლის ოქტომბრიდან. აღნიშნული აბონენტი მოიხმარს როგორც სასმელ წყალს, ასევე სარგებლობს წყალარინების ქსელით. 2012 წლის 12 აპრილს შეიცვალა არსებული მრიცხველი და დაილუქა ახალი აღრიცხვის კვანძი, მრიცხველის ნომრით 000392. მრიცხველზე მითითებული იყო კოეფიციენტი X10, რაც გულისხმობს, რომ მრიცხველზე აღნიშნული ჩვენება უნდა გამრავლდეს 10-ზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს დარიცხვა. თუმცა განწესის შევსების დროს დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 2012 წლის 12 აპრილის N1001805 განწესში, კოეფიციენტის გრაფაში მითითებულ იქნა ციფრი 1 და არა 10, რაც ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის აპრილიდან 2014 წლის 3 ოქტომბრამდე აბონენტს N3048007 წყლის მოხმარებისა და წყალარინების ქსელის სარგებლობის თანხა ერიცხებოდა მრიცხველზე უშუალოდ მითითებული ჩვენების მიხედვით და არ მრავლდებოდა 10-ზე.

2014 წლის 3 ოქტომბერს, კომპანიის შესაბამისი წარმომადგენლების მიერ შედგა აღრიცხვის კვანძის დალუქვის და მოხსნის აქტი N091753, რომლის შესაბამისად, მრიცხველი დაილუქა განმეორებით დარიცხვის კოეფიციენტის დაზუსტების გამო. აღნიშნულის შემდეგ, ს----------–-----------–-----------------ს ინფრასტრუქტურის N3 რეგიონალური ბაზის მიმართ განხორციელდა დარიცხვა 1 372 485.84 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრებულ იქნა ს----------–-----------–-----------------ს მიერ ჯერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ს----------–-----------–-----------------ს მოთხოვნას წარმოადგენდა 1 372 485.84 ლარის დარიცხვის გაუქმება. თუმცა როგორც სემეკის, ასევე სასამართლოს მიერ დარიცხვა დარჩა ძალაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ს----------–-----------–-----------------ს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე შესულია კანონიერ ძალაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 31 ოქტომბერს ს----------–-----------–-----------------ს გაეგზავნა წერილი არსებული დავალიანების მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე დაფარვის თხოვნით. 2017 წლის 9 ნოემბერს სამინისტროდან მიღებულ იქნა პასუხი, რომლის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ სამინისტრო აღიარებს დავალიანების არსებობას, თუმცა მოკლებულია ანაზღაურების შესაძლებლობას მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს დავალიანების თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულობის გამო უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს ს----------–-----------–-----------------ს ინფრასტრუქტურის N3 რეგიონალურ ბაზას შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' მიერ დაერიცხა 1372 485.84 ლარი, როგორც მომხარებული სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელით სარგებლობის საფასური.

 

3.1.2. დადგენილია, რომ აღნიშნული დარიცხვის გაუქმებასთან დაკავშირებით ს----------–-----------–-----------------ს 2014 წლის 14 ნოემბრის საჩივარი არ დააკმაყოფილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ. კერძოდ, სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ს----------–-----------–-----------------ს მოთხოვნა წყლის საფასურად 1 372 485.84 ლარის დარიცხვის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 29 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ს----------–-----------–-----------------ს მოთხოვნა შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' დარიცხვის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

3.1.4. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 3 მაისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა ს----------–-----------–-----------------ს მიერ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოსსამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ოქტომბერს ს----------–-----------–-----------------ს გაეგზავნა წერილი N13793/1 არსებული დავალიანების მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე დაფარვის მოთხოვნით.

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს კომპანიამ მიიღო ს----------–-----------–-----------------ს პასუხი, რომლითაც იგი მიუთითებს მასზედ, რომ 2014 წლის სასმელი წყლის მოხმარებისა და წყალარინების ქსელით სარგებლობისათვის დარიცხული გადასახადი (1 372 485.84 ლარი) ს----------–-----------–-----------------ს 2017 წლის ბიუჯეტი არ არის გათვალისწინებული. ასევე მიუთითებს მხარეს, რომ დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის საშუალებით (იხ.ს.ფ.38).

 

3.1.7. მხარის მიერ სარჩელი დავალიანების დაკისრების მოთხოვნით მოპასუხე მხარის მიმართ სასამართლოში წარმოდგენილია - 2017 წლის 7 დეკემბერს (იხ.ს.ფ. 1).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 3 ოქტომბრის დარიცხვის აქტი (ს.ფ.15-17).

- სემეკის 2015 წლის 12 თებერვლის N7/17 გადაწყვეტილება (ს.ფ.18-21).

- 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.22-27).

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განჩინება (ს.ფ.28-36).

- მხარეთა მიმოწერა (ს.ფ. 37-38).

- მხარეთა ახსნა-განმარტება, იხ. სარჩელი, შესაგებელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობას უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 3 ოქტომბრის დარიცხვის აქტის კანონიერება თავდაპირველად შემოწმდა სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის მიერ მოპასუხე მხარის 2014 წლის 14 ნოემბრის საჩივრის საფუძველზე. სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით კი ს----------–-----------–-----------------ს მოთხოვნა წყლის საფასურად 1 372 485.84 ლარის დარიცხვის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

ამის შემდგომ, 2014 წლის 3 ოქტომბრის დარიცხვის აქტის კანონიერების შემოწმება განხორციელდა სასამართლოების მიერ, კერძოდ, 2015 წლის 29 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ს----------–-----------–-----------------ს მოთხოვნა შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' დარიცხვის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ხოლო 2017 წლის 3 მაისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა ს----------–-----------–-----------------ს მიერ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. სარჩელი დავალიანების დაკისრების მოთხოვნით მოპასუხე მხარის მიმართ კი სასამართლოში წარმოდგენილია - 2017 წლის 7 დეკემბერს (იხ.ს.ფ. 1). - ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული თარიღებიდან ყველაზე ადრე თარიღიდან - 2015 წლის 12 თებერვლის შემდგომაც კი არა არის გასული 3 წლიანი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა, როდესაც უკვე შეეძლო კრედიტორს განეხორციელებინა მოქმედება, კერძოდ, თავისი უფლებების დასაცავად სარჩელის წარდგენა სასამართლოში, რამდენადაც, მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა - 2017 წლის 7 დეკემბერს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 323-ე, 327-ე, 477-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე, 477-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი ფორმით დადებული გარიგება შემძენს აკისრებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

სა---------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ''სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების'' 3.1. პუნქტის შესაბამისად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიასა და აბონენტს შორის არ გაფორმებულა წერილობითი ხელშეკრულება, რასაც ასევე ითვალისწინებს წესები, კერძოდ, 4.12 პუნქტის შესაბამისად, აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა არ გამორიცხავს მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას ზეპირი ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს ორმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობა, ამასთან, დავალიანების არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, მას ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს ის დავალიანება, რაც წარმოიშვა ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად (იხ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები).

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანხმად, აბონენტს ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს ნასყიდობის, ანუ მოხმარებული წყლის საფასური იმ შემთხვევაში თუ მიიღებს ნასყიდობის საგანს. ვინაიდან კომპანიამ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება, რაც მისი მხრიდან გამოიხატა წყლის მიწოდებაში, შესაბამისად, მოპასუხე მხარესაც თავის მხრივ ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის სახით მოპასუხისათვის - 1 372 485.84 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ს----------–-----------–-----------------ს შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1 372 485.84 ლარის გადახდა.

3. ს----------–-----------–-----------------ს შპს ''ს----------–-------------------–--–---–----------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი