გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
130210018002491164
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

13021001-002491164

2-642-1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 ოქტომბერი, 201- წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი, ქეთევან ბარბაქაძე

პირვანდელი სარჩელი:

მოსარჩელე ა------------–-ძე

წარმომადგენელი ნ-----–-------ია

მოპასუხე ნ---------------–-ძე

წარმომადგენელი ქე-------------–-ძე

დავის საგანი დანახარჯის ანაზღაურება

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე ნ---------------–-ძე

მოპასუხეები ჯ------–----------------------------–-ძეები, ნ-----–-------ია

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. პირვანდელი სარჩელი აღძრული იყო ა----------------------------–----------–--ეების მიერ. საქმის განხილვისას, ვ-----------------------–----------–-ძეებმა უარი თქვეს სარჩელზე (იხ.201- წლის 1- სექტემბრის სხდომის ოქმი: 16:07:45-16:08:00). ა------------–-ძე მოითხოვს ნ-----------------–-ძეს გადახდეს მის სასარგებლოდ 59 800 ლარი, რითიც ნ---------------–-ძე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, (იხ. დაზუსტებული სარჩელი. ტ.4. ს.ფ.1--31, 201- წლის 1- სექტემბრის სხდომის ოქმი: 15:42:20-15:51:30);

პირვანდელი სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: ა------------–-ძე 2003 წლიდან ცხოვრობს ბინაში, რომელიც არავისი საკუთრება იყო და შემდეგ, 2014 წელს, მასზე საკუთრების უფლება ნ---------------–-ძემ მოიპოვა. კორპუსსა და ბინაში საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მის მიერ გაწეული ხარჯი, აუდიტის დასკვნის თანახმად, 65 500 ლარია, 2004 წელს კი, როდესაც ფართის ფლობას შეუდგა, 5 700 ლარი იყო, შესაბამისად, მისი გაუმჯობესების ხარჯი 59 800 ლარი ნ---------------–-ძემ უნდა აუნაზღაუროს;

1.2. ნ---------------–-ძე, შეგებებული სარჩელით, ითხოვს მოპასუხეებს გადახდეთ მის სასარგებლოდ, ზიანის ასანაზღაურებლად, 12 800 ლარი, - თანხა, რასაც მიიღებდა ბინის გაქირავებით, 2014 წლის თებერვლიდან, - როდესაც საკუთრების უფლება დაირეგისტრირა უძრავ ნივთზე, რადგან მოპასუხეები საქმის აღძვრის დროსაც - 2016 წლის ოქტომბერში (32 თვე), უკანონოდ სარგებლობდნენ მისი ბინით.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ნ---------------–-ძემ სარჩელი არ ცნო. აღნიშნავს, რომ როდესაც ბინა უკანონოდ დაიკავეს მოსარჩელეებმა, მაშინდელი მესაკუთრის ,,გვირაბმშენის“ და პოლიციის მიერ გაფრთხილებული იყვნენ, რომ არ ეწარმოებინათ რაიმე სახის სამუშაოები. თუ, მიუხედავად გაფრთხილებისა რაიმე ხარჯი გასწიეს ბინაზე, მისი ანაზღაურების ვალდებულება არ აქვს.

2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნეს ჯ------–----------------------------–-ძეებმა და ნ-----–-------იამ. აღნიშნავენ, რომ ნ---------------–-ძეს ბინა უკანონოდ გადაეცა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ.თ---–--ში, ზ--------------------------------ში, 2---ე კორპუსის პირველი სადარბაზოს მ--------აზე, 2014 წლის 26 თებერვლიდან, დარეგისტრირებულია ნ---------------–-ძის საკუთრების უფლება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 88-89)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. სადავო ბინაში, მოპასუხეები ცხოვრობენ 2004 წლიდან რამოდენიმე თვით, იმჟამინდელი მესაკუთრე ,,მეტრომშენის“ მოთხოვნით, გამოსახლებული იყვნენ. 2007 წელს, ისევ დაბრუნდნენ ცხოვრობდნენ ნ---------------–-ძის ბინაში. სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეების უკანონო სარგებლობიდან გამოთხოვილია სადავო ბინა. მოპასუხეები გამოსახლებული არიან სადავო ბინიდან, თუმცა, მათი ნივთები ისევ ნ---------------–-ძის ბინაში აწყვია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 229-232);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნ---------------–-ძის შესაგებელი (ტ.1. ს.ფ.142-151);

3.1.3. 1994 წელს დაბადებული ა------------–-ძე, 2007 წლიდან, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ტ.1.ს.ფ.35; ტ.4. ს.ფ.32);

3.1.4. ,,თბილმეტრომშენის“ (ყოფილი ,,გვირაბმშენი“) საბინაო კომისიის 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, თ---–--ში, ზ----------------------------------ნის 2---ე კორპუსში მდებარე მ--------ა გადაეცა ნ---------------–-ძეს, რომელიც 1982 წლიდან მუშაობდა ,,გვირაბმშენში“; ამ ნივთის მესაკუთრეები, სხავდასხვა დროს, იყვნენ: სახელმწიფო, შპს ,,გვირაბმშენი“, ქალაქ თ---–--ის თვითმმართველი ერთეული, სახელმწიფო და ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,თბილმეტრომშენის“ საბინაო კომისიის სხდომის ოქმი (ტ.1.ს.ფ.36-37);

- თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (ტ.1.ს.ფ.111-128);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. პირვანდელი მოსარჩელე აღნიშნავს, 2004 წელს, როდესაც ფართი დაიკავა, კორპუსს არ ჰქონდა სახურავი, არ იყო მიყვანილი დენი, წყალი, გაზი, კანალიზაცია, გზა, კიბის უჯრედებს არ ჰქონდათ მოაჯირები, არ იყო წვიმის წყლის სანიაღვრე არხი. ეს და სხვა, საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად საჭირო სამუშაოები, შესრულდა კორპუსში შეჭრილთა ხარჯებით. მათ შორის, მან, ამ მიზნით, გაიღო 12 960 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი და ასევე - ბინის შიდა სამუშაოებისათვის - 11 700 დოლარი, სულ - 24 660 დოლარი;

ამ გარემოების დასადასტურებლად, წარმოადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა (ტ.1.ს.ფ.19-20), რომელიც ეყრდნობა შემკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების შესახებ და მასში აღნიშნულია, რომ ნ---------------–-ძის ბინის კარკასის ღირებულება იყო 8000 დოლარი. ბინაში შესრულდა 11 700 დოლარის შიდა სამუშაოები, საცხოვრებელ კორპუსზე 27 ოჯახის მიერ გაწეული ხარჯია 350 000 დოლარი, რაც 27-მა ოჯახმა თანაბრად გაიყო და შესაბამისად, მოსარჩელემ დახარჯა 12 960 დოლარი;

საქმის განხილვისას, წარმოდგენილია ასევე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ზღვის უბნის ორ, 2---ე (სადაც ნ---------------–-ძის ბინა მდებარეობს) და 205-ე კორპუსებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, არის 620 407.11 ლარი;

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბინაში რემონტის გასაკეთებლად ხარჯი გაიღო ოჯახმა - გადაიხადა ფული, რომელიც ა------------–-ძესაც ეკუთვნოდა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პირვანდელი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა მოსარჩელის მიერ ნ---------------–-ძის ქონებაზე ხარჯების გაწევა, ბინის მესაკუთრის უსაფუძვლო გამდიდრება;

ნ---------------–-ძის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - მისი სამართლებრივი სიკეთე მოპასუხეებმა ხელყვეს - მისი თანხმობის გარეშე საცხოვრებელი ბინით სარგებლობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 164-ე მუხლი, 982-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება.

პირვანდელი მოსარჩელე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ბრალეულად ფლობს ნ---------------–-ძის საკუთრებას - დადგენილია, რომ მასთან მიდიოდნენ, ფართის გათავისუფლებას თხოვდნენ, გამოასახლეს კიდევაც 2007 წელს, მაგრამ ისევ დაბრუნდა, უკვე 2014 წელს, ნ---------------–-ძემ მოსთხოვა ფართის გათავისუფლება, სასამართლომ დააკმაყოფილა ნ---------------–-ძის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის შესახებ;

არაკეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მოითხოვოს, თუ ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ნ---------------–-ძის გამდიდრება მოჰყვა შედეგად;

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რემონტს, ოჯახი აკეთებდა. ა------------–-ძე ეხმარებოდა ოჯახს, - მუშებს აჭმევდა, ნაგავი გაჰქონდა (იხ.201- წლის 1- სექტემბრის სხდომის ოქმი: 17:30:08-17:34:25);

არაფრით დასტურდება, რომ ბინის რემონტი 1994 წელს დაბადებულმა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა ა------------–-ძემ გააკეთა, რომელიც, სარჩელში აღნიშნულ ბინაში შესახლებისას, 10 წლის იყო და სრულწლოვანი 2012 წელს გახდა, მისი წარმომადგენლის განმარტებით, მნიშვნელოვანი სამუშაოები 2009-2012 წლებში შეასრულეს (იხ. 201- წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი: 12:37:20-12:37-30);

აუდიტორის და ექსპერტიზის დასკვნები შემკვეთის ინფორმაციას ეყრდნობიან იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები ჩატარდა. ისინი ამ სამუშაოების ვინმეს მიერ ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არიან;

გარდა ამისა, აუდიტორის დასკვნის თანახმად, კორპუსის დღევანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის გაღებული ხარჯი 12 960 ლარი თანაბრად გაიყო იქ მცხოვრებმა 27-მა ოჯახმა, რაც წინააღმდეგობაშია მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებასთან, რომლის თანახმად, ამ მიზნით, ფულს, ოჯახები, დაკავებული ფართის მიხედვით იხდიდნენ და არა - ყველა თანაბრად (იხ.201- წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი: 13:01:15-13:01:58);

თუნდაც იყოს სამუშაოები შესრულებული, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, ოჯახის მიერ, ეს გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის, რადგან ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის ნ-----–-------იას, რომელიც მოპასუხეა შეგებებულ სარჩელზე, მოთხოვნა არ დაუყენებიათ და მოსარჩელისათვის არც მათი სახელით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება მიუნიჭებიათ;

პირვანდელ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ნ---------------–-ძეს ბინა უკანონოდ გადაეცა. გარდა ამისა, მას ზიანი არ განუცდია, პირიქით - სარგებელი ნახა სხვის მიერ ბინისა და ტერიტორიის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანით.

ბინაზე, სადაც პირვანდელი მოსარჩელე ცხოვრობს, რეგისტრირებულია ნ---------------–-ძის საკუთრების უფლება. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ნ-----–-------იას სარჩელი, რომლითაც ითხოვდა ნ---------------–-ძისათვის სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ამ ბინაზე ნ---------------–-ძის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობას (ტ.1.ს.ფ.235-252);

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტი და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა კანონიერია (ტ.1.ს.ფ.250);

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ---------------–-ძის სარჩელი და ზ--------------------------------ის 2---ე კორპუსში მდებარე მ--------ა გამოთხოვილი იქნა უკანონო მფლობელობიდან. გადაწყვეტილებაში, სხვებთან ერთად, მოპასუხეებად ნ-----–-------ია, ანა და ჯამბულ ს--------–-ძეებიც არიან აღნიშნული (ტ.1.ს.ფ.154-157);

ნ---------------–-ძე იმ ბინის მესაკუთრეა, რომელშიც მოპასუხეები ცხოვრობენ და მისი სამართლებრივი სიკეთის თანხმობის გარეშე ხელყოფით მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება აქვს;

,,თბილგვირაბმშენის“ შემდეგ - ,,თბილმეტრომშენის“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურების ურთიერთისადმი მიმართვებით, პოლიციის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ოქმებით (ტ.1.ს.ფ.212-221, 224) ქ.თ---–--ის მერიის ზ--------------------------------ის კორპუსებში (მათ შორის 2---ე კორპუსში, სადაც ნ---------------–-ძის ბინა მდებარეობს) მმართველობისადმი მიმართვით (ს.ფ.228) დადგენილია, რომ ამ კორპუსების მესაკუთრეებსა და იქ შეჭრილ მობინადრეთა შორის 2005 წლიდან მიმდინარეობდა დავა დაკავებული ფართის გათავისუფლების შესახებ. მათ აფრთხილებდნენ, რომ სარემონტო სამუშაოები არ ეწარმოებინათ, მათთვის ფართების დაკანონება არ მოხდებოდა;

ეს მტკიცებულებები და თ---–--ის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები ადასტურებენ, რომ მოპასუხეები არაკეთილსინდისიერი მფლობელები არიან;

6.2 სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

ნ---------------–-ძემ ბინის, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობის გამო, დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმა მას უფლებას აძლევს ამოიღოს ეს ქონება მათგან.

ჯამბულ, ანა და ვიქტორია ს--------–-ძეებმა უნდა დააბრუნონ მიღებული სარგებელი - სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რაც შეუძლებელია, რადგან, ამ შემთხვევაში „მიღებული სარგებელი“ არის ამ ფართით სარგებლობა.

,,იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემომითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა შეიძლება, გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი ბინის ქირის ოდენობით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის Nას-472-448-13 განჩინება);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

პირვანდელმა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ნ---------------–-ძის ბინაზე ხარჯები გასწია, რამაც მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვია - ბინაში არასრულწლოვანი ბავშვის ცხოვრების ფაქტი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბინის რემონტისათვის ხარჯი მან გაიღო - როგორც ა------------–-ძის წარმომადგენელმა მიუთითა (იხ.201- წლის 1- სექტემბრის სხდომის ოქმი: 17:43:20-17:47:30);

გარდა ამისა, დადგენილია, რომ სარჩელში აღნიშნული ბინის მესაკუთრე იმ დროს, როდესაც, სარჩელის მიხედვით, იქ რემონტი გააკეთა, ნ---------------–-ძე არ ყოფილა, ის მესაკუთრე 2014 წლის თებერვალში გახდა და დაიწყო დავა მოპასუხეთა გამოსახლების მიზნით;

ამდენად, პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს;

ნ---------------–-ძეს ზიანის ოდენობის დასადგენად წარმოდგენილი აქვს აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, 2014 წლის თებერვლიდან - როდესაც მან საკუთრების უფლება დაირეგისტრირა და მოპასუხეებს ბინის გათავისუფლება მოსთხოვა, 2016 წლის ოქტომბრამდე, როდესაც სასამართლოს მომართა სარჩელით, ბინის გაქირავების შემთხვევაში 12 800 ლარის შემოსავალს მიიღებდა (ტ.1.ს.ფ.253-254);

დასკვნის მიხედვით, ნ---------------–-ძე, ს--------–-ძეების უკანონო მფლობელობაში არსებული ბინის გაქირავებით, მიიღებდა შემოსავალს თვეში 4 00 ლარს.

საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, გაზიარებული უნდა იქნეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

მოცემულ შემთხვევაში, პირვანდელი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შესაბამისად, ჯამბულ, ვიქტორია და ა------------–-ძეებს, ნ---------------–-ძის სასარგებლოდ, უნდა გადახდეთ მის მიერ გაღებული ხარჯები.

ნ---------------–-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 384 ლარი (ტ.1.ს.ფ.257), 150 ლარი - აუდიტორისათვის - დასკვნის მოსამზადებლად (ტ.1.ს.ფ. 255) და 300 ლარი - წარმომადგენლის დახმარებისათვის (ტ.1.ს.ფ.256).

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მას უნდა მიეკუთვნოს სახელმწიფო ბაჟი ნახევარი - 384 ლარი, აუდიტორისათვის გადახდილი 150 ლარი და საქმის სირთულის და დაკმაყოფილებული სარჩელის ფასის გათვალისწინებით - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ამ საქმეზე მიღებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, დაკმაყოფილდა პირვანდელი მოსარჩელეების განცხადება და ნ---------------–-ძეს აეკრძალა უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

არ დაკმაყოფილდა რა პირვანდელი სარჩელი, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991 , 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------------–-ძის სარჩელი ნ---------------–-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. ნ---------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს: ჯ------–----------------------------–-ძეებს და ნ-----–-------იას სოლიდარულად გადახდეთ ნ---------------–-ძის სასარგებლოდ 12 800 (თორმეტი ათას რვაასი) ლარი.

3. გაუქმდეს ამ საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ნ---------------–-ძისათვის ქ.თ---–--ში, ზ--------------------------------ს 2---ე კორპუსში (საიდენტიფიკაციო კოდი 0---------------) მდებარე N1- ბინის გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

4. ჯ------–----------------------------–-ძეებს და ნ-----–-------იას სოლიდარულად გადახდეთ ნ---------------–-ძის სასარგებლოდ 384 ( სამას ოთხმოცდაოთხი) ლარი - მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა, ასევე - აუდიტორისათვის გადახდილი თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და 100 (ასი) ლარი - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზირი № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა რამიშვილი