განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2797-18
#008060518012
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ნათია თათიაშვილის,ადვოკატ ვახტანგ ჩიკვაიძის,ბრალდებულ ვახტანგ ჩიგოგიძის მონაწილეობით,საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ვახტანგ ჩიგოგიძის (პირადი #37001006837) - დაბადებულის 1983 წლის 15 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, აკ.წერეთლის გამზირი, კორპუსი #117ა, ბინა #106-ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის შუამდგომლობის თანახმად, ვახტანგ ჩიგოგიძემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვახტანგ ჩიგოგიძემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და, თბილისში, აკ.წერეთლის გამზირ #113-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, უკანონოდ ინახავდა 0,07603 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს‘‘, რაც 2018 წლის 6 მაისს, 18:45 საათიდან 19:55 საათამდე პერიოდში, ამავე ტერიტორიაზე ჩატარებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, ,,ნისანის‘‘ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი: WW-574-WM) ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2018 წლის 18 მაისს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და ვახტანგ ჩიგოგიძეს ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ვახტანგ ჩიგოგიძემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადვოკატისგან იურიდული კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილსა და ბრალდებულ ვახტანგ ჩიგოგიძეს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) 2018 წლის 27 სექტემბერს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან. აღნიშნული შეთანხმება და შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილ იქნა იმავე დღეს.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან. ბრალდებულს, ასევე, განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს მის ნასამართლობას და, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვახტანგ ჩიგოგიძე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა ნათია თათიაშვილმა, ბრალდებულმა ვახტანგ ჩიგოგიძემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვახტანგ ჩიკვაიძემ.
სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
წარმოდგენილი მტკიცებულებები - ბრალდებულ ვახტანგ ჩიგოგიძისა და მოწმეების: ზურაბ ხურციძის, გიორგი გველესიანისა და გიორგი ბოლქვაძის გამოკითხვის ოქმები, ვახტანგ ჩიგოგიძის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის #1092/სქ-#1327/ქრ დასკვნა საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა ვახტანგ ჩიგოგიძემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო, ბრალდებულის პიროვნების და მისი ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ამასთან, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს. ვახტანგ ჩიგოგიძისთვის, ასევე, ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ბრალდებულ ვახტანგ ჩიგოგიძესა და თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილს შორის 2018 წლის 27 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ვახტანგ ჩიგოგიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ვახტანგ ჩიგოგიძის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვახტანგ ჩიგოგიძეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ვახტანგ ჩიგოგიძეს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის #12/7836 განჩინებით ვახტანგ ჩიგოგიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით 34.06.48.260) დადებული ყადაღა.
ვახტანგ ჩიგოგიძეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები, თეთრი კრისტალური ნივთიერება, შპრიცი, მინის ფლაკონი, მინის ამპულა და ბამბის ტამპონები განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე