გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „შ---------“
წარმომადგენელი - ნო------------–---–-
მოპასუხე - შპს „მ---–ი“, გ-------------–---–ი
წარმომადგენელი - გი-----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „მ---–ს“ და გ-------------–---–ს შპს „შ---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 276 700 ლარის გადახდა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შედეგად, მოსარჩელე ითხოვს N2 შენობის ღირებულების 64 800 ლარის სოლიდარულად დაკისრებას მოპასუხეთათვის.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2--- წლის 2---------, შპს „შ---------ს“ და შპს „მ---–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკ-რულების საგანი და პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა დამკვეთის საკუთრებაში არსებული N1, N2, N3, N4 და N5 შენობების დემონტაჟი. 2.2. მუხლით დადგინდა, რომ N2 შენობის ძირითადი ნაწილის დატვირთვა და ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას (ტრანსპორტირების მანძილი არ უნდა ყოფილიყო 25 კილომეტრეზე მეტი). 2.3 მუხლის თანახმად, შემსრულებელი მიიღებდა საკუთრების უფლებას იმ მეორად მასალაზე, რომელიც შენობის დემონტაჟის შედეგად იქნებოდა მიღებული. 2.4. მუხლის თანახმად, კი, დემონტაჟის შემდეგ შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთის ტერიტორია მოესუფთავებინა და გაეტანა შენობის დემონტაჟიდან დარჩენილი სამშენებლო ნარჩენები.
ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა მომსახურების ფასი და მისი გადახდის პირობები, კერძოდ, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 50000 ლარი, რომლის ანაზღაურება დამკვეთის მიერ მოხდებოდა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალის შემსრულებლისათვის გადაცემის გზით.
2--- წლის 2--------- საპროექტო - სამშენებლო კვლევითი ჯგუფი შპს „ლ--–---“-ს მიერ გ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურთან შეთანხმებით, დამტკიცდა ხელშეკრულებაში მითითებულ ობიექტზე დემონტაჟის ორგანიზების პროექტი.
მოსარჩელის განმარტებით, დამკვეთმა შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შემსრულებელს გადასცა საკუთრების უფლება დემონტაჟის შედეგად არსებულ სამშენებლო მასალაზე, ხოლო შემსრულებლის - შპს „მ---–ი“-ს მიერ დამკვეთის - შპს „შ---------“-ს მიმართ არ იქნა შესრულებული 2--- წლის 2---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი ზემოაღნიშნული პირობა. კერძოდ, შპს „მ---–მა“ განახორციელა რა შპს „შავნავადას“ საკუთრებაში არსებულ N 1, N 2, N 3, N4 და N5 შენობების დემონტაჟი, არ მოახდინა N2 შენობის სამშენებლო მასალის ძირითადი ნაწილის დატვირთვა და ტრანსპორტირება შემკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე, რაც ხელშეკრულების ძირითად პირობას წარმოადგენდა. აღნიშნულის საწინა-აღმდეგოდ, შემსრულებელმა მთლიანად მოახდინა დემონტაჟირებული მეორადი მასალის რეალიზაცია. რაც შეეხება დემონტაჟის შემდეგ ნარჩენების გატანას, არც ეს პირობა იქნა შესრულებული შემსრულებლის მიერ, მას შენობის დემონტაჟიდან დარჩენილი ნაგავი არ გაუტანია დამკვეთის ტერიტორიიდან. აღნიშნული ტერიტორიის გასუფთავება სხვადასხვა ტექნიკით მოუწია შპს „შ---------ს“, რაზედაც მოუწია სოლიდური თანხის გადახდა.
ამდენად, შპს „მ---–ი“-ს მიერ დარღვეულ იქნა შპს „შ---------სთან“ დადებული 2--- წლის 2---------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. შპს „მ---–ი“-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ზიანი მიადგა შპს „შ---------ს“ 276 700 ლარის ოდენობით. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 23 მ------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი გ---------- რაიონის სოფელ თ--–---–- მდებარე გადასა-ხადის გადამხდელის - შპს „შ---------“-ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2--- წლის 20 მ------- მდგომარეობის საორიენტაციოდ შეადგენდა 276 700 ლარს, ხოლო #2 შენობის - 64 800 ლარს, რაც წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას.
შპს „მ---–ი“-ს იმჟამინდელი დირექტორი გ-------------–---–ი ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელ პირს. სადავო უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა დირექტორმა გამოიყენა პირადი მიზნებისათვის. კერძოდ, მიღებული თანხიდან, 2--- წლის 20 აპრილს, შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, მ--–------ას შესახვევი N5, მისი აღნიშნული ქმედება თანხვედრაშია ვალდებულების შეუსრულებლობის დროსთან, რაც ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლით გათვალისწინებული დირექტორის კეთილსინდისიერების პრინციპს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტებულია, რომ შპს „შ---------“-ს ზიანი არ მიადგა, მისთვის ცნობილი იყო ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული თანხის თაობაზე, რაც დასტურდება ხელწერილით. თანხის ძირითადი ნაწილი ინახება შპს „შ---------“-ს დირექტორის მეუღლე - რა-------------------ნ. გ-------------–---–ს 276 000 ლარი არ მიუღია და ეს არის მოსარჩელის ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც არის გამაგრებული ექსპერტიზის დასკვნით, სადაც შეფასებულია ხუთივე შენობის ღირებულება, მაშინ როდესაც დემონტაჟი განხორ-ციელდა ოთხი შენობის და ასევე დამატებული აქვს მიწის ღირებულება, რომელსაც ბუნებრივია მოპასუხე ვერ გაყიდდა.
მოპასუხის განმარტებით, ერთი შენობის დემონტაჟი საერთოდ არ განხორციელებულა და ის დამკვეთმა გაასხვისა. სადავო შენობები არც ეკუთვნოდა მოსარჩელე მხარეს რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის შესაბამისად, სწორედ ხელშეკ-რულების დადების მომენტში მოსარჩელეს სადაო ქონება თავისი შენობა - ნაგებობებით აქვს გასხვისებული, შესაბამისად ბუნებრივია ის ვერანაირ ზიანს მიიღებდა.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია მთლიანი ქონების ღირებულება 2--- წლის 20 მ------- მდგომარეობით. ამასთან, შეფასებულია ხუთი შენობა, სინამდვილეში დემონტაჟი განხორციელდა ოთხი შენობის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2--------- შპს „შ---------“-ს და შპს „მ---–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებით, შპს „მ---–ს“ უნდა შეესრულებინა დამკვეთის საკუთრებაში არსებული N1, N2, N3, N4, N5 შენობების დემონტაჟი, უნდა განეხორ-ციელებინა N2 შენობის ძირითადი ნაწილის დატვირთვა და ტრანსპორტირება დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას (ტრანსპორტირების მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 25 კილომეტრს). შემსრულებელი მიიღებდა საკუთრების უფლებას იმ მეორად მასალაზე, რომელიც შენობის დემონტაჟის შედეგად იქნებოდა მიღებული. დემონტაჟის შედეგად დამკვეთის ტერიტორიის მოსუფთავება და შენობების დემონტაჟიდან დარჩენილი სამშენებლო ნარჩენების გატანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ 23 - 25)
3.1.2. 2--- წლის 2---------- ხელშეკრულებით მომსახურების ღირებულება განი-საზღვრა 50 000 ლარით, რომლის ანაზღაურება დამკვეთის მიერ მოხდება დემონ-ტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალის შემსრულებლისათვის გადაცემის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ 23 - 25)
3.1.3. შპს „მ---–მა“ განახორციელა N1, N2, N3, N4, N5 შენობების დემონტაჟი და უზრუნველყო ნარჩენი მასალის გატანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „მ---–მა“ განახორციელა N2 შენობის დემონტაჟი, დემონტაჟის შედეგად ნარჩენი მასალის ღირებულება შეადგენს 17975 ლარს, რომელიც მოსარჩელე მხარეს არ გადასცემია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძ-ველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამარ-თლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-20--).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის დემონტაჟის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების დადების ფაქტი. მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში სადაოს წარმოადგენს მხოლოდ N2 შენობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მტკიცებით შპს „მ---–მა“ განახორციელა N2 შენობის დემონტაჟი და მიისაკუთრა დემონტაჟის შედეგად არსებული ნარჩენი მასალის ღირებულება. შპს „მ---–ი“-ს განმარტებით, კი კომპანიამ უზრუნველყო მხოლოდ ოთხი შენობის დემონტაჟი.
შპს „შ---------მ“ N2 შენობა - ნაგებობის მთლიანი საბაზრო ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე დაყრდნობით განსაზღვრა 64 800 ლარის ოდენობით. შპს „მ---–მა“ თავის მხრივ წარმოადგინა აუდი-ტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტი“-ს დასკვნა სადაც N2 შენობის დემონტაჟის შედეგად ნარჩენი მასალის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრულია 17 975 ლარი.
ამდენად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შემსრულებელს ავალდებულებდა შენობის დემონტაჟს, N2 შენობის შემთხვევაში ძირითადი ნაწილის დატვირთვასა და ტრანსპორტირებას დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას. მოპასუხე მხარის მხრიდან მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ არ განუხორციელებია N2 შენობის დემონტაჟი არ წარმოადგენს აღნიშნული ფაქტის დადგენისათვის საკმარის სათანადო მტკიცებუ-ლებას. ამასთან, დემონტაჟის განხორციელების პირობებში სასამართლო ვერ გაიზია-რებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, სადაც განსაზღვრულია თავად შენობის მთლიანი საბაზრო ღირებუ-ლება და არა დემონტაჟის შედეგად ნარჩენი მასალების ღირებულება.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, N2 შენობის დემონტაჟისა და მისი დემონტაჟის შედეგად შპს „შ---------სთვის“ 17 975 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 44 - 53);
- აუდიტური კომპანია „ი-----–----------------“-ს დასკვნა (ს.ფ. 147 - 153)
3.2.2. გ-------------–---–ი არ წარმოადგენს შპს „შ---------“-ს წინაშე პასუხისმგებელ პირს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითო-ბის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესები-სათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქა-ლაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებ-ლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკი-ცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქ-ტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცე-ბულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადას-ტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათა-ნადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძ-ლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუა-ლებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებ-რივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარე-მოებები.
შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სადავო გარემოების გარემოების დადასტურების მიზნით მოსარჩელე მხარემ დირექტორის არაკეთილსინდისიერება განსაზღვრა მის მიერ უძრავი ქონების შეძენის ფაქტით.
სასამართლო განმარტავს, რომ თუკი დირექტორი სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის მხარესთან და ხელშეკრულების დადებისას არ აკეთებს განმარტებას, რომ კომპანიის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, და არც ხელშეკრულებაშია კომპანიის შესახებ ნახსენები, მაშინ ამ მხარეს უფლება აქვს პერსონალურად დირექტორის წინააღმდეგ წარადგინოს სარჩელი, თუკი კომპანია არ შეასრულებს ვალდებულებას.
ქართული კანონმდებლობით დირექტორის პირადი პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ შესაძლოა დადგეს კონკრეტულად განსაზღვრულ შემთხვევებში, მაგალითად დელიქტის გამო წარმოშობილი მოთხოვნის გამო.
ამდენად, ის ფაქტი, რომ შპს „მ---–ი“-ს დირექტორმა შეიძინა უძრავი ქონება, არ შეიძლება დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების გამო.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „შ---------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317, 327-ე, 629-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირო-ბაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდი-სიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებუ-ლია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2--- წლის 2--------- შპს „შ---------“-ს და შპს „მ---–ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მ---–მა“ იკისრა ვალდებულება მოეხდინა შპს „შ---------“-ს საკუთრებაში არსებული N1, N2, N3, N4 და N5 შენობების დემონტაჟი. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 50000 ლარით, რომლის ანაზღაურება დამკვეთის მიერ მოხდებოდა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალის შემსრულებისათვის გადაცემის გზით.
სასამართლომ დადგენილად, მიიჩნია, რომ შპს „მ---–მა“ უზრუნველყო ხუთივე შენობის დემონტაჟი, თუმცა, სრულყოფილად არ უზრუნველყო მხარეთა შორის ხელშეკრუ-ლებით გათვალისწინებული პირობის შესრულება, კერძოდ შპს „შ---------“-ს არ გადასცა მეორე შენობის დემონტაჟის შედეგად არსებული ნარჩენი მასალა.
სასამართლომ აუდიტორული კომპანია „ი-----–----------------“-ს დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ N2 შენობის დემონტაჟის შედეგად ნარჩენი მასალის ღირებულება შეადგენს - 17 975 ლარს.
ამდენად, ზემოთხსენებული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ შპს „შ---------“-ს მოთხოვნა მოპასუხი-სათვის ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი თანხის 64 800 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია, მხოლოდ 17 975 ლარის ნაწილში.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნე-ლოვანი განმარტება გააკეთა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე #ას-1307-1245-2014 და საქმე #ას-1158-1104-2014). საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, ეკისრებათ თუ არა კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს პირდაპირ და უშუალოდ, მთელი მათი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია, რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია; უფლებამოსილია თუ არ სსიპ შემოსავლების სამსახური მოითხოვოს მათგან კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურება და რა სამართლებრივი საფუძვლით. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორცი-ელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარი-რებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. საკასაციო პალატის განმარტებით, კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კომპანიის ხელმძღვანელების მიერ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენა, განსაკუთრებით კორუფციული ქმედებები, დირექტორთა საჯარო ვალდებულებებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, გარდაქმნის კომპანიის წინაშე ზრუნვის მოვალეობის შემადგენელ შიდა ვალდე-ბულებადაც.
კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ ვალდებულება გაზარდონ კომპანიის მოგება, მაგრამ ეს უნდა განახორციელონ მხოლოდ კანონით დადგენილი ქცევის წესის ფარგლებში. საკასაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ: ა) საწარმოს გააჩნია საგადასახადო ვალდებულება; ბ) საწარმოს არ შესწევს ამ ვალდებულების გადახდის უნარი; გ) სახეზეა ისეთი ვითარება, როცა ანაზღაურება აუცილებელია სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, კომპანია ვალდებულია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დირექტორისგან. ხოლო თუ აშკარაა, რომ საწარმოსათვის მისი დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნას არავითარი შედეგი არ ექნება, შესაძლებელია კრედიტორმა უშუალოდ მოითხოვოს მის მიმართ საზოგადოების ვალდებულების ანაზღაურება საზოგადოების დირექტორისაგან. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეთა მიმართ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენში მითითებული ფაქტები დადასტუ-რებულად უნდა იქნას მიჩნეული და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, რადგან მოცემულ საქმეში კომპანიის პარტნიორების პასუხისმგებლობის საფუძველია არა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი (დელიქტური ვალდებულება), არამედ ურთიერ-თობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი.
შესაბამისად, კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენის არსებობა საკმარისი არ არის მათთვის სადავო ვალდებულების უპირობოდ დაკისრებისათვის, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარად დამტკიცებულად. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სამართალწარმოებისას წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას და იგი საჭიროებს შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე დირექტორის არაკეთილსინდისიერებას ადასტურებს, მის მიერ უძრავი ქონების შეძენით. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის დადგენისათვის სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვე-ტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „შ---------“-ს სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 100 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელე მხარემ შეამცირა 64 800 ლარამდე. შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 3 156 ლარის ოდენობით.
ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 544.32 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2------------- განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „შ---------“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოპასუხე გ-------------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონებიდან მდებარე: თბილისი, შესახვევი მ--–------ა N-- საკადასტრო კოდით N01.1--0--0--.--- მის საკუთრებაში არსებული წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; უძრავი ქონების მდებარე: მუნიციპალიტეტი ო----------ი, სოფელი ნ-------ი საკადასტრო კოდით N2--.01.5-.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „მ---–ი“-ს ნაწილში. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „შ---------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. შპს „მ---–ს“ შპს „შ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 17 975 ლარის გადახდა;
1.2. შპს „შ---------“-ს მოთხოვნა გ-------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების და ორივე მოპაუხისათვის სოლიდარულად 46825 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „მ---–ს“ შპს „შ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 544.32 ლარის გადახდა;
3. შპს „შ---------“-ს დაუბრუნდეს 25/12/2--- წელს სს „თიბისი ბანკი“-ს N 0 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 3 156 ლარი;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც მოპასუხე გ-------------–---–ს (პნ 0----------) აეკრძალა უძრავი ქონებიდან მდებარე: თბილისი, შესახვევი მ--–------ა N-- საკადასტრო კოდით N01.1--0--0--.--- მის საკუთრებაში არსებული წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მოპასუხე გ-------------–---–ს (პნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: მუნიციპალიტეტი ო----------ი, სოფელი ნ-------ი საკადასტრო კოდით N 2--.01.5-.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე