განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ვ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ო----- მ-–----- ძე მ--------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 5-----------–ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- სოფელი ფ-------–-, მ--------–-- ქუჩა #52-ში.
ადვოკატი - ბ---- ტ--–-----
თარჯიმანი - ე-–--- თ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 25 აპრილს, ო----- მ--------მა ყოფილ მეუღლეს დ------- გ-------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი და პლასტმასის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2. 2018 წლის 25 აპრილს, ო----- მ--------მა ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ე-–---ა მ--------ს, იატაკის საწმენდი ჯოხი ძლიერად დაარტყა კისრის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.3. 2018 წლის 7 მაისს, ო----- მ--------მა ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე დ------- გ-------აზე და არასრულწლოვან შვილზე ე-–---ა მ--------ზე. კერძოდ, დ------- გ-------ას მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო ე-–---ა მ--------ს კი ხმლის ტარი ჩაარტყა თავის არეში. ძალადობის გამო, დ------- გ-------ამ და ე-–---ა მ--------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა (2018 წლის 25 აპრილის - დ------- გ-------ას ეპიზოდი)
2.1. დაზარალებულ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ 2013 წელს ოფიციალურად განქორწინდა მეუღლესთან ო----- მ--------თან. ცხოვრობს სოფელ ფ-------–-ში, ყოფილი მეუღლის მშობლებთან ს----- მ--------თან, მ-–---- მ--------თან და შვილებთან 16 წლის ე-–---ა და 14 წლის ს------ მ--------ებთან ერთად. განქორწინების მიუხედავად, ო----- მ--------- პერიოდულად მიდიოდა დ------- გ-------ასთან სახლში. ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოების მიზეზი იყო ეკონომიკური პრობლემები, ო----- მ--------- ვერ უზრუნველყოფდა ორი ოჯახის რჩენას და ის გარემოება, რომ იგი იხოვდა დ------- გ-------ასაგან და შვილებისგან რომ ევლოთ ჩადრებით და გრძელი კაბებით. ო----- მ---------ს კატეგორიული მოთხოვნის და აგრესიის გამო უფროსმა შვილმა ე-–---ა მ--------მა შეწყვიტა სკოლაში სიარული, ხოლო უმცროსი შვილის ს------ მ--------ას დამორჩილება ვერ შეძლო. 2018 წლის 25 აპრილს, დ------- გ-------ას სახლში მყოფმა ო----- მ--------მა მოიკითხა შვილი 14 წლის ს------ მ--------ა. დაზარალებულმა უპასუხა, რომ იყო სკოლაში, აღნიშნულზე ო----- მ--------- გაბრაზდა, ყვიროდა თუ რატომ გაუშვა ბავშვი სკოლაში, რაში სჭირდებოდა სწავლა, გარდა ამისა, პრეტენზიას გამოთქვამდა შვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. მოითხოვდა, ს------ მ--------ას ჩაეცვა მხოლოდ გრძელი კაბა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან არ უნდა გასულიყო. დ------- გ-------ა განათლების აკრძალვის წინააღმდეგი იყო, რის გამოც სიტყვიერად შეეპასუხა ო----- მ--------ს. ყოფილი მეუღლის სიტყვიერმა შეპასუხებამ, ო----- მ--------- განარისხა, მივარდა დ------- გ-------ასთან და დაუწყო ცემა, გაშლილ ხელებს ურტყამდა სახეში და თავში, გარდა ამისა პლასტმასის წყლის მილი აიღო ასფალტის ზედაპირიდან და რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ორივე ხელის მტევნებზე და ფეხებზე. ფიზიკური ძალადობის გამო დ------- გ-------ამ იგრძნო ძლიერი ტკივილი. დ------- გ-------ამ შეძლო გაქცევა და ერთ-ერთი ოთახში ჩაიკეტა. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან, ,,... არ მინდოდა ბავშვს სწავლა-განათლებისთვის თავი დაენებებინა და შევეპასუხე, რა დროსაც იგი მომვარდა და დამიწყო ცემა, გაშლილი ხელები მირტყა სახეში და თავში და პლასტმასის წყლის მილი აიღო ასფალტის ზედაპირიდან და რამდენჯერმე მძლავრად დამარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ორივე ხელის მტევნებზე და ფეხებზე, რა დროსაც ვიგრძენი ძლიერი ტკივილი...“.
2.2. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დაზარალებულ დ------- გ-------ას სხეულზე აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის არაერთი კვალი. დასკვნის მიხედვით, დ------- გ-------ას სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, განვთარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის მიდამოებში არსებული სისხლნაჟღენთების განვითარება არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს 25.04.2018 წ. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა მარჯვნივ თხემის არეში მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X1სმ; მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, ზემო შუა და ქვემო მესამედების არეებში ირიბ-დასწვრივად მდებარე მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 15X0,5სმ (შესამოწმებლის გადმოცემით, მეუღლესთან შეხლა-შემოხლის დროს მიეჯახა აივანზე მოაჯირის მილს); მარცხენა მხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი 5X5სმ. ფართზე: მარცხენა მხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2X1,5სმ. ამავე მხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე 4X1სმ. მარჯვენა ბარძაყის შუა და ქვემო მესამედებში, წინა და გვერდით ზედაპირებზე ცენტრალურად მოლურჯო, პერიფერიაზე მომწვანო-მოყვითალო ფერის კონტურებწაშლილი სისნლნაჟღენთი 30X19სმ. ფართზე; ადგილობრივად აღენიშნება შესიება, მტკივნეულობა. მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი 6X5სმ. ფართზე (შესამოწმებლის გადმოცემით, 25 აპრილს მეუღლემ აღნიშნულ მიდამოში დაარტყა პლასტმასის მილი).
2.3. ექსპერტმა ე-------–--–---–მა დაადასტურა შესამოწმებელი პირის დ------- გ-------ას სხეულზე დაზიანებების არსებობის კვალი, რაც ასახა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში. გარდა ამისა, ექსპერტის ჩვენებით, დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან მიმართებაში შესამოწმებელმა პირმა განუცხადა, რომ 2018 წლის 25 აპრილს, მეუღლემ მიაყენა პიზიკური შეურაცხყოფა.
2.4. დაზარალებულ დ------- გ-------ას 7.05.2018 წ. გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის 25 აპრილს, ო----- მ---------ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, ბარძაყის არეში განუვითარდა ჰემატომა-სისხლჩაქცევა, რის გამოც მკურნალობდა ,,ე------“ კლინიკაში. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ეს ინფორმაცია დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. ,,ე------“ პოლიკლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით (03.05.18წ) - ქირურგის ჩანაწერით ირკვევა, რომ პაციენტი დ------- გ-------ა უჩივის ტკივილს და სიწითლის არსებობას მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე, ასევე ტემპერატურის მატებას ლოკალურად. დაზიანებული უბანი შეშუპებულია და ზეწოლით მტკივნეულია. დიაგნოზი რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. პაციენტს მიეცა დანიშნულება, ხოლო მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში გაიცა ოპერაციული ჩარევის რეკომენდაცია.
2.5. ძალადობის სურათის და ვითარების აღდგენის მიზნით, დაზარალებულის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დ------- გ-------ას საცხოვრებელი სახლი. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა გამომძიებელმა თ----- თ------ემ ექსპერტების და მოწმე მ-–---- მ---------ს თანდასწრებით. დაზარალებულმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებს მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 25 აპრილს, ყოფილმა მეუღლემ ო----- მ--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.6. მოწმე რ----- ა-–---------ამ დაადასტურა, რომ ო----- მ--------- იყო წინააღმდეგი შვილების სწავლა - განათლების, აღნიშნული მიზეზით ყოფილ მეუღლესთან დ------- გ-------ასთან ჰქონდა კონფლიქტები. რ----- ა-–---------ას გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 აპრილს, იმყოფებოდა სახლში, როდესაც შემოესმა დ------- გ-------ას ტირილის და ყვირილის ხმა, სასწრაფოდ გაემართა მისი საცხოვრებელი სახლისკენ. მასთან ერთად სახლში მივიდა დაზარალებულის შვილი ე-–---ა მ---------. დ------- გ-------ამ მათ უთხრა, რომ ო----- მ--------მა სცემა. მოწმის თანდასწრებით, ო----- მ--------მა ცხელი ყავა შეასხა დ------- გ-------ას სახეში.
2.7. ბრალდებულის მშობლებმა - ს----- მ--------მა და მ-–---- მ--------მა, რომლებიც ცხოვრობენ დაზარალებულ დ------- გ-------ასთან ერთად, სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ 2018 წლის 25 აპრილს, სახლში მათი არყოფნის დროს, ო----- მ--------მა სცემა ყოფილი მეუღლე დ------- გ-------ა. ძალადობის შესახებ ინფორმაცია მათ მიიღეს უშუალოდ მსხვერპლისგან. ს----- მ---------ს ჩვენებით, 2018 წლის 25 აპრილს, სახლში დაბრუნებულს, დ------- გ-------ა დახვდა განერვიულებული, ტიროდა. მსხვერპლმა უთხრა, რომ სცემა ო----- მ--------მა. მოწმეების ს----- მ---------ს და მ-–--- მ---------ს ზეპირ ჩვენებებთან ერთად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმეების გამოკითხის ოქმები, რომელთა მიხდვით ირკვევა, რომ 2018 წლის 25 აპრილს ს----- და მ-–---- მ--------ები ერთად იმყოფებოდნენ კუთვნილ ბოსტანში, რომელიც დაახლოებით სამასი მეტრით არის დაშორებული საცხოვრებელი სახლიდან. შუადღის საათებში ისინი ერთად დაბრუნდნენ სახლში, სადაც დახვდათ განერვიულებული და ატირებული დ------- გ-------ა. დაზარალებულმა მათ განუცხადა, რომ ო----- მ--------მა იგი სცემა, ცემის შედეგად დ------- გ-------ას განუვითარდა სისხლჩაქცევა ფეხზე, რის გამოც მკურნალობდა.
ოჯახში ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2018 წლის 25 აპრილის - ე-–---ა მ---------ს ეპიზოდი)
2.8.დაზარალებულ დ------- გ-------ას 7.05.2018 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2018 წლის 25 აპრილს, მას შემდეგ რაც ო----- მ--------მა მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, სახლში დაბრუნდა მისი შვილი ე-–---ა მ---------, ასევე მივიდა მაზლის მეუღლე რ----- ა-–---------ა, რომლებმაც ნახეს დ------- გ-------ას ნაცემი სხეული. რ----- ა-–---------ამ ო----- მ--------ს მისცა შენიშვნა, თუ რატომ ეჩხუბებოდა მეუღლეს. შენიშვნით გაღიზიანებულმა ო----- მ--------მა ცხელი ყავა შეასხა სახეში დ------- გ-------ას. ყავის შესხმა სახეში ვერ მოითმინა ე-–---ა მ--------მა და მამას შეეპასუხა. ო----- მ--------მა იატაკის საწმენდ ჯოხს წამოუსვა ხელი და ესროლა ე-–---ა მ--------ს. ჯოხის ტარი ე-–---ა მ--------ს კისრის არეში მოხვდა.
2.9.მოწმე რ----- ა-–---------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ო----- მ--------მა ცხელი ყავა შეასხა დ------- გ-------ას სახეში, რაც დაინახა შვილმა - ე-–---ა მ--------მა და შეეპასუხა მამას. ო----- მ--------მა იატაკის საწმენდი ჯოხი კისრის არეში ჩაარტყა ე-–---ა მ--------ს.
2.10.ძალადობის ფაქტს უტყუარად მოწმობს 2018 წლის 17 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის მიხედვით, ე-–---ა მ---------ს სხეულზე არსებული დაზიანება (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) სისხლნაჟღენთის სახით მარჯვნივ თხემის არეში, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. პირადი შემოწმების მონაცემებით, სისხლნაჟღენთი ადგილობრივად მტკივნეულია. რაც შეეხება დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, შესამოწმებელმა პირმა - მსხვერპლმა ე-–---ა მ--------მა ექსპერტს განუცხადა, რომ 2018 წლის 25 აპრილს მოხვდა მამის მოქნეული იატაკის საწმენდი ჯოხი.
2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ე-------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე, ექსპერტის ჩვენებით დადასტურდა შესამოწმებელი პირის ე-–---ა მ---------ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან მიმართებაში.
2.12.ე-–---ა მ---------ს დაბადების #9----- მოწმობით დგინდება, რომ არის არასრულწლოვანი, ძალადობის მსხვერპლი დაბადებულია 2001 წლის 30 ივნისს.
2.13.ს----- მ---------ს და მ-–---- მ---------ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, მათ დაზარალებულებისგან შეიტყვეს, რომ 2018 წლის 25 აპრილს, ო----- მ--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც ყოფილ მეუღლეს დ------- გ-------ას, ასევე შვილს ე-–---ა მ--------ს. ს----- მ---------ს ზეპირი ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 25 აპრილს, დ------- გ-------ამ უთხრა, რომ ე-–---ა მ--------- მას გამოესარჩლა და მამას ო----- მ--------ს უთხრა, დედას რატომ ურტყამო, აღნიშნულზე გაბრაზებულმა ო----- მ--------მა ბავშვიც სცემაო.
2.14. არასრულწლოვანი მოწმის ს------ მ--------ას ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 აპრილს სკოლიდან დაბრუნებულს სახლში დახვდა ატირებული და აღელვებული დედა დ------- გ-------ა და არასრულწლოვანი და ე-–---ა მ---------, რომლებმაც ს------ მ--------ას განუცხადეს, რომ ო----- მ--------მა ისინი სცემა.
ოჯახში ძალადობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 7 მაისის ეპიზოდი)
2.16.დ------- გ-------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს მოწმობს 2018 წლის 24 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის მიხედვით, დ------- გ-------ას სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, განვთარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.17.ე-–---ა მ---------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ადასტურებს 2018 წლის 17 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა. კვლევით ნაწილში მითითებულია, მსხვერპლმა ე-–---ა მ--------მა ექსპერტს განუცხადა, რომ 2018 წლის 7 მაისს, მამამ ხმლის ტარი ჩაარტყა თავის მიდამოში და ხმლის პირი მიაბჯინა ყელის არეში.
2.18.დაზარალებულ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობას ორივე მსხვერპლთან მიმართებაში მოწმობს ერთი მხრივ ექსპერტიზის დასკვნები, რომლის მიხედვით დაზიანებების სიმრავლე, ლოკალიზაცია და წარმოშობის მექანიზმი სრულ თანხვედრაშია დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმებთან, ხოლო მეორე მხრივ, ძალადობას კიდევ უფრო აშკარას ხდის ის გარემოება, რომ 2018 წლის 9 მაისს, დაზარალებულმა დ------- გ-------ამ გამომძიებელს და ექსპერტებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიუთითა კონკრეტული ადგილმდეობარეობა ბინაში, სადაც ბრალდებულმა ო----- მ--------მა 2018 წლის 7 მაისს, მას და მის არასრულწლოვან შვილს ე-–---ა მ--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მ-–---- მ---------ს თანდასწრებით, დაზარალებულმა დ------- გ-------ამ გამომძიებელს დაუდასტურა, რომ 2018 წლის 7 მაისს, ორმაგ ძალადობას ესწრებოდნენ მ-–---- მ--------- და ს----- მ--------ა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოილუსტრაციით აშკარად ჩანს, რომ დაზარალებული დ------- გ-------ა ხელის მითითებით აღწერს ძალადობის პროცესს და მიუთითებს სახლის იმ ადგილებზე, სადაც 2018 წლის 25 აპრილს და 7 მაისს, ო----- მ--------მა ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ე-–---ა მ--------ზე.
2.19.2018 წლის 7 მაისს მომხდარ ორმაგ ძალადობას უშუალოდ შეესწრნენ დაზარალებულების ოჯახის წევრები ს----- მ--------- და მ-–---- მ---------. ბრალდებულის დედის - ს----- მ---------ს ჩვენებით, მისი თვალთახედვის არეში, 2018 წლის 7 მაისს, ო----- მ--------მა სცემა ყოფილი მეუღლე დ------- გ-------ა და არასრულწლოვანი შვილი ე-–---ა მ---------. მომხდარი ფიზიკური ძალადობის გამო, ოჯახმა მიმართა პოლიციას. მოწმის ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ძალადობის დეტალების დაზუსტების მიზნით გამოქვეყნდა ს----- მ---------ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც ძალადობის არსებით დეტალებში სრულ თანხვედრაშია ზეპირ ჩვენებასთან. მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა. ამონარიდი ს----- მ---------ს გამოკითხვის ოქმიდან ,,...გავიგონეთ დ-------ს განწირული ყვირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. ამის გაგონებისთანავე მე და ჩემი მეუღლე მ-–---- მ--------- შევედით ჩემი რძლის საძინებელ ოთახში და დავინახეთ, რომ ო----- ფიზიკურად უსწორდებოდა დ-------ს, უყვიროდა უცენზურო სიტყვებით და ემუქრებოდა რომ მოკლავდა. ო-----მ ჩვენი თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა დ-------ს მუშტები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. რის შემდეგაც მ-–---- ჩაერია მათ კონფლიქტში და ორივენი შევეცადეთ დაპირისპირებული მხარეების გაშველებას..., ...ო----- სწრაფი ნაბიჯებით შევარდა გვერდით ოთახში, საიდანაც გამოიტანა ხმალი, რომელიც ოჯახში გვქონდა სუვენირად და გავიდა ოთახიდან და დ-------ს, რომელიც იდგა აივანზე ორჯერ თავისუფალი ხელი ჩაარტყა თავში..., ... დავინახე, რომ ო-----ს დაჭერილი ჰყავდა ე-–---ა და ხმალი, რომელიც ეკავა ხელში მიბჯენილი ჰქონდა ე-–---ასთვის ყელში, ამ დროს მოულოდნელად ხმლის ტარი ჩაარტყა თავში ე-–---ას, აღნიშნულზე ბავშვმა დაიწყო ტირილი, ო----- მას ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და ყველას დაგვხოცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ო-----ს ხმალი ეჭირა ხელში პირადად უშიშრად მივედი მასთან და ხელიდან გამოვსტაცე ე-–---ა...“.
2.20. მ-–---- მ---------ს ჩვენებით, 2018 წლის 7 მაისს, ო----- მ--------მა ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე დ------- გ-------აზე და შვილზე ე-–---ა მ--------ზე. მოწმის განმარტებით, ო----- მ--------მა რამდენჯერმე გაშლილი ხელი დაარტყა დ------- გ-------ას და შევიდნენ ოთახში, სადაც შეჰყვნენ მ-–---- მ--------- და ს----- მ---------. ო----- მ--------მა ოთახში მ-–---- მ---------ს თანდასწრებით კიდევ ერთხელ დაარტყა დ------- გ-------ას და ხელი ჰკრა. მოწმემ გააშველა ბრალდებული და გამოიყვანა ოთახიდან. შემდეგ ო----- მ--------- გაეკიდა შვილს ე-–---ა მ--------ს ხმლით ხელში, დაიჭირა და გაშლილი ხელი დაარტყა. ს----- მ--------მა ხმალი ვერ წაართვა, თუმცა გამოსტაცა ე-–---ა მ--------- ო----- მ--------ს, მ-–---- მ--------- კი მომხდარის გამო გახდა ცუდად. საყურადღებოა, რომ სწორედ მ-–---- მ--------მა დარეკა 112-ში და შეატყობინა ოჯახში ძალადობის შესახებ, რაც დასტურდება #1------ წერილობითი შეტყობინებით. მ-–---- მ---------ს ზეპირი ჩვენების პარალელურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხის ოქმი. გამოკითხვის ოქმით დამატებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 მაისს, ო----- მ--------მა მ-–---- მ---------ს და ს----- მ---------ს თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე დ------- გ-------აზე და არასრულწლოვან შვილზე ე-–---ა მ--------ზე.
2.21. არასრულწლოვანი მოწმის ს------ მ--------ას ჩვენებით დადგინდა, რომ მამა ო----- მ--------- არ უშვებდა სკოლაში, აიძულებდა გრძელი კაბის ჩაცმას და უკრძალავდა შარვალს, რისი წინააღმდეგიც იყო თავად არასრულწლოვანი. დედას - დ------- გ-------ას უნდოდა, რომ შვილს მიეღო განათლება. 2018 წლის 7 მაისს სახლში დახვდა საპატრულო პოლიცია, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიძახა. ს------ მ--------ამ დედის დ------- გ-------ასა და დის ე-–---ა მ---------სგან შეიტყო, რომ ო----- მ--------მა სცემა დ------- გ-------ა და ე-–---ა მ---------. მოწმის ჩვენებით, დ------- გ-------ას სისხლი სდიოდა.
2.22.მოწმე რ----- ა-–---------ას გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2018 წლის 7 მაისს, დ------- გ-------ას ყვირილზე მიირბინა მასთან სახლში. დ------- გ-------ასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ ს----- მ---------, ფ-–---- მ--------- და ე-–---ა მ---------. როგორც ადგილზე გაარკვია, ო----- მ--------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ------- გ-------ას, შემდეგ კი ხმლით გაეკიდა ე-–---ა მ--------ს. დაეწია მას სააბაზანო ოთახში, ხმალი მიაბჯინა ყელზე, ხოლო მეორე ხელით თმა მოქაჩა და ასევე თავში ჩაარტყა ხმლის ტარი.
2.23. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ე-–---ა მ--------მა - ბრალდებულ ო----- მ---------ს წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რაც სასამართლოს შეფასებით გამოწვეული იყო შიშის ფაქტორით. საქმის მასალებით, არასრულწლოვანს იმდენად ეშინია მამის, რომ დაემორჩილა მის მოხოვნას და შეწყვიტა განათლების მიღება (იხ.დ------- გ-------ას 10.05.2018წ. გამოკითხვის ოქმი).
2.24.სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, რომელიც 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ე-–---ა მ--------მა გამოიყენა პროცესუალური უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მამის ო----- მ---------ს წინააღმდეგ, მხოლოდ ეს გარემოება არ გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობის საკითხს. სასამართლო განმარტავს, რომ ე-–---ა მ---------ს ჩვენება არ იყო ერთადერთი და გადამწყვეტი ძალადობის ფაქტების დასადგენად, ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, დადასტურდა ზემოთ განხილული არაერთი მტკიცებულებით: დაზარალებულ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ს----- მ---------ს და მ-–---- მ---------ს ზეპირი ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით, ძალადობის ფაქტები ასევე დასტურდება მოწმე რ----- ა-–---------ას გამოკითხვის ოქმითა და მოწმე ს------ მ--------ას ზეპირი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით დაზარალებული დ------- გ-------ა დეტალურად აღწერს თუ სად და რა ვითარებაში მიაყენა მას და მის შვილს ე-–---ა მ--------ს ო----- მ--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, როგორც დაზიანების, ასევე მისი წარმოშობის მექანიზმის და ძალადობის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების ნაწილში (ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პირის ე-–---ა მ---------ს გადმოცემით, 2018 წლის 25 აპრილს მამის მიერ მოქნეული იატაკის საწმენდი ჯოხი მოხვდა, ხოლო 7 მაისს, ხმლის ტარი ჩაარტყა თავის მიდამოში და ხმლის პირი მიაბჯინა ყელის არეში).
2.25.ბრალდებულმა ო----- მ--------მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამორიცხა მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენა. სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა დაცვის მხარის ყველა არსებითი არგუმენტი და გააკეთა შემდეგი სახის განმარტება:
2.25.1. დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახური ძალადობა ლატენტური დანაშაულის კატეგორიას წარმოადგენს, იგი უმეტესად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხორციელდება და მოწმეებიც ძირითადად ოჯახის წევრები არიან. მსგავსია განსახილველი შემთხვევაც, ო----- მ---------ს მამხილებელი მოწმეები არიან მისი ოჯახის წევრები, ყოფილი მეუღლე, შვილი, მშობლები, ნათესავი. თითოეული ამ პირის გამოკითხვის ოქმით, ასევე ზეპირი ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, ძალადობა ასევე დადასტურდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაციით, რომლის წყაროც არის თავად მსხვერპლი დ------- გ-------ა, დაზარალებულების ე-–---ა მ---------სა და დ------- გ-------ას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შესამოწმებელი პირების მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც შეეხება ძალადობის წარმოშობის მექანიზმსა და მოძალადის იდენტიფიცირებას, დ------- გ-------ას სამედიცინო დოკუმენტაციით, ძალადობის შესახებ შეტყობინებით, რომლის ინიციატორიც არის მოძალადის ოჯახის წევრი - ბრალდებულის მამა მ-–---- მ---------.
2.25.2. ადვოკატის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ არ არსებობდა დაზარალებულ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძველი, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძველი გახდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. საქმის მასალებით, დაზარალებულ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმებით და გამომძიებლების თ----- თ------ის და ლ---- თ------ას ჩვენებებით დადასტურდა, რომ გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის გამოკითხვა ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, დაზარალებული დ------- გ-------ა, სასამართლოში გამოცხადდა ორჯერ 2018 წლის 5 სექტემბერს და 2018 წლის 7 სექტემბერს. 2018 წლის 5 სექტემბერს, დაზარალებულთან ვერბალური კომუნიკაციის დროს, როგორც ვინაობის დადგენის, ასევე ჩვენების მიცემაზე უარის უფლების განმარტების პროცესში სასამართლოსთვის აშკარა და მკაფიო გახდა, რომ დაზარალებული იყო უკიდურესად აღელვებული, იმყოფებოდა სტერსულ და შეშინებულ მდგომარეობაში, ასევე მის მიერ გაცემული პასუხები ცხადყოფდა, რომ დ------- გ-------ა შესაძლოა ყოფილიყო ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ. დაზარალებულმა სასამართლოს დაუდასტურა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას მიღებული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატი, რაც ხელს უშლიდა გააზრებული პოზიციის დაფიქსირებაში. დაზარალებულის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დ------- გ-------ა 2018 წლის 5 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე აღარ დაიკითხა. 2018 წლის 7 სექტემბერს, დაზარალებული გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე კვლავ სტრესულ მდგომარეობაში, მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რაც დაკავშირებული იყო ნევროლოგიურ პრობლემასთან, სურდა ჩვენების მიცემა, თუმცა მისი მდგომარეობა სხდომაზე იმდენად დამძიმდა, ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, რომ აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ჩარევა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა (იხ. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემული დოკუმენტი). ექიმების რეკომენდაციით, არ იყო მიზანშეწონილი დ. გ-------ას დაკითხვა. 2018 წლის 14 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილ იქნა დ------- გ-------ას სახელზე გაცემული ჯანმრთელობის არაერთი ცნობა - ფორმა #100. 2018 წლის 13 სექტემბრის ფორმა #100-ით, ისევე როგორც წინარე დოკუმენტებით დადგინდა,რომ დ------- გ-------ას აქვს ნევროლოგიური პრობლემები - ტვინის ღეროს მიდამოს არტერიულ-ვენური მალფორმაცია, ანამნეზიდან ირკვევა, რომ წლების წინ მიღებული აქვს სისხლჩაქცევა თავის ტვინში, დარჩენილი აქვს მყარი ნარჩენი მოვლენები, გეგმიურად სვამს დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკული, პერიოდულად გამწვავებული, პროგრესირებით, მეხსიერება დაქვეითებული. პროკურორმა დ------- გ-------ას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაყრდნობით, იშუამდგომლა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნება, ვინაიდან ამოწურული იყო მისი სხდომაზე გამოცხადების ყველა შესაძლებლობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და ჯანმრთელობის კლინიკური სურათი, რაც უშუალოდ გამოვლინდა სასამართლო სხდომაზე, არ იძლეოდა დ------- გ-------ას დაკითხვის შესაძლებლობას, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ საფუძვლიანად ჩაითვალა, რომ ამოწურული იყო სასამართლოს წინაშე მოწმის წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა. ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაზარალებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამჟამად სისტემატურად იღებს ფსიქოტროპულ-დამამშვიდებელ და ანტიდეპრესანტულ პრეპარატებს (დ. გ-------ას განმარტება და ფორმა #100), რაც ასევე ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო სასამართლოში მისი დაკითხვის, თუმცა ეს გარემოება ეჭვქვეშ არ აყენებს გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის სანდოობას, ვინაიდან არაფერი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ------- გ-------ას გამოძიების ეტაპზე 2018 წლის 7 მაისს და 10 მაისს ჰქონდა მეხსიერების დაბინდვის ან გონების კარგვის ეპიზოდები, ანდა იმყოფებოდა იმგვარი ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, რაც ხელს შეუშლიდა სწორი ინფორმაციის გამჟღავნებაში.
2.25.3.სასამართლო ხაზს უსამს, რომ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმები არ არის არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა გამამტყუნებელი განაჩენი, ო----- მ---------ს ბრალეულობა, გარდა ამ პირის გამოკითხვის ოქმებისა დადასტურდა სხვა მტკიცებულებებით, რომელიც ზემოთ მიმოიხილა სასამართლომ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaia and Tahery), 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მოწმის დაუსწრებლობის და შესაბამისად მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი: ამოწურული იქნა ყველა გონივრული შესაძლებლობა დ------- გ-------ას წარმოდგენის (იხ.2.24.2.პუნქტი). რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმები ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო განმარტავს, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებში არსებული ინფორმაცია არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, ო----- მ---------ს ბრალეულობა დასტურდება სხვა წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებებითაც, კერძოდ, მოწმეების ჩვენებებით და გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და შესამოწმებელი პირების მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ექსპერტის ჩვენებით, სამედიცინო დოკუმენტაციით (პოლიკლინიკა ,,ე------“ მიერ გაცემული ცნობით), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება მესამე ტესტს, დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, გამოქვეყნებული ჩვენების საპირწონედ, ზეპირად და უშუალოდ, ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხა საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მოწმეები, მონაწილეობა მიეღო ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაში, მიეცა შესაძლებლობა გაებათილებინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
2.25.4.დაცვის მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მოხდეს მოწმე რ----- ა-–---------ას გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, ვინაიდან, მოწმემ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ასახული ფაქტები, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. აშკარაა, რომ მოწმემ მართლმსაჯულებას ორი განსხვავებული ვერსია მიაწოდა, გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, იგი ძალადობის ჩადენაში ამხელდა ო----- მ--------ს და თანმიმდევრულად გადმოსცემდა ფაქტებს, რომლის თვითმხილველიც თავად იყო, თუმცა სასამართლოში საფუძვლიანი არგუმენტების გარეშე შეცვალა პოზიცია. ამ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანი არის ორივე მტკიცებულება, როგორც ზეპირი ჩვენება, ასევე წერილობითი დოკუმენტი - მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დაშვებული იქნა წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დაშვების ეტაპზე და კანონის სრული დაცვით გამოქვეყნდა (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ ხსენებული მოწმის ორი განსხვავებული ჩვენება შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და დაასკვნა, რომ მოწმე რ----- ა-–---------ას სასამართლოზე მიცემული ჩვენება არის სიცრუე, და ეს სიცრუე დადასტურდა დაზარალებულ დ------- გ-------ას, მოწმეების ს----- მ---------ს და მ-–---- მ---------ს გამოკითხვის ოქმებით. დასახელებული პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოწმე რ----- ა-–---------ა, 2018 წლის 25 აპრილს შეესწრო ო----- მ---------ს მიერ დ------- გ-------ას სახეზე ყავის შესხმისა და ე-–---ა მ--------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდს, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არის სარწმუნო, ვინაიდან გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ობიექტური ფაქტებიდან.
2.25.5. დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს მოწმეების მ-–---- მ---------სა და ს----- მ---------ს ჩვენებები რადიკალურად განსხვავდება მათი გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციისგან, სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული. დაცვის მხარის ეს არგუმენტაცია არის აშკარა დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს მოწმეთა ზეპირი ჩვენებების ლოგიკური და ობიექტური ანალიზიდან, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 7 მაისის ეპიზოდთან მიმართებაში, დანაშაულის თვითმხილველმა მოწმეებმა მ-–---- მ--------მა და ს----- მ--------ამ დამაჯერებლად დაადასტურეს, რომ ო----- მ--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს დ------- გ-------ას და შვილს ე-–---ა მ--------ს. რაც შეეხება გარკვეული სახის დეტალებს, რომელიც მოწმეებს არ ახსოვდათ, ერთი მხრივ ეს დეტალები არ იყო გადამწყვეტი ძალადობის მატერიალური ფაქტის დასადგენად და მეორე მხრივ გარკვეული ფაქტების დავიწყება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით, განვლილი დროის პერიოდით.
2.25.6.სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 25 აპრილის ეპიზოდთან მიმართებაში, სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს ირიბი მოწმეების მ-–---- მ---------ს და ს----- მ---------ს ჩვენებები. სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 25 აპრილის ეპიზოდში არ ეფუძნება მხოლოდ მ-–---- მ---------ს და ს----- მ---------ს ჩვენებებს და გამოკითხვის ოქმებს, გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარება ო----- მ---------ს მამხილებელ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც სასამართლომ ზემოთ მიმოიხილა, თუმცა სასამართლო გარკვეულწილად მხედველობაში იღებს დასახელებული პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც გამონაკლის შემთხვევაში არ კრძალავს ეროვნული კანონმდებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოცემულ საქმეში სახეზეა ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლის დ------- გ-------ას დაკითხვა ვერ მოხდა ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მსხვერპლმა ე-–---ა მ--------მა დასაბუთებული ვარაუდით - შიშის გამო სასამართლოს არ მისცა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება.
ბ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, Horncastle and Others v. The United Kingdom, ირიბი ჩვენების გამოყენების მინიმალური სტანდარტი დაადგინა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის პროცედურული გარანტიები, რათა მოხდეს დაცვის მხარისთვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირება. განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 25 აპრილის ეპიზოდთან მიმართებაში მოწმეების მ-–---- მ---------ს და ს----- მ---------ს ჩვენებები არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, ამიტომ სასამართლო ამ მსჯელობს ირიბი მოწმეების საპირწონე ფაქტორებზე.
2.25.7. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის განცხადებაზე, თითქოსდა სასამართლო დამაზუსტებელ შეკითხვებს სვამდა მხარეებთან შეთანხმების გარეშე, რაც ასევე არასწორი შეფასებაა. სასამართლო მკაცრად იცავდა დამაზუსტებელი კითხვის დასმის პროცესუალურ მხარეს, სვამდა არა დამაზუსტებელ შეკითხვებს, არამედ ცდილობდა მოწმეებთან არსებული ენობრივი ბარიერის გამო წარმოშობილი ბუნდოვანებების აღმოფხვრას, ვინაიდან დაცვის მხარე, თარჯიმნის და სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად, ახდენდა მოწმის მიერ მიღებული პასუხების ინტერპრეტაციას და ამ გზით ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენას.
2.25.8. სასამართლომ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ 2018 წლის 25 აპრილს და 7 მაისს, ო----- მ--------მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - დ------- გ-------ას და არასრულწლოვან შვილს - ე-–---ა მ--------ს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, ო----- მ---------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, 2018 წლის 25 აპრილს, ო----- მ--------მა ყოფილ მეუღლეს დ------- გ-------ას ხელი და პლასტმასის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, იმავე დღეს არასრულწლოვან შვილს ე-–---ა მ--------ს, იატაკის საწმენდი ჯოხი დაარტყა კისრის არეში. 2018 წლის 7 მაისს, ო----- მ--------მა ერთიანი განზრახვით, დ------- გ-------ას მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო ე-–---ა მ--------ს ხმლის ტარი ჩაარტყა თავის არეში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის თითოეულ ეპიზოდში დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური ტკივილის განცდის შეფასებისას, სასამართლო არ არის დამოკიდებული მხოლოდ მსხვერპლის სუბიექტურ განცდაზე, ტკივილი შეიძლება ობიექტურადაც შეფასდეს თუ იგი აკმაყოფილებს რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორიცაა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების სიმრავლე, ლოკალიზაცია და მორფოლოგიური სურათი, ასევე ძალადობის ჩასადენად სხვადასხვა საგნის გამოყენება. ყველა ამ კრიტერიუმის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ძალადობას ობიექტურად უნდა გამოეწვია ტკივილის შეგრძნება.
3.4. რაც შეეხება ო----- მ---------ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებული ე-–---ა მ--------- არასრულწლოვანია, აღნიშნული კი ცალსახად ცნობილი იყო ო----- მ---------სთვის, ვინაიდან მამა-შვილი არიან. ასევე დადგენილია, 2018 წლის 7 მაისს ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დ------- გ-------ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრუწლოვან ე-–---ა მ---------ს თანდასწრებით. მანვე 2018 წლის 7 მაისს, ერთიანი განზრახვით ფიზიკურად იძალადა ორი პირის: ყოფილი მეუღლის დ------- გ-------ას და არასრულწლოვანი შვილის ე-–---ა მ---------ს მიმართ. ამასთან, დადგენილია, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან მოძალადის ოჯახის წევრები (ყოფილი მეუღლე, შვილი).
3.5. ფაქტების და მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა დანაშაულის მოტივი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია. აღნიშნული ფაქტი დასტურდება დაზარალებულ დ------- გ-------ას გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებული არაერთგზის აღნიშნავს, რომ ბრალდებული აკონტროლებდა როგორც მისი, ასევე მისი ქალიშვილების ჩაცმის სტილს. ითხოვდა, ყოფილ მეუღლეს და შვილებს ევლოთ ჩადრებით და გრძელი კაბებით, ამასთან იყო წინააღმდეგი, შვილებს ე-–---ა მ--------ს და ს------ მ--------ას მიეღოთ განათლება, უფროსმა ქალიშვილმა 16 წლის ე-–---ა მ--------მა მამის - ო----- მ---------ს კატეგორიული მოთხოვნის და აგრესიის გამო შეწყვიტა სკოლაში სიარული, ხოლო უმცროსი 14 წლის ს------ მ--------ას დამორჩილება ვერ შეძლო, რადგან დ------- გ-------ა შეეწინააღმდეგა. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებში ასახული ეს ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა არასრულწლოვანმა მოწმემ ს------ მ--------ამ. მოწმის ჩვენებით მამა არ უშვებდა სკოლაში, აიძულებდა გრძელი კაბის ჩაცმას და უკრძალავდა შარვლით სიარულს, რასაც აპროტესტებდა ს------ მ--------ა. მოწმეების ს----- მ---------ს, მ-–---- მ---------ს, რ----- ა-–---------ას ჩვენებებით ო----- მ--------- ბავშვების სწავლა-განათლების წინააღმდეგი იყო. მოწმე ს----- მ--------მა ჩვენებაში დამატებით განმარტა, 2018 წლის 25 აპრილს, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დ------- გ-------ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამოც, რომ ამ უკანასკნელს სახლში არ ეკეთა თავსაბურავი.
3.6. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.7. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ო----- მ--------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ე-–---ა მ---------ს მიმართ; ასევე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ო----- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე, დაზარალებულ დ------- გ-------ას სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხი და დანაშაულის მოტივი - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს დანაშაულის ჩადენას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და მიიჩნევს მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში აშკარად გამოვლინდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. გამოიკვეთა ბრალდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრი ქალების მიმართ, იგი მათ განიხილავს, როგორც თავისზე დაბლა მდგომ სუბიექტებს, რომელთა ცხოვრების წესის, ჩაცმის, ქცევისა და ზოგადად ცხოვრების მიმართულების და ინტერესების განსაზღვრა, მხოლოდ მას, როგორც ქმარს და მამას შეუძლია, სწორედ ამით არის განპირობებული მისი დაუოკებელი სურვილი აკონტროლოს დ------- გ-------ა, ე-–---ა მ--------- და ს------ მ--------ა, მოითხოვოს მათგან კონკრეტული სამოსის - ჩადრის და გრძელი კაბის ტარება და არასრულწლოვან ქალიშვილებს აუკრძალოს განათლების მიღება. დანაშაულის მოტივმა გამოავლინა მოძალადის მიდრეკილება დაჩაგროს მასზე სუსტი ფიზიკურად და მორალურად და ამით დაიმკვიდროს თავი.
5.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. ამასთან ო----- მ--------- დაზარალებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის იარაღად იყენებდა სხვადასხვა საგნებს, ერთ შემთხვევაში ეს იყო რეზინის მილი, მეორე შემთხვევაში ხანჯლის ტარი. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ დაზიანების ხასიათზე, კერძოდ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დ------- გ-------ას ფიზიკური ძალადობის შედეგად ფეხზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა რასაც იგი მკურნალობდა დროის გარკვეულ პერიოდში, აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით. ამასთან გარდა ფიზიკური ძალადობისა მსხვერპლები აშკარად ექვემდებარებოდნენ ბრალდებულის მხრიდან ფსიქიკურ ძალადობას და ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ დაზარალებულ დ------- გ-------ასთვის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემა დაკავშირებული იყო იმ დოზის სტრესთან, რომ იგი გონების დაკარგვამდეც მიიყვანა. ხოლო დაზარალებულმა ე-–---ა მ--------მა საერთოდ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც დიდი ალბათობით გამოწვეული იყო სწორედ შიშის ფაქტორით. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან და ყურადსაღებ გარემოებაზე, მსხვერპლების დაცვა ძალადობის დროს ვერ შეძლეს ოჯახის სხვა წევრებმაც, რაც სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ ისინი არიან სრულიად დაუცველები, აქედან გამომდინარე მოძალადის ძალადობრივი აქტების შეკავება და კერძო პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შემთხვევაში. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ო----- მ---------ს დამოკიდებულებაზე მართლმსაჯულებისადმი, მისი იმპულსური ხასიათი გამოვლინდა სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის არაადეკვატური ქცევა და სასამართლოსადმი უპატივცემულობა გახდა სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების საფუძველი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ო.მ---------ს განწყობას, რომ არ არსებობს მისი ქმედებების შემაკავებელი ბერკეტები, რაც თავის მხრივ ამძიმებს პასუხისმგებლობას და მიანიშნებს მკაცრი სასჯელის დანიშვნის აუცილებლობაზე. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ო----- მ---------ს სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლების ურთიერთობიდან (ყოფილი მეუღლეები, მამა-შვილი) და დანაშაულის მოტივიდან (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა) გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს მეუღლის და შვილების მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) კომპაქტ დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო----- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
2. ო----- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
3.ო----- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ო----- მ--------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით ო----- მ---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.
6.ნივთიერი მტკიცებულება:
1 (ერთი) კომპაქტ დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა