განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
030100118002697987
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№030100118002697987

№1/330-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

ხ----ს მუნიციპალიტეტში: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: ვიქტორ ბერუჩაშვილი

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი: ნ---- გ--------,დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ--- რ---------------,ბრალდებული: ბ-–--- ა------,მამის სახელი: მ--–-----,დაბადებული: 2-----1--- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, ხ----;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 5-----------

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: ხ----ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–- ხ-----–-.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ბ-–--- ა------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბრალდებულ ბ-–--- ა------ს სისხლის სამართლის №064171018001 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ბ-–--- ა------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 13:50 საათზე, ქ ხობში, ც-----------ს ქუჩაზე მდებარე შპს „ს------ მ-------–-“ ყოფნის დროს, ბ-–--- ა------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ს------ მ--------ს“ კუთვნილ 91.70 ლარის ოდენობის თანხას და 9.30 ლარის ღირებულების პროდუქტს, რითაც დაზარალებულს 100 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-–--- ა------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 29 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულ ბ-–--- ა------სათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამავე დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ ბ-–--- ა------სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2018 წლის 29 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ბრალდებულმა ბ-–--- ა------მ და ბრალდებულის ადვოკატმა მ--- რ---------------მ.

შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

ბრალდებულ ბ-–--- ა------ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ადვოკატ მ--- რ---------------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ ბ-–--- ა------ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 29 ოქტომბერს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ბ-–--- ა------ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული ბ-–--- ა------ აღიარებს დანაშაულს.

ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ბ-–--- ა------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 29 ოქტომბერს ბრალდებულ ბ-–--- ა------სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:

ბ-–--- ა------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ფულადი თანხა - 90 (ოთხმოცდაათი) ლარი, რომელიც ინახება შსს ხ----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულს - შპს „ს------ მ-------ს“

დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ბ-–--- ა------სათვის წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მათ მსჯავრი უნდა დაედოს ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ბ-–--- ა------ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.

ბ-–--- ა------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულის წარმომადგენლის დ-------- რ------ს გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ ბ-–--- ა------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე მ------ ფ--–---–---ს გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ა------ნის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ბ-–--- ა------ს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ბ-–--- ა------ს შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით 2018 წლის 29 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. ბ-–--- ა------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ ბ-–--- ა------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, დარჩეს განუხილველი.

5. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება 90 (ოთხმოცდაათი) ლარი, რომელიც ინახება შსს ხ----ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულს - შპს „ს------“ მ-------ს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე შოთა სირაძე