გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
020210018002374434
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210018002374434 (2/655-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.09.2--- წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს "ბი-----------------ი"

წარმომადგენელი ირ---–----------ა

მოპასუხე ბე----–--------–ი

მოპასუხე ლ---------------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბე----–--------–ს და ლ---------------–---–ს შპს ,,ბი-----------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს

სესხი, მასზე დარიცხული სარებელი და პირგასამტეხლო 9027 ლარი

სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის სახით გაწეული ხარჯი 50 ლარი

ყადაღის რეგისტრაციის საფასური 200 ლარი

სარჩელის ბაჟის ხარჯი 278,31 ლარი

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნობენ სარჩელს, თუმცა სასამართლო სხდომაზე ისინი არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

ბე----–--------–მა განმარტა, რომ გასასტუმრებელი აქვს სს ,,ს----------–---------ს" უზრუნველყოფილი სესხი, რომლის დაუფარაობა საფრთხეს უქმნის მის უფლებას უძრავ ქონებაზე, რის გამოც შპს ,,ბი-----------------ის" გადახდა მოკლევადიან პერსპექტივაში არ შეუძლია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.ბე----–--------–თან და ლ---------------–---–თან 26.12.2--- წ დაიდო სესხის და თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების) ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ბესიკ წერეთლისთვის სესხის გაცემას 1-465 ლარის ოდენობით, 20 დღის ვადით.

 

სესხი სარგებლიანია. სარგებელი შეადგენს 8 %. ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვას.

 

სესხის თანხა მიიღო ბე----–--------–მა.

 

3.2. მოპასუხის დავალიანება სესხზე შეადგენს ძირითადი თანხა 8342,96 ლარს, სარგებელი 642,04 ლარს, ჯარიმა 42 ლარს.

 

3.3. სესხი ვადაგადაცილებაშია 29.12.2--- წ-დან. მოპასუხე ინფორმირებული დავალიანების შესახებ.

 

3.4. მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

3.6. მსესხებლის სოლიდარული თავდებია ლ---------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი

- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

- სესხის და ტავდებობის ხელშეკრულება

-გაფრთხილება

-შეტყობინება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 41--ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 623-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება (სესხის და თავდებობის) მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე ფაქტიურად აღიარეს მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია სესხის ძირისა და სარგებლის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ან რაიმე მტკიცებულება სარჩელის ამ ნაწილის საფუძვლიანობის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხის მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი და პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე და 418–ე მუხლების დანაწესებით, მოპასუხეებს აქვთ ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე მუხლებით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხელინდი თათარიშვილი სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენს, რის გამოც მან სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი მსესხებლის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის უძრუნველყოფაზე გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარი, სარჩელის ბაჟი 278,31 ლარი, სხვა ხარჯი - ყადაღის რეგისტრაციის საფასური 200 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის რონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.03.2--- წ განჩინებით /საქმე # 020--------------- (2/უზ-1--18)/ საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკს დაევალოს მოახდინოს მოპასუხეების ბესიკ წერეთლის (პ/ნ 1----------) და ლ---------------–---–ის (პ/ნ 1----------- სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის 50%-ის გაცემის გაცემის აკრძალვა ჯამში 9127 ლარის ფარგლებში. ამასთან, მოპასუხეების საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხებზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 259-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,---------------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბე----–--------–ს და ლ---------------–---–ს შპს ,,ბი------------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს

სესხი, მასზე დარიცხული სარებელი და პირგასამტეხლო 9027 ლარი

სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის სახით გაწეული ხარჯი 50 ლარი

ყადაღის რეგისტრაციის საფასური 200 ლარი

სარჩელის ბაჟის ხარჯი 278,31 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამარტლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა