განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
330100116001497807
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----16

(#0----------1)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს----------–--- სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ--------------იძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------------------------------ა (დაბადებული - 1----–-–-----------------, ს----------–--- მოქალაქე, პირადი #0---------7, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, მ. ა-–------------------------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - გ--------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

დისპოზიცია: ყალბი დასკვნის მიცემა სასამართლოში, ანგარებით;

 

ბრალდებული - ამ------------–-------------–---–- (დაბადებული - 1----–-–--------------, ს----------–--- მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.-----–---------------------------------------–ი), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატი - ვ-–---------------ძე

 

კვალიფიკაცია: ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

დისპოზიცია: ყალბი დასკვნის მიცემა სასამართლოში, ანგარებით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ----------------ას მიმართ: ყალბი დასკვნის შედგენა, ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში: სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის თ----- ჩ---–--ის მიერ გამოტანილ იქნა განჩინება საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის შესრულება მოპასუხე მხარის - სს „ს-------------------------ს“ და სასამართლოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ერთად, დაევალა მოსარჩელე მხარის მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ მ----------------ას. განჩინების მიხედვით ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 20------- წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადების და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, მ----------------ას უნდა შეერჩია შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით წარმოდგენილი იყო გასაყიდად, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი უნდა განესაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მ----------------ას მიერ განზრახ შერჩეულ იქნა ისეთი ანალოგი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გაცილებით პრესტიჟულ ადგილას - ც--------–-------------–--–--ან ახლოს და მათი გასხვისება მოხდა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების ფასები იყო განსაკუთრებით მაღალი. ექსპერტმა მ----------------ამ მის მიერ მომზადებული სასაქონლო დასკვნებში მიუთითა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდებოდა, რომ დ-----–--–--ში და თ---–---------------------რე ტერიტორიაზე, შესაფასებელი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფისირებული იყო ხელოვნურად შემცირებული ღირებულებები, რის გამოც აღნიშნული ნაკვეთები არ გამოიყენა ანალოგებად. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტ მ----------------ას მიერ შეფასებულ იქნა თ---–---------------------რე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები. 2015 წლის ზაფხულში მ----------------ას მიერ შედგენილი ყალბი ექსპერტიზის დასკვნები წარდგენილ იქნა სასამართლოში. ექსპერტ მ----------------ას მიერ მომზადებულ დასკვნაში ყალბი ინფორმაციის მითითების შედეგად, მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები შეფასებული იქნა ხელოვნურად მაღალ ფასებად, რითაც სს „სა---------–-------------ას“ შესაძლოა მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. ა--------------–---–ის მიმართ: ყალბი დასკვნის შედგენა, ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში: სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის თ----- ჩ---–--ის მიერ გამოტანილ იქნა განჩინება საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის შესრულება მოსარჩელე მხარის და სასამართლოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ერთად, დაევალა მოპასუხე მხარის - სს „სა---------–-------------ის“ მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ ა--------------–---–ს. განჩინების მიხედვით ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 20------- წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადების და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, ა--------------–---–ს უნდა შეერჩია შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით წარმოდგენილი იყო გასაყიდად, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი უნდა განესაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ა--------------–---–ის მიერ განზრახ შერჩეულ იქნა ისეთი ანალოგი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გაცილებით პრესტიჟულ ადგილას - ც--------–-------------–--–--ან ახლოს და მათი გასხვისება მოხდა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების ფასები იყო განსაკუთრებით მაღალი. ექსპერტმა ა--------------–---–მა მის მიერ მომზადებული სასაქონლო დასკვნებში მიუთითა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდებოდა, რომ დ-----–--–--ში და თ---–---------------------რე ტერიტორიაზე, შესაფასებელი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფისირებული იყო ხელოვნურად შემცირებული ღირებულებები, რის გამოც აღნიშნული ნაკვეთები არ გამოიყენა ანალოგებად. 2015 წლის ზაფხულში ა--------------–---–ის მიერ შედგენილი ყალბი ექსპერტიზის დასკვნები წარდგენილ იქნა სასამართლოში. ექსპერტ ა--------------–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნაში ყალბი ინფორმაციის მითითების შედეგად, მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები შეფასებული იქნა ხელოვნურად მაღალ ფასებად, რითაც სს „სა---------–-------------ას“ შესაძლოა მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. მ----------------ამ ჩაიდინა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის წარდგენა სასამართლოში, კერძოდ: სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის თ----- ჩ---–--ის მიერ გამოტანილ იქნა განჩინება საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის შესრულება მოპასუხე მხარის - სს „სა---------–-------------ას“ და სასამართლოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ერთად, დაევალა მოსარჩელე მხარის მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ მ----------------ას. განჩინების მიხედვით ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 20------- წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადების და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, მ----------------ას უნდა შეერჩია შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით წარმოდგენილი იყო გასაყიდად, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი უნდა განესაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, მ----------------ას მიერ განზრახ შერჩეულ იქნა ისეთი ანალოგი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გაცილებით პრესტიჟულ ადგილას - ც--------–-------------–--–--ან ახლოს და მათი გასხვისება მოხდა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების ფასები იყო განსაკუთრებით მაღალი. ექსპერტმა მ----------------ამ მის მიერ მომზადებულ სასაქონლო დასკვნებში მიუთითა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდებოდა, რომ დ-----–--–--ში და თ---–---------------------რე ტერიტორიაზე, შესაფასებელი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული იყო ხელოვნურად შემცირებული ღირებულებები, რის გამოც აღნიშნული ნაკვეთები არ გამოიყენა ანალოგებად. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტ მ----------------ას მიერ შეფასებულ იქნა თ---–---------------------რე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები. 2015 წლის ზაფხულში მ----------------ას მიერ შედგენილი ყალბი ექსპერტიზის დასკვნები წარდგენილ იქნა სასამართლოში. ექსპერტ მ----------------ას მიერ მომზადებულ დასკვნაში ყალბი ინფორმაციის მითითების შედეგად, მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები შეფასებული იქნა ხელოვნურად მაღალ ფასებად, რითაც სს „სა---------–-------------ას“ შესაძლოა მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.2. ა--------------–---–მა ჩაიდინა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის წარდგენა სასამართლოში, კერძოდ: სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის თ----- ჩ---–--ის მიერ გამოტანილ იქნა განჩინება საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის შესრულება მოსარჩელე მხარის და სასამართლოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ერთად, დაევალა მოპასუხე მხარის - სს „სა---------–-------------ის“ მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ ა--------------–---–ს. განჩინების მიხედვით ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 20------- წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადების და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, ა--------------–---–ს უნდა შეერჩია შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით წარმოდგენილი იყო გასაყიდად, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი უნდა განესაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, ა--------------–---–ის მიერ განზრახ შერჩეულ იქნა ისეთი ანალოგი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გაცილებით პრესტიჟულ ადგილას - ც--------–-------------–--–--ან ახლოს და მათი გასხვისება მოხდა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების ფასები იყო განსაკუთრებით მაღალი. ექსპერტმა ა--------------–---–მა მის მიერ მომზადებული სასაქონლო დასკვნებში მიუთითა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდებოდა, რომ დ-----–--–--ში და თ---–---------------------რე ტერიტორიაზე, შესაფასებელი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული იყო ხელოვნურად შემცირებული ღირებულებები, რის გამოც აღნიშნული ნაკვეთები არ გამოიყენა ანალოგებად. 2015 წლის ზაფხულში ა--------------–---–ის მიერ შედგენილი ყალბი ექსპერტიზის დასკვნები წარდგენილ იქნა სასამართლოში. ექსპერტ ა--------------–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნაში ყალბი ინფორმაციის მითითების შედეგად, მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები შეფასებული იქნა ხელოვნურად მაღალ ფასებად, რითაც სს „სა---------–-------------ას“ შესაძლოა მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - მ----------------ას და ა--------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია მ----------------ას და ა--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, მ----------------ა და ა--------------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქციით).

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ---------------–---–მა განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით მუშაობს ს----------–--- ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ხოლო 2010 წელს და 2013 წლიდან 2018 წლის თებერვლამდე მუშაობდა სს „სა---------–-------------აში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. მოწმის განმარტებით, 2010 წელს სს „სა---------–-------------ამ“ დაიწო თბილისის შემოვლითი რკინიგზის დაპროექტება, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა იმ ფართობზე, სადაც უნდა გაევლო რკინიგზას. ძირითადი ნაწილი მხარეთა შეთანხმებით გამოსყიდულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, თუმცა, მესაკუთრეების მცირე ნაწილთან ფასის გამო ვერ მოხერხდა შეთანხმება, რის გამოც სს „სა---------–-------------ამ“ დაიწყო ექსპროპრიაციის პროცესი, კერძოდ, მიმართა ს----------–--- ეკონომიკის სამინისტროს, რის საფუძველზეც გამოიცა ბრძანება და სასამართლოს გზით ხდებოდა უძრავი ქონების ექსპროპრიაცია. ამ შემთხვევაშიც მესაკუთრეთა ნაწილი დათანხმდა ექსპროპრიაციის გზით შეთავაზებულ თანხას და მათზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები გაფორმდა სახელმწიფოს საკუთრებად, მესაკუთრეთა ნაწილი კი სასამართლო გზით აგრძელებდა დავას. უკანასკნელ შემთხვევაში სს „სა---------–-------------ა“ ნოტარიუსის ანგარიშზე ახდენდა ექსპროპრიაციის თანხის დეპონირებას, რის შემდგომაც ხდებოდა საჯარო რეესტრში ნაკვეთების რეგისტრაცია. მესაკუთრეებმა ნოტარიუსის ანგარიშიდან აიღეს სს „სა---------–-------------ის“ მიერ ჩარიცხული თანხა და პარალელურად დაიწყეს დავა დამატებით თანხებთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, სს „სა---------–-------------ა“ მიწის ნაკვეთების შეფასებას ახდენდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა შეფასებით და სწორედ მათ მიერ დადგენილი ფასის შეთავაზება ხდებოდა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისთვის. აღნიშნული დავის ფარგლებში, მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა და მხარეებს დაევალათ ექსპერტთა კანდიდატების წარდგენა, ხოლო მესამე ექსპერტს სასამართლო თავად დანიშნავდა. სს „სა---------–-------------ამ“ დაასახელა ა--------------–---–ი, მოქალაქეებმა - მოსარჩელეებმა - მ----------------ა, სასამართლომ კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი ექსპერტი ქ------------------–-–--ლი დანიშნა. მოსამართლემ ექსპერტებს განუმარტა, რომ შეეძლოთ ერთად ემუშავათ და თუ საერთო აზრზე ვერ შეჯერდებოდნენ, დამოუკიდებლად მოემზადებინათ დასკვნები, ხოლო შემდეგ გაიზიარებდა იმ დასკვნას, რომელსაც ყველაზე დასაბუთებულად მიიჩნევდა. ამასთან, სასამართლომ ექსპერტების მომსახურების თანხის გადახდა დაავალა მხარეებს თანაბრად, რის შემდეგაც 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, მ----------------ამ მიმართა სს „სა---------–-------------ას“ და მოითხოვა 60.000 ლარის ოდენობით საექსპერტო მომსახურების თანხის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სს „სა---------–-------------ამ“ მ----------------ას მოსთხოვა დაკონკრეტება - მის მიერ მოთხოვნილი ოდენობა იყო მომსახურების 100%, თუ 50%, რომლის გადახდის ვალდებულებაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა სს „სა---------–-------------ას“. აღნიშნული წერილის პასუხად, მ----------------ამ 60.000 ლარის ნაცვლად სრული საექსპერტო მომსახურების საფასურად მოითხოვა 90.000 ლარი, რომლის ნახევარი უნდა გადაეხადა სს „სა---------–-------------ას“. სს „სა---------–-------------ამ“ მ----------------ას მოსთხოვა დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვა, რაც არასრული სახით წარადგინა და მოთხოვნილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც მ----------------ამ გაწყვიტა მათთან კომუნიკაცია. ამის შემდეგ, საექსპერტო ხარჯების ანაზღაურებაზე მოთხოვნა წარადგინა ა--------------–---–მა. მან სრული საექსპერტო მომსახურების საფასურად მოითხოვა 80.000 ლარი, რომლის ნახევარი - 40.000 ლარი მოსთხოვა სს „სა---------–-------------ას“. მოწმის განმარტებით, მართალია, სს „სა---------–-------------ას“ სურდა მ----------------ასთან საექსპერტო მომსახურების ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, თუმცა, ყველა შეხვედრაზე/მოლაპარაკებაზე მ----------------ა მიდიოდა მოსარჩელეებთან ერთად, მაშინ როდესაც, მოსარჩელეების ჩართვა სასამართლოს მიერ არ იყო განსაზღვრული და ასევე, ექსპერტის მუშაობაში ნებისმიერი მხარის ჩარევა იყო დაუშვებელი. იმის გასარკვევად, თუ რატომ ჭიანურდებოდა დასკვნების წარდგენა, დაინიშნა სასამართლო სხდომა, სადაც ექსპერტებმა - მ----------------ამ და ა--------------–---–მა განაცხადეს რომ ვერ ხერხდებოდა ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა. მოსამართლემ ექსპერტებს - მ----------------ას და ა--------------–---–ს დაავალა ჯერ მოემზადებინათ და წარედგინათ ექსპერტიზის დასკვნები და შემდეგ იგი თავისი გადაწყვეტილებით, მათ მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, მხარეებს დააკისრებდა საექსპერტო ანაზღაურების გადახდას. ამასთან, სს „სა---------–-------------ის“ მოთხოვნის საფუძველზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული პასუხით გაირკვა, რომ ექსპერტიზის მომსახურების ღირებულება იყო 17.000 ლარი, რაც დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ექსპერტებმა მ----------------ამ და ა--------------–---–მა მოითხოვეს. რაც შეეხება, უშუალოდ ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სამივე ექსპერტმა სასამართლოში წარადგინა მათ მიერ მომზადებული დასკვნები, აღმოჩნდა, რომ მ--------------ას და ა--------------–---–ის მიერ მომზადებული დასკვნები იყო ერთმანეთისგან „დაკოპირებული“ , კერძოდ, გრამატიკული და ბეჭვდითი შეცდომებიც კი იყო იდენტური, ხოლო რაც შეეხება შესადარებელ ანალოგებს, თითქმის ყველა მიწის ნაკვეთზე აღებული იყო ერთი და იგივე ანალოგები და არასწორად დაფიქსირებული მიწის ღირებულების ოდენობაც კი ერთნაირად ჰქონდათ მითითებული დასკვნებში. მხოლოდ ფორმალურად რამდენიმე ანალოგი იყო განსხვავებული, რამაც განაპირობა მათ მიერ დადგენილ საბაზრო ღირებულებაში მცირეოდენი განსხვავება. მოწმის განმარტებით, მათ მიერ შედარებული იქნა მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ მომზადებული დასკვნები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას და აღმოჩნდა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ ანალოგებად აღებული იყო ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც შესაფასებელ მიწის ნაკვეთებთან ახლოს მდებარეობდა, ხოლო მ--------------აუას და ა--------------–---–ს ანალოგებად აღებული ჰქონდათ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გზის პირთან, კომერციულ ზონასთან ახლოს, რაც განაპირობებდა მათ გაცილებით მაღალ ღირებულებას. სწორედ აღნიშნულმა და ასევე, იმ გარემოებამ, რომ მ--------------აუას და ა--------------–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნებში მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა თითქმის იგივე ოდენობა, რაც მოსარჩელეთა მიერ სასარჩელო მოთხოვნაში იყო დაფიქსირებული, სს „სა---------–-------------აში“ გააჩინა კითხვის ნიშნები და სათანადო გამოძიების ჩატარების მიზნით, მიმართეს პროკურატურას. მოწმის განმარტებით, ა--------------–---–ის მიერ შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღრა დაახლოებით 9.000.000 ლარით, მ----------------ას მიერ - დაახლოებით 9.000.000 ლარით, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ შედგენილი დასკვნით - დაახლოებით 3.000.000 ლარი, რაც 3-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მოსარჩელეები ითხოვდნენ სს „სა---------–-------------ისგან“ და ვიდრე ეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა - მ----------------ამ და ა--------------–---–მა -დაადგინეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ბოლო - 2015 წლის დასკვნამდე, წინა პერიოდში, განსახილველ შესაფასებელ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გაცემული ჰქონდა ორი დასკვნა, რომელთა შორის სხვაობა იყო დაახლოებით 5-10%, მაშინ როდესაც, დასახელებულ სამივე დასკვნასთან შედარებით მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ შედგენილ დასკვნებში შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება თითქმის 300 %-ით იყო გაზრდილი. მოწმის განმარტებით, საბოლოოდ, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას გაიზიარა ა--------------–---–ის მიერ შედგენილი დასკვნა, იმ მოტივით, რომ იგი იყო სს „სა---------–-------------ის“ მიერ დასახელებული ექსპერტი და სს „სა---------–-------------ას“ დამატებით (3.000.000 უკვე გადახდილი ჰქონდა) დაეკისრა დაახლოებით 5.000.000 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ-------------მ განმარტა, რომ 2010-2016 წლებში მუშაობდა სს „სა---------–-------------ის“ იურიდიულ სამსახურში, მ-----------------–------ის თანამდებობაზე და მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლად გამოსვლა, ასევე, შიდა სხვადასხვა კორპორატიული საქმეების მოგვარება. მისი განმარტებით, 2010 წლიდან სს „სა---------–-------------ამ“ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით დაიწყო მოლაპარაკებები უძრავი ქონების მესაკუთრეებთან, რომელთაგან ნაწილთან მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება, ხოლო ნაწილთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და მათ ექსპროპრიაციის კანონის შესაბამისად, ჩამოერთვათ უძრავი ქონებები, რის შემდგომაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის თანახმად, შეფასებული ღირებულებების შესაბამისად, სს „სა---------–-------------ამ“ მოახდინა კომპენსირება, თანხის ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირების გზით. მოსარჩელეების მიერ სრულად იქნა თანხები გატანილი სადეპოზიტო ანგარიშიდან, თუმცა, შემდეგ - 2011 წლიდან აღნიშნული საკომპენსაციო თანხები სასარჩელო მოთხოვნით გახადეს სადაო. 2014 წელს მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ დანიშნა ალტერნატიული კომპლექსური ექსპერტიზა და სასამართლოს განჩინებით, სს „სა---------–-------------ას“ და მოსარჩელეებს დაევალათ ექსპერტების კანდიდატების წარდგენა. სს „სა---------–-------------ამ“ კანდიდატად წარადგინა დამოუკიდებელი ექსპერტი ა--------------–---–ი, ხოლო მოსარჩელეებმა - მ----------------ა. სასამართლომ თავის მხრივ, თავდაპირველად დანიშნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტი ი-–-------------ა, რომელიც იმის გამო, რომ მონაწილეობას იღებდა ექსპროპრირებული ქონების თავდაპირველ შეფასებაში, მოსარჩელეთა მიერ აცილებულ იქნა, რის გამოც აღნიშნული ბიუროდან დასახელდა ქ------------------–-–--ლი. მოწმის განმარტებით, კომპლექსური სასაქონლო ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, ვინაიდან ა--------------–---–მა და მ----------------ამ უარი განაცხადეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მუშაობაზე. საბოლოოდ, სამივე ექსპერტმა ცალ-ცალკე ჩაატარეს ექსპერტიზა და ცალ-ცალკე დასკვნა იქნა მიღებული. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 2016 წლის თებერვლის თვეში, სს „სა---------–-------------აში“ მორიგების სურვილით მივიდნენ მოსარჩელეების წარმომადგენელი - ა----–---ძე და ერთ-ერთი მოსარჩელე გ------–---------–--ლი, რომელთაც სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლებმა მოსთხოვეს თავიანთი პოზიციის მეილზე გადაგზავნა. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მორიგების შინაარსი/პირობა იყო, რომ მ----------------ას და ა--------------–---–ის დასკვნების მიხედვით, რა ღირებულებაც იყო განსაზღვრული, უნდა შეჯამებულიყო, გაყოფილიყო შუაზე/ორზე, გამოკლებოდა ის ღირებულება, რაც რკინიგზას უკვე გადახდილი ჰქონდა კომპენსაციის სახით, რასაც გამოაკლდებოდა კიდევ 10%, ხოლო აღნიშნულის შედეგად მიღებული თანხა უნდა გადაეხადათ მოსარჩელეებისთვის. აღნიშნულმა შეთავაზებამ სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლებს გაუჩინათ ეჭვი, რომ მ----------------ა და ა--------------–---–ი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რის გამოც მათ მიერ სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სამივე ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნის ასლი და შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ა--------------–---–ის და მ----------------ას დასკვნები იყო იდენტური. კერძოდ, ჰქონდათ ერთი და იგივე ტექნიკური შეცდომები, გამოყენებული ჰქონდათ ერთი და იგივე ანალოგები და სტრუქტურულადაც კი ერთნაირი იყო. რაც შეეხება ექსპერტიზის შედეგად დადგენილ თანხებს, მოწმის განმარტებით, მ----------------ასა და ა--------------–---–ის მიერ დადგენილი ოდენობა სამჯერ აღემატებოდა სამხარაულის მიერ დადგენილ თანხას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლებს ა--------------–---–ის და მ----------------ას მიმართ გაუჩნდათ ეჭვი და მიმართეს საგამოძიებო ორგანოს. მოწმემ ასევე დაადასტურა, გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის სისწორე და მოსარჩელეთა წერილობითი პოზიციის გამოძიების ეტაპზე წარმოდგენის ფაქტი.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე კ--------------მ განმარტა, რომ 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობს სს „სა---------–-------------ის“ იურიდიული სამსახურის უ-------------------–ის თანამდებობაზე. 2010 წელს, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სს „სა---------–-------------ის“ მიერ დიდი ლილოსა და თ---–---------------------რე ტერიტორიაზე, სადაც უნდა გაევლო რკინიგზის ახალ ხაზს, ძირითადად მოხდა მესაკუთრეებისაგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა, ხოლო ზოგ შემთხვევაში სასამართლო წესით ექსპროპრიაცია. ჯამში გამოსყიდული და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული იყო დაახლოებით 800 მიწის ნაკვეთი, ხოლო დაახლოებით 80-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ დაიწყო დავა ექსპროპრირებული ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დავის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებით დაინიშნა კომპლექსური სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დანიშვნამდე მოსამართლემ მხარეებს დაავალა სამ-სამი კანდიდატის წარდგენა, რის შემდეგაც სასამართლომ მხარეებს შესთავაზა შეერჩიათ თითო-თითო ექსპერტი და აღნიშნულის საფუძველზე სს „სა---------–-------------ამ“ შეარჩია ა--------------–---–ი, მოსარჩელეებმა - მ----------------ა, ხოლო სასამართლომ თავის მხრივ, მოიწვია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტი ი-–-------------ა, რომელიც მოსარჩელეებმა აიცილეს და შემდეგ იგი შეიცვალა სხვა ექსპერტით - ქ------------------–-–--ლით. ამასთან, მოსამართლემ ექსპერტიზის ხარჯების გადახდა დააკისრა ორივე მხარეს თანაბრად. აღნიშნულის შემდეგ, მცირე დროში, მათ მიერ მოწვეულმა ექსპერტმა - ა--------------–---–მა მიმართა სს „სა---------–-------------ას“ და მოითხოვა საექსპერტო ხარჯების ანაზღაურება 40.000 ლარის ოდენობით. სს „სა---------–-------------ამ“ თავის მხრივ, მოსთხოვა ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რაც ა--------------–---–მა არ წარადგინა. შემდეგ სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლების ინიციატივით მოხდა უშუალოდ ა--------------–---–თან და მ----------------ასთან შეხვედრა, რა დროსაც ა--------------–---–მა განაცხადა, რომ თუ ანაზღაურებას წინასწარ ვერ მიიღებდა, ექსპერტიზას ვერ ჩაატარებდა. ვინაიდან სს „სა---------–-------------ასა“ და ექსპერტებს შორის საექსპერტო ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვერ მოხდა შეთანხმება, სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლებმა მიმართეს სასამართლოს, თუმცა, სასამართლო სხდომაზე ა--------------–---–ს აღარ დაუფიქსირებია პოზიცია. დასახელებულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაავალა ექსპერტებს, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზასთან დაკავშირებული სამუშაოები, მოემზადებინათ დასკვნები და წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, თავად უზრუნველყოფდა მათთვის საექსპერტო ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას. როგორც მოგვიანებით მათთვის გახდა ცნობილი, მ----------------ამ და ა--------------–---–მა მათ მიერ მომზადებული დასკვნები სასამართლოში წარადგინეს 2015 წლის ზაფხულში, ხოლო ქ------------------–-–--ლმა წარადგინა დეკემბრის თვეში. მათ სასამართლოდან გამოითხოვეს სამივე ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნები. მათი გაცნობის შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ შედგენილ დასკვნებში მითითებული თანხები ბევრად მეტი იყო, ვიდრე წინა პერიოდში იგივე უძრავი ქონების შესაფასებლად ჩაატრებულ ექსპერტიზის დასკვნებში და ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული ქ------------------–-–--ლის მიერ ჩატარებულ დასკვნაში. ამასთან, ბრალდებულების ა--------------–---–ის და მ----------------ას მიერ შედგენილი დასკვნები თითქმის იდენტური იყო, კერძოდ, დაშვებული ჰქონდათ ერთნაირი სტილისტური შეცდომები, აღებული ჰქონდათ ერთი და იგივე ანალოგები და მიწის ნაკვეთის ღირებულების არასწორი ოდენობაც კი ერთმანეთის მსგავსად ჰქონდათ დაფიქსირებული. დასკვნების არგუმენტაციის ნაწილში, ასევე, ორივეს ჰქონდა ერთნაირი მსჯელობა იმისა, თუ, რატომ არ აიღეს შესადარებელი ნიმუშები შესაფასებელ მიწის ნაკვეთებთან ახლოს და რატომ აიღეს შესადარებელი ნიმუშები ქვედა ზოლიდან, გზასთან მიმდებარედ, სადაც კომერციული თვალსაზრისით გაცილებით მეტი ღირებულების იყო. მოწმის განმარტებით, აღნიშნული დასკვნების გაცნობის შემდეგ, მან, სს „სა---------–-------------ის“ სხვა თანამშრომლებთან ერთად მოიძია ინფორმაცია, კერძოდ: საჯარო რეესტრიდან გამოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაადგინეს რა ფასად იყო გაყიდული შესაფასებელი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები, ასევე დაადგინეს, რომ შესაფასებელ მიწის ნაკვეთებთან ახლოს მდებარე ნაკვეთები იყო ფიზიკურ პირებს შორის გაყიდული და სწორედ ამიტომ ასაბუთებდნენ მ----------------ა და ა--------------–---–ი, რომ თითქოს ფიზიკური პირები მალავდნენ და ამცირებდნენ რეალურ ღირებულებებს და ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ მათი ნიმუშად აღება. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, მ----------------ამ და ა--------------–---–მა შესადარებელი ნიმუშები აიღეს ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებს შორის განხორციელებული ტრანზაქციებიდან. იგი ასევე, უშუალოდ იმყოფებოდა შესაფასებელი და შესადარისი მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე, მან მოახდინა ადგილზე გარემოებების გამოკვლევა, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული და სხვა საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით, მიმართეს საგამოძიებო ორგანოს. ამასთან, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა და მათი თხოვნისა, სასამართლომ არ შეაჩერა საქმის განხილვა, გაიზიარა ა--------------–---–ის მიერ დასკვნები, ვინაიდან იყო სს „სა---------–-------------ის“ მიერ შერჩეული და სს „სა---------–-------------ას“ დაეკისრა დამატებით 5.000.000 ლარზე მეტის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ქ------------------–-–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტში, უძრავი ქონების ექსპერტად. მოწმის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს #2-------- განჩინების საფუძველზე, უნდა შეფასებულიყო თ---–---------------------რე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. მისი და ექსპერტ ნ-----–-----ს მიერ ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა და 2015 წლის 23 ივლისს გაცემულ იქნა #0-------- დასკვნა, რომელიც გადამოწმებული იქნა მისი ხელმძღვანელობის - გ-----------------–ის და დ---------–-----–ის მიერ და გაკეთდა სათანადო ხელმოწერები. იგი აღნიშნულ დასკვნას ეთანხმება და ადასტურებს მის სისწორეს. სასამართლოს განჩინებით ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: რა საბაზრო ღირებულებას შეადგენდა თითეული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ღობეები, მრავალწლიანი ნარგავები, ასევე ამ ნაკვეთებზე არსებული კომუნიკაციების შეყვანისათვის გაწეული ხარჯები, ნივთების დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯები, ასევე, მიწის ნაკვეთებზე არსებული და განადგურებული ნარგავების 10 წლის მიუღებელი შემოსავალი. კითხვა იყო ასევე დასმული, რას შედგენდა საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, საექსპროპრიაციო ქონების ჯამური ღირებულება. მოწმის განმარტებით, მართალია, დანიშნული იყო კომისიური ექსპერტიზა, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს და ორ კერძო ექსპერტს ერთობლივად უნდა ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, თუმცა, ერთობლივად ჩატარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, ვიდრე შესაფასებელ ობიექტებზე კვლევა დაიწყებოდა, ჩატარდა წინასწარი სასამართლო სხდომა, რა დროსაც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა - მ----------------ამ და ა--------------–---–მა განაცხადეს, რომ არ სურდათ კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება და დამოუკიდებლად ჩაატარებდნენ ექსპერტიზას. მოსამართლე თანახმა იყო ექსპერტიზის ცალ-ცალკე ჩატარების. სანამ ისინი დაიწყებდნენ ექსპერტიზას, მათი მხრიდან მოხდა დაკავშირება დამოუკიდებელ ექსპერტებთან - მ----------------ასთან და ა--------------–---–თან, ვინაიდან ამ საქმეზე მათთან ჩატარებული იყო ორი ექსპერტიზა, უნდოდათ ინფორმაციის გაცვლა და შეთანხმების მიღწევა, თუმცა, მათ უარი განაცხადეს. მოწმის განმარტებით, იგი ვალდებული იყო დაკავშირებოდა დამოუკიდებელ ექსპერტებს, ხოლო ისინი ჩაერთვებოდნენ თუ არა, ეს უკვე მათი უფლება იყო. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ვიდრე გასცემდნენ ექსპერტიზის დასკვნას, კიდევ ერთხელ მოხდა დამოუკიდებელ ექსპერტებთან დაკავშირება, იმ მიზნით, რომ იქნებ შეჯერებულიყვნენ ფასებთან დაკავშირებით, რომელთაც შეხვდა გ-----------------–თან ერთად. დამოუკიდებელ ექსპერტებს მათთან შეხვედრისას თან ახლდნენ მოსარჩელეები და მათი იურისტი. მათ უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცვლაზე, ვინაიდან როგორც მ----------------ამ განაცხადა, იგი იყო მოსარჩელეების დანიშნული, ხოლო მათ არ სურდათ ინფორმაციის გაცვლა. რაც შეეხება უშუალოდ ექსპერტიზას, ექსპერტიზის დანიშვნის შემდეგ, ის და ნ-----–----- გავიდნენ შესამოწმებელ ობიექტებზე - თ---–---------------------რე ტერიტორიაზე და ორი მიწის ნაკვეთი გლდანის ტბის მიმდებარედ, დათვალიერდა და დასურათდა ობიექტები, დასურათების შემდეგ მოხდა კვლევის ჩატარება. იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთები უნდა შეფასებულიყო 2010 წლის 14 ივლისი - 16 აგვისტოს მდგომარეობით, ექსპერტიზა ჩატარდა 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, ანუ სწორედ, ამ პერიოდის ობიექტები იქნა მოძიებული ბაზარზე. მიწის ნაკვეთების შეფასებისათვის მათ მიერ შესწავლილ იქნა უძრავი ქონების ბაზარი, კერძოდ, კვლევისას აღებულ იქნა 2009-2010 წლის გაყიდვები და 2015 წლის შეთავაზებები და შესადარისი ობიექტები აღებულ იქნა შესაფასებელი ობიექტების მაქსიმალურად მიახლოებულ ტერიტორიაზე. შედარდა შესაფასებელ ობიექტებთან, დაკორექტირდა და დადგინდა საბაზრო ღირებულებები. დასკვნაში მითითებული იყო აგრეთვე, 2010 წლის რამდენიმე შეთავაზება, თუმცა, იმის გამო, რომ ვერ დგინდებოდა ზუსტი ადგილმდებარეობა, იგი არ გამოუყენებია. დასკვნაში მიუთითა მხოლოდ თვალსაჩინოებისათვის. მოწმის განმარტებით, ობიექტის შეფასების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას, ფორმას, რელიეფს და ასე შემდეგ, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთები გვერდი-გვერდ იყოს განთავსებული, თუმცა, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ღირებულება განსხვავებული ჰქონდეს, ამიტომ, მოწმის ჩვენებით, ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, შესაბამისად, როდესაც დამკვეთები, ძველი პერიოდის შეფასებას ითხოვდნენ, იგი ძველი პერიოდის ჟურნალ-გაზეთების შეთავაზებებს იყენებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზუსტ ინფორმაციას იძლეოდა ადგილმდებარეობისა და სხვა მონაცემების შესახებ. მოცემულ საქმეზე კი მას, ძველი შეთავაზებები არ გამოუყენებია. სასამართლო სხდომაზე მოწმეს წარედგინა ბრალდების მხარის მიერ შედგენილი იმ ობიექტების ადგილმდებარეობის რუკა, რომელთა შეფასებაც მოხდა ექსპერტების მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმე ქ------------------–-–--ლმა განმარტა, რომ შესაფასებელი ობიექტები მდებარეობს რკინიგზის შემოვლით ზოლში. ექსპერტიზის დროს მის მიერ გამოყენებულ იქნა მეორე და მესამე ზოლში არსებული შესადარისები, ვინაიდან პირველი ზოლი არის ცენტრალური გზა - კახეთის გზატკეცილი. კახეთის გზატკეცილზე მიწის ნაკვეთი არის კომერციული დანიშნულების, რის გამოც, ფასები განსხვავებულია და შესაბამისად, პირველ ზოლს ვერ გამოიყენებდა მეორე და მესამე ზოლებში განთავსებული მიწის ნაკვეთების შესაფასებლად. მესამე-მეოთხე ზოლი გამოიყენა თვალსაჩინოებისთვის და არა შესაფასებლად, ვინაიდან მესამე-მეოთხე ზოლში განთავსებული გაყიდვები და შეთავაზებები იყო უფრო დაბალ ფასად - კვადრატული მეტრი 1-2 ლარი, ვიდრე მეორე ზოლში. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიდგომა არის ხოლმე რომ საბაზრო ღირებულების დიაპაზონში მაღალი მხარე დაიჭირონ, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოსგან მოთხოვნა იყო, რომ მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო მოცემული საკითხი, რის გამოც მან შესადარისად გამოიყენა მე-2-მე-3 ზოლში არსებული მიწის ნაკვთები და არა მე-3-მე-4 ზოლში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე მათ მიერ გამოყენებული შესადარისები. (სახელმწიფოს მიდგომაა, რომ ექსპროპრიაციის დროს საბაზრო ღირებულების მაქსიმუმი ღირებულება შესთავაზოს). მოწმის განმარტებით, მათ მიერ დასკვნაში მითითებული ღირებულება არის რეალური და შეიძლება ითქვას მაღალიც შესაფასებელი ობიექტების საბაზრო ღირებულების დიაპაზონში. ყველაზე მაღალ ფასად შეფასებულ იქნა ნ---------------–ოვას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო გზასთან ახლოს, ჰქონდა კომუნიკაციები და გაუმჯობესება, შესაბამისად, ყველაზე მაღალი შეფასება მის მიწის ნაკვეთზე დაიწერა, დანარჩენების ღირებულება დაახლოებით ერთნაირი იყო. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ არ შეიძლება პირველ ზოლში განთავსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არის კომერციული დანიშნულების, გამოყენებულ იქნეს ზედა ნაწილებზე განთავსებული მიწის ნაკვეთების, რომლებიც არის, ძირითადად, მინდვრები, შესაფასებლად. არ შეიძლება კომერციული ფართის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესაფასებლად, ვინაიდან კომერციულ ფართს ძალიან მაღალი ღირებულება აქვს და დაახლოებით 50%-იან კორექტირებას საჭიროებს, რაც შეფასებისას მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ამგვარი კორექტირების შემთხვევაშიც კი, შემფასებელი სრულ სურათს მაინც ვერ მიიღებს. მოწმემ ქ------------------–-–--ლმა ასევე, განმარტა, რომ შესადარისი ობიექტების შერჩევისას იხელმძღვანელა 2009-2010 წლის გაყიდვებით, ვინაიდან ბაზარი აძლევდა ამის საშუალებას, ამასთან, 2007-2008 წლებში მიწის ნაკვეთების ფასები განსხვავებული იყო და დასჭირდებოდა დროის მიხედვით კორექტირება. გარდა ამისა, მოწმის განმარტებით, შესადარისი ობიეტების შერჩევისას მნიშვნელობა არ აქვს, იგი ვალდებულებით არის თუ არა დატვირთული, ვინაიდან ვალდებულებით დატვირთვამ შეიძლება საერთოდ არ მოახდინოს გავლენა საბაზრო ღირებულებაზე, შესაბამისად, ანალოგების შერჩევისას ისინი ამოწმებენ დატვირთულია თუ არა იგი რაიმე ვალდებულებით და იმ შემთხვევაში თუ მისი ღირებულება შესაბამისობაში მოდის საბაზრო ღირებულებასთან, იღებენ შესადარებელ ობიექტად, ხოლო თუ ის არ იქნება შესაბამისობაში საბაზრო ღირებულებასთან, მაშინ არ იყენებენ. ზოგადად ექსპერტ-შემფასებლები გაყიდვებს ადარებენ საბაზრო ღირებულებას და იმის მიხედვით იყენებენ შესადარებელ ობიექტებად. რაც შეეხება, საბაზრო ღირებულების დადგენას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის გაყიდვების ბაზით, რომელიც ყოველწლიურად და ყოველთვიურად აწვდის ინფორმაციას. ამასთან, შეფასების დროს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა გაყიდვები განხორციელდა ფიზიკურ პირებსა, თუ იურიდიულ პირებს შორის, მთავარია დაფიქსირებული ტრანზაქცია შესაბამისობაში მოდიოდეს საბაზრო ღირებულებასთან. მოწმის განმარტებით, მართალია, მოცემულ შემთხვევაში მ----------------ას და ა--------------–---–ს კონკრეტული კანონი არ დაურღვევიათ შესადარისების არასწორად აღებით, თუმცა, დარღვეულ იქნა საერთაშორისო სტანდარტები, რომლის მიხედვით, შესადარისები ისეთი უნდა იქნეს აღებული, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს საბაზრო ღირებულებასთან. მოწმის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩატარებული ორი ექსპერტის მიერ დამოუკიდებლად შედგენილ დასკვნებს შორის სხვაობა შეიძლება იყოს 10-15%. იგი ყველა ექსპერტიზის ჩატარების დროს და მოცემული ექსპერტიზის შემთხვევაშიც გაფრთხილებულია ყალბი დასკვნის შედგენის შემთხვევაში სისხლისსამრთლებრივი პასუხიმგებლობის შესახებ. მოწმის განმარტებით, ყალბი იქნება ექსპერტის დასკვნა, თუ იგი აიღებს ისეთ ობიექტებს და შესადარისებს, რომლებიც არ მოდის შესაბამისობაში შესაფასებელ ობიექტებთან და დააკორექტირებს არასწორად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ექსპერტი მიიღებს არასწორ საბაზრო ღირებულებას. მისი განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარების დროს, ქონების შეფასებისას იგი ხელმძღვანელობს შეფასების საერთაშორისო ISO სტანდარტით, რომელიც განსაზღვრავს მეთოდოლოგიას და იმ პრინციპებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს ზოგადად შემფასებელმა და აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ-----–-----მ განმარტა, რომ რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტში, უძრავი ქონების ექსპერტად. მან სრულად და ზედმიწევნით დაადასტურა მისი მონაწილეობით შედგენილი #0-------- დასკვნის სისწორე და მოწმე ქ------------------–-–--ლის მიერ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და განმარტებები.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ-----------------–მა განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უ--------ს თანამდებობაზე. მის მიერ ადმინისტრაციული წესით გადამოწმებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის განჩინების საფუძველზე ქ------------------–-–--ლისა და ნ-----–-----ს მიერ 2015 წელს მომზადებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, იგი არის ლიცენზირებული ექსპერტი და მონაწილეობა აქვს მიღებული 20------- წლებში სს „სა---------–-------------ის“ დაკვეთით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შედგენაში. მოწმის განმარტებით, სასამართლოში დავის განხილვისას დაინიშნა კომისიური ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ მოსარჩელეების მიერ შერჩეულ ექსპერტს - მ----------------ას, სს „სა---------–-------------ის“ მიერ შერჩეულ ექსპერტს - ა--------------–---–ს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს ქ------------------–-–--ლს, თუმცა, ექსპერტიზის დანიშვნისთანავე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა - მ----------------ამ და ა--------------–---–მა უარი განაცხადეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთან ერთად მუშაობაზე. აღნიშნულის გამო, მის მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მიწვეული იქნენ ექსპერტები მ----------------ა და ა--------------–---–ი, რა დროსაც მ----------------ა შეხვედრაზე მივიდა მოსარჩელეებთან და მათ იურისტთან ერთად. მოწმის განმარტებით, მ----------------ამ განაცხადა, რომ მესაკუთრეები არ რთავდნენ ნებას, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებთან ერთად მიეღო მონაწილეობა ექსპერტიზაში, რის გამოც, ვერ შედგა სამივე ექსპერტის მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარება. ასევე, დასკვნის მომზადების პერიოდში, მათი ბიუროს ექსპერტები დამოუკიდებელ ექსპერტებს - მ----------------ას და ა--------------–---–ს სთხოვდნენ გაეცვალათ ინფორმაცია შესადარებელ ობიექტებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის გაცემისას - შეფასების დროს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სტანდარტით და შედარების მეთოდით, კერძოდ, მიწის ნაკვეთების შეფასებისას გამოიყენება შედარების მეთოდი, რაც გულისხმობს, შესაფასებელი ობიექტის მსგავსი გაყიდული ან გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთის ანალოგად შერჩევას. მისი განმარტებით, სწორედ ასეთი ანალოგები აქვთ მითითებული როგორც მისი მონაწილეობთ, ასევე ახალ დასკვნებში. მოწმის განმარტებით, კახეთის გზატკეცილის პირველი და მეორე ზოლი არის აქტიური კომერციული დანიშნულების, ხოლო მესამე-მეოთხე ზოლში არ არის კომუნიკაცია და ძირითად გამოიყენება სახნავ-სათესად, ამიტომ მესამე-მეოთხე ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთის შესაფასებლად, შესადარისი მიწის ნაკვეთის პირველი ზოლიდან შერჩევა, გაუმართლებელია, ვინაიდან ექსპერტ-შემფასებელმა 50 %-ითაც რომ დააკორექტიროს, რეალურ ღირებულებასთან მიახლოებულ ფასს მაინც ვერ მიიღებს, შესაბამისად, არ შეიძლება ასეთი შესადარისი ობიექტის აღება. მისი განმარტებით, სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთის შესაფასებლად პირველ ზოლში არსებული მიწის ნაკვეთების შესადარისებად შერჩევა შეიძლება ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ფასის გაზრდას. რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ნ---------------–ოვას კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეფასებებს შორის განსხვავებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ პირველ და მე-3 შემთხვევაში 27 ლარად შეფასებულია მხოლოდ მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე შემთხვევაში მიწის ნაკვეთი შეფასდა გაუმჯობესებებთან ერთად და ამან გამოიწვია განსხვავება. მოწმის განმარტებით, მართალია, რაიმე კანონი არ არსებობს, რომლითაც ანალოგების შერჩევის რაიმე კრიტერიუმი იქნებოდა დადგენილი, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შემფასებელი ვალდებულია სწორად შეარჩიოს შესადარისი ობიექტები. ამასთან, კომისიური ექსპერტიზის დროს სასურველია ექსპერტებმა ერთობლივად შეასრულონ სამუშაოები და ერთობლივად შეაფასონ შესაფასებელი ობიექტი, თუმცა ეს არ არის სავალდებულო, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტები ერთმანეთს დაურეკავდნენ თუ არ დაურეკავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

 

4.7. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ-----–----------–--ლმა განმარტა, რომ 2009 წლიდან მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტში, უძრავი ქონების ექსპერტად. მან დაადასტურა მისი მონაწილეობით შედგენილი სასაქონლო ექსპერტიზის #0----- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2011 წლის 11 ნოემბრის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, ექსპერტებთან - გ-----------------–თან, დ---------–-----–თან, ზ-------–-----ესა და ქ--------–------–-ასთან ერთად მონაწილეობა მიიღო გლდანის ტბის, თბილისის ზღვისა და კახეთის გზატკეცილის ზედა მხარეს - დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაახლოებით 80-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შედარების მეთოდით, კერძოდ, დაყვეს სამ ტერიტორიად, 80 მიწის ნაკვეთიდან თითოეულისთვის ეტალონად აიღეს თითო მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ტერიტორიის მიხედვით, მოიძიეს ანალოგები და დაკორექტირების შედეგად განისაზღვრა შესადარებელი მიწის ნაკვეთების 1 კვ.მ საბაზრო ღირებულება, კერძოდ, 80-ვე შესამოწმებელი მიწის ნაკვეთი ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტების მიერ ადგილზე იქნა ნანახი, ასევე, კომუნიკაცია ჰქონდათ მათ მესაკუთრეებთან, ვინაიდან მათ მიერ ხდებოდა მიწის ნაკვეთთან მიყვანა და დათვალიერება, შემდეგ ხდებოდა ანალოგის შერჩევა - იცოდნენ თითოეული ანალოგის საკადასტრო კოდი, ნახულობდნენ მათ მიერ შესაფასებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში სად მდებარეობდა, როგორი იყო ეს მიწის ნაკვეთი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდებოდა ყველაზე მისაღები მიწის ნაკვეთის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად გამოდგებოდა შესადარისად. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაზღვრეს ღირებულება. მისი აზრით, ერთი და იგივე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასებისას ორ ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნას შორის სხვაობა შეიძლება იყოს 10-15 %.

 

4.8. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ-------–------- განმარტა, რომ 2004 წლიდან მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტად. მისი განმარტებით, 2011 წლის 11 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მ----–--–--–---–ის განჩინების საფუძველზე, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის თანახმად, უნდა განსაზღვრულიყო გლდანის ტბის, თბილისის ზღვისა და დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, დაახლოებით 80-მდე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება. ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობდნენ ის, გ-----------------–ი, დ---------–-----–ი, ქ--------–------–-ა და ნ-----–----------–--ლი. ექსპერტიზის მიმდინარეობისას ექსპერტიზაში მონაწილე პირები გავიდნენ ადგილზე, მოახდინეს შესაფასებელი მიწის ნაკვეთების ინსპექტირება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში მოძიებულ იქნა იმავე, ან მაქსიმალურად ახლოს მდებარე ზოლში არსებული, მსგავსი მახასიათებლების მქონე, ანალოგი მიწის ნაკვეთების გაყიდვები, რაც დაკორექტირდა და განისაზღვრა შესადარებელი ობიექტის საბაზრო ღირებულება. მოწმის განმარტებით, შეფასებისას ზოგადად ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სტანდარტებით. კონკრეტულ შემთხვევაში მათ გამოყენებული აქვთ შედარების მეთოდი. აღნიშნული მეთოდის გათვალისწინებით, არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესაფასებლად კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება. მისი განმარტებით, პრაქტიკაში ერთი და იგივე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსასაზღვრად დანიშნულ ორ ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნას შორის სხვაობა შეიძლება იყოს 15 - მაქსიმუმ 20%. მოწმემ ახსნა ასევე, ნ---------------–ოვას მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ დასკვნასა და ბიუროს სხვა ექსპერტების მიერ გაცემულ დასკვნებს შორის სხვაობა და აღნიშნა, რომ მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისას წარდგენილი იყო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და ითხოვდა მიწის ნაკვეთის შეფასებას ყველანაირი გაუმჯობესებით, ანუ ერთ შემთხვევაში, შეფასებული აქვთ ვაკანტური - ცარიელი მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი თავისი გაუმჯობესებით-კეთილმოწყობით, შემოღობვით.

 

4.9. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ-----------------ემ განმარტა, რომ 2010 წლის მდგომარეობით იგი მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო განყოფილების ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით სს „სა---------–-------------ის“ 2010 წლის 10 ივნისის #3----- მომართვის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის #9-------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მისი და ექსპერტ ი-–-------------ას მიერ შეფასებული იქნა 811 ვაკანტური მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ზაჰესის, ავჭალის, გლდანის ტბის, თბილისის ზღვისა და დიდი და პატარა ლილოს ტერიტორიაზე. მითითებული მიწის ნაკვეთები დაიყო ზონებად და თითოეულ ზონაში მოექცა მსგავსი მახასიათებლების, როგორიც არის - ადგილმდებარეობა, კომუნიკაციების არსებობა, გზისგან დაშორება და სხვა, მქონე მიწის ნაკვეთები. კვლევის შედეგად, შედარების მეთოდის გამოყენებით, დადგინდა ზემოაღნიშნულ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთის კვ.მ-ს ფასი, რაც გავრცელდა იმავე ზონაში არსებულ ყველა მიწის ნაკვეთზე. მოწმის განმარტებით, ლილოს ტერიტორიაზე შესაფასებელი იყო დაახლოებით მე-4-მე-5 ზოლი, შესაბამისად, შესადარისები აიღეს შესაფასებელ მიწის ნაკვეთთან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან. მისი განმარტებით, ერთი და იგივე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასებისას ორ ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნას შორის სხვაობა შეიძლება იყოს 10-15 %. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რაიმე ვალდებულებით, მაგალითად, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის ანალოგად აღება შესაძლებელია. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკა მყიდველზე გადადის, აუცილებელია მისი დაკორექტირება, ხოლო თუ არ გადადის, მაშინ შესაძლებელია, დაკორექტირება არ დასჭირდეს.

 

4.10. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე - ი-–-------------ამ დაადასტურა როგორც ექსპერტიზის #9-------- დასკვნის სისწორე, ასევე აღნიშნული ექსპერტიზის კვლევის პროცესთან დაკავშირებით გ-----------------ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

4.11. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ-----–--------------მ განმარტა, რომ 2010 წლიდან არის კომპანია „-----------ის აღმასრულებელი მენეჯერი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა/გაქირავებასთან დაკავშირებული საშუამავლო საქმიანობის განხორციელება. მოწმის განმარტებით, კომპანიას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი და თუ პიროვნებას „-----------ის ვებ-გვერდზე უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის განთავსება სურდა, იგი უნდა დარეგისტრირებულიყო ვებ-გვერდზე და შემდგომ უნდა მოეხდინა განცხადების ატვირთვა უძრავი ქონების შესახებ ყველანაირი ინფორმაციით. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების მეპატრონე განცხადების განთავსებაში ფასს იხდიდა, განცხადებაზე განთავსდებოდა მეპატრონის ნომერი და მსურველი პირადად უკავშირდებოდა მას, ხოლო თუ იგი განცხადების განთავსებაში ფასს არ იხდიდა და სურდა თანამშრომლობა, კომპანია „-----------ის შუამავლების მეშვეობით ხდებოდა დაკავშირება. მოწმის განმარტებით, ფასიანი განცხადების შემთხვევაში განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო 1 თვის განმავლობაში. 1 თვის გასვლის შემდეგ, თუ განმცხადებელი კვლავ გადაიხდიდა ფასს, აღნიშნული ვადა გრძელდებოდა, ხოლო თუ არ გადაიხდიდა, განცხადება ვებ-გვერდიდან წაიშლებოდა. უფასო განცხადებების შემთხვევაში განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო 2-3 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს 2-3 წლის წინანდელი განცხადების მოძიება დასჭირდებოდა, ვებ-გვერდის მეშვეობით ეს შეუძლებელი იყო. ამ ინფორმაციის მიღება მას შეეძლო მხოლოდ კომპანიის ადმინისტრაციისგან მიმართვის და მოთხოვნის საფუძველზე. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებს მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს, მათ უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით წერილობით ან სხვა საშუალებით კომპანია „-----------ისთვის არ მიუმართავთ. მოწმემ სასამართლო სხდომაზე გიორგი გოგოლაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით - 8-----------, ა--------------–---–ის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნის #1 ცხრილთან დაკავშირებით განმარტა, რომ ცხრილში მითითებულია „-----------ის ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებების შესახებ, სადაც ორ განცხადებას აქვს ერთი და იგივე ID ნომერი, რაც ტექნიკურად შეუძლებელია, ვინაიდან ყველა განცხადებას აქვს ინდივიდულური ID ნომერი და შეუძლებელია ორ განცხადებაზე ერთი და იგივე ID ნომერი ყოფილიყო. ასევე, განცხადებები ID ნომრებით - 2------------------- „-----------ის ვებ-გვერდის ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო რაც შეეხება განცხადებებს - ID ნომრებით: 2--------------------------------------------------------- აღნიშნული განცხადებები, მართალია, „-----------ის ვებ-გვერდის ბაზაში ფიქსირდებოდა, თუმცა მათ 2011 წლიდან სტატუსად მინიჭებული ჰქონდა O--, რის შემდეგაც განცხადებები არ განახლებულა, შესაბამისად, 2011 წლის შემდეგ ვებ-გვერდზე მისი ნახვა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება განცხადებას - ID ნომრით: 73------ იგი კომპანია „-----------ს ვებ-გვერდის ბაზაში ფიქსირდებოდა 2013 წელს სტატუსით O--, თუმცა, უძრავი ქონების ფასი, მათი ბაზის მიხედვით, იყო 18.000 აშშ დოლარი, ხოლო დასკვნის ცხრილში უძრავი ქონების ფასად დაფიქსირებულია 30.000 აშშ დოლარი. ამასთან, აღნიშნული განცხადება უფასო იყო და მასზე კომპანია „-----------ის ბროკერის ნომერი იყო მითითებული.

 

4.12. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე რ--------------ამ განმარტა, რომ მუშაობს შპს „კ------–----------------ებში“ და შპს „კ------–------------ტში“ დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის განხორციელების მიზნით, 2007 წელს, სოფელ დ-----–--–--ში, აეროპორტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, ერთმანეთის მომიჯნავედ, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, შეიძინეს ოთხი მიწის ნაკვეთი, რომლებიც შემდეგ - 2015 წელს გააერთიანეს. თითოეული მიწის ნაკვეთი იყო დაახლოებით 1500 კვ.მ. და 1 კვ.მ-ში გადაიხადეს 16 აშშ დოლარი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებში ზუსტად ის ფასია დაფიქსირებული, რაც რეალურად გადაუხადეს გამყიდველს. რაც შეეხება ბრალდებულებს - მ----------------ას და ა--------------–---–ს, მათ არ იცნობს. ასევე, არც მ----------------ას და ა--------------–---–ს და არც სხვა ვინმეს, მათ შორის არც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან და მის ფასთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ხოლო ზემოთ დასახელებული ორგანიზაციების სხვა თანამშრომელი მის გარეშე პასუხს ვერ გასცემდა.

 

4.13. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თა------–-----–---მ განმარტა, რომ იგი არის შპს „ბ-----“-ს დირექტორი. 2008 წელს მისმა ორგანიზაციამ, დიდი ლილოს ტერიტორიაზე, კომერციული მიზნით, შეიძინა 32.000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი. იგი მოიძიეს ინტერნეტის მეშვეობით და შემდეგ უკვე მის მესაკუთრეს დაუკავშირდნენ შუამავლის მეშვეობით. მიწის ნაკვეთი შეიძინეს ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 კვ.მ-ში გადაიხადეს 50 აშშ დოლარი და ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ იქნა ზუსტად ის ღირებულება, რაც გადაუხადეს მესაკუთრეს. ამასთან, მართალია, მიწის ნაკვეთის შეძენისას შუამავალმა უთხრა, რომ იგი მდებარეობდა ცენტრალურ მაგისტრალზე, პირველ ზოლში, თუმცა მოგვიანებით გაარკვია, რომ მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა არა პირველ ზოლში, არამედ მეორეში. კერძოდ, ვინაიდან მოგვიანებით უნდოდათ დასახელებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა, მისი საბაზრო ფასი გაარკვიეს და აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასი ჰქონდათ გადახდილი. მოწმის განმარტებით, იგი ბოლო ორი წელია ცდილობს დასახელებული მიწის ნაკვეთის გაყიდვას იმ ფასად, რა ფასადაც შეიძინა, თუმცა ვერ მოახერხა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს. არც მას და არც მისი ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელს ექსპერტებთან მ----------------ასა და ა--------------–---–თან რაიმე სახის კომუნიკაცია - სატელეფონო ან სხვა სახის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ.

 

4.14. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ-–------------–---–მა განმარტა, რომ 2008 წლის დასაწყისში შპს „ა---------მ“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების საქართველოში შემოყვანა-რეალიზაცია, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი შეიძინეს ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 კვ.მ-ში გადაიხადეს 50 აშშ დოლარი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ იქნა ზუსტად ის ღირებულება, რაც გადაუხადეს მესაკუთრეს. მოწმის განმარტებით, შპს „ა---------მ“-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა საავტომობილო გზის მიმდებარედ, 1-ელ ზოლში. ამასთან, მას გარკვეული ჰქონდა შპს „ა---------მ“-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება და მისი აზრით, მათ მიერ გადახდილ იქნა საბაზრო ღირებულებაზე მეტი, ვინაიდან ეს მიწის ნაკვეთის მათი ბიზნესისთვის იყო საჭირო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბრალდებულებს ა--------------–---–ს და მ----------------ას არ იცნობს და მათთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია.

 

4.15. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ----------–---–მა განმარტა, რომ დაახლოებით 2005-2007 წლებში, დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან დაახლოებით 200 მეტრში, 2000 ლარად შეიძინა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დაახლოებით 2011 წელს მოახდინა ნაწილი მიწის ნაკვეთის - 650 კვ.მ.-ის რეალიზაცია 6500 აშშ დოლარად, ხოლო დანარჩენი -1350 კვ.მ. გაყიდა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 11 000 აშშ დოლარად. ექსპერტებს მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს, არც მათთან და არც სხვა ექსპერტებთან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებით მას არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია, ასევე არავინ დაინტერესებულა მისი მიწის ნაკვეთის ღირებულებით. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით სარგებლობს იგივე მობილური ტელეფონის ნომრით, რა ნომრითაც სარგებლობდა მიწის ნაკვეთის შეძენის დროს.

 

4.16. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ----------–--–--ემ განმარტა, რომ დიდი ლილოს ტერიტორიაზე საკუთრებაში აქვს სამი მიწის ნაკვეთი - 8500 კვ.მ, 6000 კვ.მ და 3000 კვ.მ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები შეიძინა 2010 წელს - სამ ეტაპად, ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე. მოწმის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებში მიუთითა მიწის ნაკვეთების ის ღირებულებები, რაც რეალურად გადაიხადა. 8500 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაიხადა 40000 ლარი, 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაიხადა 100 000 ლარი, ხოლო 3000 კვ.მ.მიწის ნაკვეთში 25 000 ლარი. 8500 კვ.მ და 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები მდებარეობს გვერდი-გვერდ, კახეთის გზატკეცილზე, ცენტრალური გზიდან მეორე ზოლში. რაც შეეხება 6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, იგი მდებარეობს რკინიგზის შემოვლითი გზის ზემოთ, დაახლოებით 180 მეტრში და მასში გადაიხადა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალი ფასი, ვინაიდან ფიქრობდა, რომ რკინიგზის მშენებლობის გამო მისი ღირებულება გაიზრდებოდა და რაიმე მოგებას ნახავდა, თუმცა, საბოლოოდ წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, ვინაიდან ბოლო 2-3 წლის განმავლობაში იგი ცდილობს იმავე ან უფრო ნაკლებადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვას, თუმცა მსურველი არც კი შეხმიანებია. მოწმის განმარტებით, ექსპერტებს მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს, არც მათ და არც სხვა ვინმეს მიწის ნაკვეთების ღირებულებასთან დაკავშირებით მისთვის არ მიუმართავს. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით სარგებლობს იგივე მობილური ტელეფონის ნომრით, რა ნომრითაც სარგებლობდა მიწის ნაკვეთების შეძენის დროს.

 

4.17. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ-------------–---–---მა განმარტა, რომ დაახლოებით 2009-2010 წლებში დიდი ლილოს ტერიტორიაზე მიხეილ ჭინჭარაულისგან 5000 ლარად, ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, შეიძინა 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ იქნა ზუსტად ის ღირებულება, რაც რეალურად გადაუხადა მესაკუთრეს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებს - მ----------------ას და ა--------------–---–ს, არ იცნობს. ამასთან, არც აღნიშნულ პიროვნებებს და არც სხვა ვინმეს, მათ შორის არც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან და მის ფასთან დაკავშირებით, არც მასთან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით სარგებლობს იგივე მობილური ტელეფონის ნომრით, რა ნომრითაც სარგებლობდა მიწის ნაკვეთების შეძენის დროს.

 

4.18. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე პ---------–-–---–მა განმარტა, რომ 2007 წელს დიდი ლილოს ტერიტორიაზე, შემოვლითი რკინიგზის ზემოთ, ეტაპობრივად შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. თავდაპირველად შეიძინა 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 6000 აშშ დოლარად და 1 კვ.მ.-ში გადაიხადა - 3 აშშ დოლარი, ხოლო მეორე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა 17000 აშშ დოლარად - 1 კვ.მ.-ში გადაიხადა 7,5 აშშ დოლარი. აღნიშნული მიწის ნაკვეთების შეძენისას მასსა და გამყიდველს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებები, სადაც დაფიქსირებულ იქნა ზუსტად ის ღირებულება, რაც რეალურად გადაუხადა მესაკუთრეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური გზიდან დაახლოებით 500 მეტრში. ბრალდებულებს მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს. ამასთან, ზოგადად უკითხავთ მიწის ნაკვეთის ფასის შესახებ, ხოლო უშუალოდ ეს პიროვნებები იყვნენ თუ არა, არ იცის.

 

4.19. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ-----–------–--–მა განმარტა, რომ 2010 წლამდე (შემდეგ აჩუქა ქალიშვილს) დიდი ლილოს ტერიტორიაზე საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც სესხის სანაცვლოდ შეიძინა დ-------------–-–---–ისგან, კერძოდ, 3000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა 5000 აშშ დოლარად. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებს - მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს. ამასთან, არც აღნიშნულ პიროვნებებს და არც სხვა ვინმეს, მათ შორის არც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, აღნიშნული მიწის ნაკვეთთან და მის ფასთან დაკავშირებით, არც მასთან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

 

4.20. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ირ---–-----------მ განმარტა, რომ 2006-2007 წლებში მის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 10.000 ლარად მიჰყიდა თე--------------ეს. მათ შორის განხორციელებული ყიდვა-გაყიდვა დადასტურებულ იქნა ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. მიწის ნაკვეთის ფასთან დაკავშირებით არავისთან არ ჰქონია კომუნიკაცია, მათ შორის არც მ----------------ასთან და ა--------------–---–თან.

 

4.21. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თე--------------ემ განმარტა, რომ 2006-2007 წლებში, მეგობრისგან - ი-----–----------ისგან, დიდი ლილოს ტერიტორიაზე, შეიძინა მიწის ნაკვეთი 10.000 ლარად. მათ შორის განხორციელებული ყიდვა-გაყიდვა დადასტურებულ იქნა ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებს - მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს და მათთან რაიმე სახის კომუნიკაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, არ ჰქონია.

 

4. 22. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მა-–--------------ემ განმარტა, რომ 2008 წელს, დ-----–--–--ში, შეიძინა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1 კვ.მ- ში გადაიხადა 15 ლარი, ჯამში გადაიხადა დაახლოებით 22.000 ლარამდე. მოგვიანებით, 2010 წელს, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 130 კვ.მ. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეისყიდა სახელმწიფომ. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებს - მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს და მათთან რაიმე სახის კომუნიკაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, არ ჰქონია.

 

4.23. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ი----–---–-- განმარტა, რომ 2011 წელს, დაახლოებით 14 000 ლარად ნ-----–--–-------–---–ისგან შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენისას მასსა და გამყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით. 2011 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ექსპერტები ა--------------–---–ი და მ----------------ა, ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ვინმე, მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებით არ დაკავშირებია. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით სარგებლობს იგივე მობილური ტელეფონის ნომრით, რა ნომრითაც სარგებლობდა 2011 წელს - მიწის ნაკვეთის შეძენის დროს.

 

4.24. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ------------ემ განმარტა, რომ 2009 წელს პატარა ლილოს მიმდებარედ, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 20.000 ლარად, 1 კვ.მ. – 10 ლარად, შეიძინა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ იქნა ზუსტად ის ღირებულება, რაც რეალურად გადაუხადა მესაკუთრეს. თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, მის საკუთრებაში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2011 წლის 25 მარტს სრულად გამოისყიდა სს „სა---------–-------------ამ“. დ------------ის განცხადებით, არც 2011 წელს, ასევე, არც შემდგომ პერიოდში მასთან მიწის ნაკვეთის ღირებულების თაობაზე არც ექსპერტებს და არც სხვა ვინმეს არ ჰქონია რაიმე სახის კომუნიკაცია. არ იცნობს ექსპერტებს ა--------------–---–ს და მ----------------ას. არც მასთან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრთან აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არავის ჰქონია.

 

4.25. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ-------–------–--- განმარტა, რომ 1992 წელს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, დიდი ლილოს ტერიტორიაზე საკუთრებაში მიიღო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 2009 წელს გაზეთ „სიტყვა და საქმეში“, ასევე ინტერნეტ ვებ-გვერდებზე განათავსა ინფორმაცია, რომ ყიდდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. ღირებულება მითითებული ჰქონდა 1 კვ.მ - 25 ლარი, თუმცა შემდგომ გაყიდა 20 ლარად - ჯამში 30.000 ლარად. მასსა და მყიდველს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირებულ იქნა ზუსტად ის ღირებულება, რაც გადაუხადა მყიდველმა. მოწმის განმარტებით, ექსპერტებს მ----------------ას და ა--------------–---–ს არ იცნობს. არც მათ და არც სხვა ვინმეს, მათ შორის არც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, კომუნიკაცია არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით სარგებლობს იგივე მობილური ტელეფონის ნომრით, რა ნომრითაც სარგებლობდა 2009 წელს.

 

4.26. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ------------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელის თანამდებობაზე. სს „სა---------–-------------იდან“ შესული განცხადებისა და მასზე დართული მასალების საფუძველზე, 2015 წლის 25 დეკემბერს განსახილველ საქმეზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია სხვადასხვა უწყებებიდან როგორც უშუალოდ საკუთარი წერილით, ასევე სასამართლოს განჩინების საფუძველზე. შედარების კვლევის მეთოდთან დაკავშირებით მის მიერ დაკითხულ იქნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექსპერტები. მის მიერ ასევე დათვალიერდა თბილისის მერიის ინტერაქტიული რუკა, საჯარო რეესტრიდან სხვადასხვა დროს გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრს დაამზადებინა დიდი ინტერაქტიული რუკები. ასევე იმის დასადგენად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები ყიდდნენ თუ არა მიწის ნაკვეთებს შემცირებული ფასით, დაკითხულ იქნენ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, ასევე მის მიერ დათვალიერებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებები და ჩატარებულ იქნა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორეს და კანონთან შესაბამისობას ადასტურებს.

 

4.27. ბრალდებულმა მ----------------ამ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის აგვისტოს თვეში მასთან მივიდა მოსარჩელე მხარის დელეგაცია (ამასთან აღნიშნა, რომ დავის შესახებ უკვე იცოდა, ვინაიდან 20------- წლებში მას შეფასებული ჰქონდა რვა მოსახლის მიწის ნაკვეთი) და უთხრეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნული იყო ექსპერტიზა, რაშიც მონაწილეობა უნდა მიეღო სამ დამოუკიდებელ ექსპერტს და სთხოვეს მათ მიერ არჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი სასამართლოში ის ყოფილიყო. მოხდა მისი შეხვედრა მესაკუთრეებთან და მათ იურისტებთან, გააცნეს საქმის ვითარება, დავის დეტალები და იქიდან გამომდინარე, რომ საქმე შესწავლილი ჰქონდა, იცოდა სიტუაცია, დათანხმდა მოსარჩელეებს. სასამართლო სხდომა ჩატარდა 2014 წლის აგვისტოს თვეში, რა დროსაც სხდომას მასთან ერთად ესწრებოდა სს „სა---------–-------------ის“ მიერ შერჩეული ექსპერტი ა--------------–---–ი, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლემ დანიშნა ექსპერტიზა, შესაფასებელი იყო მთლიანი აქტივები - მიწა, შენობა-ნაგებობები, გაუმჯობესებები, ღობე და სხვა. ასევე ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების 10 წლის მიუღებელი შემოსავალი. ჩატარდა რამდენიმე სხდომა, ვინაიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან არ ცხადდებოდა ექსპერტი, შემდეგ გამოცხადდა ექსპერტი ი-–-------------ა, თუმცა იმის გამო რომ მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული წინა ექსპერტიზის დასკვნების შედგენაში, მოსარჩელეებმა იგი აიცილეს, რის შემდეგაც გამოცხადებულ იქნა ექსპერტი - ქ------------------–-–--ლი. მოსამართლეს ეგონა, რომ ქ------------------–-–--ლს, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს, ისე უნდა მიეღო მონაწილეობა ექსპერტიზაში, თუმცა გაირკვა, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ვინაიდან იყო ბიუროს ექსპერტი და საკითხის გარკვევის მიზნით დაელაპარაკებოდა ხელმძღვანელობას. აღნიშნულის შემდეგ, მას მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა, როდესაც დაუკავშირდა ქ------------------–-–--ლს და უთხრა, რომ მას მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და თუ რამეს გაარკვევდა, დაკავშირებოდა. ამით მან ჩათვალა, რომ ქ------------------–-–--ლის წინაშე თავისი ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, თუმცა, აღნიშნულის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია. მხოლოდ, მაშინ როდესაც ექსპერტიზა უკვე დასრულებული ჰქონდა და აპირებდა დასკვნების სასამართლოში ჩაბარებას, დაუკავშირდა ქ------------------–-–--ლი და უთხრა, რომ მათ ხელმძღვანელებს სურდათ ექსპერტებთან - მასთან და ა--------------–---–თან შეხვედრა და სთხოვა მისვლა. ბრალდებულის განმარტებით, საწყის ეტაპზევე, მოსარჩელეების მოთხოვნა იყო, რომ სს „სა---------–-------------ასთან“ ან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეხვედრებზე ყოველთვის მასთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ მათი იურისტი და წარმომადგენლები, რაზეც იგი დათანხმდა. ამასთან, პირველივე სასამართლო სხდომის შემდეგ მან მოსარჩელეებს განუცხადა, რომ თუ მის დამოუკიდებელ შეფასებაზე რაიმე სახის ჩარევას ექნებოდა ადგილი, იგი მაშინვე მიატოვებდა სამუშაოს. ამდენად, შეთანხმებისამებრ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეხვედრაზე მივიდა მოსარჩელეების იურისტთან და რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად. შეხვედრაზე იყო ასევე ა--------------–---–ი, ქ------------------–-–--ლი და მისი ხელმძღვანელი გ-----------------–ი. ბიუროს წარმომადგენლები მათგან - მისგან და ა--------------–---–ისგან მოითხოვდნენ დასკვნების გაცნობას, რაზეც მათ უარი განუცხადეს, ვინაიდან მათ სასამართლომ დაავალა აღნიშნული დასკვნების შედგენა, იგი წარუდგენდა სასამართლოს და შემდეგ სასამართლოსგან მოეთხოვათ. რაც შეეხება უშუალოდ დასკვნის შედგენას, მან პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა, შეადგინა მოსახლეობის ნუსხა, შეადგინა კითხვარი, სადაც თითოეულ მოსახლეს დეტალურად უნდა მიეთითებინა საკუთარი მიწის ნაკვეთის მონაცემები, რის საფუძველზეც შემდეგ გადიოდა ადგილზე, დაათვალიერა ყველა მიწის ნაკვეთი. ასევე მოიძია ინფორმაცია გაყიდვების, გამოცხადებების შესახებ. ბრალდებულის განმარტებით, პირველივე სასამართლო სხდომაზე ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ მათი ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მხარეების მიერ - თანაბრად და ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულებები უნდა გაეფორმებინათ როგორც რკინიგზასთან, ასევე მოსახლეობასთან. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მან მიმართა სს „სა---------–-------------ას“, ჰქონდათ ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკებები, წერილობითი მიმართვა-მომართვები და საბოლოოდ იმის გამო, რომ სს „სა---------–-------------ასთან“ ვერ მიაღწია შეთანხმებას, 2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჰქონდა ჩატარებული, მიმართა სასამართლოს, რომ იგი წყვეტდა მუშაობას, ვინაიდან ანაზრაურება არ ხდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლემ მათ სთხოვა, არ შეეწყვიტათ სამუშაოები, მოემზადებინათ დასკვნები და იგი განჩინებით გადაწყვეტდა მათი ანაზღაურების საკითხს. იმავე სასამართლო სხდომაზე, რომელსაც სამხარულის ექსპერტი არ ესწრებოდა და გაურკევევლი იყო დაწყებული ჰქონდათ თუ არა მუშაობა, მოსამართლემ მას და ა--------------–---–ს სთხოვა, მათ მაინც ემუშავათ ერთობლივად და ერთობლივი დასკვნა შეედგინათ. აღნიშნულის საფუძველზე, მათ თავიანთი სამუშაოები შეაჯერეს, ინფორმაციები გაცვალეს და ერთობლივად დაიწყეს სამუშაოს შესრულება. რაც შეეხება ანალოგებს, ბრალდებულის განმარტებით ისინი მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, სტანდარტები მოითხოვს, რომ მოძიებულ იქნეს დიდი რაოდენობის ანალოგები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდნენ ღირებულებების მაჩვენებლებით, იყოს ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ფასები, თუმცა, შემფასებლის პროფესიული განსჯის საგანია, თუ რომელ ანალოგს აიღებს, მაგრამ ამის შესახებ დასკვნაში უნდა იყოს სამართლიანად, გამჭვირვალედ ნამსჯელი. როგორც მან, ასევე ა--------------–---–მა შეისწავლეს მიმდინარე ფასები, გაყიდვები, გამოცხადებები. მათ აიღეს ტრანზაქციების გარკვეული რაოდენობა და დარწმუნდნენ, რომ იქ სადაც ტრანზაქციები განხორციელებული იყო კერძო პირებს შორის, ფასები იყო ძალიან დაბალი, ხოლო სადაც ტრანზაქციები განხორციელებული იყო კომპანიებს შორის, ფასები იყო რეალური. შესაფასებელი მიწის ნაკვეთები, მართალია, იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ რკინიგზა უნდა აშენებულიყო, კიდევ უფრო მეტი ფასი შეიძინა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, „-----------დან ინფორმაციის მიღების შესახებ და მიუთითა, აღნიშნული ინფორმაცია მოძიებული და შემდეგ შენახული ჰქონდა 20------- წლებში. რაც შეეხება ცდომილებას, დოლარი გადაყვანილი აქვს ლარში და შემდეგ ტექნიკურად არეული აქვს ლარის და დოლარის მითეთება. ამასთან, ეს ანალოგი არცერთი ღირებულების განსაზღვრისას არ აქვს გამოყენებული. ასევე, მან და ა--------------–---–მა დასკვნის ტექსტი და შინაარსობრივი მხარე ერთობლივად შეადგინეს, თუმცა, შემდეგ ა--------------–---–მა კორექტირებები სხვანაირად განახორციელა, რის გამოც მათ ცალ-ცალკე შეიტანეს სასამართლოში დასკვნები. ბრალდებულის განმარტებით კანონი ან სხვა სახის ნორმატიული აქტი, რომელსაც შეფასების დროს გამოიყენებს, საქართველოში არ არსებობს. ხელმძღვანელობენ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და დასკვნები შეადგინა სწორედ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად, სუბიექტური შეფასების საფუძველზე. რაც შეეხება ყალბი დასკვნის შედგენისათვის ბრალის წარდგენას, ბრალდებული თვლის, რომ იგი იყო ირიბი ზეწოლა პოზიციის გადასაფიქრებლად, ვინაიდან მეორე დღეს - 2016 წლის 25 მაისს, მათ სასამართლო სხდომაზე, სამოქალაქო დავის ფარგლებში, წარდგენილ დასკვნებთან დაკავშირებით, თავიანთი პოზიციები უნდა დაეცვათ.

 

4.28. ბრალდებულმა ა--------------–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი 20 წელია, რაც ექსპერტ-შემფასებლის საქმიანობით არის დაკავებული. 2014 წლის აპრილ-მაისში, მას დაუკავშირდნენ სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლები, უთხრეს, რომ სს „სა---------–-------------ას“ უნდა მოეხდინა რკინიგზის შემოვლით დერეფანში არსებული უძრავი ქონების შეფასება და სურვილის შემთხვევაში მიეღო მონაწილეობა აღნიშნულ შეფასებაში, კერძოდ, მათთვის უნდა გადაეგზავნა მონაცემები, ე.წ. CV და შესაბამისი სერტიფიკატები. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, სს „სა---------–-------------იდან“ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათი მხრიდან შერჩეული იყო როგორც დამოუკიდებელი შემფასებელი. 2014 წლის აგვისტოს თვეში გამართულ პირველ სასამართლო სხდომაზე დაინიშნა ექსპერტიზა და მიეცათ დავალება უძრავი ქონებების შეფასების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ თავად სს „სა---------–-------------იდან“ სთხოვა ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიემართა წერილობით, თუმცა წერილობითი მიმართვის შემდეგ სს „სა---------–-------------იდან“ უარი მიიღო, ვინაიდან არ იყო დასაბუთებული. შემდეგ, თითო შეფასებაში მოითხოვა 1000 ლარი, საიდანაც თითოეულ მხარეს 50% -ის გადახდა მოუწევდათ, თუმცა, არც აღნიშნულ შეთავაზებას დასთანხმდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ სს „სა---------–-------------ა“ ანაზღაურების შესახებ არც მასთან და არც მ----------------ასთან ხელშეკრულებას არ აფორმებდა, მათ წერილობით მიმართეს სასამართლოს. 2015 წლის აპრილის თვეში ჩაინიშნა სასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მათ დაპირდა, რომ დასკვნების წარდგენის შემდეგ მათი ანაზღაურების საკითხს განჩინებით გადაწყვეტდა და მხარეებს თანაბრად დაავალებდა მის ანაზღაურებას. მისივე, განმარტებით, საექსპერტო სამუშაოების შესრულებისას სს „სა---------–-------------იდან“ იღებდა სამუშაოების შესასრულებლად საჭირო გარკვეულ ინფორმაციებს. ურთიერთობის პერიოდში, სს „სა---------–-------------ის“ მხრიდან მის მიმართ იყო გარკვეული მინიშნებები, კერძოდ, გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები და მართალია, არ ყოფილა, თუმცა მათი ქმედებებით, როგორც მოწმე განმარტავს, „იგრძნობოდა, რომ მათ ინტერესებით უნდა ემოქმედა“, შესაბამისად, გაეთვალისწინებინა აღნიშნული დასკვნები. შემდეგ უკვე, როდესაც მის მიერ შედგენილი დასკვნები სასამართლოში ჩააბარა და აღნიშნული დასკვნები სასამართლოს მეშვეობით გადაეგზავნა სს „სა---------–-------------ას“, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ დასკვნები შეადგინა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სუბიექტური განსჯისა და შეხედულების საფუძველზე. მისი განმარტებით მას და მ----------------ას პირველი ზოლიდან შესადარისი არ აუღიათ, მათ ანალოგები აიღეს მეორე, მესამე და მეოთხე ზოლიდან. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტები არ კრძალავს პირველი ზოლიდან ანალოგების აღებას, თუმცა, შესაბამისი ფასდაკლება უნდა გაკეთდეს. მესამე ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთის შესაფასებლად, თუ გამოყენებული იქნება პირველი ზოლის ანალოგი, ფასდაკლება იქნება ბევრად დიდი, ვიდრე მეორე ზოლში აღებული ანალოგის. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც მან და მ----------------ამ ერთობლივად დაიწყეს სამუშაოების შესრულება, ერთმანეთს გაუცვალეს ანალოგები.

 

4.29. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე გ----------------მა განმარტა, რომ დ-----–--–--ში, გზატკეცილიდან დაახლოებით 400 მეტრში, საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რაზეც განთავსებული იყო შენობა-ნაგებობები და გაკეთებული ჰქონდა შემოღობვა. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ექსპროპრიაციის გზით გადაეცა სს „სა---------–-------------ას“. თავდაპირველად სს „სა---------–-------------ის“ წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ, რომ კვ.მ-ში გადაუხდიდნენ 66 ლარს, შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 25-ლარზე, თუმცა საბოლოოდ გადაუხადეს 19 ლარი, რის გამოც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და ითხოვს მიწის ნაკვეთის ღირებულების, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევით და კაკლის ხეების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სარჩელით ითხოვს კვ.მ-ში 35 აშშ დოლარს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული დავის ფარგლებში სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა, რომელშიც როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ მ----------------ა და ა--------------–---–ი, რომელთა შეფასებებით იგი არის უკმაყოფილო, ვინაიდან მათ მისი მიწის ნაკვეთი შეაფასეს - 28 ლარად, რაც იყო ძალიან დაბალი ფასი.

 

4.30. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე გ---------------–-ილმა განმარტა, რომ მის ოჯახს თ---–---------------------რე ტერიტორიაზე 1988 წლიდან იჯარით ჰქონდა აღებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რაზეც გაშენებული ჰქონდათ კაკლის პლანტაციები და ვენახი, ასევე ჰქონდათ ფერმა, ხოლო ნაწილი ფართობი იყო გამოუყენებელი. 2006 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეისყიდეს. 2010 წელს კი, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 3,5 ჰექტარი ექსპროპრიაციის გზით გადაეცა სს „სა---------–-------------ას“. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ჰქონდა 750 ძირი 22 წლიანი კაკლის ნარგავი, რომელიც იყო მისი ოჯახის შემოსავალი. კომპენსაციის სახით გადაუხადეს მიზერული თანხა - კვ.მ-ში - 6 ლარი, ხოლო თითო ძირ კაკალში გადაუხადეს 100 ლარი. ამასთან, თავდაპირველად როდესაც საუბარი დაიწყო შემოვლითი რკინიგზის მშნებლობაზე, იგი დაიბარეს სს „სა---------–-------------აში“ და უთხრეს, რომ გადაუხდიდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საბაზრო ღირებულებას, თუმცა, შემდეგ დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და მუქარა (აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს), რათა დაბალ ფასებში დაეთმო მიწის ნაკვეთი. მისი განმარტებით, მას 2008 წელს 2000 კვ.მ. უკვე გაყიდული ჰქონდა 1-კვ.მ 12 აშშ დოლარად, ასევე მერიიდან აღებული ჰქონდა ცნობა, რომ მისი მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ.-ს საბაზრო ღირებულება იყო 20 ლარი, თუმცა, კომპენსაცია მაინც მოხდა დაბალი ფასით. აღნიშნულის შემდეგ მან სხვა მოსარჩელეებთან ერთად დაიწყო დავა სასამართლოში და 2014 წლის აგვისტოში, მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინიშნა კომპლექსური სასაქონლო ექსპერტიზა, რათა დამოუკიდებელ აუდიტორებს შეეფასებინათ მათი მიწის ნაკვეთები, კერძოდ, ერთი აუდიტორი - მ----------------ა დანიშნეს მოსარჩელეებმა, მეორე - ა--------------–---–ი - სს „სა---------–-------------ამ“, ხოლო მესამე - თვითონ სასამართლომ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წარმომადგენელი, საიდანაც თავდაპირველად გამოგზავნეს ი-–-------------ა, მაგრამ ვინაიდან მას უკვე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, აცილებულ იქნა და მის ნაცვლად დაინიშნა ქ------------------–-–--ლი. მოწმემ განმარტა, რომ იგი არის მოსარჩელეთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, სრულად იყო ჩართული აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნიდან დასრულებამდე განვითარებულ მოვლენებში და დაადასტურა მ----------------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი საუბრობს ანაზღაურებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, მოსარჩეელბთან მის ურთიერთობასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეხვედრაზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ----------------ა რამდენჯერმე იყო მისული მათი მიწის ნაკვეთების შესასწავლად, მისული იყო, ასევე ა--------------–---–ი, ხოლო რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს, ისინი ექსპერტიზის დანიშვნიდან დაახლოებით ერთ წელში იყვნენ მისულები მანქანით, თუმცა მანქანიდან არც კი გადასულან, მანქანიდან გადაიღეს ფოტოები და წავიდნენ. მან შესთავაზა დოკუმენტების წარდგენა, თუმცა, უარი უთხრეს, „ყველაფერი გვაქვსო“. მოწმის განმარტებით, იგი ერთ-ერთი რეკომენდატორი იყო მ----------------ას მათ ექსპერტად წარდგენის, ვინაიდან 2011 წელს მ----------------ამ მას მიწის ნაკვეთი შეუფასა და აღნიშნულიდან იცნობდა.

 

4.31. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე რ---------–--ლმა განმარტა, რომ დედისგან მემკვიდრეობით მიიღო 8000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც თავდაპირველად გაშენებული ჰქონდა ხეხილი, ხოლო შემდეგ ხორბალი და ქერი. 2010 წელს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 3901 კვ.მ. ექსპროპრიაციის გზით გადაეცა სს „სა---------–-------------ას“. კერძოდ, მისი მიწის ნაკვეთი გაიყო სამ ნაწილად, ერთ მხარეს დარჩა დაახლოებით 6000 კვ.მ. ხოლო მეორე მხარეს - 421 კვადრატი. კომპენსაცია გადაუხადეს მხოლოდ 3900 კვ.მ.-ის და კვ.ში გადაუხადეს -19 ლარი. აღნიშნულის გამოც დაიწყო დავა და ითხოვდა მთლიანი მიწის ნაკვეთის ანაზღაურებას, ვინაიდან დანარჩენი ნაწილი გაუვარგისდა და კვ.მ.-ში 35 აშშ დოლარის ანაზღაურებას, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მე-3 ზოლში მდებარეობს და მინიმუმ 35-40 აშშ დოლარად უნდა გაეყიდა. სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, მიწის ნაკვეთების შესაფასებლად, სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა - მ----------------ას, ა--------------–---–ის და სამხარაულის ექსპერტის მონაწილეობით. მ----------------ა იყო მათი შერჩეული ექსპერტი, კერძოდ, უთხრეს, რომ უნდა ეპოვათ ვინმე, ვინც „მათთვის სასარგებლო შეფასებებს“ გააკეთებდა. შეიტყვეს, რომ მ----------------ას 7-8 შეფასება ჰქონდა გაკეთებული, იხელმძღვენელეს იმ ფასით, მისაღები იყო და ამიტომ შეარჩიეს იგი. მან მესაკუთრეებთან ერთად დეტალურად შეისწავლა თითოეული შესაფასებელი მიწის ნაკვეთი, მაშინ როდესაც სამხარაულის ექსპერტები უბრალოდ მივიდნენ და შორიდან შეხედეს. მოწმის განმარტებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით სამივე ექსპერტს ერთად უნდა ემუშავათ, თუმცა სამხარაულის ექსპერტი არ დაუკავშირდა და ამიტომ მხოლოდ მ----------------ა და ა--------------–---–ი მუშაობდნენ ერთად.

 

4.32. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე ლ---------–---–---–-ა განმარტა, რომ 1990 წლიდან თ---–---------------------რედ იჯარით ჰქონდა აღებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც 2005 წელს შეისყიდეს. 2010 წელს, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით ჰექტარი ექსპროპრიაციის გზით გადაეცა სს „სა---------–-------------ას“. აღნიშნული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით იგი დაიბარეს პატარა ლილოს გამგეობაში და 5 ლარი და 50 თეთრი შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა, ვინაიდან ჯერ ერთი ძალიან მცირე იყო საკრებულოს ნორმატიულ ფასზე და მერიის მიერ დადგენილ ფასზე, და მეორე იმ პერიოდში მიწის ნაკვეთის გაყიდვით დაინტერესებულები არ ყოფილან, ვინაიდან ოჯახს ჰქონდა მეურნეობა. რკინიგზის მშნებლობის შემდეგ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაიყო 4 ნაწილად, ერთ-ერთი ნაწილი - 5 ჰექტარი სრულად გაუფასურდა, რის გამოც სს „სა---------–-------------ას“ შესთავაზეს მისი შესყიდვა, რაზეც უარი მიიღეს. მისი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაიყიდა 12 დოლარად, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გაყიდულია 40 - 50 აშშ დოლარადაც. მისი განმარტებით, იძულებითი ექსპროპრიაციის დროს, სხვა მოსარჩელეებთან ერთად მიმართა სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნული უძრავი ქონებების შესაფასებლად დანიშნა კომპლექსური აუდიტორული დასკვნა, რომლის ჩატარებაშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ მოსახლეობის მიერ შერჩეული, სს „სა---------–-------------ის“ შერჩეულ და სასამართლოს დანიშნულ დამოუკიდებელ ექსპერტებს. მოსახლეობამ შეარჩია მ----------------ა. ამასთან, წინააღმდეგნი იყვნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მონაწილეობაზე, ვინაიდან პირველი დასკვნის შედგენისა გაურკვეველი დარჩა, რის მიხედვით იხელმძღვანელეს მიწის ნაკვეთების შეფასებისას და როგორ მიიღეს მისი მიწის ნაკვეთის ფასად - 5 ლარი და 50 თეთრი. მოწმის განმარტებით, ექსპერტებმა მ----------------ამ და ა--------------–---–მა მისი მიწის ნაკვეთი ადგილზე შეისწავლეს დეტალურად. რაც შეეხება, სამხარაულის ექსპერტებს, ისინი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იყვნენ მისულები და ისიც მანქანიდან არ გადასულან, ფოტოები მანქანიდან გადაუღეს და წავიდნენ. მისთვის ცნობილია, რომ სასამართლომ ა--------------–---–ის დასკვნა გამოიყენა, ვინაიდან სრულყოფილი იყო. იგი მის მიერ დადგენილი ფასით უკმაყოფილო არ არის.

 

4.33. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე ნ---------------–ოვამ განმარტა, რომ 2007-2008 წელს ლილოში შეიძინა მიწის ნაკვეთი, გააკეთა შემოღობვა და როდესაც მერიაში შეიტანა განაცხადი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, შეიტყო, რომ მის მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო რკინიგზის შემოვლით გზას. შემდეგ დაიბარეს შპს „გეოგრაფიკში“ და შესთავაზეს 15.000 ლარის გადახდა, თუმცა, იმის გამო, რომ აღნიშნული თანხა იყო ძალიან მცირე, ვინაიდან გაკეთებული ჰქონდა შემოღობვა და შეყვანილი ჰქონდა კომუნიკაციები, მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და აღნიშნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, გაუზარდეს ღირებულება - კვ.მ-ში 27 ლარი გადაუხადეს. საბოლოო ჯამში 60 ლარი გამოვიდა მიწის ნაკვეთის ღირებულება, ხოლო დაახლოებით 53000 ლარი შენობა-ნაგებობის. აღნიშნულის შემდეგ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფასის ანაზღაურება. 2010 წელს კი, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 3,5 ჰექტარი ექსპროპრიაციის გზით გადაეცა სს „სა---------–-------------ას“.

 

4.34. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1----------ოს განჩინებით დადგენილია, რომ სამოქალაქო საქმეზე #2-------- წ. დაინიშნა ექსპერტიზა; ექსპერტიზის ჩატარება დაევალათ შემდეგ ექსპერტებს: მ----------------ას, ა--------------–---–ს, ი-–-------------ას - ექსპერტებს გამოსაკვლევად დაესვათ შემდეგი კითხვები: ა) რას შეადგენდა თითოეული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (იხ. საქმის მასალები) საბაზრო ღირებულება ცალ-ცალკე, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 16 აგვისტოს #9-------- და 14 ივლისის #9-------- დასკვნების მომზადების დროისათვის; ბ) ექსპერტიზის ჩატარება დადგინდა თითოეული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების მათ შორის ზინაიდა არსოშვილის, გ------–---------–--ლის, ი--------------ის, ნ---------------–ოვასა და ი--------–---–---–ის გამორჩენილი იმ ქონების ჩათვლით, რომელიც ხვდება შემოვლითი გზის მშენებლობის ქვეშ და დაევალათ მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, კერძოდ, რას შეადგენს მესაკუთრეთა საკუთრებაში კონკრეტული საკადასტრო მონაცემების მქონე მიწის ნაკვეთის 1 კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულება გადამრავლებული სამშენებლო დერეფანში მოხვედრილი გაუარესებული მიწის ნაკვეთის ფართზე. ამ ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის, ღობეების, მრავალწლიანი ნარგავების საბაზრო ღირებულება, ასევე ამ ნაკვეთებზე არსებული კომუნიკაციების (წყალი, დენი, გაზი, კანალიზაცია) შეყვანისათვის გაწეული ხარჯების საბაზრო ღირებულება, ნივთების დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯების საბაზრო ფასი, ნაკვეთზე არსებული და განადგურებული ნარგავების 10 წლის მიუღებელი საბაზრო ღირებულება. რას შეადგენს ზემოაღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე საექსპროპრიაციო ქონების ჯამური საკომპენსაციო ღირებულება; გ) რას შეადგენს საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე საექსპროპრიაციო ქონების ჯამური საკომპენსაციო ღირებულება? ექსპერტიზის ხარჯები დაეკისრათ მხარეებს თანაბრად.

 

4.35. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1---------ბრის განჩინებით დადგენილია, რომ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების წარმომადგენლის შუამდგომლობა და #2-------- წ. საქმეზე ექსპერტ - ი-–-------------ას შეცვლა დადგინდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დანიშნული ექსპერტით და იმავდროულად დადგინდა 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინების მე-2 პუნქტი დადგენილი პირობების გათვალისწინება.

 

4.36. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დანიშნულმა ექსპერტმა სრულად არ გამოიკვლია და არ გასცა პასუხი ზემოთ მითითებულ განჩინებაში დასმულ საკითხებს, შესაბამისად სასამართლო აღნიშნული დასკვნის შეფასების შემდეგ მივიდა მოსაზრებამდე, რომ მას ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ და წინამდებარე გადაწყვეტილებას ვერ დაამყარებს აღნიშნულ დასკვნაზე, როგორც არასრულად შესრულებულზე. რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტების: მ----------------ას და ა--------------–--ლის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნებში ამომწურავადაა პასუხი გაცემული სასამართლო განჩინებით დადგენილ გადასაწყვეტ საკითხებზე, მაგრამ მიიჩნევს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს მოპასუხე მხარის, სს „სა---------–-------------ის“ მიერ დასახელებული ექსპერტის, ა--------------–---–ის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელიც, ძირითადად, ეყრდნობა მოპასუხის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების, მათზე მყარად დაკავშირებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობების, ღობეების და მრავალწლიანი ნარგავების შესახებ, რის საფუძველზეც მოახდინა ექსპერტმა მათი საბაზრო ღირებულების დადგენა, ასევე ამ ნაკვეთებზე არსებული კომუნიკაციების (წყალი, დენი, გაზი, კანალიზაცია) შეყვანისათვის გაწეული ხარჯების საბაზრო ღირებულების, ნივთების დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯების საბაზრო ფასის განსაზღვრა. ამასთან, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს დასახელებული ექსპერტის მიერ, განჩინებით დადგენილი ერთ-ერთი საკითხის, კერძოდ, მრავალწლიანი ნარგავების საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკას, რომელიც ემყარება სტატისტიკის დეპარტამენტის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, ს----------–--- და რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილი წევრის, გ---------------–--ის მონოგრაფიას, „ს----------–--- მეხილეობა“ და მათში მითითებულ მონაცემებს მრავალწლოვანი ნარგავების სავარაუდო მსხმოიარობის შესახებ.

 

4.37. მ----------------ას მიმართ ს----------–--- ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მიერ გაცემული უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი #----ით დადასტურებულია, რომ მ----------------ას ჰქონდა ექსპერტიზის ჩატარების უფლება.

 

4.38. ს----------–--- პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ზ------ ადასტურებს, რომ ა--------------–---–ს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა აუდიტის კვალიფიკაცია ზოგად აუდიტში.

 

4.39. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: განისაზღვრა თითოეული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული კონკრეტული საკადასტრო მონაცემების მქონე 1 კვ.მ.-ის და მთლიანი მიწის ნაკვეთის (1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება გადამრავლებული სამშენებლო დერეფანში მოხვედრილი გაუარესებული მიწის ნაკვეთის ფართზე), აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების, ღობეების, მრავალწლიანი ნარგავების საბაზრო ღირებულება. შესაფასებელი მიწის ნაკვეთებიდან მხოლოდ ქ.თბილისში, ს------–----------–--–--, სოფელ ნ--------–- მდებარე #8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, მოქალაქე ნ---------------–ოვას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა შეყვანილი კომუნიკაციები. კონკრეტულ შემთხვევაში, კომუნიკაციების შეყვანასა და მიწის ნაკვეთის მოწყობაზე გაწეული ხარჯების ღირებულება 1 კვ. მეტრზე საორიენტაციოდ შეადგენს 6 ლარს. ნივთების დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისათის გაწეული ხარჯების საბაზრო ღირებულება ექსპერტების მიერ ვერ იქნა დათვლილი, ვინაიდან უცნობია, თუ რა სახით, რა ტრანსპორტით და რა მანძილზე იქნებოდა ტრანსპორტირება გასაწევი. ნაკვეთებზე არსებული განადგურებული ნარგავების 10 წლის მიუღებელი შემოსავალი ექსპერტების მიერ ვერ იქნა დათვლილი, ვინაიდან უცნობია, თუ რა ოდენობის მოსავალი შეიძლებოდა მოეცა კონკრეტულ ნარგავს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა. მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში მოქცეული მთლიანი ქონების ჯამური საკომპენსაციო ღირებულება 2010 წლის 14 ივლისის და 16 აგვისტოს პერიოდისათვის შეადგენდა 3 737 241 ლარს. ამავე დასკვნის თანახმად, ექსპერტის მიერ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დგინდება შედარების მეთოდით, რაც დაფუძნებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი შეთავაზებული/გაყიდული ობიექტის ფასის შედარებაზე. ყურადღება გამახვილებულია ანალოგიური ქონების შეთავაზება/ყიდვა/გაყიდვის საბაზრო ინფორმაციაზე, რომელიც განხორციელდა ტიპურ საბაზრო პირობებში და მაქსიმალურად მიახლოებულია შეფასების თარიღთან.

 

4.40. დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებლის - ა--------------–---–ის დასკვნების თანახმად, მოსარჩელეთა ექსპროპრირებული ქონების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 9 000 000 ლარამდე თანხა;

 

4.41. შემფასებელ მ----------------ას აუდიტორული დასკვნების თანახმად, მოსარჩელეთა სს „სა---------–-------------ის“ მიერ ექსპროპრირებული ქონების (სარკინიგზო შემოვლითი გზის მშენებლობის ქვეშ მოყოლილი) ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 10 000 000 ლარი;

 

4.42. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 თებერვლის #5--------- წერილის თანახმად, 2008 წლის I ნახევრიდან II ნახევრამდე დაფიქსირდა უმნიშვნელო კლება, დაახლოებით 10%-ის ოდენობით. 2008 წლის I ნახევრიდან 2009 წლის დეკემბრამდე დაფიქსირდა 30%-იანი, ხოლო 2008 წლის II ნახევრიდან 20%-იანი კლება. რაც შეეხება 2009 წელსა და 2010 წელს

შორის ფასების სხვაობას, მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და ფასები ერთ დონეზე მერყეობდა.

 

4.43. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის #0------2-------1 დასკვნის თანახმად, განისაზღვრა მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული კონკრეტული საკადასტრო მონაცემების მქონე 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება გადამრავლებული სამშენებლო დერეფანში მოხვედრილი გაუარესებული მიწის ნაკვეთის ფართზე, ასევე ამ ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების, ღობეების, მრავალწლიანი ნარგავების საბაზრო ღირებულება; შესაფასებელი მიწის ნაკვეთებიდან მხოლოდ მოქალაქე ნ---------------–ოვას მიწის ნაკვეთზეა შეყვანილი კომუნიკაციები და კონკრეტულ შემთხვევაში 1 კვ.მ-ზე კომუნიკაციების შეყვანისა და მიწის ნაკვეთის მოწყობაზე გაწეული ხარჯების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს - 6 ლარს. ნივთების დემონტაჟის და ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯების საბაზრო ღირებულება ექსპერტების მიერ ვერ იქნა დათვლილი, რადგან უცნობია, თუ რა სახით, ტრანსპორტით და რა მანძილზე იქნებოდა ტრანსპორტირება გასაწევი. რაც შეეხება ნაკვეთებზე არსებული და განადგურებული ნარგავების 10 წლის მიუღებელ შემოსავალს, ექსპერტებისათვის უცნობია, თუ რა ოდენობის მოსავალი შეიძლებოდა მოეცა კონკრეტულ ნარგავს. შესაბამისად, მათგან მიღებული შემოსავალი ვერ იქნა დათვლილი. განისაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში არსებული უძრავი ქონების საკომპენსაციო ღირებულება 2010 წლის ივლის-აგვისტოსთვის.

 

4.44. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის #9-------- დასკვნის თანახმად, რომელიც გაცემულია 2010 წლის 16 აგვისტოს, განისაზღვრა 795 მესაკუთრის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საკომპენსაციო ღირებულება 2010 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით;

 

4.45. ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის წერილის თანახმად, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მონაცემებით 2014 წლის 01 აგვისტოდან 2015 წლის 01 აგვისტომდე დროის მონაკვეთში მ----------------ამ ორჯერ მიმართა სოფელ ლილოს ტერიტორიაზე მითითებული საკადასტრო კოდების მიხედვით დოკუმენტების ასლების მოთხოვნით, ხოლო ა--------------–---–ს ზემოაღნიშნულ პერიოდში რაიმე მოთხოვნით აღნიშნული უწყებისათვის არ მიუმართავს.

 

4.46. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაცია, რომელთა თანახმადაც, დგინდება შესაფასებელი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული უძრავი ქონებების ნასყიდობის ფასი. დგინდება ასევე, რომ თ---–---------------------რე ტერიტორიაზე შესაფასებელი მიწის ნაკვეთების სიახლოვეს ათობით მიწის ნაკვეთი იქნა გასხვისებული ექსპერტიზის ჩატარებისათვის შესაბამის პერიოდში.

 

4.47. შპს „M--------“-ს 2016 წლის 4 ივნისის წერილის თანახმად, 2014 წლის 01 აგვისტოდან 2015 წლის 01 აგვისტომდე დროის მონაკვეთში ინტერნეტ ვებ-გვერდ w-------------ის ადმინისტრაციისათვის დამოუკიდებელ ექსპერტ/შემფასებლებს ა--------------–---–ს (პ/ნ 0----------) და მ----------------ას (პ/ნ 0---------7) არ მიუმართავთ. 2010 წელს თ---–---------------------რე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებული, აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების შინაარსის გამოთხოვის თაობაზე. ასევე, ვებ-გვერდ w-------------ის უძრავი ქონების დღევანდელი საერთო ბაზიდან გამომდინარე, 2007 -2010 წლებში ქ. თბილისში, სოფელ ლილოსა და სოფელ დ-----–--–--ში მიწის ნაკვეთების ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებები საერთოდ არ ფიქსირდება.

 

4.48. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საჯარო რეესტრის მიერ დამზადებული რუკა, რომლის თანახმადაც, შესაფასებელი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული გაყიდული მიწის ნაკვეთების ფასი, რამდენჯერმე დაბალია დამოუკიდებელი ექსპერტები მიერ დადგენილ საბაზრო ფასთან და მეორე მხრივ, აღნიშნული ფასები თითქმის უთანაბრდება სამხარაულის ექსპერტების მიერ განსაზვრულ საბაზრო ღირებულებას.

 

4.49. ს----------–--- სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.50. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.51. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.52. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.53. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–--- კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. ს----------–--- სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია ს----------–--- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „ს----------–--- მოქალაქე ზურაბ მიქაძე ს----------–--- პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) სხვა ალტერნატიულ მოქმედებებთან ერთად კრიმინალიზებულია ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის მიცემა გამოძიების დროს ან სასამართლოში (არა აქვს მნიშვნელობა რომელი ინსტანციის სასამართლოში ან თუნდაც სამართლის რომელი დარგის - სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართლის - საქმეთა განმხილველ სასამართლოში მოხდება ყალბი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა). ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი. დანაშაულის ობიექტური მხარე სხვა ალტერნატიულ მოქმედებებთან ერთად გამოიხატება ყალბი დასკვნის მიცემაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ყალბი დასკვნის შედგენა ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ყალბი დასკვნის მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარდგენის დღიდან. ექსპერტის დასკვნა კი არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ.

 

5.7. სასამართლო განმარტავს, რომ „ყალბი“ ნიშნავს სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას. ექსპერტის ყალბი დასკვნა კი ფაქტების, გარემოებების დამახინჯებულად გადმოცემაში ვლინდება, რაც შეიძლება იყოს გამოსაკვლევი ფაქტის ან მოცემულ შემთხვევაში ქონების წინასწარი განზრახვით არასწორი შეფასება, რომელიც არ ეფუძნება საქმის მასალებს, მისი დამახინჯება და სხვა.

 

5.8. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია ანუ იგი უნდა წარმოადგენდეს ისეთ სუბიექტს, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებებით, რის გარეშეც ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელი იქნებოდა (ამის შესახებ იხ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის 357აპ-11 გადაწყვეტილება).

 

5.9. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მ----------------ას მიმართ ს----------–--- ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მიერ გაცემული უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი #----ით დადასტურებულია, რომ მ----------------ას ჰქონდა ექსპერტიზის ჩატარების უფლება, ხოლო ს----------–--- პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ზ------ ადასტურებს, რომ ა--------------–---–ს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა აუდიტის კვალიფიკაცია ზოგად აუდიტში. ამასთან, უდაოდ გარემოებად არის მიჩნეული ის, რომ როგორც მ----------------ა, ასევე ა--------------–---–ი კანონით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1----------ოს განჩინების საფუძველზე, მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების სახით.

 

5.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც მ----------------ა, ასევე ა--------------–---–ი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს იყვნენ ამ დანაშაულის სუბიექტები.

 

5.11. რაც შეეხება ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მოტივს (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია), იგი სხვადასხვაგვარი იყო და კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოტივი შეიძლება ყოფილიყო ასევე, ანგარება და სხვა. თუმცა, ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2016 წლის 20 თებერვლიდან ანგარების მოტივი ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი ნიშანი გახდა და შესაბამისად, ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა მიენიჭა.

 

5.12. სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. საქმე ეხება ძველ კანონთან ახალი კანონის მიმართებას, კერძოდ, თუ ახალმა კანონმა დანაშაულად გამოაცხადა ქმედება, რომელსაც წინათ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა, მაშინ უკვე ჩადენილი ქმედების მიმართ ახალი კანონის გამოყენება ანუ მისთვის უკუძალის მინიჭება დაუშვებელია და მაშინ ჩადენილ ქმედებას შეეფარდება ამ ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონი. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც წინათ მოქმედ კანონთან შედარებით ამკაცრებს სასჯელს, აგრეთვე უკუქცევითი ძალა არ ენიჭება (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი და უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება).

 

5.13. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ანგარების მოტივზე და განმარტავს, რომ მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ განსახილველი ქმედება ჩადენილია 2015 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც, 2015 წლის მდგომარეობით, ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის ანგარების მოტივს მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და შესაბამისად, არც ამ მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას ითვალისწინებდა ასეთი ქმედების ჩადენა ანგარებით. ს----------–--- პარლამენტის მიერ 2015 წლის 18 დეკემბერს მიღებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლში შევიდა ცვლილება და ანგარების მოტივი, როგორც ზემოთ აღინიშნა, გახდა მაკვალიფიცირებელი ნიშანი. აღნიშნული კანონი კი ამოქმედდა 2016 წლის 20 თებერვალს.

 

5.14. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მ----------------ას და ა--------------–---–ის მიმართ ბრალის წარდგენის დროს მოქმედებდა ახალი კანონი და ანგარება მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვლებოდა, თუმცა, ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როგორც აღინიშნა, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. კერძოდ, თუ ახალმა კანონმა დანაშაულად გამოაცხადა ქმედება, რომელსაც წინათ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა, მაშინ უკვე ჩადენილი ქმედების მიმართ ახალი კანონის გამოყენება ანუ მისთვის უკუძალის მინიჭება დაუშვებელია და მაშინ ჩადენილ ქმედებას შეესატყვისება ამ ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონი.

 

5.15. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ ქმედების ჩადენის დროს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლი ანგარების ნიშანს, როგორც მაკვალიფიცირებელ გარემოებას არ ითვალისწინებდა, მათი ქმედება ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ამჟამად მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

5.16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ ანგარებას, როგორც ყალბი დასკვნის შედგენის მოტივს, დადასტურებულად ვერც ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევს (მიუხედავად იმისა, რომ მოტივს ამ შემთხვევაში კვალიფიკაციისათვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა), ვინაიდან ანგარება ეს არის გამდიდრებისაკენ, მატერიალური სარგებლისაკენ სწრაფვა. შესაბამისად, ანგარების დროს პირი უნდა მოქმედებდეს მატერიალური გამორჩენის მიზნით.

 

5.17. ბრალდების მხარე მ----------------ას და ა--------------–---–ს ედავება სს „სა---------–-------------ისთვის“ საექსპერტო ხარჯების - მ----------------ას შემთხვევაში 90.000 ლარის 50%-ს, ხოლო ა--------------–---–ის შემთხვევაში 80.000 ლარის 50%-ს ანაზღაურების წინასწარ მოთხოვნას და აღნიშნულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მოჰყავს გ---------------–---–ის, თ-------------ს და კ------------ძის ჩვენებები. თუმცა, აღნიშნულს არც თავად ბრალდებულები უარყოფენ, უფრო მეტიც, ამას ადასტურებენ კიდეც. გამომდინარე აქედან, სასამართლო განმარტავს, რომ პირი გაწეული სამუშაოსათვის, ანაზღაურებას წინასწარ მოითხოვს, თუ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ეს შეთანხმების საკითხია და ორივე მხარის ნებაზეა დამოკიდებული. ამდენად, ანაზღაურების მიღების მოთხოვნა ანგარების მოტივს მიღმა რჩება და, შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლება ამ ქმედების დამაფუძნებელ გარემოებად.

 

5.18. სასამართლო ბრალდებულების მ----------------ას და ა--------------–---–ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის თ----- ჩ---–--ის მიერ გამოტანილ იქნა განჩინება საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის შესრულება დაევალათ მოსარჩელე მხარის მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ მ----------------ას, მოპასუხე მხარის - სს „სა---------–-------------ის“ მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ ა--------------–---–ს და სასამართლოს მიერ დანიშნულ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ქ------------------–-–--ლს. განჩინების მიხედვით, ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 20------- წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადების და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, მ----------------ას და ა--------------–---–ს უნდა შეერჩიათ შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით გასაყიდად იყო წარმოდგენილი, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი უნდა განესაზღვრათ ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ განზრახ შერჩეულ იქნა ისეთი ანალოგი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გაცილებით პრესტიჟულ ადგილას - ც--------–-------------–--–--ან ახლოს და მათი გასხვისება მოხდა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების ფასები იყო განსაკუთრებით მაღალი. ექსპერტებმა მ----------------ამ და ა--------------–---–მა მათ მიერ მომზადებულ სასაქონლო დასკვნებში მიუთითეს ყალბი/არასწორი ინფორმაცია, რომ, თითქოსდა, მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდებოდა, რომ დ-----–--–--ში და თ---–---------------------რე ტერიტორიაზე, შესაფასებელი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული იყო ხელოვნურად შემცირებული ღირებულებები, რის გამოც აღნიშნული ნაკვეთები არ გამოიყენეს ანალოგებად. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტ მ----------------ას მიერ შეფასებული იქნა თ---–---------------------რე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები. მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ შედგენილი ყალბი ექსპერტიზის დასკვნები, 2015 წლის ზაფხულში, წარდგენილ იქნა სასამართლოში. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, მ----------------ას და ა--------------–---–ის ქმედებას მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.

 

5.19. როგორც ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - გ-----------------–ის, ქ------------------–-–--ლის, ნ-----–-----ს, ნ-----–----------–--ლის, ზ-------–-----ის, გ-----------------ის, ი-–-------------ას და თავად ბრალდებულების ჩვენებებით დადგენილია, საქართველოში არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც მიწის ნაკვეთის შეფასების მეთოდს განსაზღვრავს და ისინი ხელმძღვანელობენ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით. კერძოდ, შეფასებისას იყენებენ შედარების მეთოდს, რაც გულისხმობს, შესაფასებელი ობიექტის მსგავსი გაყიდული ან გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთის ანალოგად შერჩევას. სწორედ აღნიშნული ანალოგების შეგნებულად არასწორად შერჩევას ედავება ბრალდების მხარე მ----------------ასა და ა--------------–---–ს.

 

5.20. მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ არასწორი ანალოგების გამოყენების ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების - გ-----------------–ის, ქ------------------–-–--ლის, ნ-----–-----ს, ნ-----–----------–--ლის, ზ-------–-----ის, გ-----------------ის და ი-–-------------ას ჩვენებებით, რომელთა თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მიწის ნაკვეთის შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და შეთავაზებული გასაყიდად და შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად. მათი განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის შესაფასებლად კომერციული დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის ანალოგად შერჩევა, ვინაიდან მისი 50%-იანი დაკორექტირების შედეგადაც კი რეალური საბაზრო ღირებულება ვერ იქნება დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი მ----------------ამ და ა--------------–---–მა ანალოგებად გამოიყენეს არა შესაფასებელი მიწის ნაკვეთებთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთები, არამედ ც--------–-------------–--–--ან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთები, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურებულია, რომ შესაფასებელ მიწის ნაკვეთებთან ახლოსმდებარე ათეულობით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეა გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მ----------------ას და ა--------------–---–ს შესაძლებლობა ჰქონდათ სწორედ, აღნიშნული გაყიდვებიდან აეღოთ ანალოგები.

 

5.21. რაც შეეხება ბრალდებულების განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკურ პირებს შორის ტრანზაქციები ანალოგებად არ აიღეს იმის გამო, რომ აღნიშნული ტრანზაქციები, თითქოსდა, არ შეესაბამებოდა რეალურ საბაზრო ღირებულებას, რადგან ფასები შემცირებული იყო, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მონაწილე პირებმა - თა------–-----–---მ, ვ-–------------–---–მა, გ----------–---–მა, მ----------–--–--ემ, გ-------------–---–---მა, პ---------–-–---–მა, მ-----–------–--–მა, ირ---–-----------მ, თე--------------ემ, მა-–--------------ემ, ი----–---–--, დ------------ემ და გ-------–------–--- დაადასტურეს წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მითითებული ფასების ნამდვილობა. ამასთან, აღნიშნულმა მოწმეებმა არც ის ფაქტი დაადასტურეს რომ მათ რაიმე კომუნიკაცია ჰქონდათ აღნიშნულ მიწის ნაკვეთების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპერტებთან ან სხვა ვინმესთან, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო მათი წარმომადგენელი. შესაბამისად, ბრალდებული პირების მიერ დასკვნებში მითითებული ინფორმაცია, რომ, თითქოსდა, მოქალაქეთა გამოკითხვებით დაადგინა, რომ ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებული ტრანზაქციები არ შეესაბამებოდა რეალურ ფასს და იყო ხელოვნურად შემცირებული, სინამდვილეს არ შეესაბამება და ამდენად, სასამართლო დაცვის მხარის ამ პოზიციას ვერ გაიზიარებს.

 

5.22. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, რომელთა თანახმადაც, დგინდება შესაფასებელი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული უძრავი ქონებების ნასყიდობის ფასი. დგინდება ასევე, რომ თ---–---------------------რე ტერიტორიაზე შესაფასებელი მიწის ნაკვეთების სიახლოვეს ათობით მიწის ნაკვეთი იქნა გასხვისებული ექსპერტიზის ჩატარებისათვის შესაბამის პერიოდში. მაშინ როდესაც, მ----------------ას და ა--------------–---–ის მიერ მომზადებულ დასკვნებში მითითებულია ყალბი/არასწორი ინფორმაცია, რომ, თითქოსდა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესადარისად ვარგისი გასხვისებული მიწის ნაკვეთები არ არსებობდა.

 

5.23. გარდა ამისა, ბრალდებულების მიერ დასკვნებში არასწორი ინფორმაციის მითითება დასტურდება makler.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით და სასამართლო სხდომაზე დაკითხული makler.ge-ს წარმომადგენელი ნ-----–-------------ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც, მ----------------ას და ა--------------–---–ს makler.ge-სთვის ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით არ მიუმართავთ. ნ-----–-------------ის განმარტებით, ყველა განცხადებას აქვს ინდივიდულური ID ნომერი და შესაბამისად, დაუშვებელია ორ განცხადებას ჰქონდეს ერთი და იგივე ID ნომერი, ხოლო განცხადებები ID ნომრებით - 2------------------- „-----------ის ვებ-გვერდის ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება, განცხადებებს - ID ნომრებით: 2--------------------------------------------------------- აღნიშნული განცხადებები, მართალია, „-----------ის ვებ-გვერდის ბაზაში ფიქსირდებოდა, თუმცა, მათ 2011 წლიდან სტატუსად მინიჭებული ჰქონდა O--, რის შემდეგაც განცხადებები არ განახლებულა, შესაბამისად, 2011 წლის შემდეგ ვებ-გვერდზე მისი ნახვა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება განცხადებას - ID ნომრით: 73------ იგი კომპანია „-----------ს ვებ-გვერდის ბაზაში ფიქსირდებოდა 2013 წელს სტატუსით O--, თუმცა, უძრავი ქონების ფასი, მათი ბაზის მიხედვით, იყო 18.000 აშშ დოლარი, ხოლო დასკვნის ცხრილში უძრავი ქონების ფასად დაფიქსირებულია 30.000 აშშ დოლარი. მართალია, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ განმარტა, რომ, თითქოსდა, ეს იყო მხოლოდ ტექნიკური შეცდომა, თუმცა, ამგვარ შეცდომას სასამართლო არ მიიჩნევს ტექნიკურ შეცდომად და თვლის, რომ დასკვნაში მცდარი/არასწორი ინფორმაციის მითითება მიზნად ისახავდა არარეალურად მაღალი ღირებულების დადგენას და სწორედ აღნიშნული გარემოებაა დასკვნის სიყალბის დადასტურების ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება.

5.24. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე, იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულთა განმარტებით, საქართველოში არ არსებობს ქონების შეფასების კრიტერიუმებისა და მეთოდების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში დასკვნის მომზადებისას და ქონების შეფასებისას სწორი ანალოგების შერჩევა და მათ საფუძველზე საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დამოკიდებულია მხოლოდ ექსპერტების სუბიექტურ შეფასებაზე, მათ „მანიპულაციაზე“ (როგორც ამას თავად ბრალდებული მ----------------ა უწოდებს).

 

5.25. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ბრალდებული ექსპერტების ამ პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე (რაზეც ასევე, როგორც ბრალდებულები, ისე სასამართლო პროცესზე დაკითხული პირებიც ამახვილებენ თავიანთ ყურადღებას). აღნიშნული სტანდარტების თანახმად კი, „შემფასებელი“ არის ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი ან კომპანია, რომელიც ფლობს აუცილებელ კვალიფიკაციას, უნარებს და გამოცდილებას, იმისათვის რომ ჩაატაროს შეფასება ობიექტური და კომპეტენტური სახით. ამავე სტანდარტის შესაბამისად, შეფასების პროცესი მოითხოვს, რომ შემფასებელმა მიუკერძოებლად შეაფასოს შემავალი მონაცემების და დაშვებების სანდოობა. იმისათვის, რომ შეფასება იყოს სანდო, მნიშვნელოვანია, რომ ეს მსჯელობები იყოს იმგვარად განხორციელებული, რომ იყოს გამჭვირვალე და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შეფასებაზე ნებისმიერი სუბიექტური ფაქტორის გავლენა. ამავე სტანდარტების მიხედვით, მსჯელობები, რომლებიც გამოყენებულია შეფასების დროს აუცილებლად უნდა მიიღებოდეს ობიექტურად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიკერძოებული ანალიზი, მოსაზრება, დასკვნები და თუნდაც „მანიპულაციები“.

 

5.26. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სტანდარტების მოთხოვნების სულისკვეთებას იმეორებს ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე და 175-ე მუხლებიც, რომელთა მიხედვითაც, ექსპერტი ვალდებულია გასცეს ობიექტური დასკვნა და იმოქმედოს საკუთარი ცოდნისა და სინდისის შესაბამისად.

 

5.27. სწორედ ეს არის პრინციპული მოლოდინი იმისა, რომ ამ სტანდარტებისა და კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გამოყენება, შესაბამისი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები შეფასების პროცესში, უზრუნველყოფენ ობიექტურობის აუცილებელ მაღალ ხარისხს, იმისათვის, რომ საბოლოო შედეგები იყოს თავისუფალი მიკერძოებისგან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულები უძრავი ქონების შეფასებისას უნდა ყოფილიყვნენ არა სუბიექტურები, სხვადასხვა არამართლზომიერი „მანიპულაციის“ განმხორციელებლები ან თუნდაც რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი პირები, არამედ ობიექტურები და კეთილსინდისიერები, რაც მიღწეული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებული პირები სწორად შეარჩევდნენ ანალოგებს, მოძიებდნენ ობიექტურ ინფორმაციას და მიღებული ინფრომაციის სწორი ანალიზითა და შეფასებით, საბოლოოდ შეადგენდნენ მიუკერძოებელ და ობიექტურ დასკვნას.

 

5.28. რაც შეეხება მ----------------ას და ა--------------–---–ის ერთობლივ მოქმედებას დასკვნების მომზადებისას, რასაც თავადაც არ უარყოფენ, დადასტურებულია ასევე, მათ მიერ გაცემული დასკვნების თითქმის იდენტურობით, თუმცა, სასამართლოსთვის აუხსნელი რჩება მათი მცდელობა, შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოსდა, დასკვნები მომზადებული და გაცემული ჰქონდათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, რისი მიღწევაც სცადეს დასკვნებში ასახული ინფორმაციის მცირედი, უმნიშვნელო კორექტირებით და საბოლოო ღირებულების სხვაობით.

 

5.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.30. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას ლევან სამხარაეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გამოყენებულ ანალოგებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ვალდებულებით დატვირთული მიწის ნაკვეთის ანალოგად გამოყენება არ შეიძლება, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ვალდებულებით დატვირთული მიწის ნაკვეთის ანალოგად გამოყენება შეიძლება, ხოლო, თუ იპოთეკა მყიდველზე გადავა, იმ შემთხვევაში დასჭირდება კორექტირება.

 

5.31. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----------------ამ და ა--------------–---–მა ჩაიდინეს ყალბი დასკვნის წარდგენა სასამართლოში, დანაშაული გათვალისწინებული ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. მ----------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.2. ა--------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–--- სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს ს----------–--- სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

7.4. ს----------–--- სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.

 

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

7.7. ს----------–--- კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

7.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

 

7.9. ამდენად, ს----------–--- საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

7.10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

7.11. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულების კანონის შესაბამისი ქცევა სასამართლოში გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, თუმცა, ასევე, მხედველობაშია მისაღები მათი ქმედებით რა ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა „სა---------–-------------ას“, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ს----------–--- სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

7.12. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------------ას და ა--------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) სანქციის ფარგლებში - კერძოდ, ჯარიმა.

 

7.13. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით კი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, ქმედების ხასიათს, ასევე, თავად მათ პოზიციას და გამომდინარე აქედან, აღნიშნული სასჯელის ოდენობა არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მათთვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულების მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------------ას და ა--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 8.000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----------------ას ქმედება ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ამჟამად მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და მ----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8.000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. ა--------------–---–ის ქმედება ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ამჟამად მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და ა--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8.000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. მ----------------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და შესაბამისად ყადაღა მოეხსნას თბილსის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ნა-------–-----------–-----------------–-----------–--------------------------------------–----–--------–--–----------------–---–-----------------------------------------------------------------------------------თასი) ლარის ფარგლებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

4. ა--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და შესაბამისად ყადაღა მოეხსნას თბილსის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ა--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ-----------------------–-- ავ-------------------------------------------------------------------------------------------- (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5. მსჯავრდებულების მ----------------ას და ა--------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

6. ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- 11 (თერთმეტი) ცალი CD დისკი და 2 (ორი) რუკა, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე