გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/26761 -18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსა----თლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე თა----ი ვა---------–ი
წარმომადგენელი ლო-------------------ე
მოპასუხე გი-----ი თა---–---–ი
წარმომადგენელი ბო---------–--ე
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გი-----ი თა---–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, და----ი თა---–---–ის (------------–-------–-–---------------, სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 თებერვლის №2/1-----12 გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა და მისი განსაზღვრა 600 (ექვსასი) ლარით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
თა----ი ვა---------–ი და გი-----ი თა---–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------- შეეძინათ შვილი და----ი თა---–---–ი. მხარეები 2013 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი და----ი თა---–---–ი ცხოვრობს დედასთან, თა----ი ვა---------–თან. თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2013 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხე გი-----ი თა---–---–ს არასრულწლოვანი და---- თა---–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. არასრულწლოვანი ბავშვი გაიზარდა და მოიმატა მისმა საჭიროებებმა და ამისთვის საჭირო მატერიალურმა ხარჯმა. არასრულწლოვანი და----ი თა---–---–ი სწავლობს სკოლაში, ასევე, დადის უცხო ენების შემსწავლელ წრეებზე და ცურვაზე. აღნიშნულ აქტივობებში ბავშვის მონაწილეობისათვის აუცილებელია ყოველთვიური საფასურის გადახდა. სასა----თლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიზარდა მოპასუხის შემოსავალი, იგი მუშაობს ღვინის ქარხანაში გუ--------ს რაიონში და აქვს სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. იგი ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მოსარჩელის მშობლები არიან პენსიის მიმღები პირები. არასრულწლოვანი და----ი თა---–---–ის ასაკის გამო სასა----თლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მწირია. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად, მოპასუხე გი-----ი თა---–---–ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, იგი დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი, არსებობს საფუძველი ალიმენტის ოდენობის გაზრდისა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ. იგი არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იგი იხდის დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი და----ი თა---–---–ის რჩენა-აღზრდის მიზნით. ამ ეტაპზე, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი თანახმაა გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა და ყოველთვიურად არასრულწლოვან შვილს ალიმენტის სახით გადაუხადოს 200 (ორასი) ლარი. გარდა დაკისრებული ალიმენტისა, მოპასუხე შეძლებისდაგვარად ყოველთვის ცდილობს მატერიალურად დაეხმაროს არასრულწლოვან და----ი თა---–---–ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თა----ი ვა---------–ს და მოპასუხე გი-----ი თა---–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------- შეეძინათ შვილი და----ი თა---–---–ი;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ. 14);
3.1.2. მხარეები, თა----ი ვა---------–ი და გი-----ი თა---–---–ი 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე თა----ი ვა---------–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან მათ საცხოვრებელ ბინაში.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, თა---- ვა---------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. მოპასუხე გი-----ი თა---–---–ს თა---- ვა---------–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------- დაბადებული და---- თა---–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით 2012 წლის 18 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. 2. გი-----ი თა---–---–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-------------- დაბადებული და---- თა---–---–ის მიმართ საჭიროებისას სომხეთში სამკურნალოდ გაყვანის და მკურნალობისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2013 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე N2/1-----12 (ს.ფ. 15-21).
3.1.4. მოსარჩელე თა----ი ვა---------–ი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. იგი არის თარჯიმანი და მუშაობდა კერძო კომპანიაში, სადაც ყოველთვიური ანაზღაურება ჰქონდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებით მუშაობდა უცხოელებთან თარჯიმნის სტატუსით და ჰქონდა ერთჯერადი შემოსავალი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, თა----ი ვა---------–ს 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 01 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. მოსარჩელის ოჯახს თბილისში, ს--------- რაიონში გაქირავებული ჰქონდათ საცხოვრებელი ბინა 300 (სამასი) ლარად. ამჟამად, ქირის სახით შემოსავალს არ იღებენ. მოსარჩელის მშობლები არიან პენსიონერები;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.6. გი-----ი თა---–---–ი მშობლებთან და დასთან ერთად ძირითადად ცხოვრობს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში. იგი დასაქმებულია გუ-------ში, ღვინის ქარხანაში. მოპასუხე სამუშაო დღეებში იმყოფება გუ-------ში, სადაც ცხოვრობს ქირით. მოპასუხის მშობლები, თარიმან თა---–---–ი და თა----ი თა---–---–ი არიან პენსიონერები. მოპასუხის ძმა, ზუ----ი თა---–---–ი გარდაიცვალა 2012 წლის 1---------;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- გი-----ი თა---–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N3 (ს.ფ. 46);
- სს ,,ლი------------ის“ საბანკო ბარათები (ს.ფ. 49-52);
- ზუ----ი თა---–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 53);
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, გი-----ი თა---–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 სექტემბრამდე ფიქსირდება მიღებული შემოსავალი, კერძოდ: 2018 წლის იანვრის თვეში - 1937.5 ლარი, თებერვლის თვეში - 1843.75 ლარი, მარტის თვეში - 2187.5 ლარი, აპრილის თვეში - 2250 ლარი, მაისის თვეში - 2125 ლარი, ივნისის თვეში - 2125 ლარი, ივლისის თვეში - 2093.75 ლარი და აგვისტოს თვეში - 1937.5 ლარი. დამსაქმებლის დასახელებაა შპს ,,კა---------------–----–-------------ა“.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 01 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 33-34);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი და----ი თა---–---–ი სწავლობს საჯარო სკოლაში. ასევე იგი დამატებით დადის: ფრანგული ენის შემსწავლელ წრეზე, სადაც ოთხი თვის გადასახადი შეადგენს 300 (სამასი) ლარს, ინგლისურის წრეზე, რომლის საფასურია თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, ცურვის წრეზე, რომლის თვიური გადასახადი შეადგენს 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარს და ასევე, მუსიკაზე, სადაც ყოველთვიური სწავლების საფასური შეადგენს 100 (ასი) ლარს. ამასთან, მოსარჩელე მხარის მითითებით, არასრულწლოვან და----ი თა---–---–ს ადრეულ ასაკში მიღებული დამწვრობის შედეგად დატოვებული ნაწიბურების მოსაშორებლად ესაჭიროება მალამო (დაახლოებით სამ თვეში ერთხელ), რომლის ღირებულებაა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. მოპასუხე მხარის წარმომადგენელს აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, ამასთან, დაადასტურა გარემოება არასრულწლოვანი ბავშვის ფრანგულ ენის შემსწავლელ წრეზე სიარულის თაობაზე.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხე მხარის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. მის სახელზე რეგისტრირებულია ავტოსანტრანსპორტო საშუალება - ,,TO---------Y”, გამოშვების წელი - 2006, რომელსაც დღეის მდგომარეობითაც ფლობს და სარგებლობს მოპასუხე გი-----ი თა---–---–ი.
მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მას ერიცხება დავალიანება დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
მოპასუხე მხარე ასევე აპელირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა არც ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება ერთვის საქმეს;
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხე გი-----ი თა---–---–ს არ აქვს სტაბილური და ხშირი ურთიერთობა არასრულწლოვან და----ი თა---–---–თან. იგი ხშირად არ ნახულობს არასრულწლოვან შვილს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილისათვის, გარდა დაკისრებული ალიმენტის თანხისა, სხვა ფულადი თანხით დახმარების ფაქტი.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. სასა----თლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის სასა----თლო წესით დადგენის შემდეგ, ალიმენტის გადამხდელის მატერიალური მდგომარეობის ცვლილება, ამ შემთხვევაში კი ყოველთვიური შემოსავლის ოდენობის ზრდა, წარმოადგენს დადგენილი ალიმენტის ოდენობის შეცვლის საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასა----თლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასა----თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასა----თლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა
სასა----თლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები.
6. სა----თლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე თა----ი ვა---------–მა ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო სასა----თლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმაც მოიმატა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თა----ი ვა---------–ს და მოპასუხე გი-----ი თა---–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------- შეეძინათ შვილი და----ი თა---–---–ი. მხარეები 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე თა----ი ვა---------–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან მათ საცხოვრებელ ბინაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასა----თლო. ალიმენტის ოდენობას სასა----თლო განსაზღვრავს გონივრული, სა----თლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასა----თლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სა----თლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით, თა----ი ვა---------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. მოპასუხე გი-----ი თა---–---–ს თა----ი ვა---------–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------- დაბადებული და---- თა---–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით 2012 წლის 18 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მხარეთა განმარტებით, მოპასუხე იხდის სასა----თლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელე თა----ი ვა---------–ი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. იგი არის თარჯიმანი და მუშაობდა კერძო კომპანიაში, სადაც ყოველთვიური ანაზღაურება ჰქონდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებით მუშაობდა უცხოელებთან თარჯიმნის სტატუსით და ჰქონდა ერთჯერადი შემოსავალი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, თა----ი ვა---------–ს 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოსავალი არ უფიქსირდება. მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. მოსარჩელის ოჯახს თბილისში, ს--------- რაიონში გაქირავებული ჰქონდათ საცხოვრებელი ბინა 300 (სამასი) ლარად. ამჟამად, ქირის სახით შემოსავალს არ იღებენ. მოსარჩელის მშობლები არიან პენსიონერები.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასა----თლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასა----თლო წესით დადგენის შემდეგ სასა----თლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასა----თლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სა----თლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2013 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, გი-----ი თა---–---–ი დასაქმებული იყო პერიოდულად. სტაბილური შემოსავალი არ გააჩნდა (გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტი). საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დღეის მდგომარეობით, მოპასუხე დასაქმებულია საწარმოში შპს ,,კა---------------–----–-------------ა“ და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი.სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, გი-----ი თა---–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 სექტემბრამდე ფიქსირდება მიღებული შემოსავალი, კერძოდ: 2018 წლის იანვრის თვეში - 1937.5 ლარი, თებერვლის თვეში - 1843.75 ლარი, მარტის თვეში - 2187.5 ლარი, აპრილის თვეში - 2250 ლარი, მაისის თვეში - 2125 ლარი, ივნისის თვეში - 2125 ლარი, ივლისის თვეში - 2093.75 ლარი და აგვისტოს თვეში - 1937.5 ლარი. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. მის სახელზე რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება - ,,TO---------Y”, გამოშვების წელი - 2006, რომელსაც დღეის მდგომარეობითაც ფლობს და სარგებლობს მოპასუხე გი-----ი თა---–---–ი.
მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლები. ასევე, მას გააჩნია სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე შესასრულებელი საბანკო დავალიანება და მიუთითებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. სასა----თლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასა----თლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებებით გაამყაროს მითითებული გარემოებები მის მიერ ყოველთვიური ხარჯების გაღების თაობაზე. უპირველესად, სასა----თლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მართალია, საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხე მხარის მშობლები პენსიონერები არიან, თუმცა, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც მშობლების მოპასუხის კმაყოფაზე ყოფნას დაადასტურებდა. მოპასუხის მიერ მისი ოჯახის წევრების რჩენის ვალდებულება არ იკვეთება. ასევე, არც მშობლების ჯანმრთელობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, რაც დამატებით ხარჯების აუცილებლობაზე მიუთითებდა. სასა----თლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. გარდა ამისა, მოპასუხე მიუთითებს საბანკო დავალიანებაზეც, თუმცა წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სესხის მიღებას, დღეს არსებულ საბანკო დავალიანების ოდენობას და სესხის მიზნობრიობას. სასესხო ვალდებულების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, სასა----თლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური ვალდებულება მესამე პირების წინაშე არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს.
სასა----თლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასა----თლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ამასთან, სასა----თლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის. პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი და----ი თა---–---–ი სწავლობს საჯარო სკოლაში. ასევე იგი დამატებით დადის: ფრანგული ენის შემსწავლელ წრეზე, სადაც ოთხი თვის გადასახადი შეადგენს 300 (სამასი) ლარს, ინგლისურის წრეზე, რომლის საფასურია თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, ცურვის წრეზე, რომლის თვიური გადასახადი შეადგენს 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარს და ასევე, მუსიკაზე, სადაც ყოველთვიური საფასური შეადგენს 100 (ასი) ლარს. ამასთან, მოსარჩელე მხარის მითითებით, არასრულწლოვან და----ი თა---–---–ს ადრეულ ასაკში მიღებული დამწვრობის შედეგად დატოვებული ნაწიბურების მოსაშორებლად ესაჭიროება მალამო (დაახლოებით სამ თვეში ერთხელ), რომლის ღირებულებაა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი. მოპასუხე მხარის წარმომადგენელს აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება, ამასთან, დაადასტურა გარემოება არასრულწლოვანი ბავშვის ფრანგულ ენის შემსწავლელ წრეზე სიარულის თაობაზე. ხოლო დანარჩენ აქტივობებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ინფორმაციას არ ფლობს. სასა----თლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სა----თლიანი და გონივრული ბალანსის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სასა----თლო მხედველობაში იღებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ გი-----ი თა---–---–ის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არასრულწლოვანი და----ი თა---–---–ის ასაკს და ასევე იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის მოთხოვნილებები და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. სასა----თლო აღნიშნავს, რომ სასა----თლოს მიერ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების შემდგომ პერიოდის მანძილზე შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობა. მხარეთა განმარტებით, გი-----ი თა---–---–ს არ აქვს სტაბილური და ხშირი ურთიერთობა არასრულწლოვან და----ი თა---–---–თან. იგი ხშირად არ ნახულობს არასრულწლოვან შვილს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილისათვის, გარდა დაკისრებული ალიმენტის თანხისა, სხვა ფულადი თანხით დახმარების ფაქტი. სასა----თლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. სასა----თლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამდენად, სასა----თლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასა----თლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 370 (სამას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასა----თლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასა----თლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასა----თლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე თა----ი ვა---------–ი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე გი-----ი თა---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თა----ი ვა---------–ის (პირადი N0----------) სარჩელი;
თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 07 თებერვლის (საქმე N2/1-----12) გადაწყვეტილებით გი-----ი თა---–---–ისათვის (პირადი N1----------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალოს; დაეკისროს გი-----ი თა---–---–ს (პირადი N1----------) არასრულწლოვანი შვილის - და----ი თა---–---–ის (------------–-------–-–--------------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 370 (სამას სამოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2. დაკისროს გი-----ი თა---–---–ს (პირადი N1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხ ლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასა----თლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსა----თლე: გი-----ი მაისურაძე