გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8587-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - სს ,,თ--–--ი“
წარმომადგენელი - ზ------------
მოპასუხე - შპს ,,რ------ ს---–--–-ნს“
წარმომადგენელი - რ-------–-------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,რ------ ს---–--–-ნს“ მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დაზიანებული კაბელების აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯის - 1342.13 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ,,რ------ ს---–--–-ნს“ მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, სს ,,თ--–--ის“ მიერ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის მიუწოდებელი ელ. ენერგიის გამო, მიუღებელი შემოსავლის - 55 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 08 თებერვალს, შპს ,,რ------ ს---–--–-ნსის“ მიერ ქ. თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, 151-ე სკოლის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას, მექანიკურად დაზიანებულ იქნა საკაბელო ტრასა ს/ქ-3023 - ვაჟა-ფშაველას მე-2 კვ. კორპუსი 37-ის დამაკავშირებელი 0.4კვტ ძალოვანი კაბელი. აღნიშნული დაზიანებული საკაბელო ხაზი აღდგენილ იქნა სს ,,თ--–--ის“ მიერ.
2018 წლის 16 თებერვლის #62 ხარჯთაღრიცხვისა და 2018 წლის 26 თებერვლის #16-18 გაანგარიშების თანახმად, სს ,,თ--–--ის“ მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა - 780.73 ლარი დღგ-ს გარეშ, ხოლო დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს ,,თ--–--ის“ მომხმარებლებისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის გამო, მიუღებელმა შემოსავლმა შეადგინა 27.50 ლარი დღგ-ს გარეშე და საერთო ჯამში სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 808.23 ლარს დღგ-ს გარეშე.
2018 წლის 10 თებერვალს, შპს ,,რ------ ს---–--–-ნსის“ მიერ ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქ. #74-ის მიმდებარედ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს. მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულების დროს, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას, მექანიკურად დაზიანებულ იქნა საკაბელო ტრასა ს/ქ 3023. აღნიშნული დაზიანებული საკაბელო ხაზი აღდგენილ იქნა სს ,,თ--–--ის“ მიერ. სს ,,თ--–--ის“ მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 561.40 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს ,,თ--–--ის“ მომხმარებლებისთვის მიუწოდებელი ელ. ენერგიის გამო, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 27.50 ლარი დღგ-ს გარეშე და სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ გადასახდელი კომპენსაცია შეადგენს 588.90 ლარს.
26.02.2018 წელს შპს ,,რ------ ს---–--–-ნს“ გაეგზავნა შეტყობინება სს ,,თ--–--ის“ მიმართ მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს რ------ ს---–--–-ნსმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სს ,,თ--–--ის“ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 15:00 სთ-ზე, ქ. თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, 151-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა ს/ქ #3023 - ვაჟა-ფშაველას 2 კვ., #37 კორპუსის დამაკავშირებელი 0.4 კვ ძალოვანი კაბელი. ქონების დაზიანება მოხდა შპს ,,რ------ ს---–--–-ნსის“ მიერ.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულების - 2018 წლის 08 თებერვლის სს ,,თ--–--ის" კუთვნილი საჰაერო ან საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების აქტის საფუძველზე დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის თანამშრომლის მიერ ექსკავატორით მიწის სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა კაბელი. დაზიანების და კონკრეტული სამუშაოს წარმოების დროს კაბელის დაზიანების ფაქტს ადასტურებს თავად მოპასუხე მხარის შპს ,,რ------ ს---–--–-ნსის“ თანამშრომელი - შ----- ზ-------–---–ი, თუმცა იქვე მიუთითებს რომ ზიანის ანაზღაურებაზე არ არის თანახმა, ვიანიდან კაბელი ჩადებული იყო არასათანადო სიღრმეზე. წარმოდგენილ შემთხვევაში ცალსახაა ის გარემოება, რომ დაზიანება მოხდა მოპასუხე კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოების დროს. ასევე, საქმის განხილვისას მხარეთა წარმომადგენლების მიერ დადასტურებული იქნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დაწყვებამდე რაიმე სახის მიმართვა ხაზოვანი ნაგებობის არსებობის/მისი განთავსების თაობაზე მოსარჩელე მხარესთან არ განხორციელებულა და ასევე, საქმეზე თავად მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა მითითებული თუ რა სიღრმეზე იყო განთავსებული კაბელი, თუკი მისივე მითითებით აღნიშნული არასათანადო სიღრმეზე იყო განთავსებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ მოსარჩელის კუთვნილი კაბელი დაზიანებული იქნა მოპასუხე კომპანიის მიერ ტექნიკის გამოყენებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 09/02/2018 წლის წერილი (ს.ფ. 20);
- 2018 წლის 08 თებერვლის აქტი # (ს.ფ. 21);
- 28.02.2018 წლის შპს ,,რ------ ს---–--–-ნის“ წერილი (ს.ფ. 77);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენითი კაპიტალური სამუშაოები და აღდგენილი სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა შეადგენს 780.73 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2018 წლის 16 თებერვლის ხარჯთაღრიცხვის #3107 აქტის და 2018 წლის 26 თებერვლის #16-18 გაანგარიშების თანახმად, სს ,,თ--–--ის“ მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 780.73 ლარი დღგ-ს გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დაზიანებული კაბელის აღდგენისთვის განხორციელებულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელ მტკიცებულებაში (#62 ხარჯთაღრიცხვა) მითითებულია, რომ სამონტაჟო სამუშაოებზე (მოძრავი ლაბორატორია და სარემონტო ბრიგადა) გაიხარჯა 110.56 ლარი და 47.37 ლარი, ხოლო სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალებზე, როგორიცაა ქურო, კაბელი, უსაფრთხოების ზოლოვანი ლენტი, მანჟეტა სარემონტო 423.83 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა 780.73 ლარი. აღნიშნული სამუშაოების წარმოების საჭიროება, მათი დანიშნულება სასამართლოს მიხედულებით საჭირო იყო კონკრეტული მაღალი ძაბვის კაბელის აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესრულებული სამუშაოს აქტი N40-----2 (ს.ფ. 16-19);
- გაანგარიშება N16-18 (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 16:30 სთ-ზე, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის N74-ის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა ს/ქ #3023 საკაბელო ხაზი კაბელი. ქონების დაზიანება მოხდა შპს ,,რ------ ს---–--–-ნსის“ მიერ.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკივებულების - 2018 წლის 10 თებერვლის სს ,,თ--–--ის" კუთვნილი საჰაერო ან საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების აქტის საფუძველზე დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის თანამშრომლის მიერ ექსკავატორით მიწის სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა კაბელი. დაზიანების და კონკრეტული სამუშაოს წარმოების დროს კაბელის დაზიანების ფაქტს ადასტურებს თავად მოპასუხე მხარის შპს ,,რ------ ს---–--–-ნსის“ თანამშრომელი - შ----- ზ-------–---–ი, თუმცა იქვე მიუთითებს რომ ზიანის ანაზღაურებაზე არ არის თანახმა, ვიანიდან კაბელი ჩადებული იყო არასათანადო სიღრმეზე. წარმოდგენილ შემთხვევაში ცალსახაა ის გარემოება, რომ დაზიანება მოხდა მოპასუხე კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოების დროს. ასევე, საქმის განხილვისას მხარეთა წარმომადგენლების მიერ დადასტურებული იქნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ გზის სარეაბილიტაციო სამუშოების წარმოების დაწყვებამდე რაიმე სახის მიმართვა ხაზოვანი ნაგებობის არსებობის/მისი განთავსების თაობაზე მოსარჩელე მხარესთან არ განხორციელებულა და ასევე, საქმეზე თავად მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა მითითებული თუ რა სიღრმეზე იყო განთავსებული კაბელი, თუკი მისივე მითითებით აღნიშნული არასათანადო სიღრმეზე იყო განთავსებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ მოსარჩელის კუთვნილი კაბელი დაზიანებული იქნა მოპასუხე კომპანიის მიერ ტექნიკის გამოყენებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 12/02/2018 წლის წერილი (ს.ფ. 27);
- 2018 წლის 10 თებერვლის აქტი # (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენითი კაპიტალური სამუშაოები და აღდგენილი სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა შეადგენს 561.40 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2018 წლის 16 თებერვლის ხარჯთაღრიცხვის #63 აქტის და 2018 წლის 26 თებერვლის #17-18 გაანგარიშების თანახმად, სს ,,თ--–--ის“ მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა 561.40 ლარი დღგ-ს გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დაზიანებული კაბელის აღდგენისთვის განხორციელებულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელ მტკიცებულებაში (#63 ხარჯთაღრიცხვა) მითითებულია, რომ სამონტაჟო სამუშაოებზე (მოძრავი ლაბორატორია და სარემონტო ბრიგადა) გაიხარჯა 116 ლარი და 33.24 ლარი, ხოლო სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალებზე, როგორიცაა ქურო, კაბელი, გაზი თხევადი და სტეარინი (ტექნიკური ცხიმი) სარემონტო 242.33 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა 561.40 ლარი. აღნიშნული სამუშაოების წარმოების საჭიროება, მათი დანიშნულება სასამართლოს მიხედულებით საჭირო იყო კონკრეტული მაღალი ძაბვის კაბელის აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესრულებული სამუშაოს აქტი N50-----1(ს.ფ. 29);
- შესრულებული სამუშაოს აქტი N50-----2(ს.ფ. 30);
- გაანგარიშება N17-18 (ს.ფ. 33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----- ზ-------–---–ი, რომელიც ახორციელებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, არის მოპასუხე შპს ,,რ------ ს---–--–-ნის“ თანამშრომელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესრულებული სამუშაოს აქტი N50-----1(ს.ფ. 29);
- შესრულებული სამუშაოს აქტი N50-----2(ს.ფ. 30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 28.02.2018 წლის შპს ,,რ------ ს---–--–-ნის“ წერილი (ს.ფ. 77).
3.1.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ კაბელის დაზიანების გამო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელქტროენერგიის შესაბამისად მიუღებელი მოგება შეადგენს 55 ლარს.
წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 26 თებერვლის გაანგარიშება N16-18 და N17-18. აღნიშნული გაანგარიშებით მოსარჩელე მხარის მიერ გამოთვლილი იქნე თითოეული დაზიანებული საკაბელო ხაზის გამო მიუწოდებელი ელექტროენერგიის მიუღებელი მოგების ოდენობა, თითოეულ დაზიანებულ ობიექტზე 27.50 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე მხარის მირ არც შესაგებელში და არც საქმის არსებითი განხილვისას კვალიფიციურად შედავებული არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მიუღებელი მოგების სახით ჯამში 55 ლარის არსებობის გარემოებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე და 997-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე
აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 997-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად სს ,,თ--–--ისთვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1342.13 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც პირმა განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში სს ,,თ--–--ი“ შპს ,,,რ------ ს---–--–-ნსისგან“ ითხოვს მიუღებელი შემოსავლის 55 ლარის ანაზღაურებას. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული და ,,სამართლებრივად ვარგისი“ პრეტენზია, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარს სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "თ--–--ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოაპასუხე შპს "რ------ ს---–--–-ნს" მოსარჩელე სს "თ--–--ის" სასარგებლოდ დაეკისროს 1397.13 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს "რ------ ს---–--–-ნს" სს "თ--–--ის" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე