გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002611140
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5564-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - შპს ,--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-------

წარმომადგენელი - ა----------------------

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი-ლ-–------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 76-81).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018წლის 30 ივლისის №--------------–-------–ება ,,შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2018 წლის 11აპრილის №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 76-81).

 

1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ------–--–------ის შემთხვევა დაექვემდებარება ანაზღაურებას(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 76-81).

 

მოსარჩელის განმარტებით, თ------–--–------ემ სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით 2017 წლის 3 ივნისს მიმართა შპს ,,აკ-----------------–---------–----------–------–--------–---------------------------–--------- მისივე განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები - ორივე წინამხარის არეში ღრმა სისხლჟონვადი ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობები ზომით 1.5*6. ჩატარდა მასშტაბური ჩარევა პაციენტი იყო დეზორიენტირებული და სავარაუდოდ სახეზე იყო თვითდაზიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა პაციენტი არ გაწერილიყო ამბულატორიულად და დაყოვნებულიყო კლინიკაში დინამიკაში დაკვირვების მიზნით მდგომარეობის დასტაბილიზებამდე. შპ-----------------------–---------–----------–------–--------–---------------------------–------’’ მიმდინარე წლის თებერვლის თვის სამედიცინო შემთხვევას №1975745302 განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’, რის საფუძველზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და 2018 წლის 11 აპრილს გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №--------------–-------–ებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, სააგენტომ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ მიერ გაცემული 2017 წლის 15 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №6008 ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ პაციენტი - თ------–--–------ე, დაბადებული 21.02.1----–--–-- 2017 წლის 03 ივნისს მოათავსეს შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–---------------------------–-----–--’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ორივე წინამხრის ქვედა მესამედის ღრმა ნაფლეთოვანი სისხლჟონვადი ჭრილობები S51.8. მოკლე ანამნეზი: ,,პაციენტის გადმოცემით თავის თავს თვითონ მიაყენა ჭრილობები, მომხდარი ახსოვს ბუნდოვნად, ორივე წინამხარზე, ქვედა მესამედში მედიალურად, აღენიშნება ღრმა ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობები, ზომით 1.5x5.6-6სმ. ღრმა, ზომიერად სისხლჟონვადი. დაზიანებულია კანქვეშა ვენები და კუნთები. ჭრილობების მიღებიდან გავიდა დაახლოებით 10 საათი. ჭრილობების კიდეები ოდნავ ჰიპერემიულია, რევიზიისას სისხლდენა ჭრილობებიდან ძლიერდება’’. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, ელექტროლიტები, ეკგ. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე. ჩატარებული მკურნალობა: 03.06.17წ. საოპერაციო პირობებში გაუკეთდა ჭრილობების რევიზია QCSB05, ჰემოსტაზის მიღწევა, სანაცია-დრენირება. პოსტოპერაციულ პერიოდში: ცეპტა 1გ. ორჯერ ი/ვ. რინგერის ხსნარი 500მლ. დღეში ერთხელ ი/ვ წვეთოვნად, ფსიქიატრის კონსულტაცია, შეხვევები. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას(05.06.2017წ.): სტაბიკური, გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2017 წლის 15 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №6008 ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა (ს.ფ. 16)

 

3.1.2. შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2017 წლის 04 დეკემბრის №218-3-2/2306462750-2027829130 ,,ანაზღაურებაზე უარის’’ და ,,სადავო’’ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, წარდგენილ შემთხვევას №1975745302; შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება; სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა(ლარებში) - 952.98, განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2017 წლის 04 დეკემბრის №218-3-2/2306462750-2027829130 „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი(ს.ფ. 60)

 

3.1.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბის თანახმად: პაციენტი თ------–--–------ე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–---------------------------–-----–--’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2017 წლის 03ივნისიდან 05 ივნისის ჩათვლით, დიაგნოზით: S51.8. წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. ჩარევის კოდი: QCSB05 - ზედა კიდურზე კანის ჭრილობის რევიზია. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №1975745302 ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, ე-ქვეპუნქტის თანახმად(წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’ ( ს.ფ. 32)

 

3.1.4. შპს ,,აკ-----------------–---------–----------–------–--------–-----------------------------–-----მ’’ 2018 წლის 11 აპრილს №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბის ბათილად ცნობა.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №--------------–-------–ებით შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2018 წლის 11 აპრილის №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2018 წლის 11 აპრილის №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 58)

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №--------------–-------–ება ,,შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2018 წლის 11 აპრილის №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ ( ს.ფ. 34-35)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლ--------ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად: პაციენტი თ------–--–------ე კლინიკაში შევიდა 03.06.2017 წელს. აღენიშნებოდა ორივე წინამხრის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობები, რომელიც მოიცავდა კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კუნთოვან შრეს, საიდანაც აღინიშნებოდა სისხლდენა. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, ჭრილობები გაფართოვდა პროქსიმალური და დისტალური მიმართულებით გადაკვანძული იქნა დაზიანებული სისხლძარღვები, აღდგენილი იქნა დაზიანებული კუნთოვანი ქსოვილი, ჭრილობებში შეტანილი იქნა დრენაჟები. ვინაიდან პაციენტს ორივე წინამხარზე მიყენებული ქონდა ღრმა ჭრილობები კუნთებისა და სისხლძარღვების დაზიანებით, თავისთავად ითვლება სერიოზულ ტრამვად, რომელიც საჭიროებს ჭრილობების კონტროლს შეხვევების სახით, რეჰემორაგიისა და ინფექციის კონტროლის მიზნით. ასევე, პაციენტი საჭიროებდა ინექციური ანტიბაქტერიული მკურნალობის, ინტრავენური ინფუზიის და ანალგეზიური საშუალებების გამოყენებას. აქედან გამომდინარე, სტაციონარში ორდღიანი მკურნალობის ხანგრძლივობა სრულად შეესაბამება ძირითადი პათოლოგიის მკურნალობის პირველ ეტაპს. პაციენტის რამდენიმე საათში კლინიკიდან გაწერა რაიმე გართულების შემთხვევაში(რისი მაღალი რისკიც არსებობდა) ჩაითვლებოდა სამედიცინო შეცდომად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლ---------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 73)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ,- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბა(პაციენტ თ------–--–------ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №--------------–-------–ება ,,შპს,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2018 წლის 11 აპრილის №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ’’ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018წლის 30 ივლისის №--------------–-------–ება ,,შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2018 წლის 11აპრილის №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის(შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა)საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა)პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ)ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ)მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ)ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ)ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს(შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი). ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ)სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო(შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ა.ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში; ა.გ)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები; ა.დ)საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში(ფილიალებში): ა.დ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; ა.დ.ბ) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები; ა.ე) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის(მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას; ა.ვ) სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები; ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები; ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პაციენტი - თ------–--–------ე წარმოადგენს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი №1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირს.

 

6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13მარტის №--------------–-------–-ბით ირკვევა, რომ თ------–--–------ე მკურნალობდა შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–---------------------------–-----–--’ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, 2017 წლის 03 ივნისიდან 05 ივნისის ჩათვლით, დიაგნოზით: S51.8. წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. ჩარევის კოდი: QCSB05 - ზედა კიდურზე კანის ჭრილობის რევიზია. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №1975745302 ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილების, დანართი №1, მე-15 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად. (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-10 მუხლის 21.1 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში(ფორმა №IV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის(,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით, დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის(ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების(ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით.

 

საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ მიერ გაცემული 2017 წლის 15ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №6008 ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ პაციენტი - თ------–--–------ე, დაბადებული 21.02.1----–--–-- 2017 წლის 03 ივნისს მოათავსეს შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–---------------------------–-----–--’. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ორივე წინამხრის ქვედა მესამედის ღრმა ნაფლეთოვანი სისხლჟონვადი ჭრილობები S51.8. მოკლე ანამნეზი: ,,პაციენტის გადმოცემით თავის თავს თვითონ მიაყენა ჭრილობები, მომხდარი ახსოვს ბუნდოვნად, ორივე წინამხარზე, ქვედა მესამედში მედიალურად, აღენიშნება ღრმა ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობები, ზომით 1.5x5.6-6სმ. ღრმა, ზომიერად სისხლჟონვადი. დაზიანებულია კანქვეშა ვენები და კუნთები. ჭრილობების მიღებიდან გავიდა დაახლოებით 10 საათი. ჭრილობების კიდეები ოდნავ ჰიპერემიულია, რევიზიისას სისხლდენა ჭრილობებიდან ძლიერდება’’. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, ელექტროლიტები, ეკგ. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე. ჩატარებული მკურნალობა: 03.06.17წ. საოპერაციო პირობებში გაუკეთდა ჭრილობების რევიზია QCSB05, ჰემოსტაზის მიღწევა, სანაცია-დრენირება. პოსტოპერაციულ პერიოდში: ცეპტა 1გ. ორჯერ ი/ვ. რინგერის ხსნარი 500მლ. დღეში ერთხელ ი/ვ წვეთოვნად, ფსიქიატრის კონსულტაცია, შეხვევები. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას(05.06.2017წ.): სტაბიკური, გაუმჯობესებული. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლ--------ის ახსნა-განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტი თ------–--–------ე კლინიკაში შევიდა 03.06.2017 წელს. აღენიშნებოდა ორივე წინამხრის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობები, რომელიც მოიცავდა კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კუნთოვან შრეს, საიდანაც აღინიშნებოდა სისხლდენა. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, ჭრილობები გაფართოვდა პროქსიმალური და დისტალური მიმართულებით გადაკვანძული იქნა დაზიანებული სისხლძარღვები, აღდგენილი იქნა დაზიანებული კუნთოვანი ქსოვილი, ჭრილობებში შეტანილი იქნა დრენაჟები. ვინაიდან პაციენტს ორივე წინამხარზე მიყენებული ქონდა ღრმა ჭრილობები კუნთებისა და სისხლძარღვების დაზიანებით, თავისთავად ითვლება სერიოზულ ტრამვად, რომელიც საჭიროებს ჭრილობების კონტროლს შეხვევების სახით, რეჰემორაგიისა და ინფექციის კონტროლის მიზნით. ასევე, პაციენტი საჭიროებდა ინექციური ანტიბაქტერიული მკურნალობის, ინტრავენური ინფუზიის და ანალგეზიური საშუალებების გამოყენებას. აქედან გამომდინარე, სტაციონარში ორდღიანი მკურნალობის ხანგრძლივობა სრულად შეესაბამება ძირითადი პათოლოგიის მკურნალობის პირველ ეტაპს. პაციენტის რამდენიმე საათში კლინიკიდან გაწერა რაიმე გართულების შემთხვევაში(რისი მაღალი რისკიც არსებობდა) ჩაითვლებოდა სამედიცინო შეცდომად.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ,- ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა და პაციენტის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია), სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------თვის’’ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №04/14337 გადაწვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტი გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას არ საჭიროებდა და ჩატარებული მკურნალობის მოცულობა შეესაბამებოდა გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას, თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი სასამართლოსთვის უცნობია, რამეთუ გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება(სასამართლოს მოსაზრებით დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას), მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2017 წლის 15ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №6008 ცნობით(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლ--------ის ახსნა-განმარტებით, სწორედაც რომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების საჭიროება ფიქსირდება. აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბა(პაციენტ თ------–--–------ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №--------------–-------–ების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 მარტის №--------------–-------–-ბა(პაციენტ თ------–--–------ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე), შესაბამისად გასაჩივრებული- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №--------------–-------–ების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- შპს,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30ივლისის №--------------–-------–ება ,,შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ 2018 წლის 11 აპრილის №01-1130/6 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’.

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13მარტის №--------------–-------–-ბა(პაციენტ თ------–--–------ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე).

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ მიმართ გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. მოპასუხეს- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოსარჩელე- შპს,,-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------’’ სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი