გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის № 030210118002332085
№ 2/257-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა
მოსარჩელე სს ,,თ-----------'' (სს „ბ--------------–-----------–--------–--–-)
წარმომადგენელი შპს „ტ----------------------ე
მოპასუხე მ--–----------ა
წარმომადგენელი ნ--–---–---–--ა
დავის საგანი თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 2016 წლის 14 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 663.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 336.32 ლარი და ჯარიმა 327.53 ლარი.
1.2 2018 წლის 26 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 14 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 336.32 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა (რაც ყოვედღიურად შეადგენს - 1.68 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა.
1.3. 2016 წლის 26 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 384.24 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 183.73 ლარი და ჯარიმა 200.51 ლარი.
1.4. 2018 წლის 26 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 26 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 183.73 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.91 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
1.5. 2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 4862.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2999.16 ლარი, პროცენტი - 626.28 ლარი და ჯარიმა - 1236.89 ლარი.
1.6. 2018 წლის 26 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2999.16 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 33% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 82.47 ლარს.
1.7 2016 წლის 30 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 1720.92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1521.84 ლარი და პროცენტი - 199.08 ლარი.
1.8 2018 წლის 26 თებერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 30 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1521.84 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 20% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 25.36 ლარს.
2. სასარჩელო მოთხოვნა
მ--–----------ას დაეკისროს სს „თ-----------ს“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი - 352.89 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ, 470.52 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1021.26 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 12 თვე, 2017 წლის 14 ოქტომბრამდე. დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 85.11 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
მოპასუხის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის ივლისის შემდეგ გადახდა აღარ განხორციელებულა. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 667.21 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 336.32 ლარი და ჯარიმა 330.89 ლარი.
სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 26 აგვისტოს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1102.43 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 12 თვე, 2017 წლის 26 აგვისტომდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 91.87 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
მოპასუხის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის ივლისის შემდეგ გადახდა აღარ განხორციელებულა. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 386.08 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 183.73 ლარი და ჯარიმა 202.35 ლარი.
სს „თ----- ბ---სა“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 20 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 18 რიცხვი. ამასთან 2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ამავე ხეშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
მ--–----------ას მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის ივლისის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4867.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2999.16 ლარი, პროცენტი - 626.28 ლარი და ჯარიმა 242.32 ლარი.
2016 წლის 30 მაისს სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1502 ლარის ოდენობით. შემდგომში მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1521.84 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 31 ივლისამდე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 31 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე, განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მ--–----------ას მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის აგვისტოს თვეში და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1722.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1521.84 ლარი და პროცენტი - 200.75 ლარი.
2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ-----------“ წარმოადგენს სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს.
2.მოპასუხის პოციზიცია:
მ--–----------ას მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა განზრახ არ განხორციელებულა. მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო მოხდა ვალდებულების შეუსრულებლობა. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, აღემატება ძირ თანხას და იგი უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ამასთანავე გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს „ბა-------------–-----„ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1021.26 ლარის ოდენობით.
3.1.2. სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 26 აგვისტოს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1102.43 ლარის ოდენობით.
3.1.3. სს „თ----- ბ---სა“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 20 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.
3.1.4. 2016 წლის 30 მაისს სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1502 ლარის ოდენობით.
3.1.5. 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ-----------“ წარმოადგენს სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს.
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით, მ--–----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მ--–----------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1021.26 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 12 თვე, 2017 წლის 14 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 85.11 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
3.2.2 სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 26 აგვისტოს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1102. 43 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 12 თვე, 2017 წლის 26 აგვისტომდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 91.87 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
3.2.3 სს „თ----- ბ---სა“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 20 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთვევაში, 33%-ით კრედიტის სს “თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 18 რიცხვი. ამასთან 2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2 ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
3.2.4 2016 წლის 30 მაისს სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1502 ლარის ოდენობით. შემდგომში მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1521.84 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 31 ივლისამდე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 31 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.2.5 2016 წლის 20 მაისისა და 2016 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა , თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც, ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი კრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სს „თ-----------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მ--–----------ას სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს:
2016 წლის 14 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 336, 32 ლარი და ჯარიმა 100 ლარი, სულ 436, 32 ლარი.
2016 წლის 26 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 183,73 ლარი და ჯარიმა 80 ლარი, სულ 263,73 ლარი.
2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 2 999,16 ლარი, პროცენტი 626,28 ლარი და ჯარიმა 200 ლარი, სულ 3825,44 ლარი.
2016 წლის 30 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 1521,84 ლარი და პროცენტი 199,08 ლარი, სულ 1720.92 ლარი
მას გადახდეს საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%, 470, 52 ლარი.
სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 352.89 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 151. 22 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 36.16 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩეს 201. 67 ლარი.
5. კანონონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6.სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მათ მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს.
სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 14 ოქტომბერს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1021.26 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 12 თვე, 2017 წლის 14 ოქტომბრამდე. დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 85.11 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 26 აგვისტოს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1102. 43 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 12 თვე, 2017 წლის 26 აგვისტომდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 91.87 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სს „თ----- ბ---სა“ და მ--–----------ას შორის 2016 წლის 20 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- P---- C--- 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთვევაში, 33%-ით კრედიტის სს “თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით.
2016 წლის 30 მაისს სს „ბა-------------–-----“ და მ--–----------ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1502 ლარის ოდენობით. შემდგომში მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1521.84 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 31 ივლისამდე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 31 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
რაც შეეხება დარიცხულ პირგასამტეხლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სსკ-ის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ისეთი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულ სტანდარტებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციულ და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
2016 წლის 20 მაისისა და 2016 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც, ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი კრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო სსკ-ს 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ამით ნაწილობრივ განხორციელდა მოსარჩელისათვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება, შესაბამისად, დასარიცხი პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოპასუხეს: მ--–----------ას დაეკისროს საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%, 470, 52 ლარი.
სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 352.89 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 151. 22 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 36.16 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩეს 201. 67 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
- სს „თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
- მ--–----------ას სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
2016 წლის 14 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 336, 32 ლარი და ჯარიმა 100 ლარი, სულ 436, 32 ლარი.
2016 წლის 26 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 183,73 ლარი და ჯარიმა 80 ლარი, სულ 263,73 ლარი.
2016 წლის 20 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 2 999,16 ლარი, პროცენტი 626,28 ლარი და ჯარიმა 200 ლარი, სულ 3825,44 ლარი.
2016 წლის 30 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა 1521,84 ლარი და პროცენტი 199,08 ლარი, სულ 1720.92 ლარი.
- მას გადახდეს საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%, 470, 52 ლარი.
- სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 352.89 ლარიდან მოსარჩელეს დაუბრუნდეს 151. 22 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 36.16 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩეს 201. 67 ლარი.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
- გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე