გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
330210018002296871
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/3906 -18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე თი------ კი---–--ე

წარმომადგენელი ქე------------------–ი

მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ი

წარმომადგენელი ია----------–-ა

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის - ნა----–- ეპ----–---–ის (დ----------–--------–-–----------------- სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 09 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე თი------ კი---–--ე და მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ი დაქორწინდნენ 2012 წლის 2-------- მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 1--------------- შეეძინათ შვილი ნა----–- ეპ----–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 1---------------. მოსარჩელეს დამოუკიდებლად უწევს არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მისი საჭიროებებიც. მოპასუხე მხარე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხე ვალდებულია მონაწილეობას ღებულობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში.

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, ნა----–- ეპ----–---–ის (დ----------–---------–-–----------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა მის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე დასაქმებულია, თუმცა მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს მხოლოდ 500 (ხუთასი) ლარს. იმ კომპანიას, სადაც მოპასუხე მხარე წარმოადგენს დამფუძნებელ პარტნიორს, საბანკო დაწესებულების წინაშე აქვს საკრედიტო დავალიანება და თანხები რაც ერიცხება მოპასუხე მხარეს, ეს უკანასკნელი, როგორც საწარმოს პარტნიორი, იხდის საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით. ამასთან, არ იკვეთება ამ ასაკის არასრულწლოვანი ბავშვისათვის ამ ოდენობით ალიმენტის გადახდის საჭიროება. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შესძლებს ალიმენტის სახით სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თი------ კი---–--ე და უშ---ი ეპ----–---–ი დაქორწინდნენ 2012 წლის 2-------- მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–--------------- შეეძინათ შვილი ნა----–- ეპ----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა----–- აფციაურის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. მხარეები, თი------ კი---–--ე და უშ---ი ეპ----–---–ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2017 წლის 1---------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მოსარჩელე თი------ კი---–--ე არასრულწლოვან შვილთან, ნა----–- ეპ----–---–თან ერთად ცხოვრობს ქირით. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. არასრულწლოვანი ნა----–- ეპ----–---–ი დადის საჯარო საბავშვო ბაღში. მას ჰყავს ძიძა, რომლის ანაზღაურებასაც იხდის მოსარჩელე მხარე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. თი------ კი---–--ე დასაქმებულია სს ,,თი---------ში“. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით, თი------ კი---–--ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 2 მაისამდე ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 50 ლარს, თებერვლის თვეში - 2300 ლარს, მარტის თვეში - 62.5 ლარს, 1006.25 ლარს და 2875 ლარს, აპრილის თვეში - 1562.5 ლარს, 62.5 ლარს, 798.6 ლარს, მაისის თვეში - 3125 ლარს, ივნისის თვეში - 3250 ლარს, ივლისის თვეში - 4567.3 ლარს, აგვისტოს თვეში - 2962.55 ლარს, სექტემბრის თვეში - 3125 ლარს, ოქტომბრის თვეში - 3125 ლარს, ნოემბრის თვეში - 3557.1 ლარს, დეკემბრის თვეში - 3125 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3173.75 ლარს, თებერვლის თვეში - 7023.75 ლარს და მარტის თვეში - 3173.75 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისს გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 126, 128);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2-------------- განჩინებით უშ---ი ეპ----–---–სა და თი------ კი---–--ეს შორის დამტკიცდა მორიგება მამის არასრულწლოვან შვილთან, ნა----–- ეპ----–---–თან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-------------- საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 193-198).

 

3.1.6. უშ---ი ეპ----–---–ი წარმოადგენს შპს ,,ლუ-----ს“ დირექტორს და 20% წილის მფლობელს, შპს ,,მო--------------ს“ 16.5% წილის მესაკუთრეს. ასევე, მოპასუხე მხარე არის შპს ,,G----------“-ის დირექტორი და ამავე საწარმოს 33% წილის მფლობელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.01.2015 (ს.ფ. 217-218);

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.09.2015 (ს.ფ. 219-220);

_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.11.2015 (ს.ფ. 221).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით, უშ---ი ეპ----–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 2 მაისამდე ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 3759.62 ლარს, თებერვლის თვეში - 3406.81 ლარს, მარტის თვეში - 3513.88 ლარს, აპრილის თვეში - 3314.75 ლარს, მაისის თვეში - 2174.94 ლარს, ივნისის თვეში - 4353.75 ლარს, ივლისის თვეში - 4035 ლარს, აგვისტოს თვეში - 4218.75 ლარს და 1375 ლარს, სექტემბრის თვეში - 2992.5 ლარს და 1285.88 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2956.25 ლარს და 812.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 12.5 ლარს, 2543.75 ლარს და 1937.5 ლარს, დეკემბრის თვეში - 1875 ლარს, 31.25 ლარს და 12468.75 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 5937.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1706.25 ლარს და 4500 ლარს, მარტის თვეში - 1687.5 ლარს და 1587.5 ლარს;

დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,ლუ-----“ და შპს ,,---–-------“;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისს გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 126-127).

 

3.2.2. მოსარჩელე თი------ კი---–--ეს ერიცხება საბანკო დავალიანება სს ,,თი---------ის“ წინაშე. კერძოდ, 17.04.2018 წელს მის სახელზე გაიცა კრედიტი (N1--------------) 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა საშუალოდ შეადგენს 695 ლარს. ასევე, მოსარჩელის სახელზე 2018 წლის 10 აგვისტოს სს ,,თი---------ის“ მიერ გაიცა კრედიტი (N1---------------) 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, რომლის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა საშუალოდ შეადგენს 221 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თი---------ის“ მიერ გაცემული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, 1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 241-242);

_სს ,,თი---------ის“ მიერ გაცემული კრედიტის დაფარვის გრაფიკი, 1--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 243-244);

_2018 წლის 10 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, სესხის გრაფიკი, ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 245-252);

_2018 წლის 17 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1--------------, სესხის გრაფიკი, ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 253-260);

_2018 წლის 17 აპრილის გირავნობის ხელშეკრულება N------------- (ს.ფ. 261-263).

 

3.2.3. მოპასუხე მხარის განმარტებით, მის სახელზე დარიცხული ხელფასის უმეტესი ნაწილი მიემართება კომპანია შპს ,,G----------“-ის სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით. როგორც მხარის მიერ წარმოდგენილი სს ,,სა---------–---------ს“ ამონაწერიდან ჩანს, უშ---ი ეპ----–---–ი ფიქსირდება ყოველთვიურად თანხის 1110 აშშ დოლარის გადამხდელ პირად, ხოლო საბანკო ოპერაციის დანიშნულებაში მითითებულია - სესხის დაფარვა, სესხი N4-------;

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, შპს ,,ლუ----ს“ ბიუჯეტის წინაშე 2018 წლის 08 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 30595.5 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონარიდი სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ ვებგვერდიდან, 0--------- წლის მდგომარეობით (ს.ფ. 264);

_სს ,,სა---------–---------ს“ ნაერთი ამონაწერი შპს ,,G----------“-ის პირადი ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.2018-24.09.2018 (ს.ფ. 265-267);

 

3.2.4. სს ,,სა---------–---------ს“ მიერ გაცემული ინფორმაციით, უშ---ი ეპ----–---–ის ფინანსური ვალდებულება, მასსა და სს ,,სა---------–--------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2018 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: საკრედიტო (N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 807.69 ლარს, ხოლო თავდებობის (N4-------) ხელშეკრულებიდან - 35757.27 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,სა---------–---------ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 268);

 

3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოთხოვნილ ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალებები მიმდინარე ხარჯებთან (გადახდები სავაჭრო ობიექტებში) დაკავშირებით. 2018 წლის ივნისის თვიდან ოქტომბრის თვემდე. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ნა----–- ეპ----–---–ი დადის ციგურული სრიალის სწავლებაზე, რომლის საფასური შეადგენს - 80 (ოთხმოცი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საგადახდო დავალება N---------- საგადახდო დავალება N2--------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------- საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------, საგადახდო დავალება N---------- საგადახდო დავალება N1,- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.6. მოსარჩელე თი------ კი---–--ის სახელზე ირიცხება ავტომანქანა ,,სუ-----ი“, ასევე, მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ის მფლობელობაში და საკუთრებაშია ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამასთან, უშ---ი ეპ----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს თბილისში, ს. ცი-–------------------------–--ს) ქუჩაზე, თუმცა აღნიშნული ქონება ჩუქებით საკუთრებაში გადაეცა მოპასუხის დედას. მოპასუხე მხარის განმარტებით, ამ ეტაპზე მითითებული საცხოვრებელი ბინა გაქირავებულია და ქირის სახით იღებენ 300 (სამასი) აშშ დოლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.7. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თი------ კი---–--ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: 2----–-–--------------- დაბადებული ნა----–- ეპ----–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში, მათ 2----–-–--------------- შეეძინათ საერთო შვილი ნა----–- ეპ----–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. თი------ კი---–--ე და უშ---ი ეპ----–---–ი განქორწინდნენ 2017 წლის 1---------------. არასრულწლოვანი ნა----–- ეპ----–---–ი ცხოვრობს დედასთან, თი------ კი---–--ესთან. მამა-შვილს შორის ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულებაა. მოცემულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2-------------- განჩინებით უშ---ი ეპ----–---–სა და თი------ კი---–--ეს შორის დამტკიცდა მორიგება მამის არასრულწლოვან შვილთან, ნა----–- ეპ----–---–თან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.

თი------ კი---–--ე დასაქმებულია სს ,,თი---------ში“. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით, თი------ კი---–--ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 2 მაისამდე ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 50 ლარს, თებერვლის თვეში - 2300 ლარს, მარტის თვეში - 62.5 ლარს, 1006.25 ლარს და 2875 ლარს, აპრილის თვეში - 1562.5 ლარს, 62.5 ლარს, 798.6 ლარს, მაისის თვეში - 3125 ლარს, ივნისის თვეში - 3250 ლარს, ივლისის თვეში - 4567.3 ლარს, აგვისტოს თვეში - 2962.55 ლარს, სექტემბრის თვეში - 3125 ლარს, ოქტომბრის თვეში - 3125 ლარს, ნოემბრის თვეში - 3557.1 ლარს, დეკემბრის თვეში - 3125 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3173.75 ლარს, თებერვლის თვეში - 7023.75 ლარს და მარტის თვეში - 3173.75 ლარს.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი არასრულწლოვან შვილთან, ნა----–- ეპ----–---–თან ერთად ცხოვრობს ქირით. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. არასრულწლოვანი ნა----–- ეპ----–---–ი დადის საჯარო საბავშვო ბაღში. მას ჰყავს ძიძა, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მხარე იხდის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მომავალ წელს არასრულწლოვანი უნდა მივიდეს კერძო სკოლაში, რომლის ყოველთვიური გადასახადი საშუალოდ იქნება 500-600 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე აპელირებს მის სახელზე არსებულ საბანკო დავალიანებებზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელეს გააჩნია ორი სხვადასხვა საკრედიტო დავალიანება სს ,,თი---------ის“ წინაშე და მათი დაფარვის მიზნით ყოველთვიურად გადასახდელი თანხა საშუალოდ შეადგენს 920 (ცხრაას ოცი) ლარს (3.2.2). სასამართლო მოცემულ ეტაპზე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ეს უკანასკნელი აპირებს მომავალში შვილის კერძო სკოლაში მიყვანას, რის გამოც ბავშვს სწავლების საფასური იქნება 500-600 ლარი. ამ გარემოების გათვალისწინება შესაძლებელია უშუალოდ ბავშვის საჭიროების და უშუალოდ ამ გარემოების დადგომის შემდგომ.

 

სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა. დადგენილია, რომ მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ი წარმოადგენს შპს ,,ლუ-----ს“ დირექტორს და 20% წილის მფლობელს, შპს ,,მო--------------ს“ 16.5% წილის მესაკუთრეს. ასევე, მოპასუხე მხარე არის შპს ,,G----------“-ის დირექტორი და ამავე საწარმოს 33% წილის მფლობელი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით, უშ---ი ეპ----–---–ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 2 მაისამდე ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 3759.62 ლარს, თებერვლის თვეში - 3406.81 ლარს, მარტის თვეში - 3513.88 ლარს, აპრილის თვეში - 3314.75 ლარს, მაისის თვეში - 2174.94 ლარს, ივნისის თვეში - 4353.75 ლარს, ივლისის თვეში - 4035 ლარს, აგვისტოს თვეში - 4218.75 ლარს და 1375 ლარს, სექტემბრის თვეში - 2992.5 ლარს და 1285.88 ლარს, ოქტომბრის თვეში - 2956.25 ლარს და 812.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 12.5 ლარს, 2543.75 ლარს და 1937.5 ლარს, დეკემბრის თვეში - 1875 ლარს, 31.25 ლარს და 12468.75 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 5937.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1706.25 ლარს და 4500 ლარს, მარტის თვეში - 1687.5 ლარს და 1587.5 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია შპს ,,ლუ-----“ და შპს ,,---–-------“. მოპასუხე მხარის განმარტებით, მის სახელზე დარიცხული ხელფასის უმეტესი ნაწილი მიემართება კომპანია შპს ,,G----------“-ის სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით. როგორც მხარის მიერ წარმოდგენილი სს ,,სა---------–---------ს“ ამონაწერიდან ჩანს, უშ---ი ეპ----–---–ი ფიქსირდება ყოველთვიურად თანხის 1110 აშშ დოლარის გადამხდელ პირად, ხოლო საბანკო ოპერაციის დანიშნულებაში მითითებულია - სესხის დაფარვა, სესხი N4-------. მოპასუხე მხარე, როგორც დამფუძნებელი იხდის აღნიშნულ დავალიანებას ეტაპობრივად და თავად ფიქსირდება თანხის გადამხდელ პირად. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, შპს ,,ლუ----ს“ ბიუჯეტის წინაშე 2018 წლის 08 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 30595.5 ლარის ოდენობით. მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურში ასახულია ინფორმაცია 2018 წლის მარტის თვის მდგომარეობით, მას შემდეგ შეიცვალა მისი ეკონომიკური მდგომარეობა და მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი მიემართება საწარმოს საბანკო დავალიანების დაფარვის მიზნით. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია

სს ,,სა---------–---------ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, უშ---ი ეპ----–---–ის ფინანსური ვალდებულება, მასსა და სს ,,სა---------–--------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2018 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: საკრედიტო (N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 807.69 ლარს, ხოლო თავდებობის (N4-------) ხელშეკრულებიდან - 35757.27 ლარს. მოპასუხის მატერიალურ შემოსავალთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისივე განმარტებით, იგი იღებს დედის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ქირის თანხას 300 (სამასი) აშშ დოლარს.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ორივე მხარეს აქვს მნიშნელოვანი ოდენობით საკრედიტო ვალდებულებები შესასრულებელი. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. თუმცა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები ისე, რომ არ დაზიანდეს არასრულწლოვნის ინტერესები - თავისი მშობლებისგან მიიღოს ნორმალური აღზრდა - განვითარებისათვის საჭირო მატერიალური სახსრები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვი უზრუნველყოს სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მოპასუხე თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ბავშვისათვის 200 (ორასი) ლარი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს, მისი განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და მოპასუხე მხარის მატერიალური შემოსავლის ოდენობას. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია გარემოებებზე და არ წარმოუდგენია შესაბამის მტკიცებულებებზე, რაც ამ ეტაპზე, არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე დაადასტურებდა ალიმენტის სახით მოთხოვნილი ოდენობით თანხის აუცილებლობას. არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი ამჟამად დადის საჯარო საბავშვო ბაღში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალებები მიმდინარე ხარჯებთან (გადახდები სავაჭრო ობიექტებში) დაკავშირებით. 2018 წლის ივნისის თვიდან ოქტომბრის თვემდე. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ნა----–- ეპ----–---–ი დადის ციგურული სრიალის სწავლებაზე, რომლის საფასური შეადგენს - 80 (ოთხმოცი) ლარს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მამას, უშ---ი ეპ----–---–ს 2018 წლის 2-------------- განჩინებით არასრულწლოვან შვილთან განესაზღვრა ურთიერთობის წესი, მათ შორის არდადეგების პერიოდშიც. შესაბამისად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ს არასრულწლოვანი შვილთან აქვს ნორმალური, თბილი მამა-შვილური ურთიერთდამოკიდებულება.

სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 280 (ორას ოთხმოცი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თი------ კი---–--ეს მოთხოვნა - უშ---ი ეპ----–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის ნა----–- ეპ----–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე თი------ კი---–--ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, უშ---ი ეპ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თი------ კი---–--ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

დაეკისროს მოპასუხე უშ---ი ეპ----–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ნა----–- ეპ----–---–ის (------------–-------–-–----------------- სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 280 (ორას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს 2018 წლის 09 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

2. დაეკისროს უშ---ი ეპ----–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე