გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17476-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - ცი----------------ია
წარმომადგენლები - თა-----------------------------ნი, გუ-------------ძე
მოპასუხეები - ტ------–-------აძე, ამი----------–-ძე, ავ--------–------–აძე,ე-–----------ძე, სსი-------–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენლები - თამ----------–-–---–ი, მ-------–---------–---–-
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის ნაწილის გამოსყიდვა, საცხოვრებელი სადგომის ნაწილის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცისმ--------------ია ცნობილი იქნას ტ------–-------აძისთვის 786.25 ლარის, ე-–----------რაძისთვის 786.25 ლარის, ამი----------–-ძისთვის და ავ--------–------–აძისთვის -786.25 ლარის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილი---------- ქ---------ში, ნაგებობა №1-ის პი-----–----------–ზე განთავსებული 25.1- კვ.მ ფართიდან 3/6 ნაწილის მესაკუთრედ;
1.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტში მითითებული ფართიდან დარჩენილი 3/6 ნაწილი (სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში მესაკუთრეებად რეგისტრირებული - მახ----–------------------–----------------ირე) ცნობილი იქნას უმკვიდროდ და მთლიანი ქონების (25.1- კვ.მ) მესაკუთრედ ცნობილი იქნას ცისმ--------------ია. (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები ტ------–-------აძე და სსი-------–-–-------------------------–----------ო სარჩელს არ ცნობენ.
ავ--------–------–აძის, ამი----------–-ძის და ე-–----------ძის პოზიცია უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით ქ. თბილისში, კუ----------------ში არსებული ლიტერი ა-ს I სართულის მესაკუთრეები არიან სკე-------------, შაქ----------ე, ბე----- მა----, თ-----ა----, ბე--- მა---- და ნე-–--------. მიწის ნაკვეთზე მათი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს სააღრიცხვო ბარათი №0------ ხოლო ბინაზე - ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 10/0-/1973 გადაწყვეტილება, №----- (ტ.1, ს.ფ. 15-18, ; ტ.2, ს.ფ. 32-36, 41).
3.1.2 საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად (2018 წლის მაისის თვის მდგომარეობით), უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თ---–-----------------------, საკადასტრო კოდით: №01.1-.06.0-4.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულები არიან ალე------–-------- (ნაგებობა №1-ის II სართული, საერთო ფართით 125.0- კვ.მ), ტ------–-------აძე (ნაგებობა №1-ის I სართული, საერთო ფართი 88.94 კვ.მ.-დან 1/6 ნაწილი) და ე-–----------ძე (ნაგებობა №1-ის I სართული, საერთო ფართი 88.94 კვ.მ.-დან 1/6 ნაწილი) (ტ.2,ს.ფ. 27).
3.1.3. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს ინდივიდუალურ აუდიტორის და-------------ძის მიერ შედგენილი 2017 წლის 20 ივნისის საცხოვრებელი ფართის ღირებულების განსაზღვრის შესახებ აუდიტის დასკვნის შესაბამისად, ქ. თ---–--–------------------ში არსებული ქონების ნაწილის, კერძოდ კი, თამ---------------ს მფლობელობაში მოქცეული 25.1- კვ.მ ფართის საერთო ღირებულებაა 18 870.00 ლარი (ტ.1, ს.ფ. 21-22).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20---–-–---------სს ნოტ---იუს ნი------------ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად (სანოტ---ო მოქმედების რეგისტრაციის №10-------), ბე----- გათენაძის (ქორწინებამდელი გვარი - მა----) პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს ტ------–-------აძე რომელმაც სამკვიდრო მქსაში შემავალი ქონება მიიღო სრულად (ტ.1, ს.ფ. 25-27 ).
3.2.2. სკე------------- გარდაიცვალა 2----–-–-------------ს. მისი მემკვიდრე - ნ------------------ის ძე მა----- გარდაცვალების თარიღია 2----–-–-----------ი. ნ-------- მა----- პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა შვილი - ე-–----------ძე.
2----–-–----------ს ნოტ---იუს ნან---------ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით (სანოტ---ო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), ე-–----------ძემ მიიღო ნ-------- მა----- სამკვიდრო სრულად, ხოლო სხვა მემკვიდრეებმა - ფი--------------–-–---–მა, ხათ---ა მა----მ და ვა-----გ მა----მ დაადასტურეს სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი.(ტ.1. ს.ფ. 28; ტ.2, ს.ფ. 29-31)
3.2.3. თ-----ა---- გარდაიცვალა 19---–-–--------------ს, ხოლო მისი მეუღლე უშ----------–-ძე - 19---–-–------------------ს. (ტ.1. ს.ფ. 32, 131)
20---–-–----------------–ს და 200- წლის-----------რს გაცემული სამკვიდრო მოწმობების მიხედვით, ავ--------–------–აძეს მიღებული აქვს თ-----ა----- სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება (ტ.1, ს.ფ. 113, 119, 124-127, 132)
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის შესაბამისად, შაქ----------ე გარდაიცვალა 20---–-–------------ს. (ტ.1,ს.ფ. 30)
სსიპ საქართველოს ნოტ---იუსთა პალატის 1---------–- გაცემული ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 20---–-–------------ს გარდაცვლილი შაქ----------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 31)
3.2.5. ნე-–----–----ის გარდაცვალების თარიღია 20---–-–---------–--ი. (ტ.1, ს.ფ. 33)
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის #0-------- წერილში განმარტებულია, რომ 19---–-–---------–--ს დაბადებულმა ნე-–---------------------მ (გარდაცვლილი 20---–-–---------–--ს) 19---–-–------------–ს ქო----–---ის რაიონის ციხისძირის ს/ს-ს მიერ რეგისტრირებული ქორწინების (აქტი N-) საფუძველზე შეიცვალა გვარი „მა----“ მეუღლის გვარით „ბე–----ე“(ტ.1, ს.ფ. 110-11).
სსიპ საქართველოს ნოტ---იუსთა პალატის 1---------–- გაცემული ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 20---–-–---------–--ს გარდაცვლილი ნე-–----–----ის სამკვიდრო ქონების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 34)
3.2.6. იმის დასადასტურებლად, რომ საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათებაში მესაკუთრედ მითითებული ბექ--------ე და ცია-–-------ე ერთიდაიგივე პიროვნებაა, მოსარჩელე მიუთითებს ცია-–-------ის გარდაცვალების მოწმობაზე, ნოტ---იუსთა პალატის ინფორმაციასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილზე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 01 დეკემბრის #0-------- წერილში მითითებულია, რომ სააგენტოს სამოქალაქო აქტების ელექტრონულ ბაზაში და ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების არქივში არ მოიძებნა ცია-–-------ის ან/და ბე--- (ბექ---------ის დაბადების შესახებ ინფორმაცია. მოიძებნა ცია-–-------ის (ქორწინების შემდეგ „რომ----ე“) ქორწინების აქტის ჩანაწერი N--, რეგისტრირებული 27.0-.19---–--–ს ქო----–---ის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ და 19---–-–----------ს დაბადებული ცია-–-------ის (გარდაცვალების თარიღი: 09.01.2----–--–-- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N--–--------, რეგისტრირებული 02.02.2----–--–- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქო----–---ის განყოფილების მიერ.
ამასთანავე, სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს კარტოთეკაში არ აღმოჩნდა ბე--- (ბექ---------ის სახელზე საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ან პირადობის მოწმობის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტა. მოიძებნა ც---–- ომა--------------ს (დაბადებული 19---–--–--------------------–-, ქო----–---ის რაიონი) სახელზე გაცემული საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცია-–-------ე და ბე--- (ბექ---------ე არის ერთი და იგივე პიროვნება (ტ.1, ს.ფ. 110-111).
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი რაიმე დოკუმენტი მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც, იზიარებს მოსარჩელის პოზიციას.
3.2.7. ცია-–-------ის გარდაცვალების თარიღია 20---–-–------------ი. მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე, საქართველოს ნოტ---იუსთა პალატის ინფორმაციით, რეესტრში ჩანაწერი არ მოიპოვება (ტ.1, ს.ფ. 35-36).
3.2.8. ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის 1987 წლის 14 იანვრის №---- გადაწყვეტილებით, სკე--------------ს ძე მა----- სარჩელი თე----------–---არ ჭან----------ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოთხოვნა, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა თენ--------------იას ცნობას უფლებადაკარგულად მისამართზე თბილი----------ის ქ.20, 13.5 კვ.მ ფართობის ერთ ოთახზე და რომელიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით სკე-------------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვდა ამავე მისამართზე მყოფ 13.5 კვ.მ 1 ოთახზე მოპასუხის ცნობას უფლებადაკარგულად, უსაფუძვლობის გამო (ტ.1, ს.ფ. 47-50 ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1987 წლის 26 თებერვლის განჩინებით გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (ტ.1, ს.ფ. 51-53,)
3.2.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ 19---–--–- ცი----------------ია ჩაწერილი იყო თბ--–--–----------------------–ი. ამავე მისამართზე ჩაეწერნენ მისი შვილები - თეა------------------ავა 1992 წელს, თა-----------------------------ნი 1991 წელს და ნი--------------ნი 2014 წელს. აღნიშნული მტკიცებულებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ოჯახით ფაქტობრივად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
3.2.10. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ცი----------------ია წარმოადგენს "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. კერძოდ, მან მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, 1972 წლიდან რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელ სადგომში, იხდის კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებულია სს „თელასის“ აბონენტად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-9 მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტ---ო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცე-–--ება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
6.3 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომელსაც ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, უფლება აქვს მოითხოვოს მესაკუთრედ აღრიცხვა 25 პროცენტის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. სარჩელს ერთვის სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 55, ტ.1), რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელემ კომპენსაციის თანხა განათავსა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე.
ამდენად, ცისმ--------------ია ცნობილი უნდა იქნას ტ------–-------აძისთვის 786.25 ლარის, ე-–----------რაძისთვის 786.25 ლარის, ამი----------–-ძისთვის და ავ--------–------–აძისთვის -786.25 ლარის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–----------------------–--------------1-ის პი-----–----------–ზე განთავსებული 25.1- კვ.მ ფართიდან 3/6 ნაწილის მესაკუთრედ.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
დადგენილია, რომ უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრეები - შაქ----------ე, ნე-–-------- და ბექ--------ე არიან გარდაცვლილები და მათი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი არ არის რეგისტრირებული. ამდენად, მათ სახელზე საკუთრებად აღრიცხული და მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი მდებარე: ქ. თბილი---------- ქუ------, 3/6 ნაწილი ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
6.5 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
6.6 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მე-2 სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებშიც, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით მა---- შ------ს, მა---- ნელის და მა---- ბექ----- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და და მთლიანი ქონების (25.1- კვ.მ) მესაკუთრედ ცნობილი იქნას ცი----------------ია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თ---დაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, მოპასუხეებს - ტ------–-------აძეს, ე-–----------რაძეს, ამი----------–-ძეს და ავ--------–------–აძეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 283.5 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ცი----------------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ცისმ--------------ია ცნობილი იქნას ტ------–-------აძისთვის 786.25 ლარის, ე-–----------რაძისთვის 786.25 ლარის, ამი----------–-ძისთვის და ავ--------–------–აძისთვის -786.25 ლარის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–----------------------–--------------1-ის პი-----–----------–ზე განთავსებული 25.1- კვ.მ ფართიდან 3/6 ნაწილის მესაკუთრედ;
1.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტში მითითებული ფართიდან დარჩენილი 3/6 ნაწილი (სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში მესაკუთრეებად რეგისტრირებული - მახ----–------------------–----------------ირე) ცნობილი იქნას უმკვიდროდ და მთლიანი ქონების (25.1- კვ.მ) მესაკუთრედ ცნობილი იქნას ცი----------------ია.
2. მოპასუხეებს: ტ------–-------აძეს, ე-–----------რაძეს, ამი----------–-ძეს და ავ--------–------–აძეს გადაეცეთ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით 2017 წელს სს „თ-----------ს“ მეშვეობით #1-67527222 სალარო შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა შესაბამისი ოდენობით, ხოლო დარჩენილი ზედმეტად დეპონირებული 2358.75 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელე ცი----------------იას.
3. მოპასუხეებს: ტ------–-------აძეს, ე-–----------რაძეს, ამი----------–-ძეს და ავ--------–------–აძეს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 283.5 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე