განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმის №1/744-17წ. 22.10.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი დ----------------------
დაცვის მხარე
ადვოკატები: ნ--------------- და ნ-----–------–---
ბრალდებული: კ------- თ------------ ძე წ---------
დაბადების თარიღი: 2--0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ................
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გ-------, გ. კ---------- ქ. N9
სისხლის სამართლის საქმე №041121116001
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
კ------- წ---------- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ნოემბრის თვეში ქუთაისში, ზ. გ-------------- ქუჩა N60-ში მდებარე შპს ,,ალიანსი-6’’-ის ეზოდან კ------- წ--------- მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა რელსებს, რომლის საერთო სიგრძე შეადგენს 330,00 გრძივ მეტრს და რ/ბ განძელებს, ხოლო მათი საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 37848,22 ლარს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს ქუთაისში ზ. გ-------------- ქუჩა 60-ში მდებარე შპს ,,ალიანსი-6’’-ის ეზოდან ფარულად იქნა დაუფლებული 400 მეტრი სარკინიგზო რელსი.
2016 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში ზ. გ-------------- ქუჩა მე-6 ჩიხის შესასვლელიდან დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთ მხარეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო ზ. გ-------------- ქ. N60-ში განთავსებული შპს ,,ალიანსი 6’’-ის კუთვნილი ეზოდან, სადაც განთავსებულია შპს ,,ალიანსი 6’’-ის ადმინისტრაციული შენობა. აღნიშნული ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინა-ბეტონის ღობით, ეზოს აღმოსავლეთ მხარეს ადმინისტრაციული შენობის გვერდით მიწის ზედაპირზე დაგებულია რკინიგზის ლიანდაგები, რომელიც მიემართება ჩრდილოეთ მხარეს, კერძოდ შპს ,,ალიანსი 6’’-ის უკანა პერიმეტრისკენ. აღნიშნული ლიანდაგის ნაწილი დაფარულია მიწის ზედაპირით, ხოლო ნაწილი ჩანს მიწის ზემოდან, რომელიც გადის შპს ,,ალიანსი 6’’-ის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან და მიდის ისევ ჩრდილოეთით გადახვევის გარეშე, რომელიც გადის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც მიწის ზედაპირზე ლიანდაგები თითქმის შეუმჩნეველია, ვინაიდან მას ფარავს ბალახები და ეკალ-ბარდები. ჩრდილოეთით დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ გავიდნენ უფრო ფართო ღია შემოუსაზღვრავ ტერიტორიაზე, სადაც მიწის ნაწილზე მოგებულია ასფალტი, ხოლო რამოდენიმე მეტრის შემდეგ გრძელდება მიწის ზედაპირი, სადაც აღმოჩენილი იქნა საბურავის კვლები, რომელიც მიდის დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთის მიმართულებით შპს ,,ალიანსი 6’’-ის კუთვნილი ეზოდან გამომავალ რკინიგზის ლიანდაგთან, რომლის ორივე რელსი აღნიშნულ ადგილამდე მოდის უწყვეტად. აღნიშნულ ადგილზე მიწის ზედაპირი არის გადასწორებული და აღინიშნება საბურავის კვლები. ზემოთაღნიშნული რკინიგზის ლიანდაგის ორივე რელსი კი აღნიშნული ადგილიდან არის აყრილი და ადგილზე არ არის, ხოლო რელსის დამჭერი ლითონის ჭანჭიკები და სამაგრები დატოვებულია ადგილზე. ასევე ადგილზეა ბეტონის რელსის ქვედა სამაგრები. აღნიშნული ადგილი მიუთითა დათვალიერებაში მონაწილე შპს ,,ალიანსი 6’’-ის მთავარმა ინჟინერმა ვ------- კ------–---–--, რის შემდეგაც გაემართა ჩრდილოეთით და დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე უთითებდა რკინიგზის ლიანდაგზე, საიდანაც ლიანდაგის რელსები არის აყრილი და ადგილზე არ არის. ვ------- კ------–---–-- განმარტა, რომ აღნიშნული რკინიგზის ლიანდაგი თავიდან ბოლომდე არის შპს ,,ალიანსი 6’’-ის კუთვნილება და არის მოპარული. ექსპერტის მიერ გაზომილი იქნა მოპარული ლიანდაგის სიგრძე, რომელიც შეადგენს დაახლოებით 200 მეტრს, ხოლო მოპარული რელსების სიგრძე შეადგენს დაახლოებით 400 მეტრს, ვინაიდან რკინიგზის ლიანდაგის ორივე მხარეს არსებული რელსები არის მოპარული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება ,,ნიკონის’’ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის გარე პერიმეტრი, სადაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე კვალი ან საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ტერიტორიაზე სამეთვალყურეო ვიდეო კამერები აღმოჩენილი არ ყოფილა.
2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმე ზ---------–-------- გამოკითხვის შემდეგ მისივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. ზ---------–-------- ყოველგვარი იძულების გარეშე თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას. ზ---------–-------- მიეცა წინადადება მიუთითოს ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დატვირთა ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე და ასევე ის ადგილი, სადაც მოახდინა ტვირთის აწონვა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად გამოძახებული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები. 2016 წლის 15 ნოემბერს 11:30 საათზე, ქ. ქუთაისში, ა------–-----–-- ქუჩა 35ა-ში განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მოწმე ზ---------–-------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ-----–--------- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–---------- მოთავსდნენ ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ექსპერტ კრიმინალისტი გ----------–------- მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის შკოდის მარკის ავტომანქანაში. მოწმე ზ---------–-------- მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს ა------–-----–-- ქუჩაზე, რის შემდეგაც გავიდნენ ა------–-----–-- ქუჩისა და ი-----–-----–---- გამზირის დამაკავშირებელ ხიდზე. ამის შემდეგ მოუხვიეს მარჯვნივ 9-------–-- ქუჩაზე, რომლის გავლის შემდეგაც გადავიდნენ ზ. გ-------------- ქუჩაზე არსებულ გზაგამტარ ხიდზე, რის შემდეგაც ზ---------–-------- მითითებით ზ. გ-------------- ქუჩისა და გ---------- ქუჩის გადაკვეთაზე გადაუხვის მარჯვნივ ზ. გ-------------- ქუჩა მე-6 ჩიხში. იარეს 400 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთით და ზ---------–-------- მიუთითა ის ადგილი, სადაც უკვე დაჭრილი სარკინიგზო რელსები დატვირთა ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე. აღნიშნულის შემდეგ გამოვიდნენ ზ. გ-------------- მე-6 ჩიხიდან და გააგრძელეს გზა გ---------- ქუჩაზე, საიდანაც გადავიდნენ ს---–--------- გამზირზე, სადაც მარჯვენა მხარეს ზ---------–-------- მითითებით გადაუხვიეს და მივიდნენ ქ. ქუთაისში ს---–--------- გამზ. N10-ში განთავსებულ შპს ,,სიგმაში’’. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა შპს ,,სიგმას’’ დირექტორმა მ----------------. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ზ---------–-------- მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახდინა მის მიერ წამოღებული ტვირთის აწონვა. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ.
2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმე ბ------------------- გამოკითხვის შემდეგ მისივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. ბ------------------- ყოველგვარი იძულების გარეშე თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას. ბ------------------- მიეცა წინადადება მიუთითოს ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დატვირთა ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე და ასევე ის ადგილი, სადაც მოახდინა ტვირთის აწონვა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად გამოძახებული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები. 2016 წლის 15 ნოემბერს 12:50 საათზე, ქ. ქუთაისში, ა------–-----–-- ქუჩა 35ა-ში განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მოწმე ბ------------------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ-----–--------- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–---------- მოთავსდნენ ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ექსპერტ კრიმინალისტი გ----------–------- მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის შკოდის მარკის ავტომანქანაში. მოწმე ბ------------------- მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს ა------–-----–-- ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გადვიდნენ ა------–-----–-- ქუჩისა და ი-----–-----–---- დამაკავშირებელ ხიდზე, რის შემდეგაც მოუხვიეს მარჯვნივ 9-------–-- ქუჩაზე, რომლის გავლის შემდეგაც გადავიდნენ ზ. გ-------------- ქუჩისა და გ---------- ქუჩის გადაკვეთაზე. ბ------------------- მითითებით ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ზ. გ-------------- ქუჩა მე-6 ჩიხში, სადაც დაახლოებით 400 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ ჩრდილოეთით, ბ------------------- მიუთითა ის ადგილი სადაც დაჭრილი სარკინიგზო რელსები დატვირთა ტრაილერზე ტექნიკის გამოყენებით. აღნიშნულის შემდეგ დაბრუნდნენ უკან, გამოვიდნენ ზ. გ-------------- მე-6 ჩიხიდან და გააგრძელეს გზა გ---------- ქუჩაზე ბ------------------- მითითებით, რისი გავლის შემდეგაც გადაუხვიეს მარჯვნივ ს---–--------- გამზირზე, სადაც დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს და მივიდნენ ს---–--------- გამზ. N10-ში განთავსებულ შპს ,,სიგმაში’’. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და მასში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა შპს ,,სიგმას’’ დირექტორმა ლ-------------------- ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ბ------------------- მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახდინა მის მიერ წამოღებული ტვირთის აწონვა. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ.
2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმე კ------- წ---------- გამოკითხვის შემდეგ მისივე თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით. კ------- წ---------- ყოველგვარი იძულების გარეშე თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას. კ------- წ---------ს მიეცა წინადადება მიუთითოს ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დაჭრა ე.წ. ,,რეზაკის’’ საშუალებით, ასევე ის ადგილი სადაც აწონეს ტრაილერზე დატვირთული რელსები და ის ადგილი ქალაქ ფოთში, სადაც ფოთის ტერმინალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე ტრაილერიდან ჩამოცალა ქუთაისიდან ჩატანილი რელსები. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად გამოძახებული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები. 2016 წლის 15 ნოემბერს 17:30 საათზე, ქ. ქუთაისში, ა------–-----–-- ქუჩა 35ა-ში განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მოწმე კ------- წ---------, ექსპერტ-კრიმინალისტი გ----------–-------, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–---------- და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ--------------- მოთავსდნენ ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანაში. მოწმე კ------- წ---------- მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს ა------–-----–-- ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გადავიდნენ ა------–-----–-- ქუჩისა და ი-----–-----–---- დამაკავშირებელ ხიდზე, რის შემდეგაც მოუხვიეს მარჯვნივ 9-------–-- ქუჩაზე, რომლის გავლის შემდეგაც მოუხვიეს მარჯვნივ, გადაიარეს გზაგამტარი ხიდი და დასავლეთის მიმართულებით გააგრძელეს მოძრაობა ზ. გ-------------- ქუჩაზე. დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ ზ. გ-------------- ქუჩისა და გ---------- ქუჩის გადაკვეთაზე მოწმე კ------- წ---------- მითითებით ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ზ. გ-------------- ქუჩა მე-6 ჩიხში, სადაც ჩრდილოეთით დაახლოებით 400 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ კ------- წ---------- მიუთითა ის ადგილი, სადაც მან სარკინიგზო რელსები დაჭრა ე.წ. ,,რეზაკის’’ საშუალებით. აღნიშნულის შემდეგ დაბრუნდნენ უკან, გამოვიდნენ ზ. გ-------------- მე-6 ჩიხიდან და კ------- წ---------- მითითებით გააგრძელეს გზა პირდაპირ გ---------- ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გადაუხვიეს მარჯვნივ ს---–--------- გამზირზე, სადაც დაახლოებით 300 მეტრის გავლის შემდეგ ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს და მივიდნენ ს---–--------- გამზ. N10-ში განთავსებულ შპს ,,სიგმაში’’. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და მასში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა შპს ,,სიგმას’’ დირექტორმა ლ-------------------- ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ კ------- წ---------- მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახდინა დატვირთული ტრაილერის აწონვა. აღნიშნულის შემდეგ მოთავსდნენ ავტომანქანაში, დაბრუნდნენ უკან, გამოვიდნენ ს---–--------- გამზირზე, საიდანაც კ------- წ---------- მითითებით გაიარეს გ---------- ქუჩა, რისი გავლის შემდეგაც მოუხვიეს მარცხნივ და გააგრძელეს გზა ქალაქ ფოთის მიმართულებით. გაიარეს ქალაქი სამტრედია, რის შემდეგაც გაიარეს აბაშა და შევიდნენ ქალაქ ფოთში. ქ. ფოთში შესასვლელი ცენტრალური გზიდან კ------- წ---------- მითითებით გადაუხვიეს მარცხენა მხარეს ლ-------- ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ კ------- წ---------- მითითებით საავტომობილო გზიდან ჩაუხვიეს მარცხნივ არსებულ მინდორზე, სადაც კ------- წ---------- მიუთითა ის ადგილი, სადაც მან სატვირთო ტრაილერიდან ჩამოცალა ქუთაისიდან ჩამოტანილი რკინიგზის რელსები. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში ზ. გ-------------- გამზირი N60, ნაკვეთი N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-.01.0-.836), დაზუსტებული ფართობით 13257.20 კვ.მ, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით, შპს „ალიანსი 6“-ს (ს/ნ 212679582) საკუთრებაშია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N006801616 დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში დამკვეთის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რკინიგზის ჩიხის მონაკვეთზე მოხსნილი რელსების საერთო სიგრძე შეადგენს 330,00 გრძივ მეტრს, ხოლო მათი საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 32134 ლარს.
ქალაქ ქუთაისში დამკვეთის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რკინიგზის ჩიხის აღდგენითი სამუშაოების საბაზრო ღირებულება (რკინიგზის რელსების ღირებულების ჩათვლით) საორიენტაციოდ შეადგენს 80551,18 ლარს.
დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა: დ-------–----------------, გ------------------ და ი--------------.
დამატებითი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 დეკემბერს ქ. ქუთაისში ზ. გ-------------- ქუჩა მე-6 ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერება აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების აღმოჩენის მიზნით, რა დროსაც შემთხვევის ადგილას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერები აღმოჩენილი ვერ იქნა. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია.
2016 წლის 13 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს დათვალიერებულ იქნა ქალაქ ქუთაისში ს---–--------- გამზ. N10-ში განთავსებული შპს „სიგმას“ ტერიტორია, რა დროსაც რაიმე სახის კვლები ვერ იქნა ამიღებული, ასევე შპს-ს ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერები არ დაფიქსირებულა. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია.
2016 წლის 13 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს ქალაქ ფოთში ლ-------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ვიდეოსამეთვალყურეო კამერების აღმოჩენის მიზნით, რა დროსაც შემთხვევის ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერები აღმოჩენილი ვერ იქნა. ექსპერტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N001440117 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მონაკვეთზე რკინიგზის ჩიხს აკლია 28 ცალი რ/ბ განძელი (შპალი) და დაზიანებულია 9 ცალი რ/ბ განძელი (შპალი);
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რ/ბ განძელების (შპალი) მსგავსი ახალი 37 ცალი რ/ბ განძელის (შპალი) საბაზრო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) საორიენტაციოდ შეადგენს 5714,22 ლარს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რკინიგზის ჩიხის აღდგენის ღირებულება (რელსების რ/ბ განძელების (შპალი) და სამაგრების ღირებულების გათვალისწინებით) საორიენტაციოდ შეადგენს 87679,1 ლარს. (ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა ქ. ქუთაისში, ზ. გ-------------- ქუჩაზე N60-ში მდებარე დაზიანებული რკინიგზის ჩიხი).
დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა: ა---------–----------–----- და ი--------------.
2016 წლის 15 ნოემბრით დათარიღებული პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს შ-------–--------- ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, მათ შორის კ------- წ---------. შ-------–--------- აღნიშნა, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს დაახლოებით 17:00 საათზე შრომის ბირჟაზე, როდესაც რელსების დასატვირთად დაიქირავეს და დატვირთული ავტომანქანით მივიდა ტვირთის ასაწონად ჯართის მიმღებ პუნქტში იქ ნახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იყო დაახლოებით 30 წლის, საშუალო სიმაღლის, საშუალოზე დაბალი წვერით, წითური დაბალზე შეჭრილი თმით და მოწითალო პირისახით, ხოლო ტვირთის აწონვის შემდეგ გაემგზავრა ქალაქ ფოთში, სადაც ასევე გაჰყვა ზემოთ მითითებული მამაკაცი, რომელიც ესაუბრა იქ დამხვდურ სამ მისთვის უცნობ პიროვნებებს. ამომცნობმა პირმა შ-------–--------- განაცხადა, რომ ამოიცნო მარცხნიდან პირველი პიროვნება შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 30 წლის, საშუალო სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, საშუალოზე დაბალი წითური წვერით, დაბალზე შეჭრილი თმით, მოწითალო პირისახით. ამოცნობილი პირი იყო კ------- წ---------.
დადგენილია, რომ 2017 წლის 23 აგვისტოს 10:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------–-, კ---------- ქუჩაზე პოლიციის მუშაკთა მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა კ------- წ--------- (იხ. ბრალდებულის დაკავების ოქმი).
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ვ------- კ------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წელს ის მუშაობდა შპს „ალიანსი-6’’-ში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. 2016 წლის 11 ნოემბერს დილის საათებში მოვიდა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ არასაუწყებო დაცვის თანამშრომლები და შპს „ალიანსის‘‘ ტერიტორიაზე რელსები იყო მოპარული. ამის შესახებ დაურეკა დირექტორს, რომელმაც უთხრა, რომ ტერიტორიული მისამართის მიხედვით განეცხადებინათ შესაბამის პოლიციის განყოფილებაში. მათ განაცხადეს პოლიციის მესამე განყოფილებაში, რის შემდეგაც ადგილზე წავიდნენ პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებელი, რომლებმაც ადგილზევე ნახეს, რომ ლიანდაგები ნამდვილად წაღებული იყო. ამის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში ისევ დაიბარეს, რათა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიეღო მონაწილეობა. ვ------- კ------–---–-- განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს კ------- წ---------- აღიარა, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ქურდობა და ისიც დაასახელა თუ რამდენი მეტრი სიგრძის ლიანდაგი იქნა მის მიერ მოპარული. მოწმის განმარტებით, რელსებს მძიმე ტექნიკის გარეშე ვერ წაიღებდნენ, რადგან რელსების ხელით აწევა შეუძლებელია მისი სიმძიმის გამო. მოწმის განმარტებით, იმ ადგილას, საიდანაც მოხდა რელსების წაღება, ემჩნეოდა მძიმე ტექნიკის კვალიც.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული კ------- ძ--–------ ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შპს „ალიანსი-6“-ის დირექტორი. გერმანიაში ყოფნის პერიოდში გაიგო შპს „ალიანსი 6“-ის კუთვნილი სარკინიგზო რელსების მოპარვის თაობაზე და მალევე ჩამოვიდა საქართველოში. ის დაიკითხა პოლიციის მესამე განყოფილებაში. მან თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ სარკინიგზო რელსების საერთო წონა იქნებოდა დაახლოებით 25 ტონა. მოწმის განმარტებით, ჩიხი რომელიც შპს „ალიანსი 6“-ის ბალანსზეა, არის დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის. 100 მეტრი შპს „ალიანსი 6“-ის ტერიტორიაზეა, ხოლო დანარჩენი სხვა ტერიტორიაზე გადის და სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა აღნიშნული სარკინიგზო რელსების აყრა. მოწმის განმარტებით, სარკინიგზო რელსების აყრას და გატანას ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა,შესაბამისი ტექნიკის გარეშე. იმ ტერიტორიაზე სადაც მოხდა სარკინიგზო რელსების აყრა, საგუშაგო დაცვა არ იყო დაყენებული, რადგან ეს არ იყო შიგა ტერიტორია, არამედ გარე ტერიტორიას ეკუთნოდა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ---------–---- სასამართლოს უჩვენა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ის მუშაობდა დაცვის პოლიციაში და იცავდა ობიექტს, სადაც იცლებოდა ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები. ლ-----------–------------- ერთად იყო მორიგე დილის 10:00 საათიდან მეორე დილის 10:00 საათამდე ყოველ მესამე დღეს. მოწმის განმარტებით, თავისი მოვალეობის შესრულების დროს, ის აკვირდებოდა ხოლმე თუ ვინ შედიოდა და გადიოდა ტერიტორიიდან და აღნიშნა, რომ იქ შემოდიოდა მხოლოდ ტრაილერები, მუშები და უფროსები, ხოლო სხვა უცხო პირი მას იქ არ შეუნიშნავს. მოპარულ სარკინიგზო რელსებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას იმ რელსებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ის ადგილი, სადაც რელსები იყო განლაგებული, არ შედიოდა მათ ტერიტორიაში და იქ მხოლოდ წყლის მოსატანად დადოდა მის მეწყვილესთან ერთად. ერთ დღეს, როდესაც ისინი გადავიდნენ წყლის მოსატანად, მისმა მეწყვილემ შეამჩნია, რომ რელსები აღარ იყო, რის თაობაზე დაუკავშირდნენ თავიანთ უფროსს კ------- კ-–---.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა რ----–------------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის ამჟამად მუშაობს ქუთაისში დაცვის პოლიციაში და 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობითაც მუშაობდა იქ, რომელიც მდებარეობს გ-------------- ქუჩაზე (გ-------------- ჩიხში) სატვირთო ეზოში. რ----–------------- აღნიშნა, რომ სარკინიგზო რელსების დაუფლებასთან დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას. მან სასამართლოს განუმარტა, რომ მოპარული სარკინიგზო რელსების დანახვას ვერ შეძლებდნენ, რადგან ის არის მოშორებული დაახლოებით 800 მეტრით თავისი დასაცავი ტერიტორიიდან, თანაც იმ ობიექტის დაცვა მათ არ ევალებოდათ, რადგან აღნიშნული ადგილი არ შედის ფირმის ტერიტორიაში.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ი-–----------მ სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, უბნის დეტექტივ-გამომძიებლის თანაშემწედ. 2016 წლის 12 ნოემბერს შემოსული ვ------- კ------–---–-- განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩაატარეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და გამოკითხეს ის პირები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილიდან არანაირი მტკიცებულება არ იქნა ამოღებული. მოწმის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ბრალდებული კ------- წ---------- ვინაობის დადგენა, რომელიც გამოიკითხა როგორც მოწმე, რის შემდეგაც უკვე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტები, რომლებიც მოწვეული იქნა მის მიერ. ასევე მონაწილეობდნენ ვ------- კ------–---–- და კ------- წ---------ც, ვისი ჩვენების გადამოწმება ხდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტით. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს კ------- წ---------- პირველ რიგში მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ე.წ. „რეზაკის“ მეშვეობით გადაჭრა სარკინიგზო რელსები. შემდეგ მიუთითა როგორ წაიღეს და სად აწონეს აღნიშნული სარკინიგზო რელსები, რომლის აწონვაც მოხდა შპს „სიგმაში“, მდებარე ავანგარდში, ს---–--------- გამზირზე. ამის შემდეგ მიუთითა, რომ სარკინიგზო რელსები წაიღეს ქ. ფოთში, სადაც ასევე პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს გამოძიება, რომლის მიხედვითაც გაარკვიეს, რომ, სადაც მოხდა აღნიშნული რელსების გადატანა, იქ დამონტაჟებული ვიდეოკამერა იყო გაფუჭებული, რის გამოც ვერ მოხერხდა ვიდეო ჩანაწერის ამოღება. ი-–----------ს განმარტებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე დაკითხულ იქნენ კ------- წ---------სთან ერთად მყოფი ბ------------------ და ზ---------–-------. დაკითხვის შემდგომ მათაც ჩაუტარდათ საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმის განმარტებით, ბ------------------ და ზ---------–-------, დაკითხვის დროს არ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ სარკინიგზო რელსები ფარულად იყო დაუფლებული. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის გარდა ჩატარდა ასევე ამოცნობაც, რა დროსაც შ-------–--------- ამოიცნო კ------- წ---------. მოწმის განმარტებით, სასაქონლო ექსპერტიზის საშუალებით დადგინდა რელსების საბაზრო ღირებულება. გამოძიების მიერ ასევე დაიკითხა იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც განახორციელა სარკინიგზო რელსების გადაზიდვა, რომელმაც გამოძიებას უჩვენა, რომ დაიქირავა კ------- წ----------, რომ გადაეტანა ტვირთი და მას ეჭვი არაფერში შეუტანია. ასევე დაიკითხნენ სხვა მძღოლებიც.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გ----------–-------მ სასამართლოს უჩვენა, რომ 13 წელია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 ნოემბერსაც ამ თანამდებობაზე მუშაობდა. ბრალდებულ კ------- წ---------ს იცნობს საგამოძიებო მოქმედებების დაწყების დროიდან, რომელიც უკავშირდებოდა რკინის ნივთების გადაადგილებას. საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა გამომძიებელი ი-–----------. მოწმის განმარტებით, როდესაც მიიყვანეს ადგილზე, მათ გააცნეს საქმის ვითარება და უთხრეს, რომ ისინი უნდა დასწრებოდნენ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას პოლიციის მესამე განყოფილებაში, რომელიც ემსახურებოდა ბრალდებულის და 2 პიროვნების მიერ მიცემული ჩვენების გადამოწმებას. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ყოველგვარი ძალდატანების და ზეწოლის გარეშე პოლიციის მესამე განყოფილებიდან, საიდანაც წავიდნენ და გაიარეს გ---------- და გ-------------- გადაკვეთაზე, სადაც ბრალდებულმა უჩვენა თუ სად მოხდა აღნიშნული ქმედების განხორციელება. ამის შემდეგ წავიდნენ ს---–--------- ქუჩაზე, სადაც იყო საწყობისმაგვარი შენობა განთავსებული, რომელშიც იყო დიდი სასწორი. ამის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მიუთითეს თუ როგორ აწონეს ტვირთი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ შედგა ოქმი, რომელიც მან დაადასტურა ხელმოწერით. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა ბრალდებული კ------- წ---------ც, რომელმაც გამოძიებას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უჩვენა თუ რა მოქმედებები განახორციელა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ გაემგზავრნენ ქ. ფოთში, რადგან ბრალდებულმა თქვა, რომ აღნიშნული სარკინიგზო რელსების აყრის შემდეგ ტვირთი წაიღეს ქალაქ ფოთში.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თ---------------–--- სასამართლოს უჩვენა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ის მუშაობდა შპს „სიგმას“ ბეტონის გადამამუშავებელ ქარხანაში. 2016 წლის 8 ნოემბერს ის ხუთი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე იმყოფებოდა ამ ქარხანაში. საღამოს საათებში მან შეამჩნია, რომ შემოვიდა დიდი ტრაილერი, მაგრამ მას ეჭვი არ შეუტანია არაფერში, რადგან მისთვის უკვე ჩვეული ფაქტი იყო მძიმე ტექნიკის შემოსვლა. იმ ტერიტორიაზე ხშირად დადიოდა ასეთი ტრანსპორტი, რომელიც იყო დატვირთული ცემენტით, ხორბლით ან სხვა რაიმე საქონელით. იმ ღამეს ასევე შემოვიდა მძიმე ტექნიკა დატვირთული, რომელსაც მან აუწონა საქონელი, ხოლო რამდენი ადამიანი იყო - არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით, როდესაც დატვირთული ტრაილერები შემოდის, მასში არსებული ტვირთი იწონება ტრაილერთან ერთად, რადგან ტვირთის სიმძიმის გამო მისი ტრაილერიდან გადმოტვირთვა და შემდგომ აწონვა ვერ ხერხდება. მოწმის განმარტებით, ტრაილერს შემოჰყვა კიდევ ერთი ვერცხლისფერი მანქანა, რომელშიც იჯდა რამდენიმე ადამიანი. ტვირთის წონა იყო სულ 18 ტონა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შ-------–--------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს ტრაილერის მძღოლად, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც არის S-------. 2016 წლის ნოემბერში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შ-------–--------- განმარტა, რომ, როდესაც იდგა ელექტრომექანიკურთან, სადაც ტრაილერის მძღოლები დგებიან, მოვიდა ერთი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ ძველი მაცივრების შენობის ტერიტორიაზე ჰქონდა რელსები და უნდოდა მისი გადატანა. როდესაც შ-------–-------- მივიდა აღნიშნული დავალების შესასრულებლად, მას დახვდა ორი თუ სამი მისთვის უცნობი პიროვნება და არც დაინტერესებულა თუ ვინ იყვნენ ისინი. იქ იყო ასევე ერთი ამწე კრანიც, რომლის მძღოლიც უცნობი იყო მისთვის. სარკინიგზო რელსები იყო დაჭრილი და თითოს სიგრძე შეადგენდა 10 მეტრს, რომელიც ამწე კრანმა ასწია და დაალაგა თავის ტრაილერზე. ამის შემდეგ მოხდა მისი ასაწონად წაღება. აწონვის პროცესს ესწრებოდა ხუთი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა სამუშაოს დასრულების შემდეგ მას გადასცა თანხა დაახლოებით 450 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შ-------–--------- უთხრეს, რომ მას ეს რელსები უნდა წაეღო ქ. ფოთში. რელსების ფოთში გადატანის შემდეგ მათ იქ დახვდათ ერთი პიროვნება, რომელმაც გადაიწყო ეს რელსები. შ-------–--------- დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, კერძოდ, როდესაც ისინი მივიდნენ საჯართეში მათ იქ დახვდათ ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლის მამაკაცი, საშუალო სიმაღლის, საშუალოზე დაბალი წვერით, წითური დაბალზე შეჭრილი თმით და მოწითალო პირსახით, რომლის ამოცნობაც მას შეუძლია მის მიერ მითითებული აღწერის საშუალებით. ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში ასახელებს ერთ გარემოებასაც, რომ როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საჯართეში ტვირთის ასაწონად, მასთან მყოფმა მამაკაცმა ამ პიროვნებას მიმართა სახელით „კახა“. შ-------–--------- განმარტებით, მან ასევე მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, სადაც მას ამოსაცნობად წარუდგინეს ოთხი პიროვნება, რომლებიც ჰგავდნენ ერთმანეთს. გამომძიებელმა მას უთხრა, რომ ამოეცნო პიროვნება. ამოცნობის დროს მას კ------- წ---------- მიმართა სიტყვებით „რა ვერ მიცანი, მე ვარო“, რის შემდეგაც შ-------–--------- დაადასტურა, რომ ნამდვილად ის იყო მის მიერ ამოსაცნობი პიროვნება.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–--------- სასამართლოს უჩვენა, რომ მუშაობს ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩატარდა უბნის დეტექტივ-გამომძიებლის ი-–----------ს ხელმძღვანელობით. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო პოლიციის მესამე განყოფილებიდან, რის შემდეგაც მივიდნენ შპს „ალიანსი-6“-ის ტერიტორიაზე და იქ, სადაც მოხდა სარკინიგზო რელსების აღება. მოწმის განმარტებით, აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ შედგა ოქმი, რომელზეც მან მოაწერა პირადად ხელი. მან ასევე დაადასტურა, ის ფაქტიც, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა აღნიშნულ ოქმში ასახა თუ როდის დაიწყო, სად დაიწყო და როდის დამთავრდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს მის ძირითად მოვალეობაში შედიოდა საჭესთან ჯდომა და მოწმეების მიერ მითითებულ ადგილებზე მისვლა. ამ ექსპერიმენტის დროს ის გადაადგილდებოდა პოლიციის პიკაპის ფირმის ავტომობილით, რომელშიც იჯდნენ თვითონ, ი-–----------, ბ------------------ და ზ---------–-------. ბ------------------- და ზ---------–-------- გამოძიებას უჩვენეს თუ რა თანმიმდევრობით მოხდა ქურდობის ფაქტი.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---------------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ ბიუროში, სადაც უკავია მთავარი ექსპერტის თანამდებობა. მან გამომძიებელთან და ფირმის წარმომადგენელთან ერთად მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა, რომელიც მდებარეობდა ზ----- გ-------------- ქუჩაზე შუქნიშნიდან რამდენიმე მეტრში, სადაც იყო საწარმო და საიდანაც იწყებოდა უკვე რკინიგზის ტერიტორია. ამის შემდეგ გავიდნენ საწარმო შენობის უკანა ტერიტორიაზე, სადაც უნდა განეხორციელებინათ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ხოლო უშუალოდ იმ ტერიტორიებს, სადაც მოხდა სარკინიგზო რელსების ქურდობა, მიუთითებდა ფირმის წარმომადგენელი. მოწმის განმარტებით, მის მოვალეობაში შედიოდა იმ ტერიტორიების ფოტოგრაფირება, რომელზეც ფირმის წარმომადგენელი უთითებდა. ფოტოგრაფირების გარდა მათ გაზომეს მოპარული რელსების სიგრძეც, რომლიც შეადგენდა 200 მეტრს. აღნიშნულ საგამოძიებო ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის ჩატარებაც დაადასტურა ხელმოწერით.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბ------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის არ იცნობს ბრალდებულ კ------- წ---------ს და არანაირი შეხება არ ჰქონია მასთან. მოწმის განმარტებით, ტელეფონის ნომერი .............. ეკუთვნის მას და ასევე სარგებლობს მისით. ზ---------–-------- იცნობს ქუთაისიდან და აღნიშნავს, რომ ისინი ერთად სწავლობდნენ ტექნიკუმში. 2016 წელს ზ---------–-------- პურის ფქვილი ჩამოჰქონდა რუსეთიდან და ამ საქმიანობით იყო დაკავებული ის იმ პერიოდში. ბ-------------------, სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა მის მიერ პოლიციის განყოფილებაში მიცემული ჩვენების სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებაზე, იმის გამო, რომ არ იცის მისი შინაარსი და განმარტა, რომ, როდესაც ის მიიყვანეს პოლიციის მესამე განყოფილებაში, მას წარუდგინეს ჩხრეკის და დაკავების ოქმები, რომელზედაც განუმარტეს, რომ ხელი უნდა მოეწერა. ხელმოწერის დროს აღნიშნული ოქმების შინაარსი მისთვის სრულიად უცნობი იყო, რადგან უთხრეს, რომ არ უნდოდა ამას წაკითხვა და წაკითხვის გარეშეც შეეძლო ოქმებზე მოეწერა ხელი. მოწმე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის, მაგრამ მას არა გამოკითხვის ოქმზე, არამედ სხვა ოქმებზე მოაწერინეს ხელი პოლიციის მესამე განყოფილებაში. ბ------------------- სასამართლოს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მას 2016 წლის ნოემბრის თვეში ბრალდებული კ------- წ--------- არ უნახავს და ახლაც პირველად ხედავს მას. ასევე ისიც აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით არანაირი საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა. ასევე განმარტა, რომ 2016 წლის ნოემბერში არ ყოფილა ქ. ფოთში. ბ------------------ ადასტურებს, რომ 2016 წელს ზ---------–------- არ საქმიანობდა ჯართის შეგროვებაზე და მის რეალიზაციაზე და ასევე ადასტურებს, რომ „სუბარუს“ მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით G-------- ნამდვილად ეკუთვნის ზ---------–--------, ხოლო 2016 წლის ნოემბრის თვეში თუ სად იმყოფებოდა ის ამ მანქანით ზ---------–--------თან ერთად არ ახსოვს; არც საჯართეში არ ყოფილან 2016 წლის ნოემბრის საღამოს და არც არანაირი ანაზღაურება მიუღია იმ თვეში. საბოლოოდ მოწმე განმარტავს, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ მან არაფერი არ იცის და არც არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------–-------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის არის მეწარმე სუბიექტი, მაგრამ ამჟამად არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ზ---------–-------- სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებულ კ------- წ---------ს არ იცნობს, პირველად ხედავს და შესაბამისად არანაირი ურთიერთობა არა აქვს მასთან. ასევე განმარტა, რომ ის კ------- წ---------- საქმესთან დაკავშირებით არ დაუკითხავთ არცერთ განყოფილებაში. ზ---------–-------- რამდენიმე წუთში მოახსენა სასამართლოს, რომ გაახსენდა, რომ მან მისცა ჩვენება პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ასევე განმარტა, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა მოაწერინეს ოქმზე ხელი, მაგრამ მისთვის ოქმის შინაარსი არ გაუცვნიათ. ამის შემდეგ ბრალდების მხარე მოსამართლის ნებართვით აქვეყნებს მოწმე ზ---------–-------- გამოკითხვის ოქმს, კერძოდ, მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთად, არის ინდ.მეწარმე და აწარმოებს სხვადასხვა ინვენტარის და შავი ლითონის ჯართის შეგროვებას და რეალიზაციას, რომელშიც ეხმარება მისი ახლობელი ბ------------------. 2016 წლის 07 ნოემბერს მასთან მივიდა მისი თანასოფლელი კ------- წ---------, რომელიც ასევე აწარმოებს შავი ლითონის ჯართის შეგროვებასა და რეალიზაციას. მან უთხრა, რომ სარკინიგზო ჩიხი ჰქონდა შესყიდული. სურდა სარკინიგზო რელსების რეალიზაცია და სთხოვა სათანადო ტექნიკის მოპოვებაში დახმარებოდა, რომლის საშუალებითაც დაჭრილ რელსებს ფოთში გადაიტანდა და შესრულებულ სამუშაოში 500 ლარს გადაუხდიდა. ხოლო ხარჯებისთვის წინასწარ მისცა 800 ლარი. კ-------მა უთხრა, რომ რელსები უკვე დაჭრილი ჰქონდა ე.წ. „რეზაკით“ და საჭირო იყო მხოლოდ ტექნიკა და მუშები. მას კ------- წ---------- სიტყვების სიმართლეში, რომ რელსები მისი იყო, ეჭვი არ შეუტანია და დახმარებას დაპირდა ტექნიკის ორგანიზებაში. კ-------მა უთხრა, რომ სარკინიგზო ჩიხი მდებარეობდა საკონტეინერო ეზოში, ე.წ. მაცივრებთან. აღნიშნულის შესახებ მან უთხრა ბ------------------- და მასთან ერთად 2016 წლის 8 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან მდებარე ე.წ. შრომის ბირჟაზე დაიქირავრს ,,მაზ“-ის მარკის ამწე, რომლის მძღოლი იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გაურიგდნენ 200 ლარად და ასევე „სკანიას“ მარკის ტრაილერი, სარეგისტრაციო ნომრით SMK-681, რომლის მძღოლი იყო ასაკოვანი მამაკაცი. ამწეს და ტრაილერის მძღოლებს თავად გამოელაპარაკა. ბ------ მანქანაში დარჩა. ისინი იყვნენ მისი კუთვნილი ,,სუბარუს“ მარკის მარჯვენასაჭიანი მანქანით, სარეგისტრაციო ნომრით G--------. ასევე დაიქირავეს JCB ფირმის ყვითელი ტრაქტორი, რომლის მძღოლსაც გაურიგდნენ 100 ლარად. აღნიშნული ტრაქტორი საჭირო იყო სარკინიგზო რელსების ეკალ ბარდებისგან გასასუფთავებლად. ასევე იქირავეს სამი მუშა. ტრაქტორის მეშვეობით გასუფთავდა ლიანდაგი. კ------- წ--------- იქ არ იყო, მაგრამ მას რელსები უკვე დაჭრილი ჰქონდა ე.წ. რეზაკის მეშვეობით 10-11 მეტრიან ფრაგმენტებად. ერთ საათში დაიტვირთა ტრაილერი ამწეკრანისა და მუშების დახმარებით. ზ---------–-------- ამწე კრანის მძღოლს მისცა დაპირებული 200 ლარი, ტრაქტორის მძღოლს -100 ლარი, ხოლო მუშებს - 20-20 ლარი, რის შემდეგ ისინი წავიდნენ. ტრაილერის მძღოლს უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ელექტრომექანიკურ ქარხანასთან და იქვე არსებულ საჯართეში აეწონათ ტვირთი. საჯართეში მისვლისას მათ დახვდათ კ------- წ---------, რომელიც პირადად დაესწრო ჯართის აწონვას. ტვირთი გამოვიდა 18 ტონა. რის შემდეგაც მან ტრაილერის მძღოლს გადაუხადა კუთვნილი 450 ლარი და სთხოვა, რომ აღნიშნული რელსები ჩაეტანა ქ. ფოთში, ისინიც თან გაყვებოდნენ. რაზეც ტრაილერის მძღოლი დასთანხმდა და წავიდა ქ. ფოთში. ხოლო კ------- წ---------, ბ------------------ და ზ---------–------- მას გაჰყვნენ ზ---------–-------- კუთვნილი ავტომობილით. იქ მივიდნენ ტერმინალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, სადაც არის დაუსახლებელი, ღია ტერიტორია, სადაც მათ დახვდათ სამი პიროვნება, რომელთაც კ------- წ--------- ესაუბრა ტელეფონით, სანამ ფოთში ჩავიდოდნენ. ასევე მათ იქ დახვდათ ტრაილერი და კამაზის მარკის ამწე, რომლის მეშვეობითაც გადააწყვეს სარკინიგზო რელსები მეორე ტრაილერში. კ------- წ---------ს იმ პირებმა გადაუხადეს ფულადი თანხა, საიდანაც კ-------მა მას მისცა დაპირებული 500 ლარი შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, რომლიდანაც ნახევარი მისცა ბ-------------------. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ სახლში. მას ეჭვი არ გასჩენია, რომ აღნიშნული რელსები შეიძლება არ ყოფილიყო კ-------ის საკუთრება, რის გამოც სამუშაოები აწარმოეს ფაქტიურად დღისით, საღამოს პერიოდში, მუშაობდა მძიმე ტექნიკა, გაშლილ ტერიტორიაზე და ყველაფერი ბუნებრივად და რეალურად მიმდინარეობდა.
მოწმის სახით დაკითხვისას ზ---------–-------- სასამართლოს ასევე უჩვენა, რომ აღნიშნული „სუბარუს“ მარკის მანქანა სარეგსტრაციო ნომრით G-------- მას არ ეკუთვნოდა. მის საკუთრებაში იყო შავი „სუბარუ“, რომლის სარეგისტრაციო ნომერი იყო 013. როდესაც ის მოძრაობდა ავტომანქანით, ის გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და გაჩხრიკეს. ასევე განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა ბ------------------ც. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ზ---------–-------- უთხრეს, რომ რაღაც დოკუმენტს შეავსებდნენ, ბევრი არ დააგვიანდებოდათ, შემდეგ ამ დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა და გაუშვებდნენ. ზ---------–-------- სასამართლოს განუმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში არ იცის რაზე მოაწერა ხელი. მისი შინაარსი სასამართლოზე გახდა ცნობილი და კ------- წ---------საც პირველად ხედავს. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე ის მოიყვანა პოლიციამ. ის იმყოფებოდა თავის სიძესთან რაჭაში, სადაც ეხმარებოდა მას შეშის დაჭრაში, რა დროსაც მან დარეკა სახლში და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ რაღაც თანხა ჰქონდა დაგროვებული და აპირებდა მათთვის გაგზავნას. ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ ის უნდა ჩამოსულიყო, რადგან სასამართლოში იყო დაბარებული 10 ოქტომბერს ოთხ საათზე, ხოლო მეორე დილას 10 საათზე როდესაც ზ---------–------- ჩამოვიდა ქუთაისში, ის მივიდა ბ-------------------თან. იქ ყოფნის დროს მას მოაკითხა პოლიციამ და უთხრა, რომ სასამართლოში უნდა წაეყვანათ, რაზეც ზ---------–-------- განუცხადა, რომ ის თვითონ წავიდოდა ტაქსით, მაგრამ პოლიციის თანამშრომელბმა უთხრეს, რომ მათ უნდა გაჰყოლოდა და ისინი მიიყვანდნენ სასამართლოში. როდესაც ზ---------–------- გაჰყვა მათ, სამი საათი ტყუილად იარეს ქუთაისში, ხოლო შემდეგ ის წაიყვანეს პროკურატურაში, სადაც დახვდნენ პროკურორები, რომლებმაც წარუდგინეს მას ჩვენება და ჰკითხეს იყო თუ არა ის ნამდვილად მის მიერ მიცემული და ასევე უთხრეს, რომ თუ ამ ჩვენებას შეცვლიდა, დაიჭერდნენ და არ გაუშვებდნენ სასამართლო დარბაზიდან. აღნიშნულზე მან განუცხადა, რომ არ იცოდა იმ ჩვენებაში რა ეწერა. ასევე უთხრა, რომ ის სასამართლოზე მოვიდოდა და განმარტავდა ყველაფერს. მოწმის განმარტებით, ეს უთხრა .......... დ...... ვ.....მ. ამის შემდეგ მან გამოიძახა ტაქსი და მოვიდა სასამართლოში.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა კ------- წ---------- სასამართლოს უჩვენა, რომ მას დაზარალებულ კომპანია შპს „ალიანს 6“-თან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ასევე არც აღნიშნულ სადავო სარკინიგზო რელსებთან არ ჰქონია არნაირი შეხება. საგამოძიებო ექსპერიმენტის მასალებში ასახულ ფოტო მასალებს, სადაც მას ხელი აქვს გაშვერილი ერთი მიმართულებით და აღნიშნავს ქურდობის ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებას, ბრალდებული განმარტავს, რომ ეს მოხდა პოლიციის თანამშრომლების მიერ ზეწოლის საფუძველზე. ასევე განმარტა, რომ ის ძალდატანებით ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს ამ ექსპერიმენტზე. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ უდგას ერთ-ერთი გამოძიებელი მას ზურგს უკან და უკავია ის. ხოლო აღნიშნული ექსპერიმენტის თაობაზე, გამომძიებელს მისთვის არაფერი განუმარტავს. კ------- წ---------- განმარტებით, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ის მიიყვანეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა სარკინიგზო რელსების მოპარვა, უთხრეს, რომ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. ყველა ფოტო გამომძიებლის მითითებით იყო გადაღებული, ხოლო ოქმი, რომელზეც მას ხელი მოაწერინეს, ზეწოლით იყო განხორციელებული და არც კი იცის მისი შინაარსი. ხელმოწერის შემდეგ კ-------ს უთხრეს, რომ ის თავისუფალი იყო და შეეძლო სახლში წასულიყო. კ------- წ--------- ასევე უარყოფს მოწმე შ-------–--------- მიერ მიცემულ ჩვენებას, რომ ამოცნობის დროს მან შ-------–--------- მიმართა სიტყვებით „ბიძია მე ვარ, ვერ მიცანიო?“. ასევე განმარტა, რომ მას არანაირ ქურდობის ადგილებზე არ მიუთითებია და არც ქ. ფოთში ყოფილა წასული.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მ---------------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს შპს „სიგმაში“, შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. 2016 წლის 15 ნოემბერს აღნიშნულ სამსახურში ყოფნისას მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რომლებმაც უთხრეს, რომ მოხდა ქურდობა. მოპარული საქონელი აწონეს შპს „სიგმაში“ და უნდოდათ იმ ადგილის დათვალიერება. აღნიშნულზე მან განუცხადა თანხმობა, რადგან იმ დროისთვის ის იყო წარმომადგენელი სამშენებლო ფირმაში. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოძიებელმა შეადგინა ოქმი, რომელიც დაადასტურა ხელმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თ------------------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს ამწე კრანის მძღოლად, რომელიც ეკუვნის მის ძმას ბ------------------, რომლის სარეგისტრაციო ნომერია KCC-288. მოწმის განმარტებით, ის 2016 წლის 8 ნოემბერს იდგა ე.წ. ბირჟაზე სადაც მას მიაკითხეს და დაიქირავეს. ის ამ დროს იმყოფებოდა მის თანამშრომელ ბ-------------------- ერთად, რომელსაც ჰყავს კამაზი - თვითმცლელი. როდესაც მათთან მივიდა ორი ადამიანი და დაიქირავეს, მათ უთხრეს, რომ ჯართი ჰქონდათ დასატვირთი. ამის შემდეგ წავიდნენ და გადაკვეთეს გ---------- ქუჩა და შევიდნენ გ---------- ქუჩის უკან ეზოში, სადაც იყო აღნიშნული სარკინიგზო რელსები განლაგებული, ასევე იყო ტრაქტორიც. ჯართი ერთ ადგილას იყო მოგროვებული, რის შემდეგაც დაიწყეს ამ ჯართის დატვირთვა მძიმე ტექნიკაზე. ამ ჯართის შეგროვებას მოანდომეს დაახლოებით საათნახევარი. იქ მყოფი პირებიდან არავის სახელი არ იცის. თავისი საქმის დამთავრების შემდეგ მას თანხა გადაუხადეს და წავიდა სახლში.
სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ბ---------------- გამოკითხვის ოქმი. ბ---------------- მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, მას ჰყავს სატვირთო „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, სარეგისტრაციო ნომრით UU329LL, რომლითაც ასრულებს ერთჯერად სამუშაოებს, კერძოდ პერიოდულად დგება ე.წ. „შრომის ბირჟაზე“ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან. ჰყავს ნათლული თ------------------, რომლის ოჯახსაც საკუთრებაში ჰყავს „მაზ“-ის მარკის ამწე, სარეგისტრაციო ნომრით BSS288, რომელიც რეგისტრირებულია მისი ძმის ბ------------------ სახელზე. ვინაიდან ბ------- ძირითადად თბილისშია და იქ მუშაობს, ამწეს ამუშავებს თ-------- და ისიც დგება შრომის ბირჟაზე. 2016 წლის 08 ნოემბერს ის დილიდან იმყოფებოდა ბირჟაზე და ეხმარებოდა თ--------ს, რომელიც არემონტებდა თავის ავტომანქანას, რომელსაც ე.წ. დიფერი ჰქონდა გაფუჭებული. ავტომანქანის შეკეთებას მორჩნენ დაახლოებით 16:00 საათზე, რის შემდეგაც თ-------- ისევ დადგა გარეთ თავის ავტომანქანასთან, ხოლო თვითონ - თავის ავტომანქანასთან. როდესაც ისინი შრომის ბირჟაზე იდგნენ, დაახლოებით ერთ საათში დაურეკა თ--------მ და უთხრა, რომ კლიენტი იყო მოსული და წაჰყოლოდა მას. აღნიშნულის შემდეგ ბ---------------- დატოვა თავისი ავტომანქანა და მივიდა თ--------სთან, რის შემდეგაც ორივენი ჩასხდნენ თ--------ს ამწეში და პირველად მივიდნენ ს---–--------- გამზირზე ავტოგასამართ სადგურზე, სადაც ჩაასხეს საწვავი, ხოლო შემდეგ კი მივიდნენ საკონტეინერო ეზოში, ე.წ. „მაცივრებთან“, სადაც გადის სარკინიგზო ლიანდაგი და ასევე ეწყო სარკინიგზო რელსები. მათ ადგილზე მისვლისას დახვდათ რამდენიმე მუშა, ასევე მოყვითალო ფერის, საბურავებიანი JBC-ის ფირმის ტრაქტორი, რომელიც ლიანდაგიდან აადგილებდა დაჭრილ რელსებს. ასევე სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი, წითელკაბინიანი „სკანია“. ამის შემდეგ მუშებმა დაიწყეს რელსებზე ტროსების ჩაბმა, რის შემდეგაც თ-------- ამწეს მეშვეობით რელსებს ალაგებდა ტრაილერზე, ხოლო ის ავტომანქანის კაბინაში იჯდა. ისინი სამუშაოებს მორჩნენ დაახლოებით ერთ საათში. სამუშაოს დასრულების შემდეგ თ-------- ჩამოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც იქ მოვიდა მოვერცხლისფრო, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, მინივენი, მაგრამ ავტომანქანის ზუსტად ფირმას და მოდელს ვერ იხსენებს და არც ნომერი დაუნახავს, მაგრამ განმარტა, რომ ავტომანქანაში ისხდა ორი მამაკაცი, რომლებიც ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან და მივიდნენ თ--------სთან. ერთ-ერთმა მათგანმა თ--------ს გადაუხადა თანხა, რის შემდეგაც თ-------- ამოვიდა ავტომანქანაში და წავიდნენ. თ--------მ ბ---------------ს უთხრა, რომ შესრულებული სამუშაოსთვის მას გადაუხადეს 200 (ორასი) ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას.
ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. ფარულობა ქურდობის ხერხია. ფარულობას აქვს ორი კრიტერიუმი: ობიექტური და სუბიექტური. ობიექტურად ფარულად ხდება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, როცა მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება მესაკუთრის ან სხვა პირებისათვის.
ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით ქურდობად უნდა დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევაც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას სხვა პირთა თანდასწრებით, მაგრამ მათ მიერ ეს ფაქტი მართლზომიერ ქცევად აღიქმება.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - მესაკუთრისაგან ფარულად ჩაიდინოს დანაშაული, თუმცა შესაძლოა სინამდვილეში მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული კ------- წ--------- ფარულად დაეუფლა შპს „ალიანსი-6“-ის კუთვნილ მოძრავ ნივთებს. დასახული დანაშაულებრივი განზრახვაც ბოლომდე მიყვანა.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ვ------- კ------–---–-- სასამართლოს განუმარტა, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს მასთან მივიდნენ არასაუწყებო დაცვის თანამშრომლები და აცნობეს, რომ შპს „ალიანსის‘‘ ტერიტორიაზე რელსები იყო მოპარული. ამის შესახებ დაურეკა დირექტორს და მისი თანხმობით განაცხადა ქურდობის ფაქტის შესახებ პოლიციის მესამე განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომლებმა და გამომძიებელმა ადგილზევე ნახეს, რომ ლიანდაგები ნამდვილად წაღებული იყო. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს კ------- წ---------- აღიარა, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ქურდობა და ისიც დაასახელა თუ რამდენი მეტრი სიგრძის ლიანდაგი იქნა მის მიერ მოპარული.
შპს „ ალიანსი-6“-ის დირექტორის კ------- ძ--–------ ჩვენებით დადგენილია, რომ მან გერმანიაში ყოფნის პერიოდში გაიგო შპს „ალიანსი 6“-ის კუთვნილი სარკინიგზო რელსების მოპარვის თაობაზე. პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხვისას აღნიშნა, რომ სარკინიგზო რელსების საერთო წონა იქნებოდა დაახლოებით 25 ტონა. კ------- ძ--–------ განმარტებით, ჩიხი რომელიც შპს „ალიანსი 6“-ის ბალანსზეა, არის დაახლოებით 700 მეტრი სიგრძის. 100 მეტრი შპს „ალიანსი 6“-ის ტერიტორიაზეა, ხოლო დანარჩენი სხვა ტერიტორიაზე გადის და სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა აღნიშნული სარკინიგზო რელსების აყრა.
2016 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში ზ. გ-------------- ქ. N60-ში განთავსებული შპს ,,ალიანსი 6’’-ის კუთვნილი ეზო შემოსაზღვრულია რკინა-ბეტონის ღობით, ეზოს აღმოსავლეთ მხარეს ადმინისტრაციული შენობის გვერდით მიწის ზედაპირზე დაგებულია რკინიგზის ლიანდაგები, რომელიც მიემართება ჩრდილოეთ მხარეს, კერძოდ შპს ,,ალიანსი 6’’-ის უკანა პერიმეტრისკენ. აღნიშნული ლიანდაგის ნაწილი დაფარულია მიწის ზედაპირით, ხოლო ნაწილი ჩანს მიწის ზემოდან, რომელიც გადის შპს ,,ალიანსი 6’’-ის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან და მიდის ისევ ჩრდილოეთით გადახვევის გარეშე, რომელიც გადის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც მიწის ზედაპირზე ლიანდაგები თითქმის შეუმჩნეველია, ვინაიდან მას ფარავს ბალახები და ეკალ-ბარდები. ჩრდილოეთით დაახლოებით 200 მეტრში, ღია შემოუსაზღვრავ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა საბურავის კვლები, რომელიც მიდის დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთის მიმართულებით შპს ,,ალიანსი 6’’-ის კუთვნილი ეზოდან გამომავალ რკინიგზის ლიანდაგთან, რომლის ორივე რელსი აღნიშნულ ადგილამდე მოდის უწყვეტად. აღნიშნულ ადგილზე მიწის ზედაპირი არის გადასწორებული და აღინიშნება საბურავის კვლები, ხოლო ზემოთაღნიშნული რკინიგზის ლიანდაგის ორივე რელსი კი აღნიშნული ადგილიდან არის აყრილი და ადგილზე არ არის, ხოლო რელსის დამჭერი ლითონის ჭანჭიკები და სამაგრები დატოვებულია ადგილზე, ასევე ადგილზეა ბეტონის რელსის ქვედა სამაგრები. შპს-ს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული რკინიგზის ლიანდაგი თავიდან ბოლომდე არის შპს ,,ალიანსი 6’’-ის კუთვნილება და არის მოპარული. ექსპერტის გაზომვებით, მოპარული ლიანდაგის სიგრძე, შეადგენს დაახლოებით 400 მეტრს, ვინაიდან რკინიგზის ლიანდაგის ორივე მხარეს არსებული რელსები არის მოპარული.
2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმეებმა ზ---------–-------- და ბ------------------- მიუთითეს ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დატვირთეს ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე და ასევე ის ადგილი, სადაც მოახდინეს ტვირთის აწონვა. კერძოდ, მიუთითეს ზ. გ-------------- ქუჩა მე-6 ჩიხში, 400 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთით ადგილი, სადაც უკვე დაჭრილი სარკინიგზო რელსები დატვირთეს ტექნიკის გამოყენებით ტრაილერზე. შემდეგ მივიდნენ ქ. ქუთაისში ს---–--------- გამზ. N10-ში განთავსებულ შპს ,,სიგმაში’’ და მიუთითეს ის ადგილი, სადაც მოახდინეს მათ მიერ წამოღებული ტვირთის აწონვა.
2016 წლის 15 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს მოწმე კ------- წ---------- მიუთითა ის ადგილები, სადაც სარკინიგზო რელსები დაჭრა, ასევე ის ადგილი, სადაც აწონეს ტრაილერზე დატვირთული რელსები და ის ადგილი ქალაქ ფოთში, სადაც ფოთის ტერმინალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე ტრაილერიდან ჩამოცალა ქუთაისიდან ჩატანილი რელსები. კერძოდ, მიუთითა ქ. ქუთაისში ზ. გ-------------- ქუჩა მე-6 ჩიხში, სადაც ჩრდილოეთით დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე ის ადგილი, სადაც მან სარკინიგზო რელსები დაჭრა ე.წ. ,,რეზაკის’’ საშუალებით. შემდეგ მივიდნენ ს---–--------- გამზ. N10-ში განთავსებულ შპს ,,სიგმაში’’, სადაც კ------- წ---------- მიუთითა ის ადგილი, სადაც მოახდინა დატვირთული ტრაილერის აწონვა. აღნიშნულის შემდეგ მოთავსდნენ ავტომანქანაში და გააგრძელეს გზა ქალაქ ფოთის მიმართულებით. ქ. ფოთში შესასვლელი ცენტრალური გზიდან კ------- წ---------- მითითებით გადაუხვიეს მარცხენა მხარეს ლ-------- ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ კ------- წ---------- მითითებით საავტომობილო გზიდან ჩაუხვიეს მარცხნივ არსებულ მინდორზე, სადაც კ------- წ---------- მიუთითა ის ადგილი, სადაც მან სატვირთო ტრაილერიდან ჩამოცალა ქუთაისიდან ჩამოტანილი რკინიგზის რელსები.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში ზ. გ-------------- გამზირი N60, ნაკვეთი N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-.01.0-.836), დაზუსტებული ფართობით 13257.20 კვ.მ, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით, შპს „ალიანსი 6“-ს (ს/ნ 212679582) საკუთრებაშია.
პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ შ-------–--------- ამოიცნო პირი, რომელიც ნახა ჯართის მიმღებ პუნქტში, როდესაც 2016 წლის 8 ნოემბერს დაახლოებით 17:00 საათზე შრომის ბირჟაზე რელსების დასატვირთად დაიქირავეს და დატვირთული ავტომანქანით მივიდა ტვირთის ასაწონად. ახალგაზრდა მამაკაცი იყო დაახლოებით 30 წლის, საშუალო სიმაღლის, საშუალოზე დაბალი წვერით, წითური დაბალზე შეჭრილი თმით და მოწითალო პირისახით, ხოლო ტვირთის აწონვის შემდეგ გაემგზავრა ქალაქ ფოთში, სადაც ასევე გაჰყვა ზემოთ მითითებული მამაკაცი, რომელიც ესაუბრა იქ დამხვდურ სამ მისთვის უცნობ პიროვნებებს. ამოცნობილი პირი იყო კ------- წ---------.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული თ---------------–იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს საღამოს საათებში შპს „სიგმას“ ტერიტორიაზე შემოვიდა დიდი ტრაილერი. ტრაილერს შემოჰყვა კიდევ ერთი ვერცხლისფერი მანქანა, რომელშიც იჯდა რამდენიმე ადამიანი. მან ტვირთი აწონა ტრაილერთან ერთად. ტვირთის წონა იყო სულ 18 ტონა. ეჭვი არაფრში არ შეუტანია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შ-------–--------- ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ტრაილერის მძღოლი, რომლის სარეგისტრაციო ნომერია S-------. 2016 წლის ნოემბერში ელექტრომექანიკურთან, სადაც ტრაილერის მძღოლები დგებიან, მოვიდა ერთი მამაკაცი, რომელსაც უნდოდა ძველი მაცივრების შენობის ტერიტორიაზე არსებული რელსების გადატანა. ადგილზე მას დახვდა ორი თუ სამი მისთვის უცნობი პიროვნება. იქ იყო ასევე ერთი ამწე კრანიც. სარკინიგზო რელსები იყო დაჭრილი და თითოს სიგრძე შეადგენდა 10 მეტრს, რომელიც ამწე კრანმა ასწია და დაალაგა მის ტრაილერზე. ამის შემდეგ მოხდა მისი ასაწონად წაღება. აწონვის პროცესს ესწრებოდა ხუთი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა სამუშაოს დასრულების შემდეგ მას გადასცა თანხა დაახლოებით 450 ლარის ოდენობით. შემდეგ მას უთხრეს, რომ მას ეს რელსები უნდა წაეღო ქ. ფოთში. რელსების ფოთში გადატანის შემდეგ მათ იქ დახვდათ პიროვნება, რომელმაც გადაიწყო ეს რელსები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------- კ--------- ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ამწე კრანის მძღოლად, რომლის სარეგისტრაციო ნომერია KCC-288. 2016 წლის 8 ნოემბერს იდგა ე.წ. ბირჟაზე სადაც მას მიაკითხეს და დაიქირავეს. ის ამ დროს იმყოფებოდა მის თანამშრომელ ბ-------------------- ერთად, რომელსაც ჰყავს კამაზი - თვითმცლელი. როდესაც მათთან მივიდა ორი ადამიანი და დაიქირავეს, მათ უთხრეს, რომ ჯართი ჰქონდათ დასატვირთი. ამის შემდეგ წავიდნენ და გადაკვეთეს გ---------- ქუჩა და შევიდნენ გ---------- ქუჩის უკან ეზოში, სადაც იყო აღნიშნული სარკინიგზო რელსები განლაგებული, ასევე იყო ტრაქტორიც. ჯართი ერთ ადგილას იყო მოგროვებული, რის შემდეგაც დაიწყეს ამ ჯართის დატვირთვა მძიმე ტექნიკაზე. ამ ჯართის შეგროვებას მოანდომეს დაახლოებით საათნახევარი. იქ მყოფი პირებიდან არავის სახელი არ იცის. თავისი საქმის დამთავრების შემდეგ მას თანხა გადაუხადეს და წავიდა სახლში. ანალოგიური უნფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ბ---------------- გამოკითხვისას.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კ------- წ---------- მხრიდან სხვისი კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მას შემდეგ, რაც ფარულად დაეუფლა შპს „ალიანსი-6“-ის კუთვნილ რკინიგზის რელსებს და რ/ბ განძელებს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ეს ნივთები და ქ. ფოთში გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გადასცა სხვა პირებს. იმისთვის, რათა დადგინდეს მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვის დროს დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ კ------- წ---------- მიზანი იყო შპს „ალიანსი-6“-ის კუთვნილი რკინიგზის რელსების და რ/ბ განძელების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება.
შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული კ------- წ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ალიანსი-6“-ის კუთვნილ რკინიგზის რელსებს და რ/ბ განძელებს.
ქურდობა დიდი ოდენობით
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებული კ------- წ--------- ფარულად დაეუფლა შპს „ალიანსი-6“-ის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რითაც მატერიალური ზარალი მიაყენა კომპანიას. მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ანუ რკინიგზის რელსების და რ/ბ განძელების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 37848,22 ლარს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N006801616 დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში დამკვეთის მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რკინიგზის ჩიხის მონაკვეთზე მოხსნილი რელსების საერთო სიგრძე შეადგენს 330,00 გრძივ მეტრს, ხოლო მათი საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 32134 ლარს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის N001440117 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მონაკვეთზე რკინიგზის ჩიხს აკლია 28 ცალი რ/ბ განძელი (შპალი) და დაზიანებულია 9 ცალი რ/ბ განძელი (შპალი);
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რ/ბ განძელების (შპალი) მსგავსი ახალი 37 ცალი რ/ბ განძელის (შპალი) საბაზრო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) საორიენტაციოდ შეადგენს 5714,22 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი იქნა როგორც რელსების სიგრძე და რ/ბ განძელის (შპალი) რაოდენობა, ასევე მათი საერთო საბაზრო ღირებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე უნდა განიხილოს, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე უნდა იმსჯელოს და ქმედება სამართლებრივად შეაფასოს (ქმედების კვალიფიკაცია) მხოლოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, ვინაიდან პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა.
ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში, ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს.
ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის, სამართლებრივი შეფასების მეტი არგუმენტირებულობისა და დამაჯერებლობისათვის უმჯობესია ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის არსებობა/არარსებობა დადგინდეს და შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის კონკრეტული მუხლის (დანაშაულის) შემადგენლობის ნიშნების გამოყოფით და ამის შემდეგ თითოეული დანაშაულის ნიშნის დასადგენად, მიეთითოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დანაშაულის შემადგენლობის კონკრეტულ ნიშანს.
დანაშაულის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას, საშუალებას იძლევა თითოეულ ნიშანთან მიმართებით შეფასდეს მტკიცებულებების ერთობლიობა, ამასთან გამოჩნდეს, დგინდება თუ არა მტკიცებულებებით დანაშაულის ყველა ნიშანი.
ქურდობას აქვს მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას, ესაა ქურდობა დიდი ოდენობით. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ხოლო ქონებრივი ზიანის ოდენობის დადგენა მნიშვნელოვანია ქურდობის კვალიფიკაციისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა. თუ ფასი ვერ დადგინდა, ქონების ღირებულება განისაზღვრება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში გვაქვს ორი სასაქონლო ექსპერტიზა, რომელთა თანახმადაც ფარულად დაუფლებული ქონების (რელსების და რ/ბ განძელის (შპალი)) ღირებულება აღემატება 10 000 ლარს და შეადგენს 37848,22 ლარს.
შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ კ------- წ---------- ჩაიდინა დანაშაული ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწ. ,,ბ“ ქვეპ.).
კანონის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული - ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყოს ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ, ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ და არა პირიქით - გამორიცხავდნენ;
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს შესაბამის ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ ქმედების ჩადენას, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ - გონივრულობის ზღვარს;
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი - ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური, გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე ეჭვს ან ვარაუდს არ იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული კ------- წ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შპს „ალიანსი-6“-ის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, დიდი ოდენობით.
ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ------- წ---------- უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, რადგან საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურდა საპირისპირო.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა კ------- წ---------- სასამართლოს უჩვენა, რომ მას დაზარალებულ კომპანია შპს „ალიანს 6“-თან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ასევე არც აღნიშნულ სადავო სარკინიგზო რელსებთან არ ჰქონია არანაირი შეხება. საგამოძიებო ექსპერიმენტის მასალებში ასახულ ფოტო მასალებს, სადაც მას ხელი აქვს გაშვერილი ერთი მიმართულებით და აღნიშნავს ქურდობის ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებას, ბრალდებული განმარტავს, რომ ეს მოხდა პოლიციის თანამშრომლების მიერ ზეწოლის საფუძველზე. ასევე განმარტა, რომ ის ძალდატანებით ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს ამ ექსპერიმენტზე. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ უდგას ერთ-ერთი გამოძიებელი მას ზურგს უკან და უკავია ის. ხოლო აღნიშნული ექსპერიმენტის თაობაზე, გამომძიებელს მისთვის არაფერი განუმარტავს. კ------- წ---------- განმარტებით, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ის მიიყვანეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა სარკინიგზო რელსების მოპარვა, უთხრეს, რომ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. ყველა ფოტო გამომძიებლის მითითებით იყო გადაღებული, ხოლო ოქმი, რომელზეც მას ხელი მოაწერინეს, ზეწოლით იყო განხორციელებული და არც კი იცის მისი შინაარსი. ხელმოწერის შემდეგ კ-------ს უთხრეს, რომ ის თავისუფალი იყო და შეეძლო სახლში წასულიყო. კ------- წ--------- ასევე უარყოფს მოწმე შ-------–--------- მიერ მიცემულ ჩვენებას, რომ ამოცნობის დროს მან შ-------–--------- მიმართა სიტყვებით „ბიძია მე ვარ ვერ მიცანიო?“. ასევე განმარტა, რომ მას არანაირ ქურდობის ადგილებზე არ მიუთითებია და არც ქ. ფოთში ყოფილა წასული.
ბრალდებულ კ------- წ---------- ამ განმარტებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული მტკიცებულებებით დადასტურდა სრულიად საპირისპირო. სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შეიტანოს და არ გაიზიაროს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომელთა თანდასწრებითაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოწმეებმა ზ---------–--------, ბ------------------- და თვით კ------- წ---------- დამაჯერებლად, თანმიმდევრულად და ზედმიწევნით დეტალურად აღწერეს ქურდობის ფაქტთან დაკავშირებული ყველა დეტალი და გარემოება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ჩვენება დამაჯერებლობასაა მოკლებული და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ამასთან არ დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით.
სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე დაცვის მხარის მოსაზრებას მასზედ, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტისა, რომლის დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი არავითარი ნივთი და საგანი არ ყოფილა გამოძიების მიერ მოპოვებული. ამასთან საგამოძიებო ექსპერიმენტი არის ბრალდებულის ჩვენების შემოწმება, ბრალდებულის ჩვენება კი მტკიცებულებაა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენებას მისცემს სასამართლოში საქმის გამოკვლევის დროს, სხვა შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი არის უვარგისი მტკიცებულება, რომელიც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას (საქმე N52აპ-18, 21 ივნისი, 2018 წელი), რომლის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარების აღდგენა ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და იგი ცალსახად გამოდგება მომხდარი ფაქტის დასაბუთებისათვის. ანალოგიურად განიმარტა სადავო საკითხი უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებაში (საქმე N151აპ-18).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ------- წ---------- მიმართ წარდგენილი ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონების ფარულად დაუფლების თაობაზე დადასტურებულია საკმარისი, მათ შორის პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით და დაცვის მხარის პოზიცია კ------- წ---------- უდანაშაულობის თაობაზე პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, ეწინააღმდეგება ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება მოწმეების ბ------------------- და ზ---------–-------- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, მათ სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან წინააღმდეგობაში მოდის როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ასევე მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. კერძოდ:
- სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის დროს დადგენილი იქნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბ------------------- მონაწილეობით, რაც დადასტურდა თვით ბ------------------- მიერ ხელმოწერილი ოქმითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის ამსახველი ფოტომასალით, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბ------------------- განაცხადა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ბრალდებული კ------- წ--------- არ უნახავს და ახლაც პირველად ხედავს მას; რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით არანაირი საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა; რომ 2016 წლის ნოემბერში არ ყოფილა ქ. ფოთში.
- სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ასევე დადგენილი იქნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ზ---------–-------- მონაწილეობით, რაც დადასტურდა თვით ზ---------–-------- მიერ ხელმოწერილი ოქმითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის ამსახველი ფოტომასალით. მოწმის სახით დაკითხვისას ზ---------–-------- სასამართლოს უჩვენა, რომ „სუბარუს“ მარკის მანქანა სარეგსტრაციო ნომრით G-------- მას არ ეკუთვნოდა. მის საკუთრებაში იყო შავი „სუბარუ“, რომლის სარეგისტრაციო ნომერი იყო 013. მაშინ როცა სასამართლო სხდომაზე ბ------------------- დაადასტურა, რომ „სუბარუს“ მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით G-------- ნამდვილად ეკუთვნოდა ზ---------–--------, ხოლო 2016 წლის ნოემბრის თვეში თუ სად იმყოფებოდა ის ამ მანქანით ზ---------–--------თან ერთად, არ ახსოვდა.
- მოწმე ბ------------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა როდესაც ის მიიყვანეს პოლიციის მესამე განყოფილებაში, მას წარუდგინეს ჩხრეკის და დაკავების ოქმები, რომელზედაც განუმარტეს, რომ ხელი უნდა მოეწერა. ხელმოწერის დროს აღნიშნული ოქმების შინაარსი მისთვის სრულიად უცნობი იყო, რადგან უთხრეს, რომ არ უნდოდა ამას წაკითხვა და წაკითხვის გარეშეც შეეძლო ოქმებზე მოეწერა ხელი. მოწმე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის, მაგრამ მას არა გამოკითხვის ოქმზე, არამედ სხვა ოქმებზე მოაწერინეს ხელი პოლიციის მესამე განყოფილებაში. ხოლო მოწმე ზ---------–-------- სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის კ------- წ---------- საქმესთან დაკავშირებით არ დაუკითხავთ არცერთ განყოფილებაში. მან რამდენიმე წუთში მოახსენა სასამართლოს, რომ გაახსენდა, რომ მან მისცა ჩვენება პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ასევე ისიც განმარტა, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა მოაწერინეს ოქმზე ხელი, მაგრამ მისთვის ოქმის შინაარსი არ გაუცვნიათ. ზ---------–-------- სასამართლოს განუმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში არ იცის რაზე მოაწერა ხელი. მისი შინაარსი სასამართლოზე გახდა ცნობილი და კ------- წ---------საც პირველად ხედავს. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე ის მოიყვანა პოლიციამ, რომლებმაც ის წაიყვანეს პროკურატურაში, სადაც პროკურორებმა წარუდგინეს ჩვენება და ჰკითხეს იყო თუ არა ნამდვილად მის მიერ მიცემული, ასევე უთხრეს, რომ თუ ამ ჩვენებას შეცვლიდა, დაიჭერდნენ და არ გაუშვებდნენ სასამართლო დარბაზიდან, რაზეც ზ---------–-------- განუცხადა, რომ არ იცოდა იმ ჩვენებაში რა ეწერა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ------------------- და ზ---------–-------- მიერ სასამართლო სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი და საპირისპირო ჩვენებების მიცემა ნაკარნახევია კ------- წ----------ათვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით. ხოლო ამ მოტივის მიზეზების დადგენა სცილდება მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებს, რაც ცალკე გამოკვლევის საგანი შეიძლება გახდეს. სასამართლოში საქმის განხილვისას არ გამოკვლეულა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმეების ზ---------–--------, ბ------------------- და თვით კ------- წ---------- მიერ გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდების (გამოკითხვის) ან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან რაიმე ზეწოლასა და იძულებას ჰქონდა ადგილი, ან რაიმე ფორმით დაირღვა მათი უფლებები.
საქმის მასალებით სრულად დადასტურდა თუ რა ხერხითა და საშუალებით განხორციელდა რკინიგზის რელსებისა და რ/ბ განძელების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება კ------- წ---------- მიერ, რისთვისაც საჭირო არ იყო კ------- წ---------- მხრიდან ზებუნებრივი ძალებისა და სასმელების გამოყენება, რადგან დადგენილია, რომ ქურდობის ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ამწე კრანის მეშვეობით და დაქირავებული მუშების დახმარებით დაიტვირთა ტრაილერი, რომლითაც გადაიტანეს ეს ნივთები ქ. ფოთში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ქუთაისში, ზ. გ-------------- ქუჩა N60-ში მდებარე შპს ,,ალიანსი-6’’-ის ეზოდან კ------- წ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა რელსებს, რომლის საერთო სიგრძე შეადგენს 330,00 გრძივ მეტრს და რ/ბ განძელებს (შპალებს), რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 37848,22 ლარს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ადასტურებენ ბრალდებულ კ------- წ---------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ------- წ---------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით. შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------- წ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ კ------- წ---------ს უნდა დაენიშნოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე გახდება საფუძველი მომავალში კ------- წ---------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------- წ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კ------- წ---------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
კ------- წ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ,,6’’ ცალ დისკად, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე