გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - თა-------–--ე
მოპასუხე - შპს „დ--–----“
წარმომადგენლები - და---------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „დ--–----“-ს ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 17 624.03 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20---–-–---------------ს ქ. თ---–----------–----–--------------ას და შპს „დ--–----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-.1------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა ქ. თბ--–--–---–-------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა-აღდგენის სამუშაოები. განისაზღვრა სამუშაოების მიწოდების ვადა სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა - გრაფიკის შესაბამისად. ასევე, ტერიტორიაზე ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების და კეთილმოწყობის, მინი სტადიონის რეაბილიტიაციის, წყალმომარაგების და სარწყავი ქსელის, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა - გრაფიკის შესაბამისად. დენდროლოგიური სამუშაოების დასრულების ვადად დადგინდა - 20---–-–------------–-. 20---–-–----------------–ს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის მე-4 ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვრა 20---–-–------------ი, ხოლო 20---–-–------------–ს განხორ-ციელებული ცვლილებების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 342 525.15 ლარით.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებდა ქ. თ---–----------ის ეკოლო-გიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ან/და სამსახურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი/ეტაპი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-.1------- ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა - გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „დ--–----“-ის მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოიხატება შემდეგში:
პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული 5 227.78 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც უნდა დასრულებულიყო 20---–-–----------------ს 201--–-–-----------ს N- მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, დასრულდა 20---–-–----------------ს. ამდენად, მოპასუხეს ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო 1 ვადაგადაცი-ლებულ დღეზე - 26.14 ლარის ოდენობით.
მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული 31 355.81 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 20---–-–-------------ს, აღნიშნულის ნაცვლად 15 784.36 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულებულ იქნა 20---–-–-------------ს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 313.56 ლარი.
მეორე ეტაპის ნარჩენი 15 561 ლარის ღირებულების სამუშაოები 20---–-–----------ს N- მიღება -ჩაბარების აქტის და 20---–-–---------------–-ს ფორმა N--ის თანახმად შესრულებულ იქნა 20---–-–---------------–ს. პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 2 178.60 ლარი.
მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებული - 98 616.08 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 20---–-–----------------–ს. 20---–-–-----------ს N- მიღება-ჩაბარების აქტისა და 20---–-–----------------–ს წარმოდგენილი ფორმა N--ის თანახმად, 110 957.99 ლარის ღირებულების სამუშაო განხორციელდა 9-----------–-, რასაც დააკლდა მეორე ეტაპის შეუსრულებელი ნაწილი 15 561.45 ლარი და მესამე ეტაპის ვადაში შესრულებულად ჩაითვალა 95 396.54 ლარის ღირებულების ვადაგადაცილებით სამუშაოები, 3 219.54 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა მეოთხე ეტაპი-სთვის განსაზღვრულ სამუშაოებთან ერთად 2---------. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 627.81 ლარი.
მეოთხე ეტაპისთვის გათვალისწინებული 163 108.05 ლარის ღირებულების სამუშაოები 20---–-–---------------–-ს შეთანხმების თანახმად, უნდა დასრულებულიყო 20---–-–------------ს. 20---–-–---------------- მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, სამუშაოების ნაწილი - 91 169.99 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა ვადაში - 20---–-–------------ს. აღნიშნულ შესრულებას დააკლდა მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილი 3 219.54 ლარი და ვადაში შესრულებულად ჩაითვალა 87 950.45 ლარის ღირებულების სამუშაოები. შესაბამისად, 2--- წ-–-- 21 მარტს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 75 157.60 ლარს, რაც შესრულდა ორ ეტაპად, კერძოდ, 36 139.19 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა 20---–-–------------–ს, 32 564.60 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა 2--- წლის 2--------–-. ამდენად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 31 ვადაგადაცილებულ დღეზე რაც შეადგენს 11 649.43 ლარს. ხოლო 08 ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1560.74 ლარს.
მეხუთე ეტაპისთვის გათვალისწინებული 34 285.10 ლარის ღირებულების დენდროლო-გიური სამუშაოები 20---–-–------------–ის შეთანხმების საფუძველზე უნდა დასრუ-ლებულიყო 2--- წ-–-- 17 აპრილამდე. აღნიშნული შესრულდა ორ ეტაპად 19 733.87 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა 20---–-–------------–ს, ხოლო 14 551.23 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა 2--- წ-–-- 2--------–-. 2--- წ-–-- 17 აპრილიდან 20---–-–------------–ის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებუ-ლებამ შეადგინა 34 285.10 ლარი, შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდზე 04 ვადაგა-დაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 685.70 ლარი. 2--- წლის 2--------–----- 20---–-–------------–-ს ჩათვლით შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 14 551.23 ლარი, შესაბამისად 08 ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1267.75 ლარი.
ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვის N-.1------- ხელშეკრუ-ლებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისთვის შპს „დ--–------“-ს ქ. თ---–----------–----–--------------ის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო 17 624.06 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო 20---–-–---------------ს ქ. თ---–----------ას სს „პროგრეს ბანკისგან“ მიღებული აქვს საბანკო გარანტია 17 395 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დამატებით 17 624 ლარის პირგასამტეხლოს მოთხოვნა უსაფუძვლოა.
მოპასუხე განმარტავს, რომ ვინაიდან შპს „დ--–----“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ახორციელებდა ღია ცის ქვეშ, კლიმატური პირობების გამო 20---–-–------------ის წერილით მოთხოვნილი იქნა მეოთხე ეტაპით გათვა-ლისწინებულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შესრულების გადავადება გარკვეული დროით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული შემსყიდველი მხარის მიერ, მაშინ როდესაც კლიმატური პირობების გამო გარემოს ეროვნული სააგენტოს N------ ცნობის საფუძველზე, 20---–-–---------------–-ს შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის მე-4 ეტაპის დასრულების ვადა გაიზარდა 40 კალენდარულ დღემდე - 20---–-–------------ის ჩათვლით. ერთ შემთხვევაში, შემსყიდველი მხარე კლიმატური პირობების გამო დათანხმდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, ხოლო მეორე შემთხვევაში იმავე მიზეზით უარი განუცხადა მიმწოდებელ მხარეს ვადის გაგრძელებაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ მის მიერ იქნა განსაზღვრული და შეთავაზებული მეორე მხარისათვის ხელშეკრულების იმ დებულების შინაარსი, რომლითაც პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ით განისაზღვრა, რაც თვიური 15%, ხოლო წლიური 180 %, რაც შეუსაბამოდ მაღალია.
საბანკო გარანტიის მიღების პირობებში დამატებით პირგასამტეხლოს მოთხოვნა ემსახურება არა დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ გამდიდრებას. პირგასამ-ტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს დანაკარგის კომპენსირება და არა მისი გამდიდ-რება, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.
შპს „დ--–----“ ვადის დარღვევის შესახებ აღნიშნავს, რომ პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 20---–-–----------------ს და არა 1-------------. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. ვადის ბოლო დღედ ითვლება 24 საათიანი პერიოდი, რომელიც დაცული იქნა კომპანიის მიერ. სამუშაოები დასრულებული იქნა 24 საათიან პერიოდში, ხოლო მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა მომდევნო დღეს.
მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა ორი დღის დაგვი-ანებით და ამ დროისთვის შესრულებული იყო 15 794.36 ლარის სამუშაოები, ხოლო პირგასამტეხლო დათვლილია ამ ეტაპისთვის გათვალისწინებული 31 355.81 ლარის სამუშაოებიდან, რაც არასწორია. მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა 31 335.81 ლარის ღირებულებიდან, არამედ 15 794.36 ლარის ღირებულებიდან.
მესამე ეპიტაპისათვის გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილება გამოწვეუ-ლია ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, რის გამოც მიმართეს თ---–----------–----–--------------ას ვადის გაგრძელების შესახებ, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
მეხუთე ეტაპისთვის გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებაც გამოწვეული იყო კლიმატური პირობებით, მაგრამ ვინაიდან მეოთხე ეტაპზე შემსყიდველმა მხარემ არ გაითვალისწინა აღნიშნული მიზეზი, ამიტომ აღარ მიმართეს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ვინაიდან, დიდი ალბათობით არ იქნებოდა გაზიარებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–---------------ს ქ. თ---–----------–----–--------------ას და შპს „დ--–----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ქ. თბ--–--–--–-------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა-აღდგენის სამუშაოების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა მიმწოდებლის სამუშა-ოების ხარჯთაღრიცხვაში და მცენარის დარგვისას გამოსაყენებლი ძირითადი აგროტექნიკური ნორმების პირობებთან, შეტანილი ნოყიერი ნიადაგის, ხელოვნური საფარის და მავთულბადის პარამეტრებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 20 - 26)
3.1.2. 20---–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მეცხრე მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების პირობების შეუსრულებ-ლობა. კერძოდ, 9.2. პუნქტით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრუ-ლების 3.5 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებუ-ლების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 9.3 პუნქტით მიმწოდებლის მიერ წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ორჯერ დარღვე-ვის ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრუ-ლების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთვა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 20 - 26)
3.1.3. შპს „დ--–----“-ის მხრიდან ვალდებულება შესრულებულია ვადის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.4. 20---–-–---------------ს ქ. თ---–----------ის მოთხოვნის საფუძველზე სს „პროგრესის ბანკი“-ს მიერ გაიცა საბანკო გარანტია N---- თანხით 17 395 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ 293)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.2 და 9.3 მუხლი ემსახურება ერთი სახის დარღვევაზე ორმაგი სანქციის გავრცელებას;
3.2.2. შპს „დ--–----“-ის მხრიდან ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია სს „პ-----------------ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვ-ნისა თუ შესაგებლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწი-ლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯუ-ლების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზ-რისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულების შესრულება დასრულე-ბულია. ქ. თ---–----------ის მოთხოვნას წარმოადგენს ვადაგადაცილებულ დღეებზე პირგასამტეხლოს დარიცხვა. მოპასუხე, მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვა-ლისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება. მოპასუხე ვალდებულების ვადის დარღვევის ნაწილში სადაოდ ხდის მხოლოდ ვადაგადაცილებული დღეების ოდენობას. ამასთან, წარმოდგენილი საბანკო გარანტიით ადასტურებს, რომ საბანკო გარანტიით მოსარჩელის ზიანი კომპენსირებულია და აღარ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას პირგასამტეხლოს დაკისრებისა და საბანკო გარანტიის გავრცელების განსხვავებულ საფუძვლებთან მიმართებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართეველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვე-ვაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას გასათვალისწინე-ბელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას. (ას-654-620-2015)
პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხასიათს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამ-ტეხლოს ფუნქციას, მოიცავს თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძ-ველზე, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „დ--–----“-ის მხრიდან ვალდებულება შესრულებულია, აგრეთვე, არ არსებობს პირგასამტეხლოს გამოყენების საჭიროება დამატებით ვალდებუ-ლების დარღვევის თავიდან არიდების მიზნით, ამასთან, მოსარჩელე არ აპელირებს ზიანზე, რაც მას ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების შედეგად მიადგა. ამასთან, სახეზეა საბანკო გარანტია, რომელიც უკვე გაცემულია.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- საბანკო გარანტია (ს.ფ 293)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418, 420-ე, 629-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრუ-ლება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20---–-–---------------ს ქ. თ---–----------–----–--------------ასა და შპს ,,დ--–----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-.1------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებებით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი (ქ. თბ--–--–---–-------–---–-------------ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა-აღდგენის სამუშაოები, ხელშეკრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადა, ასევე შეუსრულებლობის შემთხვე-ვაში შესაბამისი საჯარიმო სანქციები და სხვა ძირითადი პირობები. ამდენად, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორცი-ელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისი-ერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდი-სიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულე-ბის ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (ას-1338-1376-2014).
ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია სასამართლო 20---–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 მუხლს მიიჩნევს ზემოაღნიშ-ნული ნორმის საწინააღმდეგო დანაწესად. კეთილსინდისიერების ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია გამოიყენოს ორმაგი სანქცია ერთი სახის დარღვევისათვის. მოსარჩელეს ევალებოდა გულისხმიერი დამოკიდებულება გამოეჩინა და ამოერჩია ყველაზე ხელსაყრელი და ამავდროულად, შემსრულებელის ინტერესებიდან გამომ-დინარე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ეს ვალდებულება განპირობებულია როგორც მხარეებს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის შენარჩუნებისათვის, ასევე სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115–ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
უფლების განხორციელებისას პირმა უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს, რომ უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. ამ შემთხვევაში, საუბარია პირის მიერ უფლების იმგვარად გამოყენებაზე, როდესაც მეორეს ზიანი ადგება.
მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ლოგიკური და თანმიმდევრული ვარაუდის საფუძველს, რომ ქ. თ---–----------–----–--------------ის მხრიდან პირგასამტეხლოს მოთოხვონა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ქ. თ---–----------–----–---------------ა გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფი-ლებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თ---–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე