გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
210310018002703657
კატეგორია
დავის ტიპი
საარჩევნო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310018002703657

საქმე №3/97-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ნოემბერი, 2018წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე -მო---–-----------–---------------------------------------–------–----------------ა’’

წარმომადგენელი - გი-------------–---–-----------------–--–---–ი

მოპასუხე - სი------------------–-----------------------ა

წარმომადგენელი - თა-----------–---–ი

მესამე პირები: 1.მი----–----------------------------–-–---------–-------ს

2. და--------------------------–-------------–--------------------------–--------ს

3. ვა---------------------------------------------–------------ა

4. გრ-----–---–------------------–------–----------------ა

5. შა-–---------–-–---–---------------–-----–--------------–---------ა

6. ზვ------------–---–---------------–-------------------------------–---------ა

7. გი--------–--–---–---–---------------–ო

8. აკ-------------------------–---------–------–-----------–---ი

9. კა-------------------------–-------------–ო

10. ოთ----------------------–---–-----------------------------–--ს

11. ირ---–--------------------------------------–-------------–------ის

12. და-------------–---–----------------–----------------ი

13. ზვ----------------------------–-------–----------------–-------------–ო

14.მი----–----–---–---–-------------–-----------------------–----------------------–------------------–ე

15. ზვ-------–---–--------------–-----------------–----------(ედპ)

16. თა------–-----------–---------------–-------------------------------ა

17.გე-–-----–-–---–-------------–-------–------------------------------------------–---------------------ა

18.ზუ------------------------ი

19. ლე-----------------–---------------------------ი

20.სა-–--------------–---–--------------------–ი

21.ბე----------------–---–--------------------–ი

22. გი------------------------------------–ი

23.კა---------------------------------–ი

24. ვლ----------------–---–-------------------–ი

25. თე----------–-–--–---–--------------------–ი

 

არ გამოცხადდნენ

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სი------------------–-----------------------ის თავჯდომარის 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 განკარგულება;

 

1.2. დაევალოს N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიას იმსჯელოს გიორგი ბაბაკიშვილის მიერ N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 განკარგულებით დატოვა განუხილველი;

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სი------------------–-----------------------ის N28 ბოდბის საარჩევნო უბანზე გამოვლენილი იქნა დარღვევები, რომელთა შესახებაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლმა საჩივრებით მიმართა სი------------------–-----------------------ას და მიუთითა, რომ N13/28 ბოდბის საარჩევნო უბანზე კომისიის თავჯდომარის მხრიდან განხორციელდა მუქარა კომისიის წევრებზე, რაც დააფიქსირა კომისიის წევრმა ნატო უსენაშვილმა, ასევე N13.28 ბოდბის საარჩევნო უბანზე დილით გადაიტანეს გადასატანი ყუთის სიაში შესული ამომრჩევლები ამორჩევით ერთიან სიაში, ასევე N13.28 ბოდბის საარჩევნო უბანზე სპეცსიებში გადაყვანილი ამომრჩევლების გასწვრივ არ იყო ჩანაწერი გაკეთებული ერთიან სიაში, ზემოთ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში მოთავსდა პირველადი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, არცერთი საკონტროლო ფურცელი არ არის ერთმანეთის იდენტური და ბოდბის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა განხორციელდა მთელი რიგი დარღვევებით, მან ითხოვა N13.28 ბოდბის უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმება. N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 განკარგულებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლის საჩივრები დარჩა განუხილველი. მოსარჩელე მხარის განმატებით N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 წლის განკარგულება ზემოთ აღნიშნული საჩივრები განუხილველად დატოვების შესახებ არის უკანონო და დაუსაბუთებელი რაც წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სი------------------–-----------------------ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, N13.28 ბოდბის საუბნო საარჩევნო კომისიაში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლის მიერ, არათუ დაუყოვნებლივ, არამედ საერთოდ არ შედგენილა და არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი რაიმე სახის დარღვევებთან დაკავშირებით, ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელს ვასილ ჯანიაშვილს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედეგენამდე პრეტენზიაც არ დაუფიქსირებია. N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 წლის განკარგულება მიღებულია საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა N13.28 საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა თა-----------–---–მა სარჩელი არ ცნო.

 

2.3 მესამე პირებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არ გამოცხადებულან სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საყოველთაოდ ცნობილია ფაქტია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით და მათ შორის სიღნაღის რაიონში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 834/01 მინდობილობის თანახმად გიორგი ბაბაკიშვილს მინიჭებული აქვს მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლობითი უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილბა N834/01 (01.11.2018).

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლმა გიორგი ბაბაკიშვილმა, N13 სიღნაღის საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრებით (საოლქო რეგ. N02/439-2018; N02/440-2018; N 02/441-2018; N02/442-2018; N02/459-20148) N13.28 ბოდბის საარჩევნო უბანზე გამოვლენილ დარღვევების თაობაზე და მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების გაუქმება.

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია N13 სიღნაღის საოლქო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 განკარგულებით მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლის საჩივრები (საოლქო რეგ. N02/439-2018; N02/440-2018; N 02/441-2018; N02/442-2018; N02/459-20148) დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N13 სიღნაღის საოლქო კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 განკარგულება.

- საჩივრები (საოლქო რეგ. N02/439-2018; N02/440-2018; N 02/441-2018; N02/442-2018; N02/459-20148).

 

3.2.3. 2018 წლის 25 სექტემბრის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის N01/2018 განკარგულებით დგინდება, რომ N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის N13.28 საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის, მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’, წარმომადგენლად რეგისტრირებული იქნა ვასილი ჯანიაშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N13 სიღნაღის საოლქო კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 25 სექტემბრის N01/2018 განკარგულება.

 

3.2.4. სასამართლოს სხდომაზე გახსნილი და დათვალიერებული იქნა N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის N13.28 ქვ.ბოდბის საარჩევნო უბნის ჩანაწერთა წიგნი, თანდართული საჩივრებით, საიდანაც დგინდება, რომ N13.28 ბოდბის საუბნო საარჩევნო კომისიაში მგპ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელს ვასილ ჯანიაშვილს საჩივარი არ წარუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის N13.28 ქვ.ბოდბის საარჩევნო უბნის ჩანაწერთა წიგნი.

 

2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს, N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლმა გიორგი ბაბაკიშვილმა, N13 სიღნაღის საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრებით (საოლქო რეგ. N02/439-2018; N02/440-2018; N 02/441-2018; N02/442-2018; N02/459-20148) N13.28 ბოდბის საარჩევნო უბანზე გამოვლენილ დარღვევების თაობაზე და მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების გაუქმება.

 

ამასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია N13 სიღნაღის საოლქო კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 30 ოქტომბრის N34/2018 განკარგულებით მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლის საჩივრები (საოლქო რეგ. N02/439-2018; N02/440-2018; N 02/441-2018; N02/442-2018; N02/459-20148) დარჩა განუხილველი.

 

წარმოდგენილი საჩივრებიდან და მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ N13/28 ბოდბის საარჩევნო უბანზე გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: N13/28 ბოდბის საარჩევნო უბანზე კომისიის თავჯდომარის მხრიდან განხორციელდა მუქარა კომისიის წევრებზე, რაც დააფიქსირა კომისიის წევრმა ნატო უსენაშვილმა, ასევე N13.28 ბოდბის საარჩევნო უბანზე დილით გადაიტანეს გადასატანი ყუთის სიაში შესული ამომრჩევლები ამორჩევით ერთიან სიაში, ასევე N13.28 ბოდბის საარჩევნო უბანზე სპეცსიებში გადაყვანილი ამომრჩევლების გასწვრივ არ იყო ჩანაწერი გაკეთებული ერთიან სიაში, ზემოთ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში მოთავსდა პირველადი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, არცერთი საკონტროლო ფურცელი არ არის ერთმანეთის იდენტური და ბოდბის საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა განხორციელდა მთელი რიგი დარღვევებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი დარღვევები წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ტექნიკური შეცდომა, არ წარმოდგენს ისეთი სახის დარღვევას რაც გამოიწვევდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და აღნიშნული შეცდომის დაშვებამ არ იქონია გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

 

2018 წლის 25 სექტემბრის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის N01/2018 განკარგულებით დგინდება, რომ N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის N13.28 საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის, მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’, წარმომადგენლად რეგისტრირებული იქნა ვასილ ჯანიაშვილი.

 

ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის N13.28 ქვ.ბოდბის საარჩევნო უბნის ჩანაწერთა წიგნით თანდართული საჩივრებით, დგინდება, რომ მგპ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელის მიერ რაიმე სახის საჩივარი არ ყოფილა შედგენილი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

 

შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას სი------------------–-----------------------ის 2018 წლის 30 ოქტომბრის 34/2018 განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებულ ,,არსებით დარღვევად” მიიჩნევა ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით; გ) კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებით სწორედ ზემოთ მითითებული პირობების არსებობის თუ არარსებობის დადგენით უნდა განისაზღვროს.

 

6.2 ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 21-ე მუხლით საოლქო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს; გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი; დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის; ე) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე; ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; „ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი; (07.03.2014. N2093) თ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; ი) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას; კ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას; ლ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; მ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ნ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას; ო) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

6.3 ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 62-ე მუხლით - 1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი). 2. ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც. 3. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო. 4. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. 5. ჩანაწერთა წიგნი არის ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები. 6. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი უთითებს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობებს. (22.06.2016. N5438) 7. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ. 8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი. 9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით. 10. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში. 11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან/ოქმებთან და ამ კანონის 67-ე მუხლის 51 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. (17.04.2014. N2289)

 

,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/ საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 73-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 74-ე მუხლის მეხუთე პუნქტიდან გამომდინარე, ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია, რომ საჩივრებში მითითებული ფაქტები წარმოადენს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს გამოვლენილ დარღვევებს, ასევე დადგენილია N13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის N13.28 ქვ.ბოდბის საარჩევნო საუბნო კომისიაში მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლი იყო ვასილ ჯანიაშვილი, რომელსაც ზემოთ დასახელებულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია.

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლის 101 პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.

 

დადგენილია, რომ N13.28 ქვ.ბოდბის საარჩევნო საუბნო კომისიაში ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ, 2018 წლის 28 ოქტომბერს, N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქში მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლმა გიორგი ბაბაკიშვილმა, N13 სიღნაღის საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრებით (საოლქო რეგ. N02/439-2018; N02/440-2018; N 02/441-2018; N02/442-2018; N02/459-20148) რა დროსაც მის მიერ დარღვეული იქნა საჩივრის წარდგენის ვადები და წესი.

 

ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი დარღვევები წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ტექნიკური შეცდომა, არ წარმოდგენს ისეთი სახის დარღვევას რაც გამოიწვევდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და აღნიშნული შეცდომის დაშვებამ არ იქონია გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

 

ზემოაღნიშნული დარღვევები წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, რომელსაც არ წარმოდგენს ისეთი სახის დარღვევას რაც გამოიწვევდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ან იყო საფუძველი უბნის შედგენების ხელმეორედ გადათვლის და აღნიშნული შეცდომის დაშვებამ არ იქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე.

 

ამასთან კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოვლენის შეზღუდვა, ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა, არჩევნების შედეგების გაყალბება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა და არც მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია სარჩელში აღნიშნულ დარღვევებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით’’ და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) 01 (ერთი) დღის ვადაში სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი