გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/24388 -18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - ქე------ ვე------ი
წარმომადგენელი - ნი------------–---–ი
მოპასუხე - გი-----ი არ----–---ი
წარმომადგენელი - რა--------–----ე
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გი-----ი არ----–---ისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–--------------------------–- სე---–ი არ----–---ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 20 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ქე------ ვე------ი და გი-----ი არ----–---ი 2006 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------- შეეძინათ შვილი სე---–ი არ----–---ი. 2008 წლიდან მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოსარჩელე მხარე მითითებული პერიოდიდან არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირით, ცალკე. მოპასუხე მხარე არ ზრუნავს თავის შვილზე. მოსარჩელეს მეორე ქორწინებიდან ჰყავს შვილი, რომლის რჩენის ვალდებულება ასევე აკისრია მოსარჩელე ქე------ ვე------ს. არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ი სწავლობს შპს ,,ნი----------------------–------–-–ი“, სადაც ყოველთვიური გადასახადია 400 (ოთხასი) ლარი. ასევე, დადის მათემატიკის კერძო გაკვეთილებზე, სადაც სწავლების საფასური შეადგენს თვეში 180 ლარს. ბავშვს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც და ესაჭიროება ცურვა და სამკურნალო მასაჟი. გარდა ამისა, არის უამრავი ხარჯი, რაც ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის არის აუცილებელი. ბავშვს ესაჭიროება კვება, სამოსი, ექიმთან ვიზიტი, დასვენება. მოპასუხე მხარე დასაქმებულია, მას აქვს სტაბილური შემოსავალი და იგი ვალდებულია მონაწილეობას ღებულობდეს არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–--------------------------–- სე---–ი არ----–---ის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ქე------ ვე------ი და მოპასუხე გი-----ი არ----–---ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–------------- შეეძინათ შვილი სე---–ი არ----–---ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ქე------ ვე------ი და გი-----ი არ----–---ი 2008 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ი ცხოვრობს დედასთან, ქე------ ვე------თან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. მოსარჩელე ქე------ ვე------ს მეორე ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ცხოვრობს მასთან. ამ ეტაპზე, მეუღლის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქე------ ვე------ი აღარ ცხოვრობს მასთან ერთად ერთ ოჯახად.
მოსარჩელის მეორე არასრულწლოვან შვილს ჰყავს ძიძა - ლა-–----------ი, რომელიც 2017 წლის 1----------------- დასაქმებულია და ქე------ ვე------ი მას ყოველთვიურად უხდის ანაზღაურებას 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე ქე------ ვე------ს არასრულწლოვანთა შვილების აღზრდაში მატერიალურად ეხმარება ძმა, რომელიც დაკავებულია კერძო სამეწარმეო საქმიანობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლა-–----------ის მიერ 08.10.2018 წელს შედგენილი ხელწერილი (ს.ფ. 168);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მამასთან, გი-----ი არ----–---თან, ბ---–---–-. სე---–ი არ----–---ი 2013 წლის 04 სექტემბრის N--------------- საფუძველზე ჩაირიცხა შპს ,,ნი----------------------–-------–ის“ მე-2 კლასში, ხოლო 2017 წლის 30 აგვსიტოს N----- ბრძანების საფუძველზე ამოირიცხა შპს ,,ნი----------------------–-------–ის“ მე-6 კლასიდან.
არასრულწლოვანი 2017-2018 სასწავლო წელს სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა სსიპ ქალაქ ბ---–----------------- სკოლის მეექვსე კლასი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქალაქ ბ---–-------- საჯარო სკოლის მიერ 25.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 124);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. სე---–ი არ----–---ი ამჟამად სწავლობს შპს ,,ნი----------------------–------–-–ი“, სადაც სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს 3750 (სამი თას შვიდას ორმოცდაათი) ლარს, რასაც ემატება ტრანსპორტირების ხარჯი სასწავლო წლის განმავლობაში - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი.
არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ი დამატებით დადის მათემატიკის კერძო გაკვეთილებზე, რომლის გადასახადია 180 (ას ოთხმოცი) ლარი.
არასრულწლოვანი მონაწილეობას იღებს ცეკვის შემსწავლელ აქტივობაშიც და მოსარჩელე მხარე ყოველთვიურად იხდის სწავლების საფასურს 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ნი----------------------–-------–ის“ მიერ 2018 წლის 24 სექტემბერს გაცემული ცნობა N3/23 (ს.ფ. 61);
- შპს ,,ნი----------------------–-------–ის“ მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული ნიშნების ფურცელი (ს.ფ. 166);
- შპს ,,ნი----------------------–-------–ის“ მიერ 2018 წლის 01 ოქტომბერს გაცემული ცნობა N---- (ს.ფ. 167);
- 15.09.2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ტრანსპორტით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 186-187);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ი 2015 წლის 02 მაისიდან სარგებლობს სს ,,სა-------------------------------“-ის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,სა-------------------------------“-ის მიერ 04.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 73);
3.1.7. მოპასუხე გი-----ი არ----–---ი ქორწინებაშია მა-------–--------–---–თან. ეს უკანასკნელი დასაქმებულია ოჯახის ექიმის პოზიციაზე და იღებს შემოსავალს სამუშაო დღეების მიხედვით. მოპასუხე მხარე ცხოვრობს ქ. ბ---–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქე------ ვე------ი არის სტომატოლოგი და იგი დასაქმებულია სტომატოლოგიური კლინიკაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის არსებული მონაცემებით, ქე------ ვე------ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 სექტემბრამდე ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 200 ლარს, მარტის თვეში - 43.75 ლარს, მაისის თვეში - 2000 ლარს, ივნისის თვეში -1000 ლარს, ივლისის თვეში - 1000 ლარს და 157.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 496 ლარს, ოქტომბრის თვეში - 40 ლარს, დეკემბრის თვეში - 197.5 ლარს, 2018 წლის თებერვლის თვეში - 366.5 ლარს, მარტის თვეში - 347.25 ლარს, აპრილის თვეში - 289.5 ლარს, მაისის თვეში - 3150.8 ლარს, ივნისის თვეში - 2152.86 ლარს და 1175 ლარს, ივლისის თვეში - 990.65 ლარს და 810.13 ლარს; დამსაქმებლებლად მითითებულნი არიან თა------------–---–-, შპს ,,ზ-----------–-“, შპს ,,თ---–--------“, შპს ,,კ-–--------–----“;
მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ქე------ ვე------ს გაცილებით მეტი ოდენობის შემოსავალი აქვს, რაც არ არის ასახული სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებში, თუმცა მოპასუხე გი-----ი არ----–---ს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარატამენტის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული ცნობა N------------- დანართი (ს.ფ. 39, 42-43).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ-----–-–---–--------------------------------------------------------------), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ჯო---------–----------------- სახელზე.
2018 წლის 3---------- ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქე------ ვე------ს ჯო---------–-----------------გან დროებით სარგებლობაში მიღებული აქვს ზემოთაღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი ფართი. ყოველთვიური ქირის თანხა შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საცხოვრებელი ბინა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს შეღავათიან ფასებში. მოპასუხე მხარე უარყოფს მითითებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საერთოდ არ იხდის ქირის თანხას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ყოველთვიურად ქირის სახით თანხის გადახდის თაობაზე. ვინაიდან მხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულების დადება მოცემულ შემთხვევაში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსარჩელე თანხას უხდის საცხოვრებელი ბინის გამქირავებელს - ჯო---------–-----------------. ამასთან, მოსარჩელის მიერ საქმეზე არ არის წარმოდგენილი თანხის გადარიცხვის თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მისი მხრიდან უშუალოდ ქირის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2018 წლის 3---------- ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 62-64);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.04.2018 (ს.ფ. 191-192);
3.2.3. მოსარჩელე ქე------ ვე------ს აქვს დავალიანება სს ,,თი----------ს“ წინაშე, კერძოდ, 27.09.2018 წლის მდგომარეობით, სწრაფი განვადების N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1233.39 ლარი, ხოლო N--------------- ხელშეკრულებიდან - 753.74 ლარი;
მოსარჩელე არსებული საბანკო დავალიანებების დასაფარად ყოველთვიურად იხდის თანხას საშუალოდ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,თი----------ს“ მიერ 27.09.2018 წელს გაცემული დავალიანების ცნობა (ს.ფ. 169);
3.2.4. მა-------–--------–---–ს (მოპასუხე გი-----ი არ----–---ის მეუღლეს) სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულების (-------- ერიცხება დავალიანება 10 135.49 ლარის ოდენობით;
გი-----ი არ----–---ს 11.09.2018 წლის მდგომარეობით, N------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე გააჩნია დავალიანება 52 240.35 ლარი, საკრედიტო ბარათზე ვალდებულების სრული მოცულობაა - 5 092.68 ლარი, ხოლო თავდებობის ხელშეკრულებიდან (-------- გამომდინარე - 10 135.49 ლარი. მოპასუხე მხარის განმარტებით, მისი და მისი მეუღლის, მა-------–--------–---–ის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის შეძენა. დღეის მდგომარეობით, ორივე სასესხო ვალდებულების დასაფარად თანხას იხდის მოპასუხე მხარე. კუთვნილ სესხზე, გი-----ი არ----–---ი ყოველთვიურად იხდის საშუალოდ 505 აშშ დოლარს, ხოლო მა-------–--------–---–ის სახელზე არსებულ სესხთან დაკავშირებით ყოველთვიურად - 519.76 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,სა---------–---------ს“ მიერ 11.09.2018 წელს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ N------------ (ს.ფ. 65);
_სს ,,სა---------–---------ს“ მიერ 11.09.2018 წელს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ N------------ (ს.ფ. 66);
_გი-----ი არ----–---ის კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი N------- (ს.ფ. 125-129);
_მა-------–--------–---–ის კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი N------- (ს.ფ. 130).
3.2.5. მოპასუხე გი-----ი არ----–---ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, მისი დიაგნოზია - ,,წინაგულთა ფიბრილაცია პაროქსიზმულ-რეკურენტული ფორმა I48“. პაციენტს ესაჭიროება წინაგულთა ფიბრილაციის აბლაცია სასწრაფო წესით. აბლაციის წინ რეკომენდირებულია მინიმუმ ერთ თვიანი ადეკვატური ანტიკოაგულაცია. უშუალოდ აბლაციის წინ რეკომენდებულია ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია;
მოპასუხე გი-----ი არ----–---ს 2011 წელს ორჯერ აქვს ჩატარებული რადიოსიხშირული აბლაცია. მან 2017 წლის მარტის, 2018 წლის თებერვალს და 2018 წლის ივლისის თვეში მიმართა სამედიცინო დაწესებულებას შპს ,,თბ--–---------–---–------ს“, სადაც ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები - ,,წინაგულების ფიბრილაცია, ნორმოსისტოლია, მწვავე კეროვანი დაზიანებების ნიშნების გარეშე“. მოპასუხე მხარე დაზღვეულია კერძო კომპანიაში და თანამონაწილეობით იხდის თანხას სამედიცინო მომსახურებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,ჯ-------------–-------------–-----–--------------------–--------------–--------------------–----- მიერ 2011 წლის 25 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახენ (ს.ფ. 131);
_შპს ,,თბ--–---------–---–------ის“ მიერ 2018 წლის 06 ივლისს, 2018 წლის 28 თებერვალს და 2017 წლის გაცემული ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 154-162);
_შპს ,,აკა-----------------–----------–--------–----------------------------–-----ს“ მიერ 05.10.2018 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 190);
_შპს ,,ა-------------–----------–--------–----------------------------–------“ მიერ 05.10.2018 წელს გაცემული ანგარიშ-ფაქტურა, წინასწარი კალკულაცია (ს.ფ. 188-189);
3.2.6. არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ს 2016 წლის ივლისის თვეში შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–---------------------–-“ ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები, მიიღო ექიმთა კონსულტაციები ასაკობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ს აქვს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები და მას ესაჭიროება სპორტული აქტივობა, კერძოდ, ცეკვა და ცურვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შ----------–---–-----------–-----–--------–----------------------- მიერ 14.07.2016 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 132-133);
_შპს ,,ავერსის კლინიკის“ მიერ 29.01.2018 წელს ჩატარებული ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფიის შედეგები (ს.ფ. 134);
_შ----------–---–-----------–-----–--------–----------------------- 14.07.2016 წლის ქვითრები, სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 135-138);
_კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტისტუტის სისხლის საერთო ანალიზის შედეგები, პოლიკლინიკა ,,ე------“ მიერ 30.01.2018 წელს მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევა დოპლეროპგრაფიის შედეგები, ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის შედეგები (ს.ფ. 141-153);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.7. გი-----ი არ----–---ი მოსარჩელე მხარესთან ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, პერიოდულად ურიცხავდა გარკვეულ თანხას მოსარჩელე ქე------ ვე------ს, კერძოდ, წარმოდგენილი სს ,,სა---------–---------ს“ ამონაწერის მიხედვით, 2012 წელს ფიქსირდება რამდენიმე გადარიცხვა მოსარჩელის სახელზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,სა---------–---------ს“ მიერ გაცემული ამონაწერი ანგარიშიდან, პერიოდი - 01.04.2012.-01.11.2012 (ს.ფ. 116-121);
3.2.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის არსებული მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 სექტემბრამდე, გი-----ი არ----–---ის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში 3354.06 ლარს, თებერვლის თვეში - 3835.54 ლარს, მარტის თვეში - 2979.43 ლარს, აპრილის თვეში - 3287.31 ლარს, მაისის თვეში - 5839.16 ლარს, ივნისის თვეში - 4097.93 ლარს, ივლისის თვეში - 375 ლარს და 3571.82 ლარს, აგვისტოს თვეში - 4088.54 ლარს, სექტემბრის თვეში - 3920.57 ლარს, ოქტომბრის თვეში - 4347.27 ლარს, ნოემბრის თვეში - 3876.19 ლარს, დეკემბრის თვეში - 5527.35 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3497.69 ლარს, თებერვლის თვეში - 4337.24 ლარს, მარტის თვეში - 3559.32 ლარს, აპრილის თვეში - 5620.34 ლარს, მაისის თვეში - 5516.6 ლარს, ივნისის თვეში - 5261 ლარს და ივლისის თვეში - 4896.09 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია სს ,,RMG Copper”.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 2460 ლარს. პერიოდულად საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლოა დაერიცხოს პრემიის თანხა, რაც, მან როგორც უფროსმა უნდა გადაუნაწილოს სხვა პირებსაც. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც მის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა სხვა თანამშრომლებზე დარიცხული თანხის გადანაწილების თაობაზე. ასევე, გასათვალისწინებელია კვებისა და დაზღვევის ხარჯებიც. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურში მოპასუხე მხარის ყოველთვიური შემოსავლის შესახებ არსებული მონაცემებისგან განსხვავებულ ოდენობას მიუთითებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარატამენტის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული ცნობა N------------- დანართი (ს.ფ. 39, 42-43).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.9. სააბონენტო ნომერი 5-------- ირიცხებოდა გი-----ი არ----–---ის სახელზე 30.11.2014 წლიდან დღემდე, ხოლო სააბონენტო ნომერი 59------- მის სახელზე ირიცხება 15.12.2017 წლიდან დღემდე; კომპანია ,,მ------“ აბონენტის ისტორიით ჩანს ნომრის 5-------- სატელოფონო კავშირის სიხშირე სხვადასხვა აბონენტებთან, მათ შორის ნომერთან - 59-------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,მ-----------“ მიერ 11.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 97);
_შპს ,,მ-----------“ მიერ გაცემული აბონენტის ისტორია (ს.ფ. 193-231);
3.2.10. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ქე------ ვე------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: 2-----–-–--------------------------–- სე---–ი არ----–---ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ქე------ ვე------ი და გი-----ი არ----–---ი 2006 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------- შეეძინათ საერთო შვილი სე---–ი არ----–---ი. მხარეები 2008 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მითითებული პერიოდიდან მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ცალკე. მოსარჩელის განმარტებით, მას მეორე ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ცხოვრობს მასთან. ამ ეტაპზე, მეუღლის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქე------ ვე------ი აღარ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად ერთ ოჯახად. მოსარჩელის მეორე არასრულწლოვან შვილს ჰყავს ძიძა - ლა-–----------ი, რომელიც 2017 წლის 1----------------- დასაქმებულია და ქე------ ვე------ი მას ყოველთვიურად უხდის ანაზღაურებას 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე ქე------ ვე------ს არასრულწლოვანთა შვილების აღზრდაში მატერიალურად ეხმარება ძმა, რომელიც დაკავებულია კერძო სამეწარმეო საქმიანობით.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მამასთან, გი-----ი არ----–---თან, ბ---–---–-. სე---–ი არ----–---ი 2013 წლის 04 სექტემბრის N--------------- საფუძველზე ჩაირიცხა შპს ,,ნი----------------------–-------–ის“ მე-2 კლასში, ხოლო 2017 წლის 30 აგვსიტოს N----- ბრძანების საფუძველზე ამოირიცხა შპს ,,ნი----------------------–-------–ის“ მე-6 კლასიდან. არასრულწლოვანი 2017-2018 სასწავლო წელს სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა სსიპ ქალაქ ბ---–----------------- სკოლის მეექვსე კლასი. სე---–ი არ----–---ი ამჟამად ისევ სწავლობს შპს ,,ნი----------------------–------–-–ი“, სადაც სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს 3750 (სამი თას შვიდას ორმოცდაათი) ლარს, რასაც ემატება ტრანსპორტირების ხარჯი სასწავლო წლის განმავლობაში - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანი დამატებით დადის მათემატიკის კერძო გაკვეთილებზე, რომლის გადასახადია 180 (ას ოთხმოცი) ლარი. სე---–ი არ----–---ი მონაწილეობას იღებს ცეკვის შემსწავლელ აქტივობაშიც და მისი სწავლების საფასური შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს.
მოსარჩელე ქე------ ვე------ი დასაქმებულია სტომატოლოგის პოზიციაზე და მას უფიქსირდება შემოსავალი, კერძოდ, ქე------ ვე------ი არის სტომატოლოგი და იგი დასაქმებულია სტომატოლოგიური კლინიკაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის არსებული მონაცემებით, ქე------ ვე------ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 სექტემბრამდე ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 200 ლარს, მარტის თვეში - 43.75 ლარს, მაისის თვეში - 2000 ლარს, ივნისის თვეში -1000 ლარს, ივლისის თვეში - 1000 ლარს და 157.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 496 ლარს, ოქტომბრის თვეში - 40 ლარს, დეკემბრის თვეში - 197.5 ლარს, 2018 წლის თებერვლის თვეში - 366.5 ლარს, მარტის თვეში - 347.25 ლარს, აპრილის თვეში - 289.5 ლარს, მაისის თვეში - 3150.8 ლარს, ივნისის თვეში - 2152.86 ლარს და 1175 ლარს, ივლისის თვეში - 990.65 ლარს და 810.13 ლარს; დამსაქმებლებლად მითითებულნი არიან თა------------–---–-, შპს ,,ზ-----------–-“, შპს ,,თ---–--------“, შპს ,,კ-–--------–----“. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მითითებულ მონაცემებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ქე------ ვე------ს გაცილებით მეტი ოდენობის შემოსავალი აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გი-----ი არ----–---ს არ მიუთითებია და წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქე------ ვე------ის მიერ განსხვავებული ოდენობით შემოსავლის მიღებას.
გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე არ ეთანხმება ასევე მოსარჩელე მხარის მეირ მითითებულ გარემოებას არასრულწლოვან შვილებთან ერთად ქირით ცხოვრების თაობაზე. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ-----–-–---–--------------------------------------------------------------), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ჯო---------–----------------- სახელზე. 2018 წლის 3---------- ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქე------ ვე------ს ჯო---------–-----------------გან დროებით სარგებლობაში მიღებული აქვს ზემოთაღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი ფართი. ყოველთვიური ქირის თანხა შეადგენს 900 (ცხრაასი) ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საცხოვრებელი ბინა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს შეღავათიან ფასებში. მოპასუხე მხარე უარყოფს მითითებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საერთოდ არ იხდის ქირის თანხას. სასამართლო ვერ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ყოველთვიურად ქირის სახით თანხის გადახდის თაობაზე. ვინაიდან მხოლოდ ქირავნობის ხელშეკრულების დადება მოცემულ შემთხვევაში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსარჩელე თანხას უხდის საცხოვრებელი ბინის გამქირავებელს - ჯო---------–-----------------. ამასთან, მოსარჩელის მიერ საქმეზე არ არის წარმოდგენილი თანხის გადარიცხვის თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება. ასევე, მოპასუხე მხარეს აქვს მტკიცებულება წარმოდგენილი სატელოფონო საუბრების ამონაწერის სახით, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელეს და გამქირავებელს ჯო---------–----------------- აქვთ ახლო ურთიერთობა, რაც არასარწმუნოს ხდის ქირავნობის თანხის გადახდას.
საქმის მასალებით, სე---–ი არ----–---ი 2015 წლის 02 მაისიდან სარგებლობს სს ,,სა-------------------------------“-ის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებით. არასრულწლოვანს 2016 წლის ივლისის თვეში შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–---------------------–-“ ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები, მიიღო ექიმთა კონსულტაციები ასაკობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ს აქვს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები და მას ესაჭიროება სპორტული აქტივობა, კერძოდ, ცეკვა და ცურვა.
სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დადგენილია, რომ მოპასუხე გი-----ი არ----–---ი ქორწინებაშია მა-------–--------–---–თან. ეს უკანასკნელი დასაქმებულია ოჯახის ექიმის პოზიციაზე და იღებს შემოსავალს სამუშაო დღეების მიხედვით; მოპასუხე მხარე ცხოვრობს ქ. ბ---–---–-. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის არსებული მონაცემებით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 10 სექტემბრამდე, გი-----ი არ----–---ის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში 3354.06 ლარს, თებერვლის თვეში - 3835.54 ლარს, მარტის თვეში - 2979.43 ლარს, აპრილის თვეში - 3287.31 ლარს, მაისის თვეში - 5839.16 ლარს, ივნისის თვეში - 4097.93 ლარს, ივლისის თვეში - 375 ლარს და 3571.82 ლარს, აგვისტოს თვეში - 4088.54 ლარს, სექტემბრის თვეში - 3920.57 ლარს, ოქტომბრის თვეში - 4347.27 ლარს, ნოემბრის თვეში - 3876.19 ლარს, დეკემბრის თვეში - 5527.35 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 3497.69 ლარს, თებერვლის თვეში - 4337.24 ლარს, მარტის თვეში - 3559.32 ლარს, აპრილის თვეში - 5620.34 ლარს, მაისის თვეში - 5516.6 ლარს, ივნისის თვეში - 5261 ლარს და ივლისის თვეში - 4896.09 ლარს. დამსაქმებლად მითითებულია სს ,,RMG Copper”.
სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). მოპასუხე მხარის განმარტებით, მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 2460 ლარს. პერიოდულად საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლოა დაერიცხოს პრემიის თანხა, რაც, მან როგორც უფროსმა უნდა გადაუნაწილოს სხვა პირებსაც. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც მის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა სხვა თანამშრომლებზე დარიცხული თანხის გადანაწილების თაობაზე. ასევე, მისი მითითებით, გასათვალისწინებელია კვებისა და დაზღვევის ხარჯებიც. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურში მოპასუხე მხარის ყოველთვიური შემოსავლის შესახებ არსებული მონაცემებისგან განსხვავებულ ოდენობას მიუთითებდა. ამდენად, სასამართლო მოპასუხე გი-----ი არ----–---ის შემოსავლებთან დაკავშირებით ითვალისწინებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებულ მონაცემებს.
მოპასუხე მხარე აპელირებს სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე არსებულ შესასრულებელ სასესხო ვალდებულებებზე. კერძოდ, წარმოდგენილი მასალებით, მა-------–--------–---–ს (მოპასუხე გი-----ი არ----–---ის მეუღლეს) სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულების (-------- ერიცხება დავალიანება 10 135.49 ლარის ოდენობით. გი-----ი არ----–---ს 11.09.2018 წლის მდგომარეობით, N------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,სა---------–---------ს“ წინაშე გააჩნია დავალიანება 52 240.35 ლარი, საკრედიტო ბარათზე ვალდებულების სრული მოცულობაა - 5 092.68 ლარი, ხოლო თავდებობის ხელშეკრულებიდან (-------- გამომდინარე - 10 135.49 ლარი. მოპასუხე მხარის განმარტებით, მისი და მის მეუღლის, მა-------–--------–---–ის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის შეძენა. დღეის მდგომარეობით, ორივე სასესხო ვალდებულების დასაფარად თანხას იხდის მოპასუხე მხარე. კუთვნილ სესხზე, გი-----ი არ----–---ი ყოველთვიურად იხდის საშუალოდ 505 აშშ დოლარს, ხოლო მა-------–--------–---–ის სახელზე არსებულ სესხთან დაკავშირებით ყოველთვიურად - 519.76 ლარს. აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. თავის მხრივ, ალიმენტის განსაზღვრის დროს სასამართლო რეალურად ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასესხო ვალდებულებათა შესრულების მიზნით განხორციელებული ყოველთვიური გასავალი. დამკვიდრებული პრაქტიკით, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს მოპასუხის მიერ მესამე პირთა წინაშე შესასრულებელი ვალდებულებებს ისე, რომ არ იქნეს დაზიანებული არასრულწლოვნის ინტერესები - თავისი მშობლებისგან მიიღოს ნორმალური აღზრდა - განვითარებისათვის საჭირო მატერიალური სახსრები. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ საბანკო დავალიანება ერიცხება მოსარჩელე მხარესაც და მასაც, ამ კუთხით უწევს თანხის გაღება ბანკის წინაშე ფულადი ვალდებულების შესასრულებლად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თანახმაა, ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის 200 (ორასი) ლარი. სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი სე---–ი არ----–---ის ასაკს, მისი განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და მოპასუხე მხარის მატერიალური შემოსავლის ოდენობას. ამასთან, იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს, გარდა სე---–ი არ----–---ისა, სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს. ამ შემთხვევაშია საყურადღებოა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის ამსახველი მტკიცებულებები ერთვის საქმეს. მოპასუხე გი-----ი არ----–---ის დიაგნოზია - ,,წინაგულთა ფიბრილაცია პაროქსიზმულ-რეკურენტული ფორმა I48“. პაციენტს ესაჭიროება წინაგულთა ფიბრილაციის აბლაცია სასწრაფო წესით. აბლაციის წინ რეკომენდირებულია მინიმუმ ერთ თვიანი ადეკვატური ანტიკოაგულაცია. უშუალოდ აბლაციის წინ რეკომენდებულია ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია. მოპასუხეს 2011 წელს ორჯერ აქვს ჩატარებული რადიოსიხშირული აბლაცია. მან 2017 წლის მარტის, 2018 წლის თებერვალს და 2018 წლის ივლისის თვეში მიმართა სამედიცინო დაწესებულებას შპს ,,თბ--–---------–---–------ს“, სადაც ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები - ,,წინაგულების ფიბრილაცია, ნორმოსისტოლია, მწვავე კეროვანი დაზიანებების ნიშნების გარეშე“. მოპასუხე მხარე დაზღვეულია კერძო კომპანიაში და თანამონაწილეობით იხდის თანხას სამედიცინო მომსახურებაში. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მამა-შვილს შორის ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობაა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მშობლის შესაძლებლობები, რის გამოც ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და ბავშვის რეალურ საჭიროებებთან. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, არასრუწლოვანი სე---–ი არ----–---ი სწავლობს კერძო სკოლაში, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობებში, რაც დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. ამასთან, ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქე------ ვე------ის მოთხოვნა - გი-----ი არ----–---ისათვის არასრულწლოვანი შვილის სე---–ი არ----–---ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე ქე------ ვე------ი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, გი-----ი არ----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქე------ ვე------ის (პირადი N1----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
დაეკისროს მოპასუხე გი-----ი არ----–---ს (პირადი N1----------) არასრულწლოვანი შვილის სე---–ი არ----–---ის (დაბადებული 2----–-–-------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს 2018 წლის 20 აგვისტოდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაეკისროს გი-----ი არ----–---ს (პირადი N1----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე