გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 010310016001640570
№3-929/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – ეთ--- გო-----–აძე
წარმომადგენელი – თე----- კო-–--–იძე
მოპასუხე – ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ა-- ვე-----–იძე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ეთ--- გო-----–აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ეთ--- გო-----–აძის ნაწილში;
მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემა 20-- წლის 19 მაისის მდგომარეობით, ეთ--- გო-----–აძის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
1.2.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
20-- წლის 19 მაისს ეთ--- გო-----–აძემ განცხადება შეიტა-- ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში და მოითხოვა დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარედ, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მიწის ნაკვეთი შემოღობილია და ძირითადად გამოიყენება ერთწლიანი კულტურების მოსაყვა--დ. განცხადებასთან ერთად კომისიისთვის წარდგენილი იქნა განცხადება, პირადობის მოწმობა, მოწმეების განმარტებები, საკადასტრო ნახაზი და ყველა მასალა, იმის დასტურად, რომ მიწის ნაკვეთით სარგებლობდა ეთ--- გო-----–აძე. კომისიაში წარდგენილი იყო იმ დროისათვის მოქმედი კანონის შესაბამისი საბუთები და მათ შორის „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ მიერ მომზადებული ნახაზები, რომელიც ნახაზებს ამზადებდა სახელმწიფოს დაკვეთით (ინვენტარიზაციისთვის) და ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის სხვა დოკუმენტაცია არ მოითხოვებოდა.
ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 20-- წლის 02 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებით ეთ--- გო-----–აძეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ თითქოს არ დგინდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა ოქმში მითითებული არ არის უარის კონკრეტული გარემოებები.
20-- წლის 6 ივლისის განცხადებით კომისიიდან გამოთხოვილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები. 20-- წლის 06 ოქტომბრის №1----- წერილით ჩაბარდა ეთ--- გო-----–აძეს კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- ოქმი და თანდართული მასალები. კომისიის სხდომაზე ეთ--- გო-----–აძე მიწვეული არ იყო და გადაწყვეტილება მიღებულია მისი დასწრების გარეშე, რაც მას არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო. მოცემულ შემთხვევაში კომისიამ სადავო აქტი მიიღო აუცილებელ გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, ამასთან არ მოუსმენია დაინტერესებული მხარისთვის, რასაც ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლი,საკუთრების აღიარების კომისიის მიერ სადავო გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემისას დარღვეული იქნა, როგორც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულების მოთხოვნები, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება არ არის ფაქტობრივად და იურიდიულად დასაბუთებული. საქმეში და შესაგებელზე თანდართულ მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ადასტურებს გასაჩივრებულ აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. საფუძველს მოკლებულია კომისიის დასკვნა, რომ თითქოს მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი არ დადგინდა, რასთან დაკავშირებით მოპასუხე ვერა--ირ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს ეთრ გო-----–აძის უფლებებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში კომისიამ სადავო აქტი მიიღო აუცილებელ გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, ამასთან არ მოუსმენია დაინტერესებული მხარისთვის, რასაც ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლი, რომლის თა--ხმადაც დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს თავისი მოსაზრებები, მტკიცებულებები და შუამდგომლობები. კომისიამ დაინტერესებულ მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, ესარგებლა კანონის აღნიშნული წესით და წარედგინა საკუთარი მოსაზრებები.
კომისიის მიერ ასევე დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თა--ხმადაც საჭიროა წერილობით გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. .გასაჩივრებული აქტის შემთხვევაში დასაბუთება არასრულია და შეუძლებელია მისი მიღების რეალური საფუძვლის შეფასება.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მხარის, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილობითი შესაგებლითა და წარმომადგენლის სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უთხრა უარი ეთ--- გო-----–აძეს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგა--ც არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი 20-- წლის და დღევანდელი მონაცემებითაც (აეროფოტოგადაღება) არ არის დამუშავებული, მასზე არ ჩანს რაიმე ზემოქმედების კვალი. ყოველივე აღნიშნული უარყოფს მოსარჩელის მიერ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულ ინფორმაციას, ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის შესახებ.
მოსარჩელის მოთხოვნა და წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის N5-- ბრძანებულების „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრულ პირობებს, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, რამდენადაც თვითნებურად დაკავებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა არა მარტო მიწის ნაკვეთის შიშველი პყრობის ფაქტი, არამედ მასზე ზემოქმედება, შემხებლობა, რაც გამოიხატება მის დამუშავებაში, გაწმენდაში, სამეურნეო ფუნქციით მის დატვირთვაში, ასევე, მის მკვეთრად იზოლირებაში, სხვა ნაკვეთებისგან, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-- წლის 19 მაისს ეთ--- გო-----–აძემ განცხადებით მიმართა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარე 55-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
კომისიისთვის წარდგენილი იქნა განცხადება, პირადობის მოწმობა, საკადასტრო ნახაზი და მოწმეების განმარტებები, იმის დასტურად, რომ მიწის ნაკვეთით სარგებლობდა ეთ--- გო-----–აძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეთ--- გო-----–აძის 20-- წლის 19 მაისის განცხადება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებით ეთ--- გო-----–აძეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმაზე მითითებით, რომ არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
კომისიის სხდომაზე ეთ--- გო-----–აძე მიწვეული არ ყოფილა და კომისიას მისთვის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, კანონით დადგენილი წესით.
ეთ--- გო-----–აძეს მხოლოდ 20-- წლის 6 ოქტომბრის №1----- წერილით ჩაბარდა კომისიაში დაცული მასალები, მათ შორის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება;
- 20-- წლის 6 ოქტომბრის №1----- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ეთ--- გო-----–აძემ 2017 წლის 18 დეკემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
კომისიის 20-- წლის 02 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ეთ--- გო-----–აძის ნაწილში;
მოპასუხის მიერ ახალი აქტის გამოცემა 20-- წლის 19 მაისის მდგომარეობით, ეთ--- გო-----–აძის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ეთ--- გო-----–აძის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის პოზიციას, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საკითხი, დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარე 55-- კვ.მ. მიწის ნაკვეთის ეთ--- გო-----–აძის მიერ თვითნებური დაკავების შესახებ.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა და წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულების პირობებს. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე არ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა იმის შემდეგ არაფერია მითითებული, რა გარემოებები გამოიკვლია კომისიამ ამისათვის და რა ფაქტებს დაეყრდნო საკითხის გამოკვლევისას.
ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა ასეთი დასკვნის დამადასტურებელი მტკიცებულება. რაც შეეხება მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ აერო ფოტო გადაღებებს, გაურკვეველია მასზე ასახული ტერიტორია, ასევე, დაუდგენელია აერო ფოტო გადაღების შესრულების დრო და ამასთან, შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული მიწის ნაკვეთის გარჩევა და იდენტიფიცირება.
ამდენად, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ არ დგინდება მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების ფაქტი და საკუთრების უფლების აღიარება ამ მხრივ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არ არის გამყარებული სათა--დო მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებული და გამოყენებული რაიმე სახის მტკიცებულება, რამდენადაც ასეთი მტკიცებულებები თვით მოპასუხის განმარტებითაც, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით არის შემოსაზღვრული ღობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მიწის ნაკვეთს ეთ--- გო-----–აძე ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსაყვა--დ იყენებს, ამასთან, მის ნაწილზე გაშენებულია თხილის ნარგავები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თა--ხმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად, რომ კომისიის მიერ დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ გარემოებები, შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ა--ლიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა ეთ--- გო-----–აძის საკუთრების უფლების აღიარების შესაბამისობას, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რამდენადაც კომისიის გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნის შესაბამისი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკუთრების აღიარების კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება.
– აერო ფოტო გადაღების მასალები;
– მხარეთა ახსნა-განმარტება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ეთ--- გო-----–აძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 20--წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლის მე-11 მუხლის თა--ხმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და თვით ამ წესით.
6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი რედაქციის) 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თა--ხმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.
6.3. მოსარჩელე ეთ--- გო-----–აძის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე განცხადებით მიმართვის დროისათვის მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.
კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თა--ხმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:
ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;
ბ) სარგებლობაში არსებული მიწა;
გ) თვითნებურად დაკავებული.
6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 20-- წლის 19 მაისს ეთ--- გო-----–აძემ განცხადებით მიმართა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარე 55-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
კომისიისთვის წარდგენილი იქნა განცხადება, პირადობის მოწმობა, საკადასტრო ნახაზი და მოწმეების განმარტებები, იმის დასტურად, რომ მიწის ნაკვეთით სარგებლობდა ეთ--- მეგენეიშვილი.
ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებით ეთ--- გო-----–აძეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. კომისიის სხდომაზე ეთ--- გო-----–აძე მიწვეული არ ყოფილა და კომისიას მისთვის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, კანონით დადგენილი წესით.
6.5. მოსარჩელე მხარე იმ საფუძვლით მიიჩნევს უკანონოდ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებას, რომ მისი მტკიცებით კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორი ა--ლიზი გააკეთა არსებული მოცემულობების მიმართ.
მოსარჩელე მხარე არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებულ შეფასებას და დასკვნას, რომ თითქოს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა ეთ--- გო-----–აძემ, არ დგინდებოდა თვითნებური დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი, რასაც ითვალისწინებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეს გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება, კერძოდ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოდან დღემდე უწყვეტად სარგებლობს ეთ--- გო-----–აძე ამ ნაკვეთით, რომელსაც გამოიყენებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვა--დ, ასევე, ნაკვეთის ნაწილზე გაშენებული აქვს თხილის ნარგავები. ნაკვეთი შემოღობილია და მის მომიჯნავედ მდებარეობს სხვა ისეთი ნაკვეთები, რომლებზეც საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ მფლობელებს, აღიარების კომისიისაგან.
ეთ--- გო-----–აძის მიერ კომისიისთვის მიმართვის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებისათვის საკმარისი იყო მისი ფაქტობრივი ფლობა და სარგებლობა, ხოლო მასზე შენობის არსებობის, ან მომიჯნავეობის სავალდებულოობა, კანონში შემდგომ შეტანილი ცვლილებების შემდეგ გახდა აღიარებისთვის აუცილებელი პირობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეთ--- გო-----–აძის საკუთრების აღიარებისთვის კანონით გათვალისწინებული ხელისშემშლელი გარემოება არ არსებობს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით, როდესაც ეთ--- გო-----–აძემ განცხადებით მიმართა კომისიას, მე-2 მუხლის გ) პუნქტის თა--ხმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით განსაზღვრულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო ამისათვის საჭირო იყო შემდეგი გარემოებების დადგენა: სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში.
საკუთრების აღიარების კომისიას ასევე, უნდა გამოეკვლია კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გამომრიცხველი გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.7. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობასთან მიმართებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ეთ--- გო-----–აძის მოთხოვნის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იქნა მიღებული დასკვნა, რომ მოსარჩელის განცხადება არ აკმაყოფილებდა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა თავის განმარტებაში დააზუსტა ის გარემოება, რომ უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობითაც არის შემოღობილი, თუმცა, როგორც მოპასუხეს მიაჩნია, იგი გამოიყურება როგორც დაუმუშავებელი მიწა, რადგა--ც გაშენებულია სარეველა მცენარეები. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება კომისიის მიერ ადგილზე გასვლისა და ნაკვეთის დათვალიერების შესახებ წერილობითი დოკუმენტი. შესაბამისად, უცნობია, რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია კომისიამ, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელი ეს პირობა, მიწის ნაკვეთის რეალური ფლობა და სარგებლობა სახეზე არ იყო.
6.8. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ა--ლიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება არ არის სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და გაა--ლიზებული.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად განესაზღვრა და გაეა--ლიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც დაკავშირებული იყო ეთ--- გო-----–აძის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან.
კერძოდ, კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მისი ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების ფაქტი და მიწის ნაკვეთზე ეთ---ი გო-----–აძის საკუთრების აღიარების უფლებისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.
კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებებს დაეყრდნო კომისია და რის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ დგინდება მისი თვითნებურად დაკავების ფაქტი.
სადავო აქტი შეეხება რამოდენიმე ათეულ პირს და ყველა მათგანის მოთხოვნაზე კომისიის უარი ერთსა და იგივე საფუძველს ემყარება, რომ არ დგინდება თვითნებული დაკავება, თუმცა თითოეული დაინტერესებული პირის მიმართ არ არის დაკონკრეტებული ეს გარემოებები, რომლის შედეგად მიიღო კომისიამ ასეთი დასკვნა.
როგორ დადგინდა კომისიის მიერ ეს გარემოება, ამის თაობაზე არაფერია გადაწყვეტილებაში აღნიშნული, ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებულ აქტში მოცემული დასკვნა, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი მოსაზრება არ არის გამყარებული კომისიის მიერ ადგილზე ჩატარებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადასტურებული რაიმე ცნობით, მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა განმარტებებით, ან სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით და მხოლოდ ვარაუდს ემყარება, რაც არაფრით არის დადასტურებული.
მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი აერო ფოტო გადაღებებით გაურკვეველია მასზე ასახული ტერიტორია, ასევე, დაუდგენელია აერო ფოტო გადაღების შესრულების დრო და ამასთან, შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული მიწის ნაკვეთის გარჩევა და იდენტიფიცირება.
6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თა--ხმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება ამ მხრივ მოკლებულია დასაბუთებას, რამდენადაც ის ემყარება ისეთ გარემოებას და არგუმენტს, რომელიც არ ყოფილა სათა--დოდ გამოკვლეული და შესწავლილი, ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.
მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღირებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.
6.10. 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებაში მოსარჩელე ეთ--- გო-----–აძის მოთხოვნაზე უარის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეგულაციაზე, თუმცა მოყვანილია ამ ნორმის ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა გადაწყვეტილების მიღების დროს, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.
როდესაც ეთ--- გო-----–აძემ განცხადებით მიმართა კომისიას (20-- წლის 19 მაისი), ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტის თა--ხმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
ანუ, ამ დროს მოქმედი კანონმდებლობით საკუთრების უფლების მოპოვებისათვის მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობასთან ერთად არ იყო აუცილებელი, მასზე შენობა-ნაგებობის არსებობა, ან დაინტერესებული პირის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მომიჯნავეობა, რაც კანონში შემდეგ შეტანილი ცვლილებით გახდა სავალდებულო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ეთ--- გო-----–აძის განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი კანომდებლობის საფუძველზე.
საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 20-- წლის 19 მაისის დროს მოქმედი რედაციის შესაბამისად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ერთ თვეში. თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის პერიოდის დამატებით ერთი თვით გაზრდის შესახებ. ამ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს (დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით მაქსიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ეთ--- გო-----–აძის განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა, განცხადების წარდგენიდან 2 წლის შემდეგ მოხდა, ამასთან, სხვა პროცედურული წესების დარღვევით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
დადგენილია და უდავო, რომ ეთ--- გო-----–აძე კომისიას არ მიუწვევია და მას მონაწილეობა არ მიუღია ადმინისტრაციულ წარმოებაში.
6.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბერის №5-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.
ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის, ექსპერტის დასკვნები.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლების კანონშესაბამისობა, რამდენადაც არ დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების არსებობა, რასაც ემყარება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თა--ხმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 20-- წლის 15 სექტემბერის №5-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თა--ხმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება გა--ხორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
6.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება, ეთ--- გო-----–აძის ნაწილში და ამავე კომისიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ეთ--- გო-----–აძის განცხადებაზე, დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 55--.0 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მისი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
კომისიამ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზუსტად უნდა დაადგინოს საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებული მიწის სტატუსის განმსაზღვრელი ის გარემოება, რაც რეგლამენტირებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით, კერძოდ, ეთ--- გო-----–აძის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რის შესაბამისადაც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, ეთ--- გო-----–აძის მოთხოვნაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თა--ხმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არა--კლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თა--ხმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს ეთ--- გო-----–აძის სასარგებლოდ, ამ უკა--სკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეთ--- გო-----–აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 20-- წლის 02 ივნისის №- საოქმო გადაწყვეტილება, ეთ--- გო-----–აძის ნაწილში;
3. ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ეთ--- გო-----–აძის განცხადებაზე, ქო----–---ში, დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 55--.0 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხე მხარეს, ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე