განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
330100118002312594
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ია ბაისონაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ლ---- ჟ----–---–--ის

ბრალდებულ – ე-–------ შ-----–--ს

ადვოკატების – ვ------- ა-----ისა და ო----- ხ----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ე-–------ გ-------- ძე შ-----–--ს, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–------ შ-----–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–------ შ-----–--ს მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე ე-–------ შ-----–--მ ქ.------–--–-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, თავის მეუღლეს - დ--–- შ-----–--ს და რძალს - ს-------- ჯ---------ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენჯერმე მოუქნია ცული და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დ--–- შ-----–--მ და ს-------- ჯ---------მ რეალურად აღიქვეს ე-–------ შ-----–--ს მუქარა და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–------ შ-----–--მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გარდა ამისა, 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ე-–------ შ-----–--მ ქ.------–--–-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, სახეში ხელი გაარტყა მისსავე რძალს - ს-------- ჯ---------ს, რის შედეგადაც ს-------- ჯ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-–------ შ-----–--მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ე-–------ შ-----–--ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, თუმცა წარმოდგენილ იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ე-–------ შ-----–--მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ძალადობის და არც მუქარის ფაქტს.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ--–- შ-----–--მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

დაზარალებულმა ს-------- ჯ---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაადასტურა ე-–------ შ-----–--ს მხრიდან მის მიმართ სახეში ხელის გარტყმისა და ცულით გამოკიდების ფაქტი და განმარტა, რომ საპატრულო პოლიციაში დარეკა დედამთილის თხოვნით, რომელიც შეშინებული იყო ე-–------ შ-----–--ს ჩხუბისა და მუქარის გამო. ე-–------ შ-----–-- დ--–- შ-----–--ს უყვიროდა „ამ ნაჯახით თავს მომაკვლევინებო“.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ-----–- გ--–-–---–მა განმარტა, რომ იგი არის ბრალდებულ ე-–------ შ-----–--ს მეზობელი. 2018 წლის 12 იანვარს, ღამით, შემოესმა ყვირილის ხმა, რის გამოც გარეთ გამოვიდა და დაინახა დ--–- შ-----–-- და ს-------- ჯ---------, რომლებიც ატირებული ბავშვებით ეზოში იყვნენ გამოსულები. დ--–- შ-----–-- იძახდა, რომ „ე-–------ სულ გაგიჟდა, ჭკუიდან გადავიდაო“. მოწმის განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-–------ შ-----–-- ჩხუბობდა და ყვიროდა „მოგკლავო“. დ--–- შ-----–--ს შეეშინდა, რომ მის მეუღლეს მართლა არაფერი ჩაედინა და მას სთხოვა ბავშვებისთვის მიეხედა. შეშინებული იყო ს-------- ჯ---------ც. მოწმის განმარტებით, ე-–------ შ-----–--ს მხრიდან ს-------- ჯ---------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, ხოლო გამოძიებაში მიცემული ჩვენება ძალადობის შესახებ ეყრდნობოდა მხოლოდ დ--–- შ-----–--ს ნათქვამს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---ს თანამშრომელი – მოწმე გ------ ბ----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში, გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში მივიდნენ დ--–- შ-----–-- და ს-------- ჯ---------, რომლებიც იყვნენ ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში და აცხადებდნენ, რომ ე-–------ შ-----–-- ცულით გამოეკიდა მათ, ხოლო ს-------- ჯ---------ს ხელი გაარტყა სახის არეში, რის საფუძველზეც დაიწყეს გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ორივე პირის მიმართ მუქარის ფაქტზე. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---ს თანამშრომელი - მოწმე თ------ ა----–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 13 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ-------–--–-----–----–--------------------------ში მცხოვრები ე-–------ შ-----–--, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რძალს - ს-------- ჯ---------ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლს და რძალს, დანაშაულის იარაღს - ცულს ინახავდა მითითებულ მისამართზე, ასევე, მიიღო ინფორმაცია, რომ ე-–------ შ-----–-- იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში და აპირებდა მიმალვას. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

2018 წლის 13 იანვრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე-–------ შ-----–--ს საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც მდებარეობს ქ-------–--–-----–------------------------------ში, მისაღებ ოთახში არსებული ტახტის ქვევიდან ამოღებულ იქნა ცული;

 

მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა დაადასტურა აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---ს თანამშრომელმა – მოწმე გ------- დ-------–---–მა.

 

სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 2018 წლის 12 იანვარს, ე-–------ შ-----–--ს მხრიდან ქ.------–--–-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანის თანდასწრებით, ადგილი ჰქონდა მისი რძლისთვის - ს-------- ჯ---------სათვის სახეში ხელის გარტყმას.

ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს არავითარი ინფორმაცია არ მიაწოდა ბრალდების მხარის ვერსიით თვითმხილველმა პირმა დ--–- შ-----–--მ, რომელმაც უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; თავად დაზარალებულმა ს-------- ჯ---------მ სასამართლო სხდომაზე უარყო მის მიმართ ე-–------ შ-----–--ს მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტი და განმარტა, რომ ე-–------ შ-----–--ს მისთვის ხელი არ გაურტყამს, მას შემთხვევით მოხვდა კარი, როდესაც ე-–------ შ-----–--მ იგი მიიხურა; მოწმე მ-----–- გ--–-–---–მა განმარტა, რომ იგი უშუალოდ არ შესწრებია ს-------- ჯ---------ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს; სასამართლოსთვის არ არის წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენება (მათ შორის ადგილზე მყოფი არასრულწლოვანი პირების ჩვენება), რომელიც რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა სასამართლოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე არ არის წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ს-------- ჯ---------ს სხეულის დაზიანების თაობაზე, ხოლო ბრალდებული უარყოფს რძლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, ამ ფონზე კი სასამართლოს არა აქვს არავითარი საფუძველი დადასტურებულად მიიჩნიოს, რომ ე-–------ შ-----–--ს მხრიდან ნამდვილად განხორციელდა ძალადობა ს-------- ჯ---------ს მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. გამოკვლეული მტკიცებულებებით კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე-–------ შ-----–--ს მიერ ს-------- ჯ---------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდება ვერ დასტურდება საკმარისი მტკიცებულებებით და არ არსებობს მის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-–------ შ-----–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ამასთან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია ე-–------ შ-----–--ს მიერ მეუღლისა და რძლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ:

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე ე-–------ შ-----–--მ ქ.------–--–-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, თავის მეუღლეს - დ--–- შ-----–--ს და რძალს - ს-------- ჯ---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დ--–- შ-----–--მ და ს-------- ჯ---------მ რეალურად აღიქვეს ე-–------ შ-----–--ს მუქარა და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, თავად დაზარალებულმა - დ--–- შ-----–--მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა ე-–------ შ-----–--ს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი დადასტურებულია მოწმე ს-------- ჯ---------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმად, საპატრულო პოლიციაში დარეკა დედამთილის თხოვნით, რომელიც შეშინებული იყო ე-–------ შ-----–--ს ჩხუბისა და მუქარის გამო. ე-–------ შ-----–-- დ--–- შ-----–--ს უყვიროდა „ამ ნაჯახით თავს მომაკვლევინებო“, და ასევე მ-----–- გ--–-–---–ის ჩვენებით, რომლის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-–------ შ-----–-- ჩხუბობდა და ყვიროდა „მოგკლავო“.

 

აღსანიშნავია, რომ მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის დასტურდებოდეს მუქარის რეალურად განხორციელების გარდაუვალობა, არამედ საკმარისია, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, მუქარა რეალურად ჰქონდეს აღქმული და გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ--–- შ-----–-- და ს-------- ჯ--------- რომ მართლაც შეშინებულები იყვნენ მუქარის გამო, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენებით, კერძოდ, მ-----–- გ--–-–---–მა განმარტა, რომ როდესაც სახლიდან გამოვიდა ყვირილისა და ჩხუბის გამო, ნახა, რომ შეშინებული დ--–- შ-----–-- და ს-------- ჯ--------- ატირებული ბავშვებით ეზოში იყვნენ გამოსულები. ასევე ის ფაქტი, რომ დ--–- შ-----–--მ მ-----–- გ--–-–---–ს სთხოვა ბავშვებისათვის მიეხედა, ვინაიდან ე-–------ შ-----–-- „გაგიჟებული“ იყო და ეშინოდა „მართლა რამე არ ჩაედინა“, მიუთითებს იმაზე, რომ მათ მუქარა რეალურად ჰქონდათ აღქმული.

 

დ--–- შ-----–--ს და ს-------- ჯ---------ს მუქარა რეალურად რომ ჰქონდათ აღქმული, დასტურდება აგრეთვე იმით, რომ ზამთარში, გვიან ღამით შეშინებული და ატირებული ბავშვებით გამოსულები იყვნენ სახლიდან და იმყოფებოდნენ ეზოში, ვერ აწყნარებდნენ უკიდურესად აგრესიულ მდგომარეობაში მყოფ ე-–------ შ-----–--ს, რის გამოც დახმარებისათვის მიმართეს პოლიციას. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-–------ შ-----–--ს მიერ აგრესიული ფორმით გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულების მხრიდან აღქმულ იქნა რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა (აგრესიული ხასიათი), ბრალდებულის პიროვნება (ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა) და გამოყენებული საგანი (ცული). ყოველივე აღნიშნულმა დაზარალებულში საფუძვლიანად გამოიწვია მუქარის განხორციელების შიში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–------ შ-----–--მ მართლაც ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაბამისად, ბრალდებული ე-–------ შ-----–-- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა მუქარის ბრალდებაშიც და აღნიშნა, რომ სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს ირიბ ჩვენებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ირიბ ჩვენებას ვერ უწოდებს თვითმხილველი მოწმე მ-----–- გ--–-–---–ის ჩვენებას, რადგან მან ვისიმე ნათქვამი კი არ მოუთხრო სასამართლოს, არამედ ისაუბრა თავისი თვალით დანახულისა და თავისი ყურით გაგონილის შესახებ, კერძოდ, მან გარკვევით განაცხადა, რომ ყვირილისა და ჩხუბის ხმაზე გამოსულმა დაინახა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე-–------ შ-----–--, რომელიც ჩხუბობდა და ოჯახის წევრების მისამართით იძახდა „მოგკლავო“, ხოლო შეშინებული დ--–- შ-----–-- და ს-------- ჯ--------- ატირებული ბავშვებით ეზოში იყვნენ გამოსულები და ითხოვდნენ დახმარებას. აღნიშნული ჩვენება წარმოადგენს პირდაპირ ჩვენებას და მისი მიჩნევა ირიბ ჩვენებად არასწორია.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ე-–------ შ-----–--ს მიერ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ე-–------ შ-----–--ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც მცირეწლოვანი შვილიშვილების, სხვა ოჯახის წევრებისა და მეზობლის თანდასწრებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამოხატა უკიდურესი აგრესია, რამაც მისი ოჯახის წევრები აიძულა გვიან ღამით, ზამთრის პერიოდში, ატირებული ბავშვებით გამოსულიყვნენ ეზოში და დახმარებისათვის მიემართათ პოლიციისათვის. გარდა ამისა, ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა და ასაკი არ იძლევა მის მიმართ ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა, რამაც უნდა უზრუნველყოს მომავალში მისი ქცევის გამოსწორება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 274-ე და 276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–------ შ-----–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ე-–------ შ-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ე-–------ შ-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 იანვრიდან.

 

4. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ცული (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი