გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310018002555876
N 3/90-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.10.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,წარმომადგენელი : ჯ----– მ---------–ი,მოპასუხე: რ----- მ-–-------ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - რ----- მ-–-------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის შესაბამისად - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 მარტის N1576 ბრძანების საფუძველზე, რ----- მ-–-------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულის, პირველი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მე-2 ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის სექციის მესამე გათვლის ნომრად.
2016 წლის 21 მარტს რ----- მ-–-------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1247/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 მარტის N1077 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღნდეგო ასეულის, პირველი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მე-2 ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის სექციის მესამე გათვლის ნომერი პირველი კლაისის რიგითი რ----- მ-–-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ'' (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. რ----- მ-–-------ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ. რ----- მ-–-------ის წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს , 11 თვეს და 11 დღეს და 2016 წლის 21 მარტის N 1247/16 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რ----- მ-–-------ემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო და განმარტა, რომ ჯარიმის თანხას გადაიხდის ნაწილ ნაწილ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 მარტის N1576 ბრძანების საფუძველზე, რ----- მ-–-------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 მარტის N1576 ბრძანება;
-მხარეთა განმარტება.
3.2. მოპასუხე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღნდეგო ასეულის, პირველი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მე-2 ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის სექციის მესამე გათვლის ნომრად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 21 მარტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 მარტის N1576 ბრძანება;
-მხარეთა განმარტება.
3.3. 2016 წლის 21 მარტს რ----- მ-–-------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N 1247/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 21 მარტს რ----- მ-–-------ეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული N1247/16 კონტრაქტი;
-მხარეთა განმარტება.
3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 მარტის N1077 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღნდეგო ასეულის, პირველი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მე-2 ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის სექციის მესამე გათვლის ნომერი რ----- მ-–-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 მარტის N1077 ბრძანება;
-მხარეთა განმარტება.
3.5. მოპასუხე რ----- მ-–-------ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს ერთ წელს, 11 თვეს და 11 დღეს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება კონტრაქტის 7.3. პუნქტის დანაწესი, რაც მოპასუხეზე ჯარიმის 3000 ლარის დაკისრების საფუძველია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 21 მარტს რ----- მ-–-------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული N1247/16 კონტრაქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.6. მოპასუხე რ----- მ-–-------ეს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა 3000 ლარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე არ ჩაურიცხავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 21 მარტის N1576 ბრძანების საფუძველზე, რ----- მ-–-------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღნდეგო ასეულის, პირველი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მე-2 ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის სექციის მესამე გათვლის ნომრად.
2016 წლის 21 მარტს რ----- მ-–-------ეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1247/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებიის გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3000 ლარი. მოპასუხე რ----- მ-–-------ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს ერთ წელს, 11 თვეს და 11 დღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 მარტის N1077 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღნდეგო ასეულის, პირველი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოცეულის მე-2 ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის სექციის მესამე გათვლის ნომერი რ----- მ-–-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშობოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეების ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი პააკის საფუძველზე. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე რ----- მ-–-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. რ----- მ-–-------ე (პ/ნ 1----------) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: ელენე ოსაძე