გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
010310017002093228
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 0103-0017002-93228

№3-666/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – ეთ--- მჟ----აძე

წარმომადგენელი - ლე--- ლო----------იძე

მოპასუხე – ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ეთ--- მჟ----აძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

ბათილად იქნას ცნობილი 2--- წლის 28 ივლისის №1--0-/1- საოქმო გადაწყვეტილება, ეთ--- მჟ----აძის ნაწილში

ბათილად იქნას ცნობილი ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულება.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ქო----–---ის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2--- წლის 1- დეკემბერს ეთ--- მჟ----აძის სახელზე გასცა №1---- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც მასზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩა №5--ში მდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2--- წლისათვის ეთ--- მჟ----აძე მიწის ნაკვეთზე აპირებდა გარკვეული სამუშაოების ჩატარებას და ამ მიზნით მოახდინა რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში უძრავ ქონებაზე საკადასტრო წერტილების აღება, რა დროსაც დადგინდა, რომ რეგისტრირებული უძრავი ქონების კოორდინატები არ ემთხვეოდა, ფაქტობრივად წლების განმავლობაში მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულის გამო ეთ--- მჟ----აძე იძულებული გახდა, მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, რომელმაც მოცემული განცხადება გადააგზავნა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიაში, სადაც ინახებოდა წერილობითი ინფორმაცია იმ ამხაზველთან დაკავშირებით, რომელმაც შეადგინა თავდაპირველი აზომვითი ნახაზი.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დაშვებული შეცდომა განპირობებული იყო იმით, რომ მხაზველს ნახაზის შედგენის დროს არ გააჩნდა შესაბამისი აპარატურა, რაც მხაზველის ახსნა-განმარტებითაც დასტურდება. მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა ეთ--- მჟ----აძის განცხადება, რაც მას უკანონოდ მიაჩნია.

დღე---დელი მდგომარეობით ეთ--- მჟ----აძის დე ფაქტო მფლობელობა გადაფარვაშია სხვის დე იურე საკუთრებასთან, რაც მხოლოდ მოპასუხის ბრალით მოხდა, რის გამოც ის ვალდებული იყო, გაესწორებინა უზუსტობა.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 5 ივნისს წერილობით მიმართა №2--01- (№2--7/1-) ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა, კომპეტენციის ფარგლებში არესბული საკითხის განხილვა, კერძოდ, შეუსაბამობის გასწორება ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2--- წლის 1- დეკემბერს მოქალაქე ეთ--- მჟ----აძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების №1---- მოწმობის განუყოფელ, საკადასტრო აზომვით ნახაზზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაადგინა, რომ ეთ--- მჟ----აძის მოთხოვნა გულისხმობდა არა მის საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის შეცვლას, არამედ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას, რაც უსაფუძვლო მოთხოვნას წარმოადგენდა და 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულებით მას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონიერად ეთქვა უარი.

შესაბამისად, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია სასარჩელო მოთხოვნას არ სცნობს და მოითხოვს ძალაში დარჩეს კომისიის 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილებით ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩა №5--ში მცხოვრებ ეთ--- მჟ----აძეს თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრებაში უღიარა ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაზედაც 2--- წლის 1- დეკემბერს კომისიამ ეთ--- მჟ----აძეზე გასცა №1---- საკუთრების უფლების მოწმობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკუთრების აღიარების კომისიის 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილება;

- №1---- საკუთრების უფლების მოწმობა;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ეთ---ი მჟ----აძემ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებასთან ერთად კომისიას წარუდგინა 2--- წლის 17 მაისს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, 5-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც დამზადებული იყო შპს „ლ------ის“ მიერ. ასევე, ედ------- რი-----ისა და ბადრი ნოღაიდელის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი განცხადებები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის ეთ---ი მჟ----აძის მიერ ფაქტობრივ ფლობას.

2--- წლის 18 დეკემბერს ეთ---ი მჟ----აძის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, უღიარა ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი: 2-.42.0-.05-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ლ------ის“ მიერ 2--- წლის 17 მაისს შედგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი;

- ედ------- რი-----ის და ბადრი ნოღაიდელის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოსარჩელე ეთ---ი მჟ----აძისათვის ცნობილი გახდა, რომ საკუთრების აღიარების კომისიის 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილებისა და №1---- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 2-.42.0-.05-.) საკადასტრო მონაცემები ზედდებაში მოდიოდა, საჯარო რესტრში მა----ა კა---–--ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდი: 2-.42.0-.1-0.

აღნიშნულის გამო, ეთ--- მჟ----აძის დაკვეთით შედგენილი იქნა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმ კოორდინატებით, რომელიც ემთხვეოდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. 2--- წლის 30 მაისს ეთ--- მჟ----აძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, წარუდგინა ელექტრონულ კოორდინატებში შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეეეტრის მიერ დადგენილი იქნა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები.

ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- დეკემბრის №1---- საკუთრების უფლების მოწმობისა და სათანადო წესით დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრის მიერ 2--- წლის 5 ივნისს საკითხი განსახილველად გადაეგზავნა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზი;

- ეთ--- მჟ----აძის 2--- წლის 30 მაისის სარეგისტრაციო განაცხადი;

- საჯარო რეესტრის 2--- წლის 5 ივნისის №2--01- წერილი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულებით ეთ---ი მჟ----აძეს საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული შეუსაბამობის გასწორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა გულისხმობდა არა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის გასწორებას, არამედ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 3-.0-. №1--0-/7-- განკარგულება;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის საჭირო აქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ეთ---ი მჟ----აძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2-0- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულება.

- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2--- წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №3-- დადგენილება;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2--- წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლის მე-1- მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და თავით ამ წესით.

 

6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.

 

6.3. ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩა №5--ში მცხოვრებ ეთ--- მჟ----აძისათვის თვითნებური დაკავების საფუძვლით ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოქმედი რედაქციით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2-0- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.

კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

ბ) სარგებლობაში არსებული;

გ) თვითნებურად დაკავებული.

 

6.4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;

დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საქართველოს პრეზიდენტის 2-0- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ეთ---ი მჟ----აძის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოქმედი რედაქციის მე-1- მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები;

 

6.5. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩა №5--ში მცხოვრებმა, მოსარჩელე ეთ---ი მჟ----აძემ 2--- წლის 22 მაისს განცხადებით მიმართა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება თვითნებური დაკავების საფუძვლით, მისი სახლის მოპირდაპირე, მიმდებარე 5-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

ეთ---ი მჟ----აძემ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებასთან ერთად კომისიას წარუდგინა 2--- წლის 17 მაისს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, 5-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც დამზადებული იყო შპს „ლ------ის“ მიერ. ასევე, ედ------- რი-----ისა და ბადრი ნოღაიდელის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი განცხადებები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის ეთ---ი მჟ----აძის მიერ ფაქტობრივ ფლობას.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილებით ეთ--- მჟ----აძეს თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრებაში უღიარა ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისად დაამოწმა ეთ---ი მჟ----აძის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო 2--- წლის 1- დეკემბერს კომისიამ ეთ--- მჟ----აძეზე გასცა №1---- საკუთრების უფლების მოწმობა.

2--- წლის 18 დეკემბერს ეთ---ი მჟ----აძის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში, ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი: 2-.42.0-.05-.

სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ კომისიისათვის წარდგენილ საკადასტრო ნახაზში ეთ---ი მჟ----აძის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაცვლად, შპს „ლ------ის“ მიერ შედგენილ ნახაზზე დატანილი იქნა ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, სხვა პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ანუ, ნახაზი შესდგა სხვა კოორდინატებით, სხვა მიწის ნაკვეთზე, თუმცა საკადასტრო აზომვით ნახაზში მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ გრაფაში ნაკვეთის მისამართად მითითებული იქნა ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, ხოლო დამკვეთად და შესაბამისად მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ, ეთ---ი მჟ----აძე.

შპს „ლ------ის“ დირექტორი 2--- წლის 25 მაისის წერილობით განცხადებაში ადასტურებს, რომ ეთ---ი მჟ----აძის დაკვეთის საფუძველზე 2--- წლის 17 მაისს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი 5-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შედგენილი იქნა ცდომილებით, ხოლო ახალი ნახაზით (რომელიც 2--- წელს არის შედგენილი) ეს ცდომილება აღმოფხვრილია.

ამდენად, აშკარაა, რომ ეთ---ი მჟ----აძის დაკვეთით საკადასტრო ნახაზის შედგენისას მხაზველის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა, რაც საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას კომისის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი და მასზე არც რაიმე რეაგირება მომხდარა.

კომისიის 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელე ეთ---ი მჟ----აძეს თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრებაში უღიარდა ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაზედაც 2--- წლის 1- დეკემბერს კომისიამ მასზე გასცა №1---- საკუთრების უფლების მოწმობა და დამტკიცებული იქნა ეთ---ი მჟ----აძის მიერ წარდგენილი ის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც ცდომილებით იყო შედგენილი. მოპასუხე მხრიდან სადავო აქტით, ან წერილობითი შესაგებლით სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ეთ---ი მჟ----აძე დღემდე ფლობს სწორედ იგივე მიწის ნაკვეთს, რომელსაც მისი მტკიცებით, საკუთრების უფლების აღიარების დროს ფლობდა და დღემდე სარგებლობს მისით.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2-0- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, კომისია განცხადების განხილვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების თაობაზე.

ეთ---ი მჟ----აძის შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც საკუთრებაში უღიარა კომისიისათვის წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახზზე დატანილი, ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და არა ის ნაკვეთი, რომელიც მას ფაქტობრივად ჰქონდა დაკავებული.

კომისიას ეთ---ი მჟ----აძის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვის დროს არ შეუმოწმებია და არ გამოუკვლევია საკითხი, წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და იმ ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობის თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად ეკავა მას თვითნებურად და სარგებლობდა.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ რომ საქართველოს პრეზიდენტის 2-0- წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საზღვრებისა და ფართობის მიხედვით. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში დაცულ საკადასტრო რუკის მონაცემებთან.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“-ს მე-17 მუხლით კი განსაზღვულია, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

საკუთრების უფლების მოწმობას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი მოწმდება კომისიის ბეჭდით.

კანონის აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დამტკიცებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შემცველ დოკუმენტს და ის კომისიის გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. ამდენად, პასუხს მისი შესაბამიის თაობაზე კომისია აგებს.

 

6.8. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მიწის ნაკვეთზე ეთ---ი მჟ----აძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიამ გასცა საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებულ იქნა ის საკადასტრო აზომვით ნახაზი, რაც შეცდომით იყო შედგენილი და რომელზედაც დატანილი იყო ფაქტობრივად სხვა პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, თუმცა აზომვითი ნახაზში მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ გრაფაში ნაკვეთის მისამართად მითითებული იყო ეთ---ი მჟ----აძის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო დამკვეთად და შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ, ეთ---ი მჟ----აძე.

ამდენად, აშკარაა, რომ ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ეთ---ი მჟ----აძის საკუთრება აღიარა მის მიერ მოთხოვნილ, თვითნებურად დაკავებულ, ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. ფართობის სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თუმცა შეცდომით დაამოწმა საკადასტრო ნახაზი, რომელიც არ მოიცავდა კომისიის გადაწყვეტილების შესაბამის მონაცემებს, ეთ---ი მჟ----აძისათვის საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის შესახებ. სხვა შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ ვერ იქნებოდა დადგენილი ეთ---ი მჟ----აძის მიერ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის დაკავების და ფლობის ფაქტი, მასზე ვერც მოხდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება, რამდენადაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი დაკავება და სარგებლობა საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

 

6.9. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და უდავო, მოსარჩელე ეთ---ი მჟ----აძისათვის ცნობილი გახდა, რომ საკუთრების აღიარების კომისიის 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილებისა და №1---- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ქო----–---ში, ბა----------ის ქუჩის მიმდებარე, 5-- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 2-.42.0-.05-.) საკადასტრო მონაცემები ზედდებაში მოდიოდა, საჯარო რეესტრში მა----ა კა---–--ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდი: 2-.42.0-.1-0.

აღნიშნულის გამო, ეთ--- მჟ----აძის დაკვეთით შედგენილი იქნა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმ კოორდინატებით, რომელიც ემთხვეოდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. 2--- წლის 30 მაისს ეთ--- მჟ----აძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, წარუდგინა ელექტრონულ კოორდინატებში შესრულებული ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეეეტრის მიერ დადგენილი იქნა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით იცვლებოდა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები.

ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 1- დეკემბრის №1---- საკუთრების უფლების მოწმობისა და სათანადო წესით დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრის მიერ 2--- წლის 5 ივნისს საკითხი განსახილველად გადაეგზავნა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ხოლო კომისიის 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულებით ეთ---ი მჟ----აძეს საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული შეუსაბამობის გასწორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა გულისხმობდა არა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის გასწორებას, არამედ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას.

 

6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლით განსაზღვრულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომების გასწორების წესი:

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

კანონით დადგენილი აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ დაყენებული ეთ---ი მჟ----აძის მოთხოვნა, აღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კოორდინატებში გასწორების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიანობა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ განუხილავს და არ შეუფასებია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ საქმისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი კონკრეტული გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის გარეშე მიიღო 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულება, ეთ---ი მჟ----აძის მოთხოვნაზე, კერძოდ, არ გამოიკვლია ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა ფაქტები კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით, რომ ეთ---ი მჟ----აძის სარგებლობაში დღემდე სწორედ ის ნაკვეთი არის თუ არა, რაც მას 2-0- წლამდე ჰქონდა თვითნებურად დაკავებული და რომლის საკუთრების უფლების აღიარებაც მოითხოვა კომისიისაგან, რომლის მფლობელობასაც უდასტურებდნენ ფიზიკური პირები, ედ------- რი-----ე და ბადრი ნოღაიდელი, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი განცხადებებით. ამ გამოკვლევის საფუძველზე უნდა დაედგინა კომისიას ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი, მხაზველის მიერ დაშვებულ ცდომილებას იმ საკადასტრო აზომვით ნახაზში, რომელიც კომისიის მიერ იქნა დამტკიცებული და რომლის შესწორებასაც მოითხოვს მოსარჩელე. როდესაც სრულყოფილად იქნებოდა გამოკვლეული და ერთმნიშვნელოვნად დადგენილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სწორედ ზემოთ დასახელებულ გარემოებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზის შედეგად.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, თუ კომისია დაადგენდა დაშვებულ ცდომილებას მის მიერ დამტკიცებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში და ასევე, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელობას ეთ---ი მჟ----აძის მიმართ იმ ნიშნებით, რაც კომისიის 2--- წლის 6 ნოემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს ქმნიდა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2--- წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №3-- დადგენილების შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იქნებოდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, საკადასტრო აზომვით ნახაზში ცდომილების გასწორებისა და ახალი საკადასტრო ნახაზის დამტკიცების შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

მოპასუხე მხარის წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად, საქმის სასამართლო განხილვისას იქნა დასაბუთებული გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.

 

6.1-. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2-0- წლის 15 სექტემბერის №5-- ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2--- წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის №3-- დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხის, მათ შორის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამტკიცების, მასში ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

მოცემულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც უნდა განიხილოს საკითხი, მიწის ნაკვეთზე ეთ---ი მჟ----აძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაში, კერძოდ უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის დამტკიცებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში დაშვებული უზუსტობის გასწორების თაობაზე, არის ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

6.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი კომისიის 2--- წლის 28 ივლისის №1--0-/1- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ეთ--- მჟ----აძის ნაწილში და 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულება, ამასთან, კომისიას უნდა დაევალოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიწის ნაკვეთზე ეთ---ი მჟ----აძის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამტკიცებისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-0- წლის 19 დეკემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებაში შეცდომის შესწორების შესახებ, აღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზში ცდომილების შესწორების (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კოორდინატებში გასწორების) სახით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ეთ--- მჟ----აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 28 ივლისის №1--0-/1- საოქმო გადაწყვეტილება ეთ--- მჟ----აძის ნაწილში;

3. ბათილად იქნას ცნობილი „მოქალაქე ეთ--- მჟ----აძის 2--- წლის 05 ივნისის (№2--01-) №2--7/1- განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2--- წლის 3- ივლისის №1--0-/7-- განკარგულება.

4. ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ეთ--- მჟ----აძის მოთხოვნაზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის დამტკიცებისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-0- წლის 19 დეკემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებაში შეცდომის შესწორების შესახებ, აღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზში ცდომილების შესწორების (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კოორდინატებში გასწორების) სახით.

5. მოპასუხე მხარეს, ქო----–---ის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე