განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/1----18
№0-----------
04 ოქტომბერი, 2--- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი----–------–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მა----------------ე, დაბადებული 19---–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: დ--–-----------------------–----–------–------------------------–-------------------–-------------------–--------------–---------------------------–-------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2001 წლის 0-----------ს დ--–----ს რაიონული სასამართლოს განაჩენით მა----------------ე ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. 2012 წლის 1-------------ს მან სასჯელი კალენდარულად მოიხადა.
2--- წლის 1---------ს, 20:00 - 21:00 სთ. პერიოდში, ქ. თბილისი, მ----------–--------------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი მოტივით გამოწვეული კონფლიქტის დროს, მა----------------ემ, თანნაქონი სამზარეულო დანით, ნაცნობს - ავ--------–--------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი ნაკვეთი და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი დაზიანება მიაყენა, მათ შორის, - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ლავიწის ქვემოთ მედიოკლავიკულურ (ლავიწშუა) ხაზზე, მარჯვენა ძუძუს არტერიის დაზიანებით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
დაზარალებულმა ავ--------–--------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მა-------------–---–ი, მასთან დაშორების შემდეგ ცოლად გაჰყვა ბრალდებულ მა----------------ეს. 2--- წლის 1---------ს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, გადაწყვიტა მ. ფ--------–---–-სა და მ. ს----------ს საცხოვრებელ სახლში მისულიყო, მ---- შვილისთვის ახალი წლის მისალოცად. საღამოს დაახლოებით რვა-ცხრა საათი იქნებოდა მათ რომ ესტუმრა. სახლში მაია, მისი დისშვილი და მა----------------ე დახვნენ. მა----------------ეს მისი მისვლა არ ესიამოვნა და გარეთ გაიხმო სალაპარაკოდ. გარეთ მარტონი გავიდნენ და ქვეითთა ხიდისკენ გაემართნენ. დაახლოებით 50 მეტრში ჩხუბი მოუვიდათ, რა დროსაც მა----------------ემ დანა ჯერ მკერდის მარჯვენა, შემდეგ კი - გულის მხარეს დაარტყა, ბოლოს, ბრალდებულისგან გაქცევა რომ სცადა, ხიდის კიბეზე ასვლისას, მ. ს----------მ დანა ფეხში დაარტყა. ბრალდებულთან ჩხუბის შემდეგ დაზიანებები ჰქონდა სახეზეც - ორივე ლოყაზე, ტუჩსა და წარბზე. დაზარალებულმა ავ--------–--------ემ ასევე განმარტა, რომ მ. ს----------სთან ჩხუბისას არანაირი იარაღი არ გამოუყენებია, ხელშიც არაფერი სჭერია.
მოწმე მა-------------–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ დაკითხვის დროისათვის იგი ცხოვრობდა ნა----–--------------–---–-----------------–------ში, პირველი ქორწინებიდან შეძენილ შვილთან - ვა-–-------------–---–თან და მეუღლესთან - მა----------------ესთან ერთად. ყოფილი მეუღლე, ავ--------–--------ე, რომელსაც დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხშირად მიდიოდა მათთან სახლში და შერიგებას სთხოვდა. ცხადია, ეს ფაქტი არ მოსწონდა მის იმჟამინდელ მეუღლეს - მა----------------ეს. 2--- წლის 1---------ს, დაახლოებით 20:00 საათზე, ა. ბი------ კვლავ მივიდა მათთან, რა დროსაც სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან, მა----------------ესთან ერთად. ა. ბი------ ნასვამ მდგომარეობაში იყო და ჯერ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი - მა----------------ეს, რომელსაც სასაუბროდ გარეთ გაყოლასაც სთხოვდა. მ------ და ა---------–ი ერთად გავიდნენ სახლიდან, ჭიშკრამდე მიჰყვა მათ და შემდეგ სახლში დაბრუნდა. დაახლოებით საათსა და თხუთმეტ წუთში მ. ს----------მ მობილურ ტელეფონზე დაურეკა და კ------- ქუჩაზე მდებარე გაჩერებაზე ქურთუკის მიტანა სთხოვა. მ. ს---------- ძალიან აღელვებული იყო და უთხრა, რომ სიტყვიერი შელაპარაკების დროს ა---------– ბ-------ს დანა დაარტყა, რომელიც სახლიდან ჰქონდა წაღებული. ვინაიდან მ. ს---------- ძალიან აღელვებული იყო, იგი საკუთარ მეჯვარესთან - ცი–--------–----თან წაიყვანა სტუმრად, სადაც დაახლოებით ერთი საათი დაჰყვეს, ისე, რომ მომხდარის თაობაზე მისთვის არაფერი უთქვამთ. სახლში რომ დაბრუნდნენ, მა----------------ემ შარვლის უკანა მხრიდან ამოიღო მათი კუთვნილი სამზარეულოს დანა, რომელიც სამზარეულოს კარადაში შეინახა. მოწმე მ. ფ--------–---–მა განმარტა, რომ დანაშაულის იარაღი - დანა, მ. ს----------ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ა---------–ის დაჭრისას ეცვა, მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა.
მოწმე რა-----–----------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 1---------ს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე, ქ-----------–-- ქუჩაზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე მოძრაობისას შენიშნა მწოლიარე მამაკაცი. მთვრალი ეგონა და მისი დახმარება გადაწყვიტა, თუმცა, როცა მამაკაცს ხელი მოჰკიდა და მისი აყენება სცადა, დაინახა, რომ იგი სისხლით იყო მოსვრილი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და ექიმების მოსვლამდე დაჭრილთან იმყოფებოდა.
მოწმე ცი–--------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 1---------ს, დაახლოებით 22:00-22:30 საათზე, მასთან სახლში მივიდნენ ნაცნობები - მა-------------–---–ი და მისი მეუღლე, მა----------------ე, რომლებსაც მასთან ღამის გათევა სურდათ. თხოვნაზე უარი უთხრა. მა-------------–---–მა და მა----------------ემ მცირე ხანი დაჰყეს მასთან, რა დროსაც მ------ აფორიაქებული ჩანდა, მოუსვენრად აქეთ-იქეთ დადიოდა. ცოლ-ქმარმა მისი ბინა მ---- შვილის დარეკვისთანავე დატოვა.
მოწმე ვა-–-------------–---–მა, მა-------------–---–ის შვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მოწმე ვ. ვა------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ავ--------–--------ეს ტელეფონზე ესაუბრა და ეს უკანასკნელი დედამისთან შესარიგებლად მათთან მისვლას აპირებდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 1-------------- 23:50-02:00 სთ., შსს ქ-------–---------–--–---------------------------------------------------–-------------------–--------------------- ინსპექტორ-გამომძიებელ ვ--–-----------–---–ის მიერ, ექსპერტების - მა-----------–---–--ა და ნა------------–---–ის მონაწილეობით, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, კერძოდ, დათვალიერდა ქ. თბილისში, მ----------–--------------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ქ-----------–-- ქუჩაზე გადასასვლელი ქვეითთა ხიდი, სადაც აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის ლაქები, მიმობნეული მონეტები, ორი სანთებელა და ორი ფარანი. იქვე ნანახი იქნა მოწითალოლაქებიანი ქურთუკი, მის ჯიბეებში არსებული მეტალის საკვნეტელათი, მეტალის ნივთებითა და მაკრატლით.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ქურთუკზე, ხიდის ზედაპირსა და მოაჯირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ავ--------–--------ეს.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0----------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ სანთებელებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. მისი გენეტიკური პროფილი და სანთებელებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია ავ--------–--------ის გენეტიკური პროფილის;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ფარნებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და მისი გენეტიკური პროფილი და ამავე ფარნებზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ავ--------–--------ეს.
ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 1---------ს, ქ. თბილისის ი-----------------------------–-------------------–----------- ინსპექტორ-გამომძიებელ თე------–----ას მიერ, თბილისი, მ----------–--------------–--------------------ში მდებარე, მა----------------ის და მა-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ამ უკანასკნელისაგან ამოღებული იქნა მა----------------ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ. ს----------ს ტანსაცმელს ექსპლოატაციური წარმოშობისათვის დამახასიათებელ კვალთა გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება არ აღენიშნება.
მ. ს----------ს ტანსაცმლიდან ქურთუკზე, „კაპიშონიან“ ჟაკეტზე, ჯემპრზე, პერანგზე, სვიტერზე, მოკლესახელოიან მაისურზე, ჯინსის შარვალზე, ქსოვილის შარვალზე, ტრუსზე, დაზიანებები განვითარებულია ჭრით ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ჯინსის შარვალზე ასევე იკვეთება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანება და მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი ლოკალური მონაკვეთი. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია სათანადო, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ. ს----------ს შარვალზე, ჯემპრზე, პერანგზე და მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ავ--------–--------ეს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება:
შპს „პ------–-----------------ს“ სტაციონარული პაციენტის N4-- სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ ავ--------–--------ე აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 15.0--2----–-------------18 წ.-მდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ავ--------–--------ეს აღენიშნებოდა ექსკორიაციები ცხვირის მიდამოში, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ლავიწის ქვემოთ მედიოკლავიკულურ (ლავიწშუა) ხაზზე, მარჯვენა ძუძუს არტერიის დაზიანებით; ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბეჭის მიდამოში; ნაკვეთი ჭრილობები - ორივე თვალბუდის, ორივე ლოყის, ქვედა ტუჩის და მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით დაუდგინდა სუნთქვის უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია.
დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით.
ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, ლავიწის ქვემოთ მედიოკლავიკულურ (ლავიწშუა) ხაზზე, მარჯვენა ძუძუს არტერიის დაზიანებით, გართულებული მესამე ხარისხის ტრავმულ-ჰემორაგიული შოკითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ბეჭის ძვლის მედიალური კიდის მიმდებარედ ქვედა მესამედში, ბეჭის და ხერხემლის ხაზებს შორის, ასევე ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა თვალბუდის ზედა კიდის საპროექციოდ წარბის გარეთა ბოლოზე, მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდის საპროექციოდ, გარდამავალი მარცხენა საფეთქლის მიდამოზე, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში; მარჯვენა ლოყის მიდამოში; ქვედა ტუჩზე შუა ხაზიდან ოდნავ მარჯვნივ და მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში უკანა და გარეთა გვერდითი ზედაპირების საზღვარზე - თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება ცხვირის მიდამოში არსებული ნაჭდევის (ექსკორიაციის) სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 15.0--2--- წ.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2--- წლის 1-------------, 23:50 - 00:40 სთ., გამომძიებელ თე------–----ას მიერ, ექსპერტთა - თე-----------------–--------–-----------------------ის მონაწილეობით, ბრალდებული მა----------------ისაგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა აღიარა მის მიერ ა. ბ------ის დაჭრის ფაქტი და მიუთითა თბილისი, მ----------–--------------–--------------------ში დანაშაულის იარაღის და მისი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შენახვის ადგილები.
ბრალდებულმა მა----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მა-------------–---–ი მისი მეუღლეა და დაკავებამდე მასთან, მის შვილთან და დისშვილთან ერთად ცხოვრობდა, მისსავე სახლში. დაზარალებული ა. ბი------, მ. ფ--------–---–-ს ყოფილი მეუღლე, ვერ ეგუებოდა მ---- გათხოვებას და ხშირად აწუხებდა მათ. 2--- წლის 1---------ს მ. ფ--------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 20:00 საათზე, კარზე კაკუნის შემდეგ გაიგონა გინება და ხმით ავ--------–--------ე იცნო. იგი მა-------------–---–ს აგინებდა, რომელიც მის გარეთ გაგდებას ცდილობდა. ა. ბი------მ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გარეთ გაიხმო სალაპარაკოდ. ერთად გავიდნენ სახლიდან და საცალფეხო ბილიკით მივიდნენ ხიდთან. ა. ბი------ მოითხოვდა „კაი ბიჭებთან“ წასულიყვნენ საქმის გასარჩევად, რაც მას არ სურდა. ხიდზე რომ ავიდნენ, ა. ბი------მ დანა ამოიღო და მისთვის დაზიანების მიყენებას აპირებდა, მაგრამ, რადგან ძალიან ნასვამი იყო, ვერ მოახერხა. დანის წართმევა გადაწყვიტა და ხელი რომ დაუჭირა, ამ დროს ა. ბი------მ ზურგზე დაზიანება მიიღო. ვინაიდან ა. ბი------ ძალიან აგრესიული იყო, მის შესაშინებლად დანის ქნევა დაიწყო, თავი რომ დაენებებინა და გაცლოდა, მაგრამ იგი მაინც არ ეპუებოდა. ა. ბი------მ ჩხუბისას შეაგინა და ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, რომ ვეღარ მოითმინა, დანა წაართვა და მარჯვენა მხარეს მკერდში დაარტყა, რის შედეგადაც ა. ბი------ წაიქვა. იქვე დააგდო დანა და წავიდა, დაურეკა მ. ფ--------–---–ს და ქურთუკის მიტანა სთხოვა. მ---- უთხრა, რომ ა. ბი------ დაჩეხა. მეუღლე აწყნარებდა და რადგან ძალიან განერვიულებული იყო, ახლობელთან, ცი–--------–----თან წასვლა შესთავაზა. ც. კ--–----თან მხოლოდ 45 წუთი დაჰყვეს, რადგან მ. ფ--------–---–ს შვილმა დაურეკა და სახლში წავიდნენ. ბრალდებულმა განმარტა, რომ დანა, რომლითაც დაზარალებული დაჭრა, ამ უკანასკნელის იყო და იგი შემთხვევის ადგილზე დატოვა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისა და მათი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული მა----------------ის განმარტება წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის მის მიერ ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით - დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და ამ მტკიცებულებებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2--- წლის 1---------ს დაზარალებულ ავ--------–--------ის სხეულზე არსებული დაზიანებები (მათ შორის - გულმკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული მძიმე ხარისხის დაზიანება) მას სწორედ ბრალდებულმა მა----------------ემ მიაყენა, გარდა ბრალდების მოწმეთა ჩვენებებისა, დადასტურებულია თავად ბრალდებული მა----------------ის ჩვენებით, სადაც იგი განმარტავს, რომ ა. ბი------ს დაზიანებები მიაყენა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თანნაქონი დანით მისთვის ზიანის მიყენება სცადა.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებული მა----------------ის ვერსიას, იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ბი------ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა დაჭრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.“ შესაბამისად, პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, მომგერიებლის ქმედება გამოწვეულია უკიდურესობით და მიმართულია ხელყოფის მოგერიებაზე.
ბრალდებული მა----------------ის განმარტება, რომ ა---------– ბ-------მ მასზე განახორციელა თავდასხმა, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის, რადგან იგი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. გარდა იმისა, რომ ამგვარი ფაქტის არსებობა უარყო დაზარალებულმა ა. ბი------მ, თავად ბრალდებულის ჩვენებითაც დგინდება, რომ ძლიერი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ა. ბი------ მ. ს----------სთან პირადად ანგარიშსწორებას არ აპირებდა და მის დაჭრამდე, შემთხვევის ადგილზე, ბრალდებულს „კაი ბიჭებთან“ წასვლას და „საქმის გარჩევას“ სთავაზობდა.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებითაც, რომ დანა, რომლითაც ა. ბი------ დაჭრა, ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა. ბრალდებულის განმარტებასთან წინააღმდეგობაში მოდის მისი მეუღლის, მა-------------–---–ის ჩვენება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მა----------------ემ მასთან თავად აღიარა, რომ ა. ბი------ სახლიდან წაღებული დანით დაჭრა, ამასთან, შემთხვევის შემდეგ შინ დაბრუნებული მეუღლის ხელში ნანახ დანაშიც მათი ოჯახის კუთვნილი ნივთი ამოიცნო.
სასამართლოს მიერ ასევე შეფასებული იქნა ბრალდების მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვისას ბრალდებულ მ. ს----------ს მინიშნება, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული ა. ბი------ თავს ესხმოდა თანნაქონი მაკრატლით. სასამართლომ არც ეს ვერსია გაიზიარა, რადგან, მართალია, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა საგნებთან ერთად მართლაც იქნა ამოღებული მცირე ზომის მაკრატელი, მაგრამ, ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთი აღმოჩენილი იქნა შემთხვევის ადგილზე ნანახი, ა. ბ------ის ქურთუკის ჯიბეში, ცალსახად ადასტურებს, რომ მ. ს----------სთან კონფლიქტისას დაზარალებულს იგი არ გამოუყენებია.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მა----------------ის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის მცდელობას ავ--------–--------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, თავდასხმის ფაქტის არარსებობის გამო, არც მ. ს----------ს მოქმედების უკიდურესი აუცილებლობა და თავდაცვის მდგომარეობა არსებობდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ს----------ს მიერ ა. ბ------ის დაჭრა არ განხორციელებულა საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლით გათვალისწინებული, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების პირობებში.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ბრალდებულის განმარტება, - იმასთან დაკავშირებით, რომ როცა დაზარალებული დანით თავს დაესხა, წაართვა დანა და შემდეგ, გინებით შეურაცხყოფილმა, ამ უკანასკნელს ამავე დანით მიაყენა დაზიანებები, - მისი გაზიანების შემთხვევაშიც არ იძლევა მ. ს----------ს ქმედებაში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებებელი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, ვინაიდან აუცილებელი მოგერიების ვითარება ისპობა ხელყოფის შეწყვეტისთანავე და იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც თავდამსხმელს ზიანი ხელყოფის შეწყვეტის შემდეგ მიაყენა (თუ მომგერიებელმა იცოდა, რომ ხელყოფა უკვე დამთავრებულია) იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელსაც არც ის გარემოება ამსუბუქებს, რომ თავდამსხმელისათვის ზიანის მიყენებას წინ დამთავრებული საზოგადოებრივად საშიში ხელყოფა უძღოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებული მა----------------ის მიერ დაზარალებული ავ--------–--------ისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახ მიყენების ფაქტი.
ბ) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი იმის მიერ,ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 108-ე მუხლით
გათვალისწინებული მკვლელობა
დ--–----ს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 0-----------ს განაჩენის თანახმად, მა----------------ე მსჯარდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შესახებ N0------ ცნობის თანახმად, მა----------------ე სასჯელის მოხდის ადგილიდან გათავისუფლდა 2012 წლის 1-------------ს, სასჯელის ვადის გასვლის გამო.
საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ს----------ს მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ამ დანაშაულისათვის კანონით დადგენილი ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ პუნქტიდან გამომდინარე, მ. ს----------ს შემთხვევაში, დღეის მდგომარეობითაც გაქარწყლებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული ავ--------–--------ისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებისას ბრალდებული მა----------------ე იყო საქართველოს სსკ-ის108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რადგან ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით გაქარწყლებული არ ჰქონდა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა (მე-7 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგინდა, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობისათვის ნასამართლევმა მა----------------ემ, ავ--------–--------ეს, პირადი მოტივით გამოწვეული კონფლიქტის დროს, განზრახ, დანით, მრავლობითი ნაკვეთი და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი დაზიანება მიაყენა, მათ შორის, - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის წინა ზედაპირზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა----------------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა. შესაბამისად, მა----------------ე მსჯავრდებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის და სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მა----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში მა----------------ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა რა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს და მა----------------ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, როგორც შესაფერისი ზომა სამართლიანობის აღდგენის, დანაშაულის პრევენციისა და დამნაშვის რესოციალიზაციისთვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მა----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მა----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2--- წლის 17 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
დისკები, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
დანა, სისხლის ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუში, ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირზე, ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბეში არსებული ავტობუსის ბილეთი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
მონეტები, მომწვანო შეფერილობის ქურთუკი, ლითონის საგანი და მაკრატელი, ქურთუკის შიდა ჯიბეში არსებული მკვნეტარა და მომრგვალებული ფორმის ნივთი, ორი ცალი სანთებელა, დაშლილ მდგომარეობაში მყოფი „ფანარი“, მოვარდისფრო შეფერილობის „ფანარი“, მა----------------ის კუთვნილი ტანსაცმელი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ავ--------–--------ის ტანსაცმელი: ქურთუკი, კაპიუშონიანი ჟაკეტი, ჯემპრი, პერანგი, სვიტერი, მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ტრუსი, ორი წყვილი წინდა, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი