გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #2/16308-2018 28 სექტემბერი 2018 წელი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე წარმომადგენლები ს.ს. ,,სა---------–---------“ ლ-------------
მოპასუხეები: წარმომადგენელი: 1. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“ 2. ზ-------------–---–ი 3. ი------–---------–--ი 4. მ---------------–---–ი გ---–--–-----
დავის საგანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ურთიერთობების შეწყვეტის დღეს (31/05/18 წ.) ბ----ს წინაშე არსებული დავალიანების 74 581.43 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 70330.57 ლარს, პროცენტი _ 3110,98 ლარს, პირგასამტეხლო _1139.88 ლარს. 1.2 შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ძირ თანხაზე (70330.57 ლარი) წლიური 13% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25 ლარს, სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე). 1.3 შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე (70330.57 ლარი) და დარიცხულ პროცენტზე (3110.98 ლარი) (ჯამში 73441.55 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 367.2 ლარს, სარჩელის აღძვრიდან (01/06/2018წ.) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 1.4 გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს #0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ.თბილისში, პ-----------------ის ქუჩა, მ----–-------------–--------------- ბინის რეალიზაცია. 1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ის ან/და ი------–---------–--ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებაზე. 1.6 სოლიდარულ თავდებების _ ზ-------------–---–ის და ი------–---------–--ის მიმართ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა აღსრულდეს თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე არაუმეტეს 200 000 ლარის ნაწილში. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 02 დეკემბერს ს.ს. ,,ს----------–--------ს’’, როგორც გამსესხებელს და მოპასუხე შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა’’-ს, როგორც მსესხებელს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის #5----- ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,5-48 %. საკრედიტო ხაზით მომსახურეობის ხელშეკრულების შესაბამისად და საფუძველზე ს.ს. ,,ს----------–--------ს’’ და შპს ,,ქა-------–--–----ა’’-ს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურეობის შესახებ 02.12.2011 #5----- ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #5------3------, რომლის საფუძველზეც შ.პ.ს. ,,ქ--------–-–-----’’-ს სარგებლიანი სესხის სახით მიეცა 100 000 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 13 %, საკომისიო _ 0,5 %, ხოლო პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %. საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2011 წლის 02 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #5------ა და პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ზ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, პ-----------------ის ქ. #--–---------------------- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------). სარჩელის აღძვრის დროისათვის უძრავი ქონება წარმოადგენს მ---------------–---–ის საკუთრებას. 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ხაზის შემადგენელი საბანკო კრედიტის #5------3----- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ზ-------------–---–თან და ი------–---------–--თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრად განისაზღვრა 200000 ლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით. 2017 წლის დეკემბრის თვიდან მოპასუხეს შეწყვეტილი აქვს გადახდა და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. საკრედიტო ურთიერთობების შეწყვეტის ეტაპზე (2018 წლის 31 მაისი) მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 74581 ლარს და 43 თეთრს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 70 330 ლარი და 57 თეთრი, პროცენტი _ 3110 ლარი და 98 თეთრი, პირგასამტეხლო _1139 ლარი და 88 თეთრი.
2. მოპასუხის პოზიცია შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-მ, ზ-------------–---–მა, ი------–---------–--მა და მ---------------–---–მა წერილობით შესაგებელში სარჩელი ცნეს სესხის ძირთადი თანხის _ 70330 ლარის და 57 თეთრის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ასევე არ დაეთანხმნენ იპოთეკის საგნის იძულებით რეალიზაციას, რადგან ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს სურთ ვალდებულების სრულად შესრულება ურთიერთშეთანხმების ფარგლებში. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2011 წლის 02 დეკემბერს ს.ს. ,,ს----------–--------ს’’ და შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა’’-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის #5----- ხელშეკრულება 10 წლის ვადით, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 500 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტით ლარში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,5-48 % (ს.ფ. 31-36). 3.1.2 ს.ს. ,,ს----------–--------ს’’ და შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა’’-ს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურეობის შესახებ 02.12.2011 #5----- ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #5------3------, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ქ--------–-–-----’’-ზე გაიცა სესხი 100 000 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 13 %, საკომისიო _0,5 %, პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %. (ს.ფ. 37-39). 3.1.3 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ხაზის შემადგენელი საბანკო კრედიტის #5------3----- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ზ-------------–---–თან (#3-------1) და ი------–---------–--თან (#3-------2) გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრად განისაზღვრა 200 000 ლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით. ს.ფ 41-44, 46-49). 3.1.4 საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2011 წლის 02 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #5------ა და პირველი რიგის იპოთეკით დაიტვირთა ზ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, პ-----------------ის ქ. #--–---------------------- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------). (ს.ფ. 53-58). 3.1.5 ქ. თბილისში, პ-----------------ის ქ. #--–------------–-----------------–---------------------- (საკადასტრო კოდით: #0----------------------) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა მ---------------–---–ს (ს.ფ. 59, 62-63). 3.1.6. დადგენილია, რომ მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ სს ,,სა---------–---------’’-ს მიმართ არსებული დავალიანების და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. (ს.ფ. 66-77).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. ,,სა---------–---------’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 403-ე, 463-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე, 898-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილია, რომ ს.ს. ,,ს----------–--------ს’’ და შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა’’-ს შორის 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #5------3------, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ქ--------–-–-----’’-ზე გაიცა სესხი 100 000 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 13 %, საკომისიო _0,5 %, პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა’’-ს მიერ სესხის ხელშეკრულებით განსაზვრული ვალდებულებების შესრულებლობის გამო, 2018 წლის 08 მაისს, მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილება ვალდებულების ორი კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მუხლი თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. 2016 წლის 12 აგვისტოს საკრედიტო ხაზის შემადგენელი საბანკო კრედიტის #5------3----- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა ზ-------------–---–თან (#3-------1) და ი------–---------–--თან (#3-------2) გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრად განისაზღვრა 200 000 ლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით. 6.8 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის _ 70330 ლარის და 57 თეთრის მოთხოვნის ნაწილში. 6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 6.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ასევე, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ფაქტობრივი დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. თუ ბ---- ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებითი ან/მსესხებლის მიერ ნებაყოფილობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალაინების დაფარვის მიზნით. დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ს.ს. ,,სა---------–---------“-ს მიმართ არსებული დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენდა 70330 ლარს და 57 თეთრს, პროცენტი _ 3110 ლარს და 98 თეთრს, პირგასამტეხლო _1139 ლარს და 88 თეთრს. მოპასუხეები ადასტურებენ ბ----ს მიმართ 70330 ლარის და 57 თეთრის დავალიანებას 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით. მოსარჩელის მოთხოვნა შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ის და ი------–---------–--ის მიმართ 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 70330 ლარის და 57 თეთრის წლიური 13%-ის სოლიდარულად დაკისრების და სესხის ძირითად თანხის (70330.57 ლარი) და დარიცხული პროცენტის (3110.98 ლარი) _ 73441.55 ლარის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე სოლიდარულად დაკისრების შესახებ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.12 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 2011 წლის 02 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #5------ა და იპოთეკით დაიტვირთა ზ-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ ქ. თბილისში, პ-----------------ის ქ., მ----–-------------–-----------------–---------------------- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0----------------------), აღნიშნული ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ზ-------------–---–მა საკუთრებაში გადასცა მ---------------–---–ს. დადგენილია, რომ მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის და სოლიდარული თავდებისთვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. 6.13 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების 7.5 და 8.4 პუნქტების და იპოთეკის ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მიხედვით, ს.ს. ,,ს----------–--------ს“ უფლება აქვს მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ის და ი------–---------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება, ამასთან, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ-------------–---–ის და ი------–---------–--ის მიმართ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა უნდა აღსრულდეს თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე არაუმეტეს 200 000 ლარის ნაწილში. 6.14 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების 10.4 პუნქტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ----ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად. გამომდინარე აღნიშნულიდან, ს.ს. ,,სა---------–---------ს“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნეს სარჩელი სესხის ძირთადი თანხის _ 70330 ლარის და 57 თეთრის მოთხოვნის ნაწილში, მითითებული თანხის პროპორციულად, ს.ს. ,,ს----------–--------ს“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარი) უნდა დაუბრუნდეს 698 ლარი, ხოლო შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს, ი------–---------–--ს და მ---------------–---–ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 4302(ოთხიათასსამასორი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს. ,,სა---------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს #5------3------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 70330 ლარის და 57 თეთრის გადახდა.
3. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს #5------3------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის _ 3110 ლარის 98 თეთრის გადახდა.
4. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 12 აგვისტოს #5------3------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 1139 ლარის და 88 თეთრის გადახდა.
5. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 70330 ლარის და 57 თეთრის წლიური 13%-ის გადახდა 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს და ი------–---------–--ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხის (70330.57 ლარი) და დარიცხული პროცენტის (3110.98 ლარი) _ 73441.55 ლარის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს #0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ.თბილისში, პ-----------------ის ქ-----------–-------–--------------------ს რეალიზაცია.
8. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ის და ი------–---------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
9. ზ-------------–---–ის და ი------–---------–--ის მიმართ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა აღსრულდეს თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე არაუმეტეს 200 000 ლარის ნაწილში.
10. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირველი პუნქტიდან მეცხრე პუნქტის ჩათვლით გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
11. შ.პ.ს. ,,ქა-------–--–----ა“-ს, ზ-------------–---–ს, ი------–---------–--ს და მ---------------–---–ს ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4302(ოთხიათასსამასორი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
12. ს.ს. ,,ს----------–--------ს“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5000 ლარი) დაუბრუნდეს 698 ლარი (გადახდის თარიღი: 31.05.2018; საგადასახადო დავალება: #599; გამდახდელი: ს.ს. ,,სა---------–---------“-ს სათავო ოფისი; სახაზინო კოდი: 300773150).
13. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი